ლევან ჯოხაძე: მხოლოდ ფეხბურთის ფედარციის მუშაობა შედეგამდე ვერ მიგვიყვანს

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 26 მარტი 2018 15:21

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი, ფეხბურთის დონე საქართველოში და განვითარების პერსპექტივა, - ამ თემების შესახებ, მწვრთნელს, ლევან ჯოხაძეს ვესაუბრეთ.

ჯოხაძემ სამწვრთნელო კარიერა დინამო აკადამიაში დაიწყო, შემდეგ იყო პირველი ლიგა, სადაც ცხინვალის „ლიახვის“ მთავრი მწვრთნელის, მალხაზ ჟვანიას ასისტენტად მუშაობდა. სწორედ მათი თანიმიმდევრული მუშაობის პერიოდში, 2015 - 2016 წელების სეზონზე   „ლიახვი“ პირველი ლიგის ჩემპიონი გახდა. 2016 წელს  გარდამავალი ჩემპიონატის მსვლელობის დროს კი ლევან ჯოხაძე „ლიახვის“ მთავარი მწვრთნელი იყო.  2017 წელს შეცვლილი ფორმატით დაწყებულ  სეზონში მალხაზ ჟვანია და ლევან ჯოხაძე, ლიგა სამში  თელავის „თელავს“ წვრთნიდნენ, საკმაოდ წარმატებით, თელაველები აღნიშნულ ლიგაში 1-2 ადგილს იკავებდნენ. სეზონის დასრულებამდე, ივნისში,  მწვრთნელებმა გუნდი დატოვეს. ივლისიდან ლევან ჯოხაძემ ლიგა სამში, კვლავ ცხინვალის „ლიახვში“ გააგრძელა მუშაობა. ამჟამად ახალგაზრდა სპეციალისტი არც ერთ გუნდში არ მუშაობს.

ლევან ჯოხაძეს რამდენიმე კითხვით მივმართეთ:

- თქვენ ჩემპიონატის ფორმატის ცვლილებამდე და ცვლილების შემდეგაც მუშაობდით სხვადასხვა რანგის ლიგაში, რამდენად დიდი სხაობაა, რას ფიქრობთ შედეგი მივიღეთ?

- დავიწყოთ იმით რომ არ არსებობს იდეალური ფორმატი.ყველა ფორმატს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარე.  როგორც მწვრთნელს მიმაჩნია რომ ეს ფორმატი გაცილებით მობილიზებულს ხდის როგორც მწვრთნელს ასევე  ფეხბურთელს,თუნდაც იმ კუთხით რომ შენ ერთ კონკრეტულ გუნდს ეთამაშები ოთხჯერ და ოთხივეჯერ ვარლდებული ხარ რომ მოწინააღმდეგეს შესთავაზო სიახლე რაღაც კუთხით,იქნება ეს ტაქტიკური თუ შემადგენლობის მხრივ. აქედან გამომდინარე შესამჩნევია ის სხვაობა, რაც ახლა გვაქვს. გუნდები ცდილობენ სიახლეების შემოთავაზებას, თუნდაც ის ფაქტი, რომ მიმდინარე ეროვნული ლიგა1-ის და ლიგა 2-ის გუნდებმა აქტიურად დაიწყეს სამი ცენტრალური მცველით თამაში, ვფიქრობ, ეს სიახლე დამატებით ინტერესს შესძენს ჩვენს ჩემპიონატს. რადგან ეს ფორმაცია უკვე ერთგვარ ტენდენციად იქცა წამყვან საფეხბურთო ლიგებში. დაახლოებით ერთი წელი ვიმუშავე პირადად მე  ამ სქემაზე და მიმაჩნია, რომ ჩვენ ჩემპიონატში თავისუფლად შეიძლება ამის დანერგვა.

- თელავსა და ცხინვალის „ლიახვში“ მუშაობდით, რა დონეა მესამე ლიგაში?

- გასულ წელს ვმუშაობდი ს.კ „თელავში“ იქ დავიწყეთ სამ ცენტრალურ მცველიან სქემაზე მუშაობა, ჩემპიონატის შუა ნაწილში მთავარ მწვრთნელად დავინიშნე ლიგა სამის ბინადარ ცხინვალის „ლიახვში“ რომლის წინაშეც იდგა ურთულესი ამოცანა, გუნდს ჰქონდა 4 ქულა და მიზანი იყო ლიგაში ადგილის შენარჩუნება. იქაც დავიწყე იმავე სქემით მუშაობდა და გუნდმა საწყის 7ტურში მოიპოვა 15 ქულა, ფაქტობრივად თავი  დავაღწიეთ გასავარდნ ზონას, მაგრამ წინ იყო სამი გადამწყვეტი ტური, სადაც გარკვეული ტექნიკური პრობლემების გამო  ვერ ვიხილეთ ის თამაში, რაც საჭირო იყო.  შედეგად მოხდა ისე რომ გუნდი მაინც გავარდა.ეს იყო ერთგვარი შოკი პირადად ჩემთვის,რადგან უმოკლეს დროში გუნდი ფაქტობრივად  ფერფლიდან აღდგა და ერთგვარ სიახლედ იქცა ლიგაში. სამწუხაროა, როცა ნაშრომი და ნაწვალები სრულიად უაზრო მიზეზის გამო გეყრება წყალში, თუმცა ასეთია მწვრთნელის ბედი, მთავარია სწორი დასკვნების გამოტანა შეგეძლოს, ახლა კი მზად ვარ  ახალი გამოწვევისთვის.

-  დინამოს აკადემიაში მუშაობდით, ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაზე რას ფიქრობთ?

-  ჩვენ თუ  გვინდა განვავითაროთ ბავშვთა ფეხბურთი, ამისათვის აუცილებელია განვითარდნენ კლუბები,როდესაც კლუბი განვითარდება ის ავტომატურად იფიქრებს თავის ბავშვთა სკოლის განვითარებაზე. დღეს კი რა გვაქვს, „დინამოს“ და „საბურთალოს“ საფეხბურთო სკოლები უკონკურენტოდ არიან, ფაქტობრივად  გამოდის ისე, რომ სხვები უბრალოდ მონაწილეობას იღებენ და არანაირი პროგრესი იქ არ ჩანს. გვაქვს ორი განვითარებული კლუბი საქართველოში და ეს მათ აკადემიაზეც აისახება. სამწუხაროდ ორი ძალიან ცოტაა

- ის მიმართულება, რაც ამჟამინდელ ფედერაციას აქვს შედეგამდე მიგვიყვანს?

- მხოლოდ ფედარციის მუშაობა შედეგამდე ვერ მიგვიყვანს. ჩვენ დღეს გვყავს ფინანსურად ფეხზე მდგარი კლუბები, მათ მოუწევთ ძალიან მალე კარგ მოედნებზე თამაში კარგი სატელევიზიო გაშუქებით. ეს ყველაფერი ცალსახად ფედერაციის აქტივში უნდა შევიტანოთ. დანარჩენს რაც შეეხება, ამაზე თავად კლუბებმა უნდა იფიქრონ.

PSP-ს საფეხბურთო კლუბი უკვე მეორედ გახდა სუპერლიგა A-ს ჩემპიონი!

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 10 ივლისი 2017 16:40

საფეხბურთო კლუბი “PSP” ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2016-17 წწ. სეზონის სუპერლიგა A-ს გათამაშების ჩემპიონია. PSP-მ გადამწყვეტ შეხვედრაში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის „ვარსკვლავური შემადგენლობით“ დაკომპლექტებული გუნდი (კალაძე, კობიაშვილი, იაშვილი, მუჯირი, დემეტრაძე,კვარაცხელია, ამისულაშვილი...) ანგარიშით 7:2 დაამარცხა და ლიგის უმთავრესს ტიტულს მეორედ დაუფლა.

PSP-ს ფეხბურთელები სეზონის გამორჩეულ მოთამაშეთა შორისაც მოხვდნენ: საუკეთესო უნივერსალის პრიზი ნიკოლოზ კურტანიძეს გადაეცა, საუკეთესო თავდამსხმელად კი გიორგი აფციაური დასახელდა. სეზონის ორიგინალური პრიზი - საუკეთესო მენეჯერის წოდება PSP-ს გუნდის მენეჯერმა კოტე ჯავახიშვილმა მიიღო. რაც შეეხება სხვა ნომინაციებს, გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი 16 გატანილი გოლით ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ვიცე-პრემიერი, კახა კალაძე გახდა, ხოლო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად, სფფ-ს ლიდერი და ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ალექსანდრე იაშვილი დასახელდა.

ოქროს მედლები და საჩემპიონო თასი გამარჯვებულ გუნდს სფფ-ს პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და ჩემპიონატის ორგანიზატორმა, სპორტული სააგენტო SBM-ის დირექტორმა, ზაალ ჩიტალაძემ გადასცეს.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში PSP-ს გუნდის მონაწილეობა უკვე მეცხრე სეზონს ითვლის. სადებიუტო წარმატებას გუნდმა 2014-15 წწ. სეზონში მიაღწია, როდესაც სუპერლიგა A-ს ჩემპიონობა პირველად იზეიმა და ამ წარმატებას მომდევნო 2015-16 წწ. სეზონის სტარტზე სუპერთასის მოგებაც მიაყოლა. PSP-ს გუნდმა მოიგო 2014 წელს საქართველოს ჩემპიონატი სამოყვარულო მინი-ფეხბურთში, რომლის ფინალური ეტაპი ქ. ბათუმში გაიმართა.

“იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიო საჭიროა გუნდურობა, გუნდში უნდა იყო და მათი ცხოვრებით უნდა ცხოვრობდე; ცხრა წელია PSP-ს გუნდი არსებობს და ერთი განწყობით ვუდგებით ყველა ჩემპიონატს. წლევანდელი გათამაშება კი იყო განსაკუთრებული, განსხვავებული, კიდევ ერთი ტიტული მოვიგეთ. ჩვენ ვეთამაშეთ ძალიან ტიტულოვან ფეხბურთელებს, ჩვენი გუნდის მეტოქეები იყვნენ ის ფეხბურთელები, რომლებმაც ფეხბურთი შეგვაყვარეს, ის ფეხბურთელები რომელთა საგულშემატკივროდ დავდიოდით მოედანზე და კალას, იაშკას, კობის  და სხვების სახელებს გავიძახოდით. ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, ახალი განწყობით და შემართებით დავიწყებთ ფიქრს ახალ სეზონზე"- განაცხადა PSP-ს გუნდის მენეჯერმა კოტე ჯავახიშვილმა.  

ქუთაისში საფეხბურთო და სარაგბო მოედნების მშენებლობა დაიწყო

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 27 სექტემბერი 2016 22:08

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ქუთაისს ეწვია და იმერეთის რწმუნებულ-გუბერნატორთან გივი ჭიჭინაძესთან, ქუთაისის მერთან შოთა მურღულიასთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სტადიონის მშენებლობის აღსანიშნავად, შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაუშვა. (იხილეთ ფოტოგალერეა)

მთლიანობაში, ქუთაისში სამი სტადიონი ორ ადგილზე აშენდება და ფეხბურთის და რაგბის გუნდებისთვის იქნება განკუთვნილი. მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას სარაგბო გუნდების „აიას" და „ბაგრატის" მოთამაშეები, პატარა მორაგბეები და ახალგაზრდა ფეხბურთელები დაესწრნენ.

2016-2017 წლებში სულ დაგეგმილია 20 მოედნის მშენებლობა, აქედან 10 საფეხბურთო, 10 კი სარაგბო იქნება. მშენებლობის პროცესს სლოვაკური კომპანია ,,Autokomodex Trnava spol.sro" გაუძღვება, რომელთანაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ხელშეკრულება 16 სექტემბერს გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და ,,Autokomodex Trnava spol.sro"-ს ხელმძღვანელებმა: დირექტორმა პეტერ ფილამ და გენერალურმა დირექტორმა ვლადიმერ კლეპანეცმა. 

ხელშეკრულების თანახმად, რომელიც მხარეებს შორის „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის" ფარგლებში გაფორმდა, სლოვაკური კომპანია თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში 20 საფეხბურთო და სარაგბო მოედნის  მშენებლობას დაიწყებს. ხელშეკრულების საერთო ღირებულება  9. 410. 000 ევროა. სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ბოლოს დაიწყება და 2017 წლის მაისში დასრულდება. 

პროექტის თანახმად თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში თანამედროვე სტანდარტების 10 საფეხბურთო და 10 სარაგბო სტადიონი აშენდება. შეგახსენებთ, 2017 წელს საქართველო მასპინძლობს ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში 19 წლამდელთა შორის და მსოფლიოს ახალგაზრდულ (20 წლამდელთა) ჩემპიონატს რაგბიში. ახლად აშენებული მოედნები გამოყენებული იქნება ტურნირში მონაწილე გუნდების სავარჯიშოდ.

 

"სტარვიზია" გოგონებს შორის საფეხბურთო ტურნირის ნახევარფინალშია

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 07 მარტი 2016 12:59

ქალთა ძალადობის წინააღმდეგ,  გოგონებს შორის საფეხბურთო ტურნირი მიმდინარეობს,  სადაც მედიაჰოლდინგ „სტარვიზიის“ გუნდი წარმატებით ასპარეზობს. ჩვენი გოგონები, პირველ შეხვედრაში "ოლ ბლექთან" დამარცხდნენ, მეორე მატჩში კი "ტვ პირველს" სძლიეს და  ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს.  „სტარვიზიის“ გუნდი ნახევაფინალურ მატჩში, დღეს 21:00 საათზე მზიურის პარკის უკან არსებულ მინი მოედანზე ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდება. მეორე ნახევარფინალი "ოლ ბლექსა" და "თსუ"-ს შორის გაიმართება.

ტურნირის ორგანიზტორია არასამთავრებო ორგანიზაცია „ჩვენ“. აღნიშნული ორგანიზაცია ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე მუშაობს. გარდა ამისა, ტურნირის მხარდამჭერია, გაეროს ქალთა ორგანიზაცია.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური