თბილისის ფრენბურთელთა გუნდი საქართველოს ჩემპიონია

გამოქვეყნებულია სპორტი
კვირა, 26 აპრილი 2015 13:00

25 აპრილს, ქალ ფრენბურთელთა შორის საქართველოს ჩემპიონი გამოვლინდა. 

"ჯიკოსა" და თბილისის მეორე გუნდს შორის სანახაობრივი მარტჩი გაიმართა, მაგრამ ამჯერად, თბილისი უფრო ძლიერი აღმოჩნდა და საკუთარ მოედანზე 3:0 დამაჯერებლად გაიმარჯვა. 

დიდი ჯიხაიშის კლუბი "ჯიკო" მთელი ჩემპიონატის განმავლობაში კარგად იბრძოდა, მათთან იგრძნობოდა გუნდური შემართება, რომელმაც ბევრი თამაში მოაგებინა. "ჯიკოში" განსაკუთრებულად ირინა კახაძე გამოირჩეოდა, რომელმაც გუნდს არაერთი ქულა მოუტანა.

თბილისი 1-ს კლუბში კი ყველაზე მაღალშედეგიანი მოთამაშე ახალგაზრდა და პერსპექტიული ანა კალანდაძე იყო. კალანდაძე ევროპის ახალგაზრდულ ფესტივალზე, "თბილისი 2015-ზე", საქართველოს ფრენბურთის ნაკრების კაპიტანი იქნება. 

მესამე ადგილისთვის ბრძოლა უფრო სანახაობრივი აღმოჩნდა. თბილისის მეორე გუნდის ახალგაზრდა წევრებმა ბათუმს კარგი წინააღმდეგობა გაუწიეს. თავდაპირველად, ბათუმის გუნდს გაუჭირდა თბილისის თამაშის ტემპის დაგდება, რის გამოც პირველი პარტია დათმო (22-25). მეორე პარტიაში აჭარის გუნდმა ძალა მოიკრიბა და მეტოქე 25-12 დაამარცხა. მესამე სეტში, დედაქალაქის გუნდმა კვლავ წინააღმდეგობის გაწევა დაიწყო, ამაში დიდი წვლილი ელენე გაბროშვილს მიუძღვის, რომელიც ეფექტური თავდასხმებით ქულებს იგებდა, თუმცა, ამჯერად ბათუმელებმა პარტია არ დათმეს და ანგარიში 2:1 გახდა. მეოთხე სეტში, აჭარის გუნდის ძირითადი შემადგენლობის ყველაზე ახალგაზრდა წევრის, ელიზა ფალავანდიშვილის მოწოდებებმა, ბლოკმა და თავდასხმამ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა, თბილისი ანგარიშით 9:25 დამარცხდა. ბათუმის გუნდურმა თამაშმა აჭარას ბრინჯაო მოუპოვა.

ქალ ფრენბურთელთა ეროვნული ჩემპიონატის ნახევარფინალები

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 23 აპრილი 2015 13:59

ხვალ, 24 აპრილს, თბილისში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ნახევარფინალები  გაიმართება. ქალ ფრენბურთელთა შორის, სამი ტურის შედეგებით, პირველ ოთხ ადგილს თბილისის პირველი გუნდის, ბათუმის, ჯიკოსა და თბილისის მეორე გუნდის კლუბები ინაწილებენ.

ბათუმისა და დიდი ჯიხაიშის კლუბების ნახევარფინალური მატჩი 12 საათზე გაიმართება.

14:00 საათზე კი ერთმანეთს ფინალის საგზურის მოსაპოვებლად თბილისის I და II გუნდები შეეჯიბრებიან.

ქალთა შორის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ფინალური თამაშები 25 აპრილს, 12:00 და 14:00 საათზე ჩატარდება.

ფრენბურთში საქართველოს ჩემპიონატის დასკვნითი თამაშები თბილისში, კიევის ქუჩის 8ა-ში მდებარე ოლიმპიური მზადების ცენტრში გაიმართება.

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური