საუდის არაბეთში თოვლია

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 29 ნოემბერი 2016 13:51

საუდის არაბეთში თოვლია. ჰაერის ტემპერატუა მინუს -3 გრადუსია. თოვლის საფარის ქვეშ ქვეყნის ცენტრალურ და ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებში არსებული უდაბნოები მოექცა. 

 

 

საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ჩარჩო შეთანხმებას

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 13 მაისი 2016 14:53

დღეს   „საქართველოს მთავრობასა და  საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობას შორის თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო“ შეთანხმებას  ხელი მოეწერა. შეთანხმების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა. დოკუმენტს  საქართველოს მხრიდან  ხელი მოაწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ, ხოლო საუდის არაბეთის მხრიდან საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს ელჩმა, მესაად იბრაჰიმალ-სულაიმმა.

აღნიშნული ჩარჩო შეთანხმება წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზის საფუძველს, რომელსაც შემდგომში მოჰყვება ორმხრივი შეთანხმებების გაფორმება სხვადასხვა სფეროებში.  დოკუმენტი ხელს შეუწყობს საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის თანამშრომლობის განვითარებას მრავალი მიმართულებით, მათ შორის ისეთი სფეროებში, როგორიც არის ვაჭრობა და ინვესტიცია, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და სხვა.  

საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით აღნიშნული ხელშეკრულება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაში. საქართველოსა და საუდის არაბეთს  შორის არსებობს ურთიერთობის განვითარების პოტენციალი სხვადასხვა სფეროებში. განსაკუთრებით საყურადღებოა საქართველოში საუდის არაბეთის ინვესტიციების მოზიდვის, ისევე როგორც საუდის არაბეთში საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის ზრდის კუთხით არსებული დიდი პოტენციალი. ასევე, საკმაოდ წარმატებულია ტურისტულ სფეროში თანამშრომლობა. ამ კუთხით აღსანიშნავია 2015 წელს საუდის არაბეთიდან საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობის 80%-იანი ზრდა.

ქვეყნებს შორის გაფორმებული ჩარჩო შეთანხმება ძალაში შევა მხარეთა მიერ შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდგომ.

ხელმოწერის ცერემონიამდე მხარეებს შორის  გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები.

ყურადღება გამახვილდა უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვნად გააქტიურებულ პარტნიორობაზე მრავალი მიმართულებით. აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკა, ეკონომიკური და ბიზნეს სექტორების თანამშრომლობის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები,   თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის დარგში და ასევე ხალხთაშორისი კავშირების გაფართოება.
 
აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ პერიოდში საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას დიდად შეუწყო ხელი 2014 წელს რიადში საქართველოს საელჩოს გახსნამ და 2015 წელს საუდის არაბეთის მხარის მიერ საქართველოში პირველი არა-რეზიდენტი ელჩის  (რეზიდენციით ქ. ბაქო) დანიშვნამ.

საუდის არაბეთის დელეგაცია საქართველოს აგრარულ პოტენციალს ეცნობა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 28 მარტი 2016 13:04

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ლევან დავითაშვილი და იური ნოზაძე საუდის არაბეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.  დელეგაციას   საუდის არაბეთის  სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, დოქტორი ემად ალ დაიჯი ხელმძღვანელობს.

საუდის არაბეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები საქართველოში პირველად იმყოფებიან. ვიზიტი ერთკვირიანია, რომლის ფარგლებში მხარეები საქართველოს აგრარული სექტორის პოტენციალს გაეცნობიან და ორ ქვეყანას შორის მომავალი თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელებენ.

„მოგეხსენებათ, საუდის არაბეთში გადის ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქტი -ცხვარი. დელეგაციის წევრებს დავათვალიერებინებთ და გავაცნობთ ინფრასტრუქტურას ვეტერინარიის კუთხით. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ასევე გაეცნობიან საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებებით მიმდინარე საქმიანობას “,- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ, დელეგაციის წევრებმა  სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ოფისები დაათვალიერეს და მათ საქმიანობას გაეცნენ. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ჯიღაურაში სასოფლო-სამეურნეო ბაზის, ქვეყნის მასშტაბით სანერგე მეურნეობების, ფერმებისა და საწარმოების დათვალიერებაც.

საუდის არაბეთის გაერთიანებული სამეფო ერთ-ერთი უმსხვილესი ბაზარია. აღნიშნულ ბაზარზე ქართული აგრარული პროდუქციის გატანის ხელშეწყობა ქვეყნის ეკონომიკის და, მათ შორის, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

საუდის არაბეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის  შემადგენლობაში  არიან სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის, ნაჯრანის მებაღეობის კვლევითი ცენტრის, მცენარეთა დეპარტამენტის, ცხოველთა კარანტინის განყოფილების, ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები.

საუდის არაბეთი ბაშარ ალ-ასადის ჩამოგდებას ძალისმიერი გზით გეგმავს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 15 თებერვალი 2016 10:01

 

სირიის სამშვიდობო პროცესის ჩაშლის შემთხვევაში, პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ძალის გამოყენებით იქნება ჩამოგდებული — განაცხადა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

„ბაშარ ალ-ასადი თანამდებობას დატოვებს - ეს ეჭვგარეშეა. ის ან თავად გაეცლება პოლიტიკურ პროცესს, ან ამის გაკეთება ძალის გამოყენებით მოგვიწევს “, — განუცხადა CNN-ს საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ადელ ალ-ჯუბეირმა.

საუდის არაბეთმა უკვე გააგზავნა ჯარი და საბრძოლო გამანადგურებლები თურქეთის ბაზაზე, საიდანაც სირიაში სახმელეთო ოპერაციის განცორციელებაა შესაძლებელი.

ადელ ალ-ჯუბეირის განცხადებით, საუდის არაბეთი სირიის სახმელეთო ბრძოლებში სერიოზული წვლილის შესატანად ემზადება, თუმცა მხოლოდ აშშ-ის თაოსნობით შექმნილი კოალიციის ფარგლებში.

„ამჟამად ჩვენ პოლიტიკურ პროცესს ვაკვირდებით.  თუ ვნახეთ, რომ ის უსარგებლოა და არ მუშაობს, ეს მხოლოდ სირიის რეჟიმისა და მისი მოკავშირეების სიჯიუტის გამო იქნება. ამ შემთხვევაში, ერთადერთ გამოსავლად ბაშარ ალ-ასადის ძალისმიერი გზით ჩამოგდება რჩება“, — აღნიშნა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მანვე, ერ-რიადში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ უშედეგოდ დასრულდა ასადის მცდელობა, ირანში ეპოვა დასაყრდენი.

„ახლა კი, ასადი ფიქრობს, რომ მას რუსეთი დაეხმარება და დაიცავს“, - აცხადებს არაბი საგარეო საქმეთა მინისტრი. 

საუდის არაბეთში მასწავლებელმა 6 კოლეგა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 12 თებერვალი 2016 14:32

საუდის არაბეთის ჯიზანის პროვინციაში მასწავლებელმა  6 კოლეგა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება. 

ინციდენტის შედეგად, კიდევ ორი ადამიანი დაიჭრა. პოლიციმ შემთხვევის ადგილი გადაკეტა. თავდამსხმელი ამ დროისთვის დაპატიმრებულია. მკვლელობის მოტივის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.  

საუდის არაბეთსა და ირანს შორი დაპირისპირება გამძაფრდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 05 იანვარი 2016 12:41

საუდის არაბეთსა და ირანს შორის წარმოქმნილმა დიპლომატიურმა დაპირისპირებამ ქვეყნებს შორის სავაჭრო და ტურისტული სფეროებიც მოიცვა. საუდის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ადელ ალ-ჯუბეირმა ვითარების გამწვავებაში ოფიციალური თეირანი დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ირანის მხრიდან ნორმალური რეაქციის შემთხვევაში, მდგომარეობა არ გართულდებოდა: „ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ირანთან ვაჭრობის საკითხებში გარკვეული აკრძალვებისა და საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტის შესახებ,“-განაცხადა ალ-ჰუბეირმა.

თავის მხრივ კი, ირანის ვიცე პრეზიდენტმა საუდის არაბეთს მოუწოდა, საბოტაჟი და არალოგიკური, ემოციებზე დაფუძნებული ქმედებები შეწყვიტოს. მომხდარს გამოეხმაურია ოფიციალური ვაშინგტონიც. თეთრი სახლის სპიკერმა, ჯოშ ერნესტმა ორივე მხარეს მოთმინებისა და ვითარების დასტაბილურებისკენ მოუწოდა. შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთმა ირანთან დიპლომატიური ურთიერთობა კონფლიქტის ესკალაციის ფონზე გაწყვიტა. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც საუდის არაბეთში ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით შიიტი სასულიერო პირი სიკვდილით დასაჯეს. მომხდარი ირანში გააპროტესტეს და საუდის არაბეთის საელჩოში შეიჭრნენ. ოფიციალურმა ელ რიადმა კი ირანთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. შიიტი კლერიკის სიკვდილით დასჯა, ირანის გარდა, ბაჰრეინსა და თურქეთშიც გააპროტესტეს. ბაჰრეინი ირანთან დიპლომატიური ურთიერთობები ბაჰრეინმაც გაწყვიტა მას შემდეგ, რაც ეს გადაწყვეტილება პირველმა საუდის არაბეთმა მიიღო. მედიასაშუალებების საკითხებში ქვეყნის მინისტრმა, ისა ჰამადიმ განაცხადა, რომ ირანელი დიპლომატები ბაჰრეინს ორი დღის განმავლობაში დატოვებენ. ირანელი ელჩი გააძევეს სუდანშიც, ხოლო არაბთა გერთიანებულ საემიროებში დიპლომატიური მისია ირანთან გარკვეულწილად შეიზღუდა. არაბული სახელმწიფოების გადაწყვეტილების ფონია ერ-რიადის მიერ ტერორიზმის ბრალდებით 47 შიიტის სიკვდილით დასჯა. მათ შორის იყო ცნობილი შიიტი მქადაგებელი ნიმრ ალ-ნიმრი, რომელიც სამეფოში მცხოვრები რელიგიური უმცირესობის უფლებებს იცავდა.

 

საუდის არაბეთმა ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ განაცხადა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 04 იანვარი 2016 14:25

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ადელ ალ-ჯუბეირმა კვირას განაცხადა ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის თაობაზე და მოითხოვა ირანელმა დიპლომატებმა  ქვეყნის ტერიტორია 48 საათის განმავლობაში დატოვონ.  ამის თაობაზე ჩინეთის საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ წერს.
მისი თქმით, ირანის მთავრობამ არა თუ დაიცვა საუდის არაბეთის საელჩო თეირანში, არამედ მხარდაჭერა გამოხატა იმ დემონსტრანტების მიმართ, რომლებმაც თავდასხმა განახორციელეს საელჩოზე.
ადელ ალ-ჯუბეირმა ასევე დაგმო ირანის ქმედება, რომელიც მიმართულია არაბეთის ქვეყნებში ტერორისტების მომზადებისა და თავდასხმებისკენ. „საუდის არაბეთი ყველა არსებულ ღონეს იხმარს თეირანის მხრიდან წამოსული საფრთხის გასანეიტრალებლად“, - დასძინა  საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
როგორც ცნობილია, მანამდე სანამ საუდის არაბეთმა ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ განაცხადა, საუდის არაბეთის დიპლომატებმა დატოვეს ირანის ტერიტორია.

ვენაში სირიის კრიზისზე იმსჯელეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 24 ოქტომბერი 2015 12:30

ვენაში სირიის კრიზისთან დაკავშირებით შეერთებული შტატების, რუსეთის, საუდის არაბეთისა და თურქეთის წარმომადგენლების შეხვედრა კონკრეტული შედეგით დასრულდა.

მოლაპარაკების შემდეგ სერგეი ლავროვმა აღიარა, რომ მისი კოლეგები სირიის საჰაერო სივრცეში სამხედროების კოორდინირებულ მოქმედებას არ თანხმდებიან. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე უარყო მედიით გავრცელებული ცნობა, თითქოს შეხვედრაზე სირიის ლიდერის გადადგომის საკითხსაც განიხილავდნენ.

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით კი, ერთადერთი უთანხმოება, რომელიც სირიის კრიზისის დარეგულირებას უშლის ხელს, სწორედ ბაშარ ასადის მიერ პოსტის დატოვებას შეეხება.

მოლაპარაკებებს კონსტრუქციული უწოდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა. ჯონ კერის თქმით, კრიზისის პოლიტიკური გზებით მოგვარებაზე მხარეები მომავალ კვირასაც იმსჯელებენ.

მინას მთაზე დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 25 სექტემბერი 2015 12:34

საუდის არაბეთის წმ. ქალაქ მექაში მყოფი მუსლიმების ჰაჯობისათვის ბოლო რიტუალის შესრულების დროს მომხდარი ჭყლეტის შედეგად 753 ადამიანი დაიღუპა, 887 კი დაშავდა. ამის შესახებ TRT-ქართული იტყობინება.

დაღუპულთა უმეტესობას აფრიკელები წარმოადგენენ და მათ შორის 4 თურქი მოქალაქეცაა.

ტრაგედია მინის მთაზე მოხდა, რომელიც რამდენიმე კმ-ით არის დაშორებული მექადან და ამიტომ დაჭრილები სასწრაფოებით და სასწრაფო ვერტმფრენებით გადაიყვანეს მექას და სხვა ქალაქების საავადმყოფოებში.

ადგილზე მუშაობს 4 ათასამდე მაშველი.

დაღუპულთა შორის 49 ირანელიც არის და თეირანმა საუდის არაბეთის ხელისუფლება გულგრილობაში დაადანაშაულა, ხოლო ამ უკანასკნელების განცხადებით თვით მომლოცველებმა არ დაიცვეს უსაფრთხოების ზომები.

ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით ოფიციალური მესიჯი გაავრცელა ერდოღანმა და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმრები გამოუცხადა, დაჭრილებს კი მალე გამოჯანმრთელება უსურვათ.

2006 წელს ასეთი ჭყლეტის დროს 364 ჰაჯი დაიღუპა

საუდის არაბეთის სამთავრობო დელეგაცია საჯარო რეესტრს ესტუმრა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 23 აპრილი 2015 17:32

დელეგაციის წევრები, უძრავი ქონების რეგისტრაციის სფეროში საქართველოს, როგორც ტოპ-რეფორმატორი ქვეყნის გამოცდილებით დაინტერესდნენ.

სააგენტოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ეკა მესხიძემსამთავრობო დელეგაციის წევრებს ქონების რეგისტრაციის ქართული მოდელის,გამარტივებული სარეგისტრაციო პროცედურებისა და ელექტრონულ სერვისების შესახებპრეზენტაცია წარუდგინა.

ვიზიტის ფარგლებში, საუდის არაბეთის დელეგაციის წევრებმა თბილისის იუსტიციის სახლიდაათვალიერეს და მის კონცეფციას გაეცნენ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური