საქართველოს ბანკის Visa ბარათის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ უკონტაქტო გადახდის ფუნქციით - Garmin Pay

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
შაბათი, 20 აპრილი 2019 11:18
  • დღეიდან, კავკასიაში პირველად, საქართველოს ბანკის Visa ბარათის მფლობელებს შეუძლიათ განახორციელონ უკონტაქტო გადახდა Garmin PayTM-ის მეშვეობით Garmin®-ის „ჭკვიანი“ საათებით

თბილისი, 2019 წლის 19 აპრილი – დღეს, Visa-მ განაცხადა, რომ საქართველოს ბანკის ბარათის მფლობელებს ახლა უკვე შეუძლიათ უკონტაქტო გადახდების განხორციელება Garmin-ის გადახდის ფუნქციის მქონე „ჭკვიანი“ მაჯის საათის მეშვეობით. საქართველო გახლავთ პირველი კავკასიის რეგიონიდან, სადაც ამოქმედდება ეს ინოვაცია.

Garmin PayTM ახლა ხელმისაწვდომია სხვადასხვა ჭკვიანი საათების მოდელებზე, რაც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს განახორციელონ უკონტაქტო გადახდები ისე, რომ თავი არ შეიწუხონ ნაღდი ფულის ტარებით. ეს ფუნქცია განსაკუთრებით სასარგებლოა აქტიური მომხმარებლებისთვის, რომლებსაც არ სურთ გზაში ზედმეტი ნივთების ტარება. 

Visa-მ ჩაატარა გამოკითხვა “Sweaty Money[1]” („ოფლიანი ფული“), რომლის თანახმადაც, ადამიანები, რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობენ, სერიოზულ დისკომფორტს განიცდიან, როდესაც უწევთ გადახდის განხორციელება ვარჯიშის წინ ან ვარჯიშის შემდეგ:

  • გამოკითხულთა 57% არ ატარებს გადახდის არცერთ საშუალებას ვარჯიშის დროს, რადგან ნერვიულობენ არ დაკარგონ, ან არ აქვთ დასადები ადგილი.
  • გამოკითხულთა 49%-ს ერთხელ მაინც სურდა რაიმეს შეძენა ვარჯიშის წინ ან ვარჯიშის შემდეგ, მაგრამ ვერ შეძლეს, რადგან თან არ ჰქონდათ გადახდის საშუალება.

Garmin-ის მომხმარებლებს შეუძლიათ მშვიდად იარონ საყიდლებზე, რადგან Garmin Pay სარგებლობს „Visa Token Service“-ის ტექნოლოგიით, რომელიც 16-ციფრიანი ანგარიშის ნომრისა და მოქმედების ვადის ნაცვლად უნიკალურ ციფრულ იდენტიფიკატორს იყენებს, რომლით სარგებლობაც შესაძლებელია გადახდების დამუშავებისას ანგარიშის ფაქტობრივი დეტალების გამჟღავნების გარეშე.

ყველას ვინც ფლობს საქართველოს ბანკის Visa პლასტიკურ ბარათს, Garmin-ის საათების შეძენა ექსკლუზიურად საქართველოს ბანკის SOLO ლაუნჯებში შეუძლია, მთელი საქართველოს მასშტაბით.

“მოხარული ვართ, რომ ჩვენს მომხმარებელს კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი შევთავაზეთ. თანამდროვე რეალობაში დროის სწორედ დაგეგმვა და გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, მუდმივად ვცდილობთ მაქსიმალურად დავზოგოთ ბანკის მომხმარებლის დრო და შევთავაზოთ სწორედ მათ საჭიროებებზე მორგებული და ამავე დროს ინოვაციური პროდუქტები. მოხარული ვარ, რომ პირველად კავკასიის რეგიონში სწორედ საქართველოს ბანკთან და Visa-სთან ერთად გახდა შესაძლებელი - ინოვაციური, უკონტაქტო, Garmin-ის საათით გადახდის მეთოდის დანერგვა. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ბრენდის Garmin-ის საათით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს კიდევ ბევრი დამატებითი ფუნქციით ისარგებლოს",- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.“

“დარწმუნებულნი ვართ, რომ მომავალი ინტერნეტს ეკუთვნის. მალე ჩვენ აღარ მოგვიწევს საფულის ტარება - მათ ფუნქციას ტანსაცმელი და აქსესუარები შეასრულებს” განაცხადა Visa-ს უფროსმა ვიცე‑პრეზიდენტმა და დსთ–სა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების (CISSEE) რეგიონული ქვედანაყოფის დირექტორმა ვერა პლატონოვამ. “Garmin Pay™-ის სერვისი, რომელიც, საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით, დღეს პირველად შემოდის საქართველოში, მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯია. ახლა საქართველოს ბანკთან ერთად, რომელიც Visa ბარათის მფლობელებს აღნიშნული საშუალების გამოყენების შესაძლებლობას აძლევს, კიდევ უფრო მეტ ქართველს მიეცემა შესაძლებლობა უსაფრთხოდ და მარტივად გადაიხადოს შენაძენის საფასური უკონტაქტო გადახდის ტერმინალთან Garmin-ის მოწყობილობის მიახლოებით.”

VisaInc.-ისშესახებ

მსოფლიოსმასშტაბით Visa Inc. (NYSE: V) ციფრულიგადახდებისსფეროში  ლიდერკომპანიასწარმოადგენს. ჩვენიმისიააინოვაციური, უსაფრთხოდასაიმედოგადახდისქსელისმეშვეობითერთმანეთთანდავაკავშიროთმსოფლიორომელიცინდივიდუალურპირებს, ბიზნესსადაეკონომიკასწარმატებისმიღწევისსაშუალებასაძლევს. ჩვენიდახვეწილიქსელი - VisaNet 65,000-ზემეტტრანზაქციასამუშავებს 1 წამისგანმავლობაში; კომპანიისმუდმივიაქცენტიინოვაციებზე, უზრუნველყოფსქსელშიჩართულმოწყობილობებზედაფუძნებულიკომერციის ზრდასდაუნაღდომომავლისრეალიზებისმამოძრავებელძალას - ყველგანდაყველასთვის. იმისგათვალისწინებით, რომმსოფლიოანალოგურიდანციფრულტექნოლოგიებზეგადადის, Visaცვლის  მომავალისკომერციისკონცეფციასმისიბრენდის, ხალხის, პროდუქტებისდაქსელისგამოყენებით. დამატებითიინფორმაციისათვისეწვიეთშემდეგვებგვერდებს: www.corporate.visa.com, www.visasoutheasteurope.com, https://www.facebook.com/VisaGeorgiaGE, www.visanewscissee.com

Garmin International Inc., წარმოადგენს შპს Garmin-ის შვილობილ კომპანიას ((Nasdaq: GRMN). შპს Garmin დაფუძნებულია შვეიცარიაში და მისი ძირითადი შვილობილი კომპანიები განთავსებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტაივანსა და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში. Garmin და მისი შვილობილი კომპანიები დარეგისტრირებული მწარმოებლები არიან ისეთი პროდუქციისა, როგორიცაა Body Battery, Garmin Connect, Elevate და Garmin Express. ყველა სხვა ბრენდი, პროდუქციის სახელწოდება, კომპანიის დასახელებები, საქონელი და მომსახურების ნიშნები წარმოადგენენ მათი შესაბამისი მფლობელის საკუთრებას. ყევლა უფლება დაცულია.

სამომავლო განცხადებების შესახებ:

ეს რელიზი მოიცავს შპს Garmin-ის და მისი საქმიანობის  შესახებ სამომავლო განცხადებებს. ამგვარი განცხადებები დაფუძნებულია მენეჯმენტის ამჟამინდელ მოლოდინებზე. რელიზში ხსენებული სამომავლო ღონისძიებები და სხვა აქტივობები შესაძლოა არ განხორციელდეს ცნობილი და არა ცნობილი რისკ ფაქტორებიდან გამომდინარე, რამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს Garmin-ს. ასეთი სახის რისკ ფაქტორები მოყვანილია Garmin-ის 2017 წლის 30 დეკემბრის წლიურ ანგარიშში 10-K  ფორმაში, უსაფრთხოებისა და საბირჟო კომისიის შესახებ ფაილი (კომისიის ფაილის ნომერი 0-31983).  ფორმა 10-K-ს ასლი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: http://www.garmin.com/aboutGarmin/invRelations/finReports.html.  წინასწარი განცხადებები ძალაშია მხოლოდ იმ თარიღით, როდესაც კეთდება და Garmin არ იღებს პასუხისმგებლობას, რომ საჯაროდ განიხილოს ან შეცვალოს რომელიმე წინასწარი განცხადება რაიმე ახალი ინფორმაციის, სამომავლო გეგმების ან სხვა ქმედებებისსაფუძველზე.  

[1] **გამოკითხვა “Sweaty Money” Visa-ს დაკვეთით 2017 წლის აგვისტოში ჩაატარა Wakefield-მა 18 წელს მიღწეულ და გადაცილებულ  დაახლოებით 1,000 მომხმარებელთან ამერიკის შეერთებულ შტატებში. ინფოგრაფიკის სანახავად გადადით ბმულზე https://usa.visa.com/visa-everywhere/innovation/payment-wearables-for-workouts.html 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გლდანში „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 12 მარტი 2019 13:51

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2019 წლის 8 მარტს გლდანში „საქართველოს ბანკზე“ მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნა.

ყაჩაღობის, პოლიციელზე თავდასხმის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დაკავებულია 2 პირი - წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1998 წელს დაბადებული ნ.ქ. და ასევე, წარსულში ნასამართლევი, 1999 წელს დაბადებული კ.გ. დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ შეიარაღებული და ნიღბიანი ბრალდებულები გლდანში „საქართველოს ბანკში“ შეიჭრნენ და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფული მოითხოვეს. ბანკის თანამშრომლებმა განგაშის სიგნალით დაცვის პოლიცია გამოიძახეს. ბანკის ფილიალთან მისულ დაცვის პოლიციას თავდამსხმელებმა ცეცხლი გაუხსნეს. სროლისას არავინ დაშავებულა.

ბრალდებულებმა, ბანკის ფილიალზე ყაჩაღურ თავდასხმამდე, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს 2 მოქალაქეს და კუთვნილი ავტომანქანა ჩამოართვეს. პოლიციის ოპერატიული რეაგირების შედეგად, თავდამსხმელები იძულებული გახდნენ მძევლად აყვანილი ორივე მოქალაქე გაეთავისუფლებინათ და შემთხვევის ადგილიდან გატაცებული ავტომანქანით მიიმალნენ.

პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო გატაცებული ავტომანქანა, რომელიც ბრალდებულებმა კვალის დაფარვის მიზნით დაწვეს.

დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა და გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

დადგენილია დანაშაულში მონაწილე მესამე პირიც და მისი დაკავების მიზნით მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ პუნქტებით, 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით.

„საქართველოს ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღების ფაქტი გახსნილია

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 24 იანვარი 2017 11:10

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1979 წელს დაბადებული ი.ბ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 3 იანვარს თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე, „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალში შეიჭრა, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 8055 აშშ დოლარი და 4105 ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე დღეში, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე დააკავეს. პოლიციამ ბანკიდან გატაცებული თანხა და დანაშაულის ჩადენის იარაღი - პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).

"საქართველოს ბანკი" დააყაჩაღეს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 10 იანვარი 2017 11:22

"საქართველოს ბანკი" დააყაჩაღეს. შემთხვევა გლდანის ფილიალში დილით  მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმა თავდამსხმელმა ბანკიდან ფული გაიტაცა. 

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ. 

 

"საქართველოს ბანკიდან” მოპარული მილიონები ნაპოვნია

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 11 ნოემბერი 2015 11:26

ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ქურდობის საქმე გახსნილად ცხადდება. ,,საქართველოს ბანკიდან” მოპარული მილიონები ნაპოვნია. 9 მილიონ 200 ათასამდე ლარის ძირითად ნაწილს თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლსა და სარდაფში მიაგნეს.   

საქმის მთავარი ეჭვმიტანილი  ბანკის თანამშრომელია, რომელსაც პოლიცია ამ წუთებშიც ეძებს. 

თანამზრახველები უკვე დაკავებულები არიან. მათ შორის ერთი ქალია. 

შეგახსენებთ,რომ 24 ოქტომბერს ბანკის საცავიდან დიდი ოდენობის თანხა დაიკარგა. 

„საქართველოს ბანკიდან“ დიდი ოდენობით თანხა დაიკარგა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2015 16:49

„საქართველოს ბანკის" თავისუფლების მოედანზე მდებარე ფილიალიდან 100 ათასი დოლარის ოდენობის თანხა დაიკარგა. შემთხვევა 24 ოქტომბერს იმ დროს მოხდა, როდესაც მოედანზე „რუსთავი 2“-ის კონცერტი მიმდინარეობდა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. "ინციდენტი ნამდვილად მოხდა, მაგრამ დეტალებს ვერ მოგაწვდით. შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ ყოფილა დაყაჩაღება. თუმცა, ინციდენტი თანხასთან არის დაკავშირებული“, - აცხადებს „საქართველოს ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის პრესსამსახურის ხელმძღვანელი სოფიო ბალავაძე

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური