საფრანგეთის ელჩი საქართველოში სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის საჯარო სკოლას ეწვია

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 05 ნოემბერი 2019 14:56

საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი, ფრანგული ინსტიტუტის გენერალური მდივანი კატრინ გუტერო, საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი, მხატვარი ლევან მოსიაშვილი, მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგილაშვილი და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლია ბეჟაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის საჯარო სკოლას ეწვივნენ.
საპატიო სტუმრები საჯარო სკოლაში იმ მოსწავლეებს შეხვდნენ, რომლებიც ფრანგულ ენას ეუფლებიან. საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა მოსწავლეები აპრობილებული ფრაგნგული ენის სახელმძღვანელოებით და საკითხავი ლიტერატურით დაასაჩუქრა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა ყველა სტუმარს განათლების ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა და მხარდაჭერისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
დიეგო კოლასმა და გიორგი გოგილაშვილმა ქართულ-ფრანგული ურთიერთობების გაღრმავებასა და სამომავლოდ ფრანგული კულტურის ცენტრის შექმნაზე ისაუბრეს.
ანაგის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პატივისცემის ნიშნად საქართველოს და საფრანგეთის სახელმწიფო ჰიმნები შეასრულეს.
ლევან მოსიაშვილმა საფრანგეთის ელჩს საკუთარი ფერწერული ტილო უსახსოვრა.
სოფელ ანაგის საჯარო სკოლაში ფრანგულ-ქართული ასოციაციის-„საქართველოს ცენტრში“ დამფუძვნებლის ჟერარ ჟერმანის და მხატვრის ლევან მოსიაშვილის დაფინანსებით და თაოსნობით, მოსწავლეები ფრანგულ ენას ეუფლებიან. წარმატებული მოსწავლეები, რომლებიც ფრანგულ ენას საფუძვლიანად შეისწავლიან, შეუძლიათ განათლება საფრანგეთში მიიღონ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს საფრანგეთის ელჩი ესტუმრა

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 15 დეკემბერი 2017 12:22

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს საფრანგეთის ელჩი საქართველოში ბატონი პასკალ მენიე სტუმრობდა და სტუდენტებისთვის საფრანგეთი -საქართველოს ურთიერთობის შესახებ ლექცია წაიკითხა.

ელჩმა ხაზი გაუსვა საფრანგეთსა და საქართველოს შორის არსებული კარგი ურთიერთობების შენარჩუნებისა და გაღრმავების მნიშვნელობას. მისივე თქმით, საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობები, როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში აქტიურად ვითარდება.
ასევე განხილულ იქნა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხი.

შეხვედრის ფარგლებში, ტელევიზია იბერიისთვის მომზადდება სატელევიზიო გადაცემა.

საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტუმრა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 20 ივნისი 2017 15:51

საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე დაესწრო ფრანგული ენის კაბინეტის გახსნას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში.  ელჩი შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს. შეხვედრისას მან ისაუბრა საფრანგეთის საგარეო პოლიტიკასა და გამოწვევებზე. საუბარში შეეხო, ასევე,  საფრანგეთსა და საქართველოს შორის, ურთიერთობასაც.

მოკლე საჯარო ლექციის შემდეგ საფრანგეთის ელჩმა, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების  შეკითხვებს უპასუხა

ფრანგული ენის კაბინეტის გახსნისას უნივერსიტეტის იმ სტუდენტებმა, რომლებიც ფრანგულს ეუფლებიან, მუსიკალური და ლიტერატული ნომრები წარმოადგინეს.

დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში საელჩოს წარმომადგენლებმა საფრანგეთში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაციაც გამართეს.

ოთარ დანელია საფრანგეთის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 18 მარტი 2016 18:24

სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია საქართველოში საფრანგეთის ელჩს, პასკალ მონიეს შეხვდა.  სამინისტროს ინფორმაციით,მხარეებმა აგრარული დარგის განვითარების მიმართულებით მიმდინარე პროექტებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს. 

"სამინისტროს აქვს დარგის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ბოლო პერიოდში განხორციელებული საქმიანობის შედეგად, მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს არაერთი მიმართულებით. აქტიურად მიმდინარეობს საერთაშორისიო სტანდარტების დანერგვის პროცესი. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) კონტექსტში, ჩვენი საექსპორტო პოტენციალი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, შესაბამისად, აქტიურად ვმუშაობთ ბაზრების დივერსიფიკაციასა და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციაზე. ვფიქრობთ, უკვე ძალიან მალე ევროკავშირის ქვეყნებში გავიტანთ თაფლს და თევზპროდუქტებს. მიმდინარე წლის ბოლოს ვგეგმავთ საფრანგეთში, გამოფენაზე ჩვენი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების პროდუქცია წარვადგინოთ", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

მინისტრმა მარსელში ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ცივილიზაციათა მუზეუმში ქართული ღვინის კუთხის გახსნისა და საფრანგეთის ღვინის კულტურისა და ცივილიზაციის ფონდთან გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ ისაუბრა. 

ხელშეკრულების თანახმად, ბორდოში 2017 წელი საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოსა და უძველესი ტრადიციების მქონე ქვეყნის წლად გამოცხადდება.

საფრანგეთის ელჩმა, პასკალ მონიემ, საფრანგეთსა და საქართველოს შორის აგრარული დარგის მიმართულებით ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა. 


შინაგან საქმეთა მინისტრი საფრანგეთის რესპუბლიკის ახალ ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 16 მარტი 2016 09:58

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის ახალ ელჩს საქართველოში - პასკალ მენიეს შეხვდა.

მხარეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებების, ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ ისაუბრეს.

შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა ხაზი გაუსვა საფრანგეთის და საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას. შს მინისტრმა მადლობა გადაუხადა საფრანგეთის საელჩოს და უსაფრთხოების ატაშეს სამინისტროს შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერისთვის.

საქართველოში საფრანგეთის ელჩი გააცილეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 26 თებერვალი 2016 10:27

საქართველოში საფრანგეთის ელჩის, რენე სალესის გაცილების საღამო გაიმართა.სალესი საქართველოში ოთხი წლის განმალობაში იყო ელჩი.უკვე ყოფილმა ელჩმა საღამოზე ოთხწლიანი მოღვაწეობა შეაფასა. მისი თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტი განხორციელდა, მათ შორის განათლების, თავდაცვისა და ვაჭრობის სფეროებში. ღონისძიებას ხელისუფლების წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.ვინ იქნება მისი შემცვლელი ან როდიდან შეუდგება ის საქმიანობას, ამ ეტაპზე უცნობია.

 

მარგველაშვილმა საფრანგეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 17 თებერვალი 2016 18:02

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საფრანგეთის ელჩთან საქართველოში რენო სალენსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-საფრანგეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, საქართველოს პრეზიდენტმა და საფრანგეთის ელჩმა რეგიონში უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გარემოზეც იმსჯელეს.

გიორგი მარგველაშვილმა რენო სალენსს მადლობა გადაუხადა საქართველო-საფრანგეთს შორის ურთიერთობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებები უსურვა .

 

 

ელისო ბოლქვაძეს ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენი გადაეცა

გამოქვეყნებულია კულტურა
ხუთშაბათი, 08 ოქტომბერი 2015 04:57

საქართველოს პრეზიდენტი პირველ ლედისთან ერთად, დღეს, საფრანგეთის ელჩის რეზიდენციაში გამართულ მიღებას დაესწრო. საფრანგეთის ელჩმა საქართველოში  რენო სალინსმა ცნობილ პიანისტს ელისო ბოლქვაძეს საქართველოსა და საფრანგეთს შორის კულტურული ურთერთგაცვლების განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენი გადასცა. 

გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ ელისო ბოლქვაძეს  წარმატება პირადად მიულოცეს.

ღონისძიებას, რომელიც საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა დიპლომატიური კორპუსისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური