მედიის დაცვის უფრო მყარი გარანტიები უნდა შეიქმნას, - გიორგი მარგველაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 15:14

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს პარლამენტს გააძლიეროს  მედიის დაცვის მექანიზმები და შექმნას დაცვის უფრო მყარი გარანტიები.

აღნიშნული რეკომენდაციით საქართველოს პრეზიდენტმა დღეს საქართველოს ახალარჩეულ პარლამენტს პირველ სხდომაზე მიმართა.

პრეზიდენტის განცხადებით,  ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხს თავისუფალი და პლურალისტული მედია განსაზღვრავს.

მისი განცხადებით,  არავის, არც ქვეყნის შიგნით და არც მის ფარგლებს გარეთ არ უნდა დარჩეს კითხვები საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხთან დაკავშირებით.  არ უნდა  გვქონდეს გაუგებარი მიზეზით  დახურული რეიტინგული თოქშოუები, ფარული თვალთვალი, შანტაჟი  და მუქარა მედიის წარმომადგენლებზე; არ უნდა გვყავდეს სამსახურიდან გათავისუფლებული ჟურნალისტები.

როგორც გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს,  მნიშვნელოვანია, მედიასთან დაკავშირებულ პროცესებში არ არსებობდეს პოლიტიკური ზეგავლენის ეჭვებიც კი.

„ყოველთვის მხარს ვუჭერდი და მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებ მედიის დაცვასა და  მხარდაჭერას, რადგან მიმაჩნია, რომ მედია, როგორც მეოთხე ხელისუფლება, უნდა იყოს აქტიური და თავისუფალი. რაც დღეს, ამ პოლიტიკურ რეალობასა და ვითარებაში, კიდევ უფრო მ

მხოლოდ განათლებული ადამიანი აღწევს შინაგან, სოციალურ და პოლიტიკურ თავისუფლებას, - გიორგი მარგველაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 14:50

საქართველოს პრეზიდენტმა 2017 წელი განათლების წლად გამოაცხადა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას განაცხადა, განათლება თავისუფლებაა და მხოლოდ განათლებული ადამიანი აღწევს შინაგან, სოციალურ და პოლიტიკურ თავისუფლებას.

"ვეთანხმები პრემიერმინისტრს რომ, ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტი  განათლება უნდა იყოს. მჯერა, ერთიანი ძალისხმევით, განათლებულ და თავისუფალ საზოგადოებასთან ერთად გავივლით გზას დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ დღესვე უნდა დაიწყოს ცვლილებები, რადგან არ გვაქვს დრო, რომ  მომავალი საქართველოს შენება ათეული წლებით გადავდოთ.

„ქვეყანას მყისიერი წარმატება სჭირდება ყველა სფეროში, რასაც მხოლოდ მაღალი პროფესიონალიზმით, მყარი სამოქალაქო თვითშეგნებით და პროგრესული იდეებით განვახორციელებთ“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრიერიტეტი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის გაძლიერება და დეოკუპაციაა, - გიორგი მარგველაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 13:33

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქვეყნის პრიორიტეტად რჩება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის გაძლიერება, დეოკუპაცია, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაღრმავება და ამ საკითხების გლობალური პოლიტიკის კონტექსტში წარმოჩენა.

„ამ მიზნის სამსახურში მყოფ ნებისმიერ სახელმწიფო მოხელეს, ზურგს უნდა უმაგრებდეს პარლამენტის, როგორც ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის განსაზღვრელი უმაღლესი ორგანოს მკვეთრი პოზიცია. მოგიწოდებთ ამ მიმართულებით აქტიურობისკენ და მზად ვარ აქტიურად ჩავერთო ამ დისკუსიებში“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის პირველი სხდომის გახსნაზე ქუთაისში საგარეო გამოწვევებზე საუბრისას.

განვაახლოთ ფართომასშტაბიანი დიალოგი ერთიანი სახელმწიფო ხედვის ჩამოსაყალიბებლად, - გიორგი მარგველაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 13:26

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკურ პარტიებსა და მმართველ პარტიას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით ძირითად პრინციპებზე შესათანხმებლად და სახელმწიფო ხედვის ჩამოსაყალიბებლად ფართომასშტაბიანი დიალოგის განახლებას სთავაზობს.

„ოკუპაციისა და ანექსიის ფონზე, გასულ წელს პოლიტიკურ სპექტრსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ერთიანი პოზიციის შესამუშავებლად, დიალოგის დაწყება შევთავაზე. კონსულტაციებში მონაწილეობა ყველა პოლიტიკურმა ძალამ მიიღო, მმართველი კოალიციის გარდა, რაც რბილად, რომ ვთქვათ ჩემთვის გაუგებარი  იყო.

გთავაზობთ, განვაახლოთ ფართომასშტაბიანი დიალოგი, რაც უნდა გახდეს წინაპირობა ერთიანი სახელმწიფო ხედვის ჩამოსაყალიბებლად და ამ ხედვის გარშემო   საზოგადოების კონსოლიდაციისთვის“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ქუთაისში ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე.

პრეზიდენტი მზადაა სარეზერვო ფონდიდან დააფინანსოს პოლიტიკური ნიშნით რეპრესირებულთა საადვოკატო მომსახურება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 13:16

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მზადაა სარეზერვო ფონდიდან დააფინანსოს პოლიტიკური ნიშნით რეპრესირებულთა საადვოკატო მომსახურება მათი უფლებების აღსადგენად.

პრეზიდენტი სთავაზობს პარლამენტს განიხილოს წინადადება, რომ სახელმწიფომ ეს ადამიანები საჭიროების შემთხვევაში, ჯანდაცვის სპეციალური პაკეტებით უზრუნველყოს.

პრეზიდენტის განცხადებით, ამ ადამიანების უფლებების აღდგენა ერთის მხრივ სამართლიანობის საკითხია, ხოლო მეორეს მხრივ რეალური წინაპირობაა შერიგებული, უფრო სტაბილური საზოგადოების შესაქმნელად.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, გამოჩნდა ისიც, რომ პოლიტიკოსებს ხშირ შემთხვევაში, ამ პიროვნული ტრაგედიების არა გადაწყვეტა, არამედ მუდმივი პედალირება უფრო ხელს აძლევთ.

„ამ ადამიანების ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, საკმარისი დრო გავიდა, თუმცა, დღემდე მათი უმრავლესობა უმუშევარია, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, იმყოფება მძიმე მატერიალურ პირობებში და კვალავაც რჩება ნასამართლევი.

ეს საკითხი მე შარშან, ყოველწლიურ მოხსენებაშიც წამოვწიე. შედეგად პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ამ ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს გააგრძელონ ბრძოლა საკუთარი უფლებების აღსადგენად სასამრთლო ინსტანციებში“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კონსტიტუციის 2013 წლის რედაქციას ხარვეზები აქვს , - გიორგი მარგველაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 12:42

”საქართველოს კონსტიტუციის 2013 წლის რედაქციას ხარვეზები აქვს  და გადახედვას საჭიროებს. მთავარი და უკვე სამწუხარო ტრადიციად ქცეული ხარვეზი ამ დოკუმენტის დახვეწისას იქნება, თამაშის წესების რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებზე მორგება იქნება. ამიტომ კონსტიტუციის გადახედვისას საერთო თანხმობის მიღწევაა აუცილებელი,” - აღნიშნული განცხადება   საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე გააკეთა. 

პრეზიდენტი უგულავას არ შეიწყალებს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 15 ნოემბერი 2016 15:40

"საქართველოს პრეზიდენტმა  თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას შეწყალებასთან დაკავშირებით,  ერთი წლის წინ უკვე გასცა პასუხი, როდესაც საზოგადოების ერთმა ნაწილმა მას მიმართა შესაბამისი წერილით. ამის შემდეგ არაფერი შეცვლილა პრეზიდენტის პოზიციაში. შეწყალების მექანიზმი არ ანაცვლებს სამართალწარმოებას და არანაირად არ ემსახურება პოლიტიკურ მიზანშეწონილობას. პრეზიდენტი არ იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც რომელიმე მსჯავრდებულს ჩააყენებს პრივილეგირებულ მდგომარეობაში," - აღნიშნული განცხადება დღეს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ პრესკონფერენციაზე გაკეთა. 

გოგონების რიტუალურ დასახიჩრებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტი შეშფოთებას გამოხატავს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 15 ნოემბერი 2016 15:10

გოგონების რიტუალურ დასახიჩრებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი  მიმართავს შს მინისტრს და მთავარ პროკურორს, რომ გავრცელებული ინფორმაციის გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანონ და საზოგადოებას მიაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია, - აღნისნული განცხადება დღეს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ პრესკონფერენციაზე გაკეთა. 

"პრეზიდენტი გამოხატავს შეშფოთებას ამ ვანდალურ ქმედებაზე. მოგეხსენებათ, პრეზიდენტისთვის ადამიანის უფლებების დაცვა ყოველთვის იყო და არის განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხი. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სასწრაფოდ უნდა იყოს გამოძიებული, თუ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე და უსწრაფესად უნდა გატარდეს ზომები ამ დანაშაულის აღსაკვეთად და დამნაშავეთა უმკაცრესად დასასჯელად,"- განაცხადა ეკა მიშველაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 11 ნოემბერი 2016 13:32

საქართველოს პრეზიდენტმა ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე და ფოკას მონასტრის წინამძღვარი იღუმენია ელისაბედი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

გიორგი მარგველაშვილმა ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე შემწყნარებლობის, ტოლერანტობის, ქველმოქმედებისა და სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელთა შორის დიალოგის ხელშეწყობისათვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

გიორგი მარგველაშვილმა ასევე ღირსების ორდენით დააჯილდოვა ფოკას მონასტრის წინამძღვარი იღუმენია ელისაბედის (მესხიშვილი) შემწყნარებლობის, ტოლერანტობის, ქველმოქმედებისა და ერთა შორის მეგობრობის განმტკიცების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის. იღუმენია ელისაბედის ჯილდო მის წარმომადგენელს მარიამ მარგველაშვილს გადაეცა
დაჯილდოების ცერემონია დღეს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, რომელსაც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები და დიპლომატები ესწრებოდნენ

გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა გიორგი ალექსი-მესხიშვილის საიუბილეო გამოფენას დაესწრნენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 04 ნოემბერი 2016 11:40

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გიორგი ალექსი-მესხიშვილის საიუბილეო გამოფენის გახსნას დაესწრნენ.

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ გამოფენა დაათვალიერეს და მხატვარს საიუბილეო თარიღი მიულოცეს.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო არტისტის მიერ 50 წლის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები.

საქართველოს პრეზიდენტთან და პირველ ლედისთან ერთად ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი დაესწრნენ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური