ჩვენ ვიწყებთ პროცესს - კონსტიტუცია ყველასია, - გიორგი მარგველაშვილი

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 10 მარტი 2017 17:18
„იმისთვის, რომ ვაქციოთ კონსტიტუცია რეალურად თანხმობის დოკუმენტად, ჩვენ ვიწყებთ პროცესს - კონსტიტუცია ყველასია, რომლის მიზანია ყველა მოქალაქეს, ინტერესჯგუფს, ყველა ჯგუფს, რომელიც შეადგენს ჩვენს მრავალეთნიკურ, მრავალკულტურულ და სხვადასხვა შეხედულების ირგვლივ გაერთიანებულ ქვეყანას, მივცეთ შესაძლებლობა, გამოხატოს პოზიცია ამ უმნიშვნელოვანესი თანხმობის დოკუმენტში,“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა. დღს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე საჯარო განხილვა შედგა.

"მედიაგარემოს მიმართულებით, ქვეყანაში ვითარება გასაუმჯობესებელია"

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 07 მარტი 2017 16:17
დღეს, რუსთავი 2-სა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ - მედიის, როგორც მეოთხე ხელისუფლების, თავისუფლების შეზღუდვა არის დემოკრატიული მმართველობის პრინციპებზე და ქვეყნის ევროპულ მომავალზე სერიოზული დარტყმა,- ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა. "დღეს საქართველოში მიმდინარე მედიაპროცესები, განსაკუთრებულად მაღალ ხარისხშია აყვანილი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რასაც ცხადყოფს საზოგადოების აქტიური ჩართულობა, ადამიანის უფლებათა დამცველი ადგილობრივი, თუ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები, სტრასბურგის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ მედიაგარემოს მიმართულებით, ქვეყანაში ვითარება გასაუმჯობესებელია. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დადგა დრო პრობლემების დანახვის, ამ თემებზე ღია და გახსნილი დისკუსიის დაწყების. პრეზიდენტის აზრით, საჭიროა არა დამნაშავის ძებნა, არამედ გამოსავლის ძიება, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის სტაბილური მომავლისათვის. დაბოლოს, კიდევ ერთხელ ვითარების მნიშვნელობიდან გამომდინარე, რუსთავი 2-ის პროცესებში ჩართულ მხარეებს პრეზიდენტი მოუწოდებს საკონსტიტუციო სასამართლოს და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებებამდე, არხზე შენარჩუნდეს არსებული სტატუს-კვო“, - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

მედია ეკუთვნის საზოგადოებას, - საქართველოს პრეზიდენტი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 07 მარტი 2017 16:13
სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება და შემდეგ უკვე მისი მედიაში ასახვა, არის თავისუფალი საზოგადოების არსებობის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა. „პირველ რიგში, მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო მედიაგარემოზე, თავისუფალი და პლურალისტული მედიის არსებობის აუცილებლობაზე. ყველას მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტი ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, მუდმივად გამოხატავს საკუთარ პოზიციას მედიის პრობლემატიკის მიმართ. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება და შემდეგ უკვე მისი მედიაში ასახვა, არის თავისუფალი საზოგადოების არსებობის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი. ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს თავისუფალი საზოგადოების მშენებლობისაკენ და უნდა გავიაზროთ, რომ არა მხოლოდ მისაღებ აზრს, არამედ განსხვავებულ აზრსაც აქვს არსებობის უფლება. დღეს, როდესაც საქართველო უფრო ახლოსაა ევროპასთან, ვიდრე ოდესმე, დაუშვებელია კიდევ რჩებოდეს და ჩნდებოდეს კითხვები მედიის დამოუკიდებლობის ხარისხთან და მედიაპლურალიზმთან დაკავშირებით; და, როდესაც ვსაუბრობთ დამოუკიდებლობაზე, პირველ რიგში ვგულისხმობთ ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობას. პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი მედია ეკუთვნის საზოგადოებას, მიუხედავად იმისა, მოსწონს, თუ არა რომელიმე მხარეს მისი კრიტიკულობა“, - განაცხადა მიშველაძემ.

საერთაშორისო თანამეგობრობა "რუსთავი 2-ის" პროცესს, მედიის თავისუფლების საკითხად აღიქვამს,- საქართველოს პრეზიდენტი

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 03 მარტი 2017 15:09
"არ ვეხები რა, კერძო მესაკუთრეების ირგვლივ დავას. რუსთავი 2 არ არის უბრალოდ ბიზნესი, ისევე როგორც ნებისმიერი მედია. ის წარმოადგენს ჩვენი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვან კომპონენტს. ის არის კრიტიკული და განსხვავებული აზრის დაფიქსირების საშუალება. ეს კი საქართველოს ევროპული მომავლისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ფაქტობრივად, ყველა ჩემს შეხვედრაზე, რომელიც მქონდა საერთაშორისო პარტნიორებთან, რუსთავი 2-ის თემა იყო წამოწეული და მე ამ თემებთან დაკავშირებით ჩემს პოზიციას ვახმოვანებდი. საერთაშორისო თანამეგობრობაც რეალურად რუსთავი 2-ის პროცესს, არა სამართლებრივ დავად, არამედ მედიის თავისუფლების საკითხად აღიქვამს," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 'რუსთავი 2-ის" საქმესთან დაკავშირებით.

ყველა მხარეს მივცეთ შესაძლებლობა, დაამტკიცოს თავისი სიმართლე, - გიორგი მარგველაშვილი

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 21 თებერვალი 2017 14:45

"ჩვენ უნდა მივცეთ ყველა მხარეს შესაძლებლობა, დაამტკიცოს თავისი სიმართლე, ან თავისი ვერსიის სიმართლე, ჩვენ უნდა მივცეთ შესაძლებლობა სამართალდამცველ სტრუქტურებს, აკეთონ თავისი საქმე, პოლიტიკური ჩარევების გარეშე,"- განაცხადა  საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საპატრიარქოში, პატრიარქსა და მეუფეებთან შეხვედრის შემდეგ.

უდანაშაულობის პრეზუმცია დარღვეულია, - პრეზიდენტი ე.წ. ციანიდის საქმეზე

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 21 თებერვალი 2017 13:55

 ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, უდანაშაულობის პრეზუმცია დარღვეულია, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

 

საქართველოს პრეზიდენტი ილია მეორეს ხვდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 21 თებერვალი 2017 13:08

ამ წუთებში, საპატრიარქოში,  საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ხვდება. 
არსებული ინფორმაციით, შეხვედრა დეკანოზ გიორგი მამალაძის  საკითხს უკავშირდება.

მითხარით ლოგიკა სად არის? - ეკა ბესელია პრეზიდენტის ვეტოზე

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 07 თებერვალი 2017 11:57

„ის ლოგიკა, რომ იუსტიციის საბჭოს არ ჰქონდეს უფლება, მოსამართლეთა კოლეგიების, ან თავმჯდომარეების არჩევის, საერთოდ ეწინააღმდეგება პრინციპს - თუ იუსტიციის საბჭოს მოსამართლედ განმწესების უფლება აქვს ყველა ინსტანციაში, გარდა უზენაესი სასამართლოსი, ის იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლეების განმწესების, მათ შორის, უვადო განმწესების, მითხარით ლოგიკა სად არის, როდესაც ვამბობთ, რომ იმავე საბჭოს კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის არჩევის უფლება არ უნდა ჰქონდეს," - პრეზიდენტის ვეტოს შესახებ ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ კომიტეტის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

ამ წუთებში პარლამენტში სასამართლო სისტემის რეფორმის ე. წ. მესამე ტალღასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ. 

სამოქალაქო სექტორი და ოპოზიცია მმართვლ გუნდს მოუწოდებენ პრეზიდენტის მოტივირებული გაიაზრონ

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 03 თებერვალი 2017 16:18

დილიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვეტოდადებულ სასამართლო რეფორმირების ე.წ. მესამე ტალღის კანონპროექტთან დაკავშირებით, შეხვედრები გაიმართა, რომელსაც საპარლამენტო უმცირესობის ფრაქციების და მესამე სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაზე საპარლაენტო უმრავლესობის წარმომადგენლები არ მივიდნენ. 

სამოქალაქო სექტორი და ოპოზიცია მმართვლ გუნდს მოუწოდებენ პრეზიდენტის შენიშვნები გაიაზრონ. 

 

ამჯერად მაინც უნდა მივიღოთ გამართული კანონმდებლობა,- გიორგი მარგველაშვილი

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 31 იანვარი 2017 14:58

"ამჯერად მაინც უნდა მივიღოთ გამართული კანონმდებლობა, სადაც ერთხელ და სამუდამოდ მყარად იქნება დაცული მოქალაქეების უფლებები და სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესები. პრეზიდენტის აზრით, უმნიშვნელოვანესია ისეთი მოდელის შემუშავება, სადაც უზრუნველყოფილი იქნება კონტროლის მყარი მექანიზმები. ასეთი სტრუქტურის შექმნისას კი, ამოსავალი პრინციპი უნდა იყოს ამ უწყების ანგარიშვალდებულება და ეფექტური კონტროლი სამივე სახელისუფლებო შტოს, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო შტოს მხრიდან," - ამის შესახებ  საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა,  ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური