გოგონების რიტუალურ დასახიჩრებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტი შეშფოთებას გამოხატავს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 15 ნოემბერი 2016 15:10

გოგონების რიტუალურ დასახიჩრებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი  მიმართავს შს მინისტრს და მთავარ პროკურორს, რომ გავრცელებული ინფორმაციის გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანონ და საზოგადოებას მიაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია, - აღნისნული განცხადება დღეს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ პრესკონფერენციაზე გაკეთა. 

"პრეზიდენტი გამოხატავს შეშფოთებას ამ ვანდალურ ქმედებაზე. მოგეხსენებათ, პრეზიდენტისთვის ადამიანის უფლებების დაცვა ყოველთვის იყო და არის განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხი. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სასწრაფოდ უნდა იყოს გამოძიებული, თუ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე და უსწრაფესად უნდა გატარდეს ზომები ამ დანაშაულის აღსაკვეთად და დამნაშავეთა უმკაცრესად დასასჯელად,"- განაცხადა ეკა მიშველაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 11 ნოემბერი 2016 13:32

საქართველოს პრეზიდენტმა ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე და ფოკას მონასტრის წინამძღვარი იღუმენია ელისაბედი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

გიორგი მარგველაშვილმა ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე შემწყნარებლობის, ტოლერანტობის, ქველმოქმედებისა და სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელთა შორის დიალოგის ხელშეწყობისათვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

გიორგი მარგველაშვილმა ასევე ღირსების ორდენით დააჯილდოვა ფოკას მონასტრის წინამძღვარი იღუმენია ელისაბედის (მესხიშვილი) შემწყნარებლობის, ტოლერანტობის, ქველმოქმედებისა და ერთა შორის მეგობრობის განმტკიცების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის. იღუმენია ელისაბედის ჯილდო მის წარმომადგენელს მარიამ მარგველაშვილს გადაეცა
დაჯილდოების ცერემონია დღეს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, რომელსაც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები და დიპლომატები ესწრებოდნენ

გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა გიორგი ალექსი-მესხიშვილის საიუბილეო გამოფენას დაესწრნენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 04 ნოემბერი 2016 11:40

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გიორგი ალექსი-მესხიშვილის საიუბილეო გამოფენის გახსნას დაესწრნენ.

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ გამოფენა დაათვალიერეს და მხატვარს საიუბილეო თარიღი მიულოცეს.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო არტისტის მიერ 50 წლის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები.

საქართველოს პრეზიდენტთან და პირველ ლედისთან ერთად ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი დაესწრნენ.

პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადას ვერავინ შეეხება, - ირაკლი კობახიძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 02 ნოემბერი 2016 13:51

"რაც შეეხება პრეზიდენტის უფლებამოსილებებს და უფლებამოსილების ვადას, ამას ვერავინ შეეხება იქამდე, ვიდრე პრეზიდენტის უფლებამოსილების კონსტიტუციით დადგენილი, არსებული ვადა არ დასრულდება. ეს იქნებოდა კონსტიტუციური პრინციპების უხეში დარღვევა. ეს არის შესაბამისად, სპეკულაციები და არ ვიცი, რომელი „კონსტიტუციონალისტები“ საუბრობენ ამაზე,“ - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს კონსტუტუციონალისტთა ნაწილის მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ  გიორგი მარგველაშვილს უფლებამოსილების ვადა შესაძლოა დროზე ადრე შეუწყდეს.

მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას პრეზიდენტი გახსნის

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 01 ნოემბერი 2016 16:04

"ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი მოიწვევს პარლამენტის პირველ სხდომას, რომელსაც თავად გახსნის და პარლამენტს სიტყვით მიმართავს. რაც შეეხება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, უსკო-ს მიერ შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ, პრეზიდენტი აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომასაც დანიშნავს,"- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ განუცხადა.

მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა სავარაუდოდ, 19 ნოემბერს გაიმართება.

 

 

"არანაირი პარტიის შექმნა პრეზიდენტის ფრთის ქვეშ არ განიხილება"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 01 ნოემბერი 2016 15:13

"ცუდია ის, რაც დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში ხდება. პრეზიდენტი მზად იყო და არის  ყველა პოლიტიკურ ძალასთან დიალოგისთვის, თუმცა ამ ეტაპზე არანაირი პარტიის შექმნა პრეზიდენტის ფრთის ქვეშ თუ როგორც თქვენ უწოდებთ, არ განიხილება,"- აღნიშნული განაცხადება  საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

 

მრავალპარტიული პარლამენტი არ შედგა, - გიორგი მარგველაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 31 ოქტომბერი 2016 12:21

„მრავალპარტიული პარლამენტი არ შედგა და გარკვეულწილად, ეს იყო საზოგადოების დაკვეთა. თუმცა, ამავე დროს, მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ პოლიტიკური მოღვაწეობა არჩევნებით კი არ მთავრდება, არამედ იწყება. შესაბამისად, აქტიურად მოგიწოდებთ ყველას იყოთ ჩართულები დისკუსიებში, ხელისუფლების კონტროლში და აქტიურ პოლიტიკურ დიალოგში,“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტში მოხვედრილ პარტიებს გამარჯვება მიულოცა და მათ წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.  

საქართველოს პრეზიდენტის მილოცვა ვეტერანებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 17 ოქტომბერი 2016 16:54

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვეტერანებს დღევანდელ დღეს ულოცავს. დღეს საქართველოში ვეტერანების დღე აღინიშნება. 

„ძვირფასო მეგობრებო, სხვადასხვა თაობის ვეტერანებო, ვინც მეორე სამამულო ომსა თუ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოსა თუ მსოფლიოს ცხელ წერტილებში, თავდადებით იბრძოდით სამშობლოს თავისუფლებისა თუ გლობალური უსაფრთხოებისათვის, გულითადად გილოცავთ დღევანდელ დღეს.

საზოგადოების განვითარების საზომი არის ის,  თუ როგორ ვაფასებთ და ვზრუნავთ სამშობლოს დამცველებზე, ჩვენ ვეტერანებზე. ეს დაფასება არის არა მხოლოდ თქვენი წარსული ღვაწლის აღიარება, არამედ ზრუნვა მომავალზე, ახალგაზრდა თაობებში სწორი ღირებულებების, სამშობლოსა და თავისუფლების უზენაესობის იდეალთა დამკვიდრება.

ქართველი ხალხის სახელით, მადლობას გიხდით საქართველოს მსახურებისთვის და მშვიდობას, კეთილდღეობასა და დღეგრძელობას გისურვებთ “,- აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილის მილოცვაში.

საქართველოს პრეზიდენტი IRI-ის და NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 07 ოქტომბერი 2016 11:45

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს IRI-ის და NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრისას საუბარი მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს, საარჩევნო გარემოს და წინასაარჩევნო პროცესის მიმდინარეობას შეეხო.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა, ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, უმნიშვნელოვანესია ის საქმე, რასაც სადამკვირვებლო მისიები ახორციელებენ არჩევნებამდე პერიოდში და არჩევნების დღეს საქართველოში.

"ასევე, უმნიშვნელოვანესია, რომ მთელმა სახელისუფლებო სტრუქტურამ უზრუნველყოს არჩევნების ნორმალურად, მშვიდობიან, თავისუფალ გარემოში ჩატარება.

ის, რომ ამომრჩეველი მაქსიმალურად ბევრი მივიდეს არჩევნებზე და, რაც მთავარია, 2016 წლის არჩევნები, როგორც ქვეყნის მოსახლეობისთვის, ისე დამკვირვებელთა შეფასებით იყოს დემოკრატიული, სამართლიანი და კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში”,  - აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ბოძაშვილი.

ვითარების დაძაბვა დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია, - გიორგი მარგველაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 03 ოქტომბერი 2016 11:34

"ეს ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული გამოცდილება, ჩვენ ვატარებთ თანამედროვე, ევროპულ არჩევნებს. საზოგადოება ორიენტირებულია, გააკეთოს სწორი და თავისუფალი არჩევანი. ამ ვითარების დაძაბვა, ემოციების ესკალაცია, მარტივად,  დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია",- აღნიშნული განცხადება  საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა. 

მარგველაშვილმა  საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა, არ ჩაერიოს საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესში

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური