საქართველოსა და თურქეთს შორის ახალი შეთანხმების ამოქმედება წაახალისებს თურქეთიდან ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკაში

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 12 თებერვალი 2021 12:54
საქართველოსა და თურქეთს შორის ახალი შეთანხმების ამოქმედება წაახალისებს თურქეთიდან ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკაში, ხელს შეუწყობს ერთობლივი კომპანიების ჩამოყალიბებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, – ამის შესახებ თურქეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
2021 წლის 10 თებერვალს, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტმა მოახდინა “თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების II ოქმში „საქონლის წარმოშობის“ ცნების განსაზღვრისა და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდების შესახებ ცვლილებების შეტანის შესახებ" თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილი ერთობლივი კომიტეტის N1/2016 გადაწყვეტილების რატიფიცირება, რაც დამატებით შესაძლებლობას გაუხსნის თურქეთისა და საქართველოს ბიზნესებს, რათა გაზარდონ ერთობლივი ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე.
ზემოაღნიშნული დოკუმენტით, ასევე, გათვალისწინებულია საქართველოში თურქულ ნედლეულზე დამზადებული პროდუქციის გატანა ევროკავშირის ბაზარზე, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით. ხსენებული შეთანხმება გაზრდის იმ პროდუქციის ასორტიმენტს, რომელთა გატანაც ევროკავშირში იქნება შესაძლებელი და რომლის მიხედვითაც, მოგებული დარჩება როგორც საქართველოს, ისე თურქეთის ბიზნესი. ამასთან, შეთანხმების ამოქმედება წაახალისებს თურქეთიდან ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკაში, ხელს შეუწყობს ერთობლივი კომპანიების ჩამოყალიბებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.			  </div>
			  			
						<!-- Item

პოლონეთში მყოფი საქართველოს 71 მოქალაქე სამშობლოში ბრუნდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 13 აპრილი 2020 11:40

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების ფონზე, საქართველოს მთავრობა განაგრძობს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს.
 
პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევითა და ხელშეწყობით, პოლონეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები - 71 ადამიანი, ავტობუსებისა და სპეციალურად მოწყობილი დერეფნის მეშვეობით, ორგანიზებულად გადაიყვანეს პოლონეთიდან ბელარუსში, საიდანაც ისინი, ბელარუსში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, მინსკი-ერევნის რეისით ისარგებლებენ; ხოლო ერევნიდან, ასევე საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ავტობუსებით გამოემგზავრებიან სამშობლოში. საქართველოში ჩამოსვლისთანავე მოქალაქეებს ჩაუტარდებათ სამედიცინო შემოწმება და გადაყვანილ იქნებიან კარანტინში.
 
12 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 3,809  მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - ორგანიზებულად დაბრუნდა 5,319 მოქალაქე. COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.

ლონდონში ქართული ლიტერატურისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

გამოქვეყნებულია კულტურა
ხუთშაბათი, 06 ივნისი 2019 10:50

დიდი ბრიტანეთი - ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) სლავური და აღმოსავლეთ ევროპული კვლევების სკოლაში (SSEES), დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს,  ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ქართული ენის შემსწავლელი კურსების დამაარსებლების და საქართველოს  ახალგაზრდა ელჩი სოფო ქევხიშვილის ორგანიზებით ჩატარდა ქართული ლიტერატურისადმი მიძღვნილი ღონისძიება. საღამო ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის სლავური და აღმოსავლეთ ევროპული კვლევების სკოლის ბიბლიოთეკაში ქართული სექციის გახსნას მიეძღვნა.

ღონისძიებაზე, გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა, სლავური და აღმოსავლეთ ევროპული კვლევების სკოლის დირექტორმა, პროფესორმა დიან ფ. კონკერმა, და ახალგაზრდა ელჩმა სოფო ქევხიშვილმა ისაუბრეს ბიბლიოთეკაში ქართული სექციის არსებობის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე.
ღონისძიების ფარგლებში ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ქართული ენის მასწავლებლებმა ქეთი კალანდაძემ და მარინე თიგიშვილმა სტუმრებს ქართული ანბანი და ლიტერატურა გააცნეს.
საყურადღებოა,  რომ  აღნიშნული ბიბლიოთეკა ლონდონის ერთადერთი საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაა, რომელსაც ქართული სექცია აქვს.

საფრანგეთში საქართველოს საელჩოს განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 19 მარტი 2016 23:16

საფრანგეთში საქართველოს საელჩომ განცხადება გაავრცელა პარიზში ტურიზმის მსოფლიო სალონის ერთერთ სტენდზე, აფხაზეთის როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის წარმოდგენასთან დაკავშირებით. აღნიშნულ განცხადებას newsday.ge უცვლელად გთავაზობთ.
"პარიზის ტურიზმის მსოფლიო სალონზე, აფხაზეთი წარმოდგენილი იქნა სტენდზე დიდი აბრით, “აფხაზეთის რესპუბლიკა”, ხოლო სალონის ინტერნეტ გვერდზე იგი მოხსენიებულ იქნა, როგორც რუსეთის ფედერაციის ნაწილი, დამოუკიდებელი ქვეყანა.

საქართველოს საელჩომ საფრანგეთში დაუყონებლივ მიმართა სალონის დირექტორს, მოსთხოვა აბრის ჩამოხსნა და ფორმულირების შეცვლა, აუხსნა რა მას, რომ სალონის მიერ წარმოდგენილი ფორმულირება აფხაზეთთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება საქართველოს სუვერენიტეტსა და საფრანგეთის რესპუბლიკის ოფიციალურ პოლიტიკურ პოზიციას, რომელიც უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში სეპარატისტული რეჟიმების მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკას.

საელჩოს მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, აფხაზების პროტესტის მიუხედავად, სტენდიდან ჩამოიხსნა აბრა „აფხაზეთის რესპუბლიკა“, სტენდზე დარჩა მხოლოდ რუქა, რომელზეც აფხაზეთი გამოყოფილია, როგორც რეგიონი. ასევე, დროულად მოხდება ინფორმაციის ჩასწორება საიტზეც. ტურიზმის სალონის დირექტორმა კი ორგანიზატორების სახელით ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აღნიშნულმა ინციდენტმა პოლიტიკური პრობლემა არ შექმნას.

და ბოლოს, საქართველოს საელჩომ მიმართა სავაჭრო სამრეწველო პალატასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს, რათა მომავალში აღარ განმეორდეს მსგავს სალონებში, რუსეთის ფედერაციის ხელშეწყობით აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობა", ნათქვამია საფრანგეთში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

საქართველოში, საფრანგეთის საელჩოსთან დილიდან იკრიბებიან მოქალაქეები

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 14 ნოემბერი 2015 14:29

საქართველოს მოქალაქეები დილიდან საფრანგეთის საელჩოსთან შეიკრიბნენ, მათ სამძიმრის ნიშნად ადგილზე ყვავილები მიაქვთ და საფრანგეთის მოსახლეობას თანადგომას უცხადებენ. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური