"უნდა განხორცილედეს პროკურატურის სისტემური რეფორმირება"-საქართველოს პრეზიდენტი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 03 თებერვალი 2016 14:56

პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების დროს, პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინსიტროს რეფორმირების საკითხს შეეხო, მისი თქმით ორივე უწყებაში რეფორმები აუცილებელია.

“შარშან პროკურატურასთან მიმართებაში პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლმაც ფაქტობრივად განსაზღვრა მთავარი პროკურორის დანიშვნის წესი. მე მიაჩნია, რომ საპროკურორო საბჭოს უნდა დაეკისროს პროკურორების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების პროცესში მონაწილეობის უფლებამოსილება, მაგრამ ასევე გლობალურად უნდა განხორცილედეს პროკურატურის სისტემური რეფორმირებაც. ასევე რეფორმები არის საჭირო შინაგან საქმეთა სამინისტროში. კრიმინალთან ბრძოლა არასდროს მთავრდება, მაგრამ ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, რომ კრიმინალი იყოს მარგინალიზებული და მიუღებელი ჩვენი საზოგადოებისათვის“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.  

საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის საკითხი ბიუროს სხდომაზე გადაწყდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 01 თებერვალი 2016 10:40

რა ფორმატით და როდის წარდგება საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში, ხვალ ბიუროს სხდომაზე გადაწყდება. მანამდე კი უცნობია გაიმართება თუ არა დებატები.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სასურველია, მარგველაშვილის გამოსვლა რეგლამენტით გათვალისწინებულ ვადებში მოხდეს - ამ შემთხვევაში 3 თებერვალს.

პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას პრემიერმინისტრი დაესწრება. რა თემებზე გაამახვილებს ყურადღებას საქართველოს პრეზიდენტი ეს ჯერჯერობით უცნობია.

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტმა გამოსვლის დროს რუსულ ენერგოკომაპანიაგაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებებზეც უნდა გააკეთოს აქცენტი.

ნაციონალური მოძრაობის წევრებს კითხვები პოლიტპატიმრებთან დაკავშირებითაც ექნებათ.

საქართველოს პრეზიდენტი ქართველ ჯარისკაცებზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 29 იანვარი 2016 18:00

საქართველოს პრეზიდენტი ცენტრალურ აფრიკაში მყოფ ქართველ სამხედროებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას  გამოეხმაურა. 

"ჩემთვის, როგორც მთავარსარდლისთვის დღეს იყო ბევრი საამაყო ინფორმაცია ჩვენი მისიებიდან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, იმიტომ რომ ქართველი ჯარისკაცი არის ის სიამაყე, რომელსაც ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით ვავლენთ და ვატარებთ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ მის შედეგებს,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული მოსახლეობას დუშეთიდან მიულოცეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 07 იანვარი 2016 18:28

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შობის დღესასწაულს დუშეთში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტი საშობაო ლიტურგიას პირველ ლედისთან, მაკა ჩიჩუასთან ერთად დაესწრო. ქვეყნის პირველმა პირმა საქართველოს მოსახლეობას ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცა:
"მთელ საქართველოს ვულოცავ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ამ დღეს იბადება ახალი, სიყვარულის, შენდობის, ერთმანეთის დათმენისა და გატანის ემოცია. ყველას გისურვებთ, რომ ეს ემოცია დაბადებულიყოს ჩვენს სულებში. კიდევ ერთხელ, დიდი სიყვარულით გილოცავთ ამ დღესასწაულს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი უწმინდესს დაბადების დღეს ულოცავს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 04 იანვარი 2016 13:06

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს იუბილეს ულოვცავს:

"თქვენო უწმინდესობავ,

გულითადად გილოცავთ დაბადების დღეს!

ბედნიერებაა, როდესაც ერს ჰყავს ისეთი  სულიერი წინამძღოლი, როგორიც თქვენ ბრძანდებით.

თქვენი მრავალწლიანი, დაუღალავი მოღვაწეობა გზამკვლევია შინაგანი სრულქმნის გზაზე თქვენი მრევლისათვის.

თქვენი პირადი ღვაწლი  უახლესი ისტორიის ყველაზე დრამატულ მომენტებში  გვეხმარებოდა განსაცდელთაგან გაძლიერებულნი გამოვსულიყავით და მეტი შემართებით გაგვეგრძელებინა სწრაფვა უკეთესი მომავლისაკენ.

კვლავაც დღეგრძელობას, ჯანმრთელობასა და მხნეობას გისურვებთ საქართველოსა და თქვენი სამწყსოს საკეთილდღეოდ.

ღმერთი გფარავდეთ თქვენ და ჩვენ ქვეყანას!" - ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.

 

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაბადების დღეა.

ილია II, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში , გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა.

პატრიარქმა 1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლა დაამთავრა,შემდეგ კი სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.

1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III-ს ლოცვა კურთხევით თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მას სახელად ილია უწოდეს.ერისკაცობაში ის ირაკლი შიოლაშვილი იყო.  

1963 წლის 26 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ II-ის მიერ არქიმანდრიტი ილია ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხეს, 1967 წელს კი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. ორი წლის შემდეგ ილია მეორე მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანეს. ილია მეორემ სოხუმში 11წლის განმავლობაში იმყოფებოდა. 

საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის დავით V-ს გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ილია მეორე კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.

გიორგი მარგველაშვილი - დამოუკიდებლობა, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ თავისუფლებად უნდა ვაქციოთ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 01 იანვარი 2016 10:44

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ახალი - 2016 წელი საქართველოს მოსახლეობას თავისუფლების მოედნიდან მიულოცა და მოსახლეობას მიმართა:
„გილოცავთ, ძალიან მიხარია, რომ აქ თქვენთან ერთად ვარ და აქედან ვულოცავ მთელ საქართველოს!
ძალიან მინდა, რომ მომავალი წელი იყოს ბედნიერების, დღეგრძელობის გამარჯვების წელი.
მომავალი წელი საქართველოს დამოუკიდებელობის 25 წლისთავია. ამ 25 წლის განმავლობაში, ჩვენმა და ჩვენი მამების თაობამ ძალიან ბევრი შეძლო. შეძლო ის, რომ მოიტანა დღევანდელი საქართველო, ქართული ღირებულებები და დღეს, როდესაც აი აქ, თქვენთან ერთად, ქართული სიმღერის ფონზე, ჩვენ ახალ წელს ვზეიმობთ, ჩვენ ვზეიმობთ ახალ დამოუკიდებელ ძლიერ საქართველოს და მომავალში ჩვენ ერთად გადავდგამთ ძალიან ძლიერ ნაბიჯებს იმ სიყვარულით, რასაც მე დღეს თქვენგან ვგრძნობ. იმ ერთობით, რასაც თქვენგან ვგრძნობ. იმ ერთმანეთის გატანით, რასაც თქვენგან ვგრძნობ.
ის დამოუკიდებლობა, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ ჩვენ უნდა ვაქციოთ თავისუფლებად. თავისუფლება კი ნიშნავს ვიყოთ ისეთები, როგორიც ვართ. ისეთი ნიჭიერები, როგორებიც ვართ. ისეთი განსაკუთრებულები, როგორებიც ვართ.
თავისუფლება ნიშნავს, რომ დავივიწყოთ ის შუღლი, რომელიც გვქონდა. დავივიწყოთ ის შეცდომები, რომელიც გვქონდა.
თავისუფლება ნიშნავს-გვიყვარდეს ერთმანეთი. თავისუფლება ნიშნავს -გავხადოთ საქართველო ნამდვილად ისეთი, როგორზეც ჩვენი წინაპრები ოცნებობდნენ და დღეს ჩვენ აი ამ ეპოქის, აი ამ ახალი ნაბიჯის დასაწყისს ვზეიმობთ.
ძალიან მიყვარხართ! მიყვარს, რომ ერთად ვართ დღეს, რომ ვზეიმობთ. მიყვარს,  ის რომ აი ეს განსაკუთრებული ნიჭიერება, რაც ჩვენში არის დღეს აქ ვლინდება.
სულ ნახევარი საათის წინ, მე ვესაუბრე ჩვენს ჯარისკაცებს. ვესაუბრე ჩვენს ჯარისკაცებს ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით. მე მინდა მათგან დავიწყო ეს მოლოცვა, იმიტომ, რომ ისინი იცავენ ჩვენს სახელმწიფოს.
მე მინდა მოულოცო ჩვენს არაჩვეულებრივ თანამემამულეებს, რომლებიც ქვეყნის გარეთ არიან. დღეს ჩვენ განსაკუთრებით გვენატრებით და გვიყვარხართ!
მე მინდა მოულოცო დღეს იმ თანამემამულეებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე  არიან და ვუთხრა, ჩვენ მომავალი ერთად გვაქვს! მე მინდა თქვენ მოგილოცოთ ჩემო არაჩვეულებრივებო, ჩემო მომავალო თაობავ, თქვენ ვინც გადაიბარებთ ჩვენი ქვეყნის მმართველობას!
დიდი სიყვარულით გილოცავთ! თქვენთან ერთად ვარ და მუდმივად თქვენთან ერთად ვიქნები.
გილოცავთ ახალ წელს!” - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ნონა გაფრინდაშვილი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 28 დეკემბერი 2015 14:22

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "2015 - ქალთა წლის" ფარგლებში, ერისა და ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლისა და მაღალი მოქალაქეობრივი მრწამსისათვის, მსოფლიო ასპარეზზე საქართველოს წარმოჩენისათვის ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

„თქვენი მადლიერია სახელმწიფო და ერი, იმისათვის რაც გააკეთეთ საქართველოს პოპულარიზაციისათვის და იმისათვის, რაც გაუკეთეთ საზოგადოებას თქვენი მორალური პოზიციით“, -  მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ნონა გაფრინდაშვილს სახელმწიფო ჯილდოს გადაცემისას.

 

საქართველოს პრეზიდენტმა თურქმენეთში სამუშაო ვიზიტი დაიწყო

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 11 დეკემბერი 2015 14:53

აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის დახვედრის ცერემონია გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტს აეროპორტში დახვდნენ თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი ბაიარ აბაევი, თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დოვლეთმურად მურატოვი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქმენეთში გიორგი ყარალაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აშხაბადში თურქმენეთის ნეიტრალიტეტის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

გიორგი მარგველაშვილი კონფერენციაზე - “ნეიტრალიტეტის პოლიტიკა: საერთაშორისო თანამშრომლობა მშვიდობის, უსაფრთხოებისა და განვითარებისათვის”, - სიტყვით გამოვა.

საქართველოს პრეზიდენტი თურქმენეთში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს - მათ შორის თურქმენეთის პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუჰამედოვთან, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან, ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტთან აშრაფ ღანისთან,  მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტთან ნიკოლაე ტიმოფტისთან, ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ  ემომალი რაჰმონთან და ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის მოადგილე ლი იუანჩაოსთან  და ირანის პირველ ვიცეპრეზიდენტ ეშაკ ჯაჰანგირთან.

 

საქართველოს პრეზიდენტი თურქმენეთში გაემგზავრა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 11 დეკემბერი 2015 10:04

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აშხაბადში თურქმენეთის რესპუბლიკის ნეიტრალიტეტის 20 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ უმაღლესი დონის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

გიორგი მარგველაშვილი კონფერენციაზე - “ნეიტრალიტეტის პოლიტიკა: საერთაშორისო თანამშრომლობა მშვიდობის სახელით, უსაფრთხოებისა და განვითარებისათვის” - სიტყვით გამოვა.

როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, საქართველოს პოზიციონირება საერთაშორისო არენაზე და მისი გეოპოლიტიკური როლის წამოწევა ძალიან აქტუალურია.  მნიშვნელოვანია, რომ ეს ხდებოდეს, როგორც დასავლეთის მიმართულებით, ასევე აღმოსავლეთის და აზიის მიმართულებით. აშხაბადის კონფერენციას 86 საერთაშორისო დელეგაცია, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

„საქართველო სწორედ ის სახელმწიფოა, რომელმაც არა მხოლოდ მხარი დაუჭირა გაეროს 1995 წლის რეზოლუციას “თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის შესახებ”, არამედ მისი თანაავტორიც იყო.

საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვა კონფერენციაზე, რომლის ძირითადი თემებიც არის თანამშრომლობა, უსაფრთხოება და საერთაშორისო ურთიერთობების აქტუალური საკითხები“, -აღნიშნა ფხალაძემ.

მისი თქმით, კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტი ყურადღებას გაამახვილებს უსაფრთხოების გარემოზე,  ისაუბრებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითრებაზეც.

„საქართველო თავის მხრივ  ძალიან მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისათვის და აღნიშნული საკითხი იქნება პრეზიდენტის გამოსვლის ერთერთი მნიშვნელოვანი თემა“, - აღნიშნა ფხალაძემ.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი თურქმენეთში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს - მათ შორის თურქმენეთის, ჩინეთის, ავღანეთის, მოლდოვას, ტაჯიკეთის და ყირგიზეთის პრეზიდენტებთან.

„ეს მეტად ნიშვნელოვანი შეხვედრებია რეგიონის ლიდერებთან , რომელიც საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციის წარმოჩენას უკავშირდება“, -განაცხადა ფხალაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა კათოლიკოს-პატრიარქი მოინახულა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 07 დეკემბერი 2015 14:41

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოინახულა.

„მქონდა შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გამომეხატა სიყვარული და პატივისცემა ჩვენი პატრიარქის მიმართ. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ყველას ვალია, განსაკუთრებით კი პოლიტიკოსების,  რომ  მოვუფრთხილდეთ ამ უმნიშვნელოვანეს ადამიანს ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა პატრიარქთან შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური