ერთა ლიგის წილისყრა: საქართველოს მეტოქეები ცნობილია

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 24 იანვარი 2018 16:57

24 იანვარსშვეიცარიიის ქალაქ ლოზანაში უეფას ერთა ლიგის 2018-19 წლების სეზონის წილისყრა გაიმართა. წილისყრის შედეგად  გაირკვა, რომსაქართველოს ეროვნული ნაკრები ნაკრების D ლიგის 1 ჯგუფში - ანდორასყაზახეთისა და ლატვიის წინააღმდეგ იასპარეზებს

წილისყრას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი ესწრებოდა.  

წილისყრის დაწყებამდე, ნაკრები გუნდების წარმომადგენლებს უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრე ჩეფერინიმ ერთა ლიგის თასი წარუდგინა.

ერთა ლიგაზე ჯგუფები შემდეგნაირად დაკომპლექტდა:

ლიგა

პირველი ჯგუფიგერმანია, საფრანგეთი, ოლანდია

მეორე ჯგუფიბელგია, შვეიცარია, ისლანდია

მესამე ჯგუფიპორტუგალია, იტალია, პოლონეთი

მეოთხე ჯგუფიესპანეთი, ინგლისი, ხორვატია

ლიგა:

პირველი ჯგუფისლოვაკეთი, უკრაინა, ჩეხეთი

მეორე ჯგუფირუსეთი, შვედეთი, თურქეთი

მესამე ჯგუფიავსტრია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ჩრდილოეთ ირლანდია

 მეოთხე ჯგუფიირლანდია, დანია, უელსი

ლიგა:

პირველი ჯგუფიალბანეთი, ისრაელი, შოტლანდია

მეორე ჯგუფი: ესტონეთიფინეთისაბერძნეთიუნგრეთი

 მესამე ჯგუფი: ნორვეგიაკვიპროსიბულგარეთისლოვენია

მეოთხე ჯგუფიმონტენეგეროლიტვასერბეთირუმინეთი

ლიგა:

პირველი ჯგუფი:ანდორაყაზახეთილატვიასაქართველო

მეორე ჯგუფი:  სან მარინომოლდოვალუქსემბურგიბელორუსი

მესამე ჯგუფი: კოსოვომალტაფარერებიაზერბაიჯანი

მეოთხე  ჯგუფი: გიბრალტარილიხტენშტეინისომხეთიმაკედონია

უეფას ერთა ლიგა 2018 წლის სექტემბერში დაიწყება და ოთხი ლიგის გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.

ხელბურთი: ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი - საქართველო 21:39 ნორვეგია

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 17 აგვისტო 2017 10:47

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი-ოფში ნორვეგიასთან 21:39 წააგო. ხვალ, 17 აგვისტოს, ბექა ორჯონიკიძის გაწვრთნილი გუნდი ბრაზილიას დაუპირისპირდება, რომელიც პარალელურ მატჩში სერბეთთან 26:27 დამარცხდა.

პრეზიდენტის თასს, რომელიც ჯგუფებში მეხუთე ადგილზე გასულ გუნდებს შორის თამაშდება, ნორვეგიის ან სერბეთის ნაკრები აღმართავს, ქართველ ჭაბუკებს კი შანსი აქვთ სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე მე-19 ადგილი დაიკავონ.

მასპინძლებმა პირველი ტაიმი 12:17 წააგეს, მეორე ნახევარი კი უფრო დიდი სხვაობით - 9:22. საქართველოს ნაკრები პირველ ტაიმში ასე თუ ისე ახერხებდა წინააღმდეგობის გაწევას, თუმცა დაიწყო თუ არა მეორე ნახევარი, სკანდინავიელებმა ზედიზედ ოთხი შეტევა დააგვირგვინეს ზუსტი ტყორცნით და მას შემდეგ მხოლოდ ზრდიდნენ უპირატესობას. მეკარე სანდრო ხანდოლიშვილი, რომელიც უდავოდ საუკეთესო იყო პირველ ტაიმში - ათამდე შეტევა მოიგერია, მეორე ტაიმში ნორვეგიელთა ზუსტ ტყორცნებს ვეღარ უმკლავდებოდა. ნათელია: საქართველოს ნაკრების დაცვამ კიდევ ერთი შეხვედრა ჩააგდო, ასეთ დროს კი მეკარეზე აუგის თქმა შეცდომაა.

ქართველმა ჭაბუკებმა პირველ ტაიმში ვერაფერი მოუხერხეს ნორვეგიელთა მარცხენა მცველს, მე-8 ნომერით მოთამაშე სინდრე ჰელდალს. ნორვეგიელთა ჩვიდმეტი გოლიდან რვა მისი იყო. გოლების უმეტესობა ჰელდალმა ერთი და იმავე კომბინაციის შემდეგ გაიტანა: მოგერიებული შეტევის შემდეგ ის უმალ წინ გარბოდა და ხანდოლიშვილის კართან კუთხიდან შეჭრილი, გრძელ გადაცემებს ბურთის ზუსტი ტყორცნით აგვირგვინებდა. შესვენების შემდეგ ლიდერის როლი მე-10 ნომერმა, ოლაფ რიხტერ ჰოფსტადმა იტვირთა - მან შეხვედრა თერთმეტი გოლით დაასრულა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშეებად ნორვეგიის ნაკრების მეკარე ემილ ხერი იმსგარდი და მასპინძელთა ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გიორგი ტიელიძე დაასახელეს. ტიელიძემ ექვსი გოლი გაუტანა სტუმრებს.

„ჩილესთან წაგების შემდეგ გაგვიჭირდა სათამაშოდ განწყობა, თან ტრავმებმაც შეგვაწუხა... ამ თამაშზე ბევრს ვერაფერ ვიტყვი, წავაგეთ და ეს საწყენია... ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის გამოცდილება მგონია, რომელსაც ბიჭები მსოფლიო ჩემპიონატით იღებენ. იცით, რომ ჩვენი გუნდი პირველად მონაწილეობს ასეთ მნიშვნელოვან შეჯიბრებაში... ჩვენ მსოფლიო ხელბურთის საუკეთესო გუნდებს ვხვდებით, ეს კი უკვე მიღწევაა", - განაცხადა საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბექა ორჯონიკიძემ.

„აუცილებლად უნდა შევაქო ჩვენი მცველები, მათ დღეს დიდებულად ითამაშეს, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. მთლიანობასი მეორე ნახევარი გაცილებით კარგად ჩავატარეთ, რამაც განაპირობა კიდეც დიდი ანგარიშით გამარჯვება. ვეცდებით პრეზიდენტის თასი მოვიგოთ, ამ წუთიდან ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ ესაა", - ასეთი იყო ნორვეგიის ნაკრების თავკაცის ანსტეინ ენგრავსლიას მატჩისშემდგომი კომენტარი.

საქართველოს ნაკრები პრეზიდენტის თასისთვის იბრძოლებს

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 14 აგვისტო 2017 21:41

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები მსოფლიოს მე-7 ჩემპიონატის ჯგუფური ტურნირის მეხუთე ტურში ჩილესთან 24:29 დამარცხდა. ბექა ორჯონიკიძის გუნდმა B ჯგუფში მე-5 ადგილი დაიკავა, 1/8-ფინალში ვერ გავიდა და 16 აგვისტოდან პრეზიდენტის თასისთვის იბრძოლებს. საქართველოსთან ერთად ითამაშებს ჯგუფის მეექვსე ადგილოსანი ალჟირი და სხვა ჯგუფებში ბოლო ორ ადგილზე გასული გუნდები.

ძალიან ცუდი დასაწყისი, უხეში, უყურადღებო თამაში დაცვაში და ბევრი წუნი შეტევაში. ისევე, როგორც წინა ორ ტურში, საქართველოს ნაკრებმა ჩილესთან მატჩის დასაწყისიც ჩააგდო. ამის დასტურად თამაშის ოქმს მოვიშველიებთ: მე-6 წუთისთვის მასპინძლები 1:6-ს აგებდნენ, მე-16 წუთისთვის ანგარიში 4:10 იყო ჩილეს სასარგებლოდ, 25-ე წუთზე კი სამხრეთამერიკელები პირველად დაწინაურდნენ რვა გოლის სხვაობით. კლაუდიო ლირას გუნდმა ტაიმი 10:18 მოიგო. მეორე ტაიმის დასაწყისი აშკარად უკეთესი გამოდგა: შედარებით კარგი დაცვა და შედეგიანი თავდასხმები. ორჯონიკიძის გაწვრთნილმა გუნდმა რამდენჯერმე შეამცირა სხვაობა ოთხ ბურთამდე, თუმცა მეტის გაკეთება ვეღარ მოახერხა – 24:29.

საქართველოს ნაკრების მოთამაშეებიდან, პირველ რიგში, მეკარე სანდრო ხანდოლიშვილი უნდა გამოვარჩიოთ. პირველი ტაიმის შუაში, როცა დაცვის თამაში კრიტიკას ვერ უძლებდა, მან ზედიზედ სამჯერ მოიგერია 7-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა, მეორე ტაიმში კი კიდევ ორჯერ არ გაატანინა ჩილელებს პენალტი. ხუთი 7-მეტრიანის გარდა ხანდოლიშვილმა არაერთი სახიფათო დარტყმაც უკუაგდო. ის სამართლიანად დასახელდა საქართველოს ნაკრების საუკეთესო მოთამაშედ. ორჯონიკიძის გუნდის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე მე-18 ნომერი, მარჯვენა შუამარბი გიორგი ცხოვრებაძე გახდა – მან შვიდჯერ დაარტყა ზუსტად.

ჩილეს ნაკრებიდან მე-6 ნომერი ბაუმან დე ლა ბარერა და მე-13 ნომერი რეინალდო გომეს დრაგო უნდა ვახსენოთ. პირველმა ათი, მეორემ კი ექვსი ბურთი გაუტანა ხანდოლიშვილს. საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კაკაბაძემ ყველაზე სასარგებლო მოთამაშის პრიზი სწორედ ბაუმან დე ლა ბრერას გადასცა.

„ძალიან ცუდად დავიწყეთ, რამაც განაპირობა კიდეც მარცხი. მეორე ტაიმში უკეთ გამოვიყურებოდით, აშკარად ჩანდა, რომ გამოვასწორეთ შეტევები, თუმცა ჩაგდებულმა პირველმა ტაიმმა დამღუპველად იმოქმედა“, – ასეთი იყო საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების თავკაცის ბექა ორჯონიკიძის კომენტარი.

„მძიმე, დაძაბული თამაში გადავიტანეთ. საქართველომ მედგარი წინააღმდეგობა გაგვიწია, განსაკუთრებით შესვენების შემდეგ, თუმცა კარგად დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა შევძელით. მიხარია რომ მოვიგეთ, ფლეი-ოფში გასვლა ჩვენთვის დიდი წარმატებაა“, – განაცხადა გამარჯვებულთა მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო ლირამ.

1/8-ფინალში, 16 აგვისტოს, ჩილეს ნაკრების მეტოქე მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთი იქნება. თამაში 16:15 საათზე დაიწყება.

რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 10 მაისი 2017 14:23

2019 წლის იაპონიის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნები „დ“ ჯგუფში, ავსტრალიის, უელსის, ზღვისრეთის ზონის გამარჯვებულთან და ამერიკის მეორე გუნდთან ითამაშებენ.

 ავსტრალიასა და უელთან ბორჯღალოსნებს აქამდე არასდროს უთამაშიათ, მაგრამ ‘ურჩხულებს’ ტესტის გასამართად წელსვე, 18 ნოემბერს, კარდიფში ვეწვევით.

 ზღვისრეთის შესარჩევს პირველი წრის შემდეგ 8 ქულით ფიჯი ლიდერობს, სამოას 4 ქულა აქვს, ხოლო ტონგას 1. მეორე წრე ამა წლის ივნისში გაიმარებთა და გამარჯვებული იაპონიის მსოფლიო თასზე ჩვენი მეტოქე იქნება.

 ამა წლის ივნისში შტატები და კანადა ორ-რაუნდიან რკენაში ამერიკა1-ს გაარკვევენ, ხოლო დამარცხებული მეორე საგზურისთვის და „დ“ ჯგუფში მოხვედრისთვის სამხრეთი ამერიკის ფალავანს, სავარაუდოდ ურუგვაის შეერკინება.

 კიოტოში გამართული წილისყრის შედეგად 2019 წლის მსოფლიო თასისთვის გუნდები ასე დაწყვილდნენ. 

 ა ჯგუფი - ირლანდია, შოტლანდია, იაპონია ,ევროპა 1 ,ევროპა 2  - ზღვისრეთი 3

 ბ ჯგუფი - ახალი ზელანდია ,სამხრეთი აფრიკა ,იტალია ,აფრიკა1 რეპეშაჟი

 გ ჯგუფი -ინგლისი ,საფრანგეთი ,არგენტინა ,ამერიკა1 ,ზღვისრეთი 2

 დ ჯგუფი - ავსტრალია ,უელსი ,საქართველო ,ზღვისრეთი ,ამერიკა 2

ქართველმა ძიუდოისტებმა რუსები დაამარცხეს და ევროპის ჩემპიონობა მეცხრედ იზეიმეს

გამოქვეყნებულია სპორტი
კვირა, 23 აპრილი 2017 19:43

საქართველოს ძიუდოიტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონის ტიტული მეცხედ მოიპოვა. რამდენიმე წუთის წინ  პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ევროპის პირველობა ქართველთა გამარჯვებით დასრულდა.

ქართველებმა ფინალში  რუსეთის ნაკრები 3:2 დაამარცხეს.

შეგახსენებთ, ინდივიდუალურ შეჯიბრში ჩვენმა ძიუდოისტებმა სამი მედალი მოიპოვეს. ბრინჯაოს მედლს ბექა ღვინიაშვილი დაეუფლა,   ადამ ოქრუაშვილმა ვერცხლ მოპოვა, გურამ თუშიშვილმა კი  ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.

დღეს საქართველოს ნაკრები უზბეკეთს დაუპირისპირდება

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 23 იანვარი 2017 12:43

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეს წლის პირველ მატჩს გამართავს. ჯვაროსნები დუბაიში უზბეკეთის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებენ.  თამაში  თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება. როგორც ცნობილია, მატჩის  ტრანსლაცია არ იქნება.  25 იანვარს ქართველები კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას  იორდანიასთან გამართავენ. 

ორივე შეხვედრაში, სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, ეროვნული ნაკრები ძირითადად საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მოთამაშეებითა და იმ ლეგიონერებით დაკომპლექტდება, რომლებსაც ნაკრებში თამაშის ნაკლები გამოცდილება აქვთ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:


მეკარეები: როინ კვასხვაძე („ტორპედო“, ქუთაისი), ომარ მიგინეიშვილი („სამტრედია“, სამტრედია), ოთო გოშაძე („საბურთალო“, თბილისი)

მცველები: თორნიკე გრიგალაშვილი („ჩიხურა“, საჩხერე) დავით ხოჭოლავა („ჩერნომორეცი“, ოდესა, უკრაინა), გიორგი რეხვიაშვილი („ლოკომოტივი“, თბილისი), ლაშა შერგელაშვილი („რიგასი“,ლატვია), უჩა ლობჟანიძე („ატირაუ“, ყაზახეთი), გიორგი ქიმაძე („ტორპედო“, ქუთაისი), ჯიმი ტაბიძე („გენტი“, ბელგია) 

ნახევარმცველები: თეიმურაზ შონია („დინამო“, ბათუმი), გიორგი განუგრავა („ჩიხურა“, საჩხერე), ოლეგ მამასახლისი („ტორპედო“, ქუთაისი), ოთარ კიტეიშვილი („დინამო“ თბილისი), ბაჩანა არაბული („დინამო“, თბილისი), გიორგი ხარაიშვილი („საბურთალო“,თბილისი), ბექა ტუღუში („ტორპედო“, ქუთაისი), საბა ლობჟანიძე („დინამო“, თბილისი), გიორგი პაპუნაშვილი („დინამო“, თბილისი) ლაშა პარუნაშვილი („დინამო“,თბილისი)

თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი („ატირაუ“, ყაზახეთი), ბუდუ ზივზივაძე („სამტრედია“, სამტრედია)

დუბაიში უზბეკეთთან შეხვედრის გარდა, საქართველოს ნაკრები 25 იანვარს კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. ვლადიმირ ვაისის გუნდის მეტოქე იორდანიის ეროვნული ნაკრები იქნება. უზბეკეთთან მატჩის მსგავსად შეხვედრა 17 საათზე დაიწყება. შეხვედრის მასპინძელი Theyab 

საქართველოს ნაკრებმა ზამთრის თასი მოიგო !

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 16 იანვარი 2017 14:20

ბილისის ოლიმპიურ სასახლეში ზამთრის თასის 2017 წლის გათამაშების ფინალური შეხვედრები გაიმართა.

საქართველოს ნაკრები გადამწყვეტ შეხვედრაში უკრაინას დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში 7:4 დაამარცხა მეტოქე. ტურნირის საუკეთესო მატჩი ჩაატარა ჩვენი გუნდის თავდამსხმელმა, ალექსანდრე იაშვილმა. ვეტერანმა ფორვარდმა მეტოქეს პოკერი შეუსრულა და გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. მის გარდა უკრაინელთა კარი ლევან კობიაშვილმა (2) და დავით მუჯირმა აიღეს. მეტოქემ კი, ნაგორნიაკი ჰეთთრიკითა და ციხმეისტრუკის ერთი ბურთით გვიპასუხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ დაჯილდოვების საზეიმო ცერემონია გაიმართა. გამოვლინდნენ ტურნირის გამორჩეული მოთამაშეებიც. საუკეთესო ფეხბურთელად უკრაინის ნაკრების მოთამაშე, სერგეი ნაგორნიაკი დასახელდა. ბომბარდირი 8 გატანილი გოლით ალექსანდრე იაშვილი გახდა. საუკეთესო მეკარედ კი უეფას გუნდის წევრი ნოელ მუნი აღიარეს. ესპანელ ხუან კაპდევილას საპატიო პრიზი, ტურნირის ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელისთვის დაწესებული ჯილდო გადაეცა.

ეროვნულ ნაკრებთა ფინალამდე თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ ზამთრის თასის საკლუბო ფინალს უმასპინძლა. ამ შეხვედრაში ერთმანეთს „გაგრა“ და თბილისის „დინამო“ დაუპირისპირდნენ. საინტერესო შეხვედრა გაგრელთა გამარჯვებით 6:4 დასრულდა. გამარჯვების მომტანი გოლები პაპავამ (2), გაფრინდაშვილმა (2), ვეკუამ და ქურდაძემ გაიტანეს. დინამოელთა მხრიდან კი მეტოქის კარი ლობჟანიძემ (2), არაბულმა და თევზაძემ აიღეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ ტურნირის საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი დააჯილდოვა, „გაგრას“ კი, კუთვნილი ჩემპიონის თასი გადასცა. ზამთრის თასის 2017 წლის გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელად გაგრელი გიორგი ქურდაძე დასახელდა, ბომბარდირი კი დინამოელი საბა ლობჟანიძე გახდა.

საქართველოს ნაკრებმა შეკრება დაიწყო

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 16 იანვარი 2017 14:14

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის სადებიუტო მატჩებისთვის მზადებას დღეს ოფიციალურად დაიწყო.

ვლადიმირ ვაისის გუნდი დუბაიში გამგზავრებამდე თბილისში შეიკრიბება და სასტუმრო „ბომონდ გარდენში“ იცხოვრებს. საწვრთნელი პროცესი დედაქალაქში 16 იანვრიდან 20 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

ვლადიმირ ვაისმა უზბეკეთთან და იორდანიასთან მატჩებისთვის შემადგენლობა გასულ კვირას დაასახელა. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ეროვნულ გუნდს ბელგიის „გენტის“ წევრი ჯიმი ტაბიძეც შეურთდა.

საქართველოს ნაკრების 22 კაციანი შემადგენლობა

მეკარეები: როინ კვასხვაძე („ტორპედო“, ქუთაისი), ომარ მიგინეიშვილი („სამტრედია“, სამტრედია), ოთო გოშაძე („საბურთალო“, თბილისი)

მცველები: თორნიკე გრიგალაშვილი („ჩიხურა“, საჩხერე) თედორე გრიგალაშვილი („საბურთალო“, თბილისი), დავით ხოჭოლავა („ჩერნომორეცი“, ოდესა, უკრაინა), გიორგი რეხვიაშვილი („ლოკომოტივი“, თბილისი), ლაშა შერგელაშვილი („რიგასი“,ლატვია), უჩა ლობჟანიძე („ატირაუ“, ყაზახეთი), გიორგი ქიმაძე („ტორპედო“, ქუთაისი), ჯიმი ტაბიძე („გენტი“, ბელგია) ნახევარმცველები: თეიმურაზ შონია („დინამო“, ბათუმი), გიორგი განუგრავა („ჩიხურა“, საჩხერე), ოლეგ მამასახლისი („ტორპედო“, ქუთაისი), ოთარ კიტეიშვილი („დინამო“ თბილისი), ბაჩანა არაბული („დინამო“, თბილისი), გიორგი ხარაიშვილი („საბურთალო“,თბილისი), ბექა ტუღუში („ტორპედო“, ქუთაისი), საბა ლობჟანიძე („დინამო“, თბილისი), გიორგი პაპუნაშვილი („დინამო“, თბილისი) თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი („ატირაუ“, ყაზახეთი), ბუდუ ზივზივაძე („სამტრედია“, სამტრედია)

თბილისში მოსამზადებელ ეტაპს 20 ფეხბურთელი გაივლის, ვლადიმერ დვალიშვილი და უჩა ლობჟანიძე კი ნაკრებს დუბაიში შეურთდებიან. საქართველოს ნაკრები დუბაიში 21 იანვარს გაემგზავრება. 23 იანვარს ვლადიმის ვაისის ხელმძღვანელობით, ჩვენი გუნდი უზბეკეთის ნაკრებს შეხვდება. 25 იანვარს კი საქართველოს ნაკრების მეტოქე იორდანია იქნება.

16-წლამდე კალათბურთელებმა რუმინეთს სძლიეს და ბრძოლას აგრძელებენ

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 19 აგვისტო 2016 17:03
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა წარმატებით დაიწყო ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის საკვალიფიკაციო ტურნირი 9-16 ადგილებისთვის. მას შემდეგ, რაც ჯგუფიდან ვერ გავიდა, ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილი გუნდი ნახსენები ადგილებისთვის ბრძოლაში გადაერთო და პირველივე მეტოქეს იოლად სძლია. ქართველებმა რუმინეთის ნაკრებს 87:79 სძლიეს და ცხადყვეს, რომ 12-ზე დაბალ ადგილს აღარ დაიკავებენ, ხოლო მაქსიმუმი, მე-9 ადგილი იქნება. ქართველების მორიგი მეტოქე პორტუგალიაა, რომლის დამარცხების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები მე-9 ადგილისთვის მატჩში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს. რაც შეეხება რუმინეთთან მატჩს, 8 ქულით მოგებულ მატჩში 37 ქულით, 7 პასით და 6 ჩჭრით ოთარ პერტაია გამოირჩა. გამაერთიანებელი შედეგიანობის მხრივ, მომდევნო მოთამაშე აბელ ნარსიაა, რომელმაც 16 წუთში 9 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა. 13 ქულით დაასრულა შეხვედრა გიორგი კვაჭანტირაძემ, ხოლო ირაკლი სულხანიშვილის ანგარიშზე 10 ქულა, 4 პასი და 4 ჩაჭრა დაგროვდა. საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი 19 აგვისტოს, თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება. პარალელურ წყვილში ჰოლანდია და სლოვაკეთი დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონი ესპანეთი დაამარცხა

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 08 ივნისი 2016 10:00

7 ივნისს, მადრიდში „კოლიზეუმ ალფონსო პერესზე“ საქართველოს ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში ესპანეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა. დაძაბული შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების გამარჯვებით 1-0 დასრულდა. ერთადერთი გოლი მე-40 წუთზე თორნიკე ოქრიაშვილის ანგარიშზეა.

ესპანეთი - საქართველო 0-1

მადრიდი, „კოლიზეუმ ალფონსო პერესი“

ესპანეთი: დე ხეა, პიკე, ბუსკეცი (76’ პედრო), ლუკას ვასკესი (61’ დავიდ სილვა), ფაბრეგასი (46’ ინიესტა), ტიაგო (46’ კოკე), სერხიო რამოსი (46’ სან ხოსე), ხუანფრანი (46’ ბელერინი), ჟორდი ალბა, ადურისი, ნოლიტო

მთ. მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე

საქართველო: რევიშვილი (55’ კვასხვაძე), ლობჟანიძე, კვერკველია, კაშია, ამისულაშვილი, აბურჯანია (78’ ცისკარიძე), ყაზაიშვილი (72’ ქვილითაია), დვალიშვილი (72’ ჭანტურია), ოქრიაშვილი, ჯიღაური, ნავალოვსკი (84’ კობახიძე)

მთ. მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

მსაჯები: ვილიალმურ თორარინსონი, გულფი სიგურდსონი, გუნარ გუნარსონი, ხუან მარტინესი

გაფრთხილება: 61’ კვერკველია, 81’ სან ხოსე

გოლი: 0-1 ოქრიაშვილი (40)

გვერდი 1/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური