საქართველოს პრეზიდენტის გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამგზავრებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 19 აგვისტო 2015 13:04

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის  გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამგზავრებასთან  დაკავშირებით,  პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განცხადებას დღეს გააკეთენებ. 
პრესკონფერენცია 15:00 საათზე დაიწყება. გაერო-ს გენერალურ ასამბლეას საქართველოდან სავარაუდოდ, ორი დელეგაცია დაესწრება. ერთი პრემიერ-მინისტრის, მეორე კი პრეზიდენტის ხელმძღვანელობით.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გიორგი მარგველაშვილი გაეროში პირადად ლიტვის პრეზიდენტის მიწვევით, ქალთა უფლებების შესახებ დაგეგმილ სამიტზე მიემგზავრება.

 
 

 

 

პარიზში, ლევილის ბიბლიოთეკაში სარემონტო სამუშაოები დასრულდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 27 მაისი 2015 17:39

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერითა და დაფინანსებით პარიზში, ლევილის ბიბლიოთეკაში სარემონტო სამუშაოები დასრულდა.

ნოე ჟორდანიას ინსტიტუტი, ასოციაციია ქართულ კერასთან მჭიდრო თანამშრომლობით და საქართველოს საელჩოს დახმარებით, ბიბლიოთეკის სივრცე გაფართოვდა და გარემონტდა.წიგნები, რომლებიც  განთავსებული იყო  შატოს სხვადასხვა სათავსოებში, კერძოდ, სხვენსა და მთავარი შენობის მიმდებარე ნაგებობებში  გარემონტებულ ბიბლიოთეკაში განთავსდება.

ლევილის შატოს ბიბლიოთეკის რეაბილიტაციის პროცესი 2013 წელს დაიწყო, როდესაც საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან და საფრანგეთში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით მოხდა ლევილში წიგნების პირველი ნაწილის კატალოგიზაცია, კლასიფიკაცია და სკანირება.

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან  ლევილის ბიბლიოთეკის სარემონტო სამუშაოებისთვის 26 000 ევრო გამოიყო.  

გიორგი მარგველაშვილის მილოცვა პოლონეთის პრეზიდენტსადმი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 04 მაისი 2015 10:35
“თქვენო აღმატებულებავ,

მსურს ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გადმოგცეთ გულითადი და წრფელი მოლოცვა პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით. 

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პოლონეთის რესპუბლიკასთან მეგობრული და ორივე სახელმწიფოსათვის ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის განვითარებას. საქართველო და პოლონეთი ძლიერი პარტნიორებია და მჯერა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ისტორიული კავშირი და მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება ორივე ერის წარმატებისათვის.

თქვენო აღმატებულებავ, მინდა გამოვხატო ღრმა პატივისცემა თქვენ მიმართ და ვუსურვო მეგობარ პოლონელ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა.”

პატივისცემით

გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს ორი ახალი მოსამართლე დაასახელა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 01 მაისი 2015 16:36

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე იუსტიციის უმაღლეს სკოლაში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის პრეზენტაციას დაესწრნენ. 
გიორგი მარგველაშვილს და ნინო გვენეტაძეს  იუსტიციის უმაღლესი სკოლის  დირექტორმა ლაშა მაღრაძემ   იმიტირებული სასამართლო პროცესების სხდომათა დარბაზი და იუსტიციის უმაღლესი სკოლის ბიბლიოთეკა დაათვალიერებინა. ბიბლიოთეკა, რომელიც   საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით შეძენილი წიგნებით განახლდა.  ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიმართა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების სისტემის ეფექტიან მუშაობას.
"მინდა, დიდი კმაყოფილება გამოვთქვა იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს აქ ვნახე და მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც მონაწილეობდა ამ პროექტის ასე ეფექტურად განხორციელებაში. სასამართლო სისტემა და სასამართლო სისტემის მდგრადობა, კვალიფიკაციის ამაღლება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანია ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისა და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის მიმართულებით. ამ თვალსაზირისით, რაც ამ სკოლაში ხდება, საფუძველს უყრის კვალიფიკაციას, საფუძველს უყრის იმ ადამიანებს, რომლებმაც უნდა მიიღონ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები, რომლებიც უკავშირდება თითოეული ჩვენგანის ბედ-იღბალს და საერთო ჯამში იმ ნდობას, რომელსაც სახელმწიფო იმსახურებს საზოგადოებისგან.”,_ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა
დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ ორი ქალი კანდიდატის წარდგენის შესახებ განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა მართლმსაჯულების სახლში აღნიშნა, მზია თოდუას და ეკა გასიტაშვილის კანდიდატურები პარლამენტს გადაეგზავნება. 
პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ 2015 წელს განახორციელა პროექტი „სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება.“  პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა სამოსამართლო კანდიდატების, მოქმედი მოსამართლეებისა და სასამართლოს მოხელეთა ეფექტიანი სწავლების გზით მართლმსაჯულების ხარისხის გაზრდა.

გვერდი 24/ 24-დან

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური