თბილისში პარლამენტის შენობასთან საფრანგეთის სოლიდარობის აქცია გაიმართა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 14 ნოემბერი 2015 20:42

საფრანგეთის სოლიდარობის აქცია საქართველოს პარლამენტის შენობასთან თბილისში გაიმართა. მოქალაქეებმა ყვავილებითა და სანთლებით სოლიდარობა გამოხატეს პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო.თბილისში სოლიდარობის აქციაზე რამდენიმე ათეული მოქალაქე შეიკრიბა. შეკრებილებმა ფრანგ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადეს და ტერორიზმი დაგმეს. აქციები პარალელურად ,პრანგულ უნისვერსიტეტთანაც გაიმართა.

სტრასბურგთან ჩქაროსნული მატარებელი გადავარდა-არის მსხვერპლი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 14 ნოემბერი 2015 20:37

საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგთან სატესტო ჩქაროსნული მატარებელი TGV-ი ლიანდაგიდან გადავარდა, შედეგად დაიღუპა სულ მცირე 5 ადამიანი, 7 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს. 
დაშავებულები საავადმყოფოში ვერტმფრენებით გადაიყვანეს. ადგილზე მუშაობენ სასწრაფო დახმარების მანქანები.
როგორც სააგენტო "ესოშიეთიდ პრესი" იტყობინება, კატასტროფა სიჩქარის გადაჭარბების გამო მოხდა.

"ეს არ არის ტერორიზმი, ეს ომია"საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 14 ნოემბერი 2015 14:36

ეს არ არის ტერორიზმი, ეს ომია – ასეთი შეფასება მისცა ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთში მომხდარ ტრაგედიას. თავდასხმა 6 სხვადასხვა სამიზნე ობიექტზე განხორციელდა. 

გარდაცვლილთა რაოდენობა მატულობს. დაშავებულთა რიცხვი კი, ბოლო მონაცემებით, 180-ია. გარდაცვლილია 8 ტერორისტი. 

2005 წლის შემდეგ საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა პირველად გამოცხადდა. ჩაკეტილია სახმელეთო საზღვრები. ქალაქში ათას ხუთასი ჯარისკაცია მობილიზებული. 

მედიაჰოლდინგი "სტარვიზია" ფრანგ ხალხს თანადგომას უცხადებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 14 ნოემბერი 2015 16:14

მედიაჰოლდინგი "სტარვიზია" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს პარიზში მომხდარ საზარელ ფაქტებთან დაკავშირებით და საფრანგეთის მოქალაქეებს თანადგომას უცხადებს. ჩვენ გვსურს მივუსამძიმროთ ტერორისტული აქტების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს და დაზარალებულებს გამოჯანმრთელება ვუსურვოთ. მედიაჰოლდინგი "სტარვიზია" გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და განსაკუთრებით კი ტერორისტულ თავდასხმებს. 

საქართველოში, საფრანგეთის საელჩოსთან დილიდან იკრიბებიან მოქალაქეები

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 14 ნოემბერი 2015 14:29

საქართველოს მოქალაქეები დილიდან საფრანგეთის საელჩოსთან შეიკრიბნენ, მათ სამძიმრის ნიშნად ადგილზე ყვავილები მიაქვთ და საფრანგეთის მოსახლეობას თანადგომას უცხადებენ. 

საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მიერ გახსნილ ცხელ ხაზზე ამ დროისთვის ოთხი ზარია შესული

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 14 ნოემბერი 2015 14:25

საფრანგეთში, საქართველოს საელჩოს მიერ გახსნილ ცხელ ხაზზე ამ დროისთვის ოთხი ზარია შესული. ამის შესახებ  ცხელი ხაზის ოპერატორმა განაცხადა. 
"ამ ეტაპზე ჩვენ მივიღეთ მხოლოდ ოთხი ზარი. აქედან ორს აინტერესებდა ექნებათ თუ არა დღეს შესაძლებლობა გადაკვეთონ საზღვარი. ვინაიდან ღამით დარეკეს, სრულ ინფორმაციას ვერ მივაწვდიდით. ნომრები ჩავინიშნეთ და დღეს ვუპასუხებთ. დანარჩენ ორს კი უბრალოდ პარიზში არსებული სიტუაცია და ის აინტერესებდა, რამდენად უსაფრთხო იყო გარეთ გასვლა, რაზეც მიიღეს გაფრთხილება, რომ გარეთ გასვლა აკრძალულია საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე", - აღნიშნავენ საელჩოში გახსნის ცხელ ხაზზე.
საფრანგეთში წუხელ ღამით რამდენიმე სხვადასხვა ადგილზე ტერაქტები განხორციელდა. შედეგად 150-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.

საფრანგეთის ოფიციალური პირების განცხადება-მსხვერპლის რაოდენობა 150 მდე გაიზარდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 14 ნოემბერი 2015 09:37

საფრანგეთის ოფიციალური პირების განცხადებით, მინიმუ, 118  ადამიანი ემსხვერპლა სროლას და აფეთქებებს. 

ამის შესახებ ინფორმაცია CNN-მა რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. 

ბატაკლანის საკონცერტო დარბაზში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 50-მდე მძევლის გათავისუფლება მოხერხდა. თუმცა, მათ შორის არიან დაჭრილებიც. 

ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, ამ შენობაში 100-მდე მძევალი მოკლულია. 

ამ სპეცოპერაციისას 2 ტერორისტი მოკლეს და 1 ცოცხლად აიყვანეს, რომელმაც განაცხადა, რომ ის ISIS-ის მებრძოლია. 

სპეცოპერაციები ტარდება ქალაქის სხვადასხვა ადგილას. 

ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მგომარეობა. დაიხურა აეროპორტი. 

საფრანგეთში დატრიალებულ ტრაგედიას გიორგი კვირიკაშვილი ეხმაურება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 14 ნოემბერი 2015 09:33

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე პრემიერი გიორგი კვირკაშვილი საფრანგეთში დატრიალებული ტრაგედიის გამო განცხადებას ავრცელებს. 
" შეძრწუნებული ვარ საფრანგეთში დატრიალებული ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ ფრანგ ხალხს და საფრანგეთის ხელისუფლებას ამ მძიმე ჟამს და ვუცხადებ მათ თანადგომას. პირადად ჩემი და საქართველოს ხელისუფლების სახელით სასტიკად ვგმობ მომხდარს. მიმაჩნია, რომ ტერორისტული აქტები პარიზში, რომელებსაც ამ დროისთვის არსებული მონაცემებით 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, წარმოადგენს უმძიმეს დანაშაულს კაცობრიობის წინაშე და მიმართულია მსოფლიოში მშვიდობის წინააღმდეგ",-ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში. 

ტერაქტების სერია პარიზში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 14 ნოემბერი 2015 08:58

მინიმუმ 60 ადამიანი დაიღუპა პარიზში მომხდარი ტერაქტების სერიის შედეგად. euronews-ის ცნობით ამ დროისათვის 100 ადამიანი თავდამსხმელებს პარიზის თეატრში მძევლად ჰყავთ აყვანილი. 

საფრანგეთის დედაქალაქში თავდასხმების ობიექტი გახდა - პარიზის თეატრი, სტად დე ფრანსის სტადიონი,  რესტორანი Cambodge და ჰიპერმარკეტი Les Halle. 

სროლის ხმა პარიზის თეატრში კალიფორნიული როკ ჯგუფის Eagles of Death Metal ის კონცერტის დაწყებიდან ერთ საათში გაისმა. BBC-ის ცნობით კონცერტის მსვლელობის დროს დაბრაზში 5-6 პირი შეიჭრა და უმისამართო სროლა დაიწყეს. ფრანგი ჟურნალისტების ინფორმაციით თავდამსხმელები მძევლების აყვანის მომენტში სირიის შესახებ საუბრობდნენ. 

აფეთქების სამი ხმა გაისმა  სტად დე ფრანსის სტადიონთან ახლოს, სადაც ტერაქტის მომენტში საფრანგეთისა და გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური მატჩი მიმდინარეობდა. სტადიონზე ამ დროს იმყოფებოდა საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი. სამართალდამცველებმა მისი ევაკუაცია მოახდინეს ამ წუთებში, ოლანდი საგანგებო თათბირს მართავს. ა

თავდასხმა მოხდა პარზში რესტორან Cambodge, სროლის შედეგად გაზეთ Liberation-ის ცნობით დაიღუპა 4 ადამიანი, თუმცა BBC ჟურნალისტი იუწყება რომ მსხვერპლი გაცილებით დიდია. 

ბატაკლანის საკონცერტო დარბაზზე პოლიციამ შტურმი დაიწყო

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 14 ნოემბერი 2015 08:57

ბატაკლანის საკონცერტო დარბაზზე პოლიციამ შტურმი დაიწყო. შენობაში ტერორისტებს 100-მდე მძევალი ჰყავთ აყვანილი. უცხოური მედიის ინფორმაციით, შენობაში ტერორისტები "ალაჰ აკბარს" ყვირიან.საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ჩაკეტილია ქვეყნის საზღვრები. პარიზში, უსაფრთხოების მიზნით, გაჩერებულია მეტრო. 

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური