ბუქარესტში შავი ზღვა-კასპიის ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო სატრანსპორტო მარშრუტის შესახებ დეკლარაცია გაფორმდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 07 მარტი 2019 10:48

დღეს ქ. ბუქარესტში, გაიმართა საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანის და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერა ბუქარესტის დეკლარაციას კასპიის ზღვა - შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების თაობაზე.
ოთხი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა დააფიქსირეს მათი სახელმწიფოების პოლიტიკური ნება რეგიონში ახალი სატრანსპორტო დერეფნების განვითარების თაობაზე.
დეკლარაციის ხელმოწერისას მინისტრებმა ხაზი გაუსვეს აღნიშნული მარშრუტის მნიშვნელობას დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ სატრანზიტო სქემაში და აღნიშნეს, რომ ცენტრალური აზიის ევროპასთან დაკავშირება ორი ზღვის მეშვეობით ყველაზე მოკლე და რენტაბელური მარშრუტია აქამდე არსებულ სატრანსპორტო ქსელებში.
ასევე აღინიშნა ახალ სამარშრუტო ხაზში ერთ-ერთი მონაწილის სახით რუმინეთის - ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ჩართულობა, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირის შემდგომ აქტიურ მონაწილეობას სატრანსპორტო მარშრუტში. აღსანიშნავია, რომ რუმინეთი ამჟამად გახლავთ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, როგორც რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თეოდორ მელეშკანუმ აღნიშნა მოცემული სატრანსპორტო მარშრუტი მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ევროკავშირი - ცენტრალური აზიის თანამშრომლობის სტრატეგიაში, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში დამტკიცდება.
მარშრუტის განვითარების მიზნით შეიქმნება ექსპერტთა სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეათანხმებს ტექნიკურ ასპექტებს, მოახდენს პროცედურების ოპტიმიზაციას, ხელს შეუწყობს ტარიფების ჰარმონიზაციას და საბაჟო პროცედურების გამარტივებას.
ამ მხრივ განსაკუთრებით აღინიშნა ოთხივე ქვეყნის სატრანსპორტო, განსაკუთრებით კი საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარება. ამ მხრივ აღინიშნა ფოთის პორტის მოდერნიზაცია და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება.
ქართული მხარის მიერ ხაზი გაესვა, რომ საქართველოს, როგორც რეგიონის ლოგისტიკური ცენტრის გაძლიერება, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ მიზნით, ხორციელდება სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის: ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, აღმოსავლეთ-დასავლეთ ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, ლაპის ლაზულის სატრანსპორტო დერეფანი, ანაკლიის ღრმა წყლოვანი პორტის მშენებლობა და განვითარება, სპარსეთის ყურე - შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი, ტრანს-კასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი და სხვა.
შავი ზღვა - კასპიის ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ინიცირება გასულ წელს მოხდა. 2018 წლის 24-25 ოქტომბერს, ქ. აშხაბადში გაიმართა კასპიის ზღვა - შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის თაობაზე ექსპერტთა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ ხსენებული ქვეყნების წარმომადგენლები.
ახლად დაფუძნებულ ოთხმხრივი შეხვედრების ფორმატში რუმინეთის, საქარატველოს, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის საგარეო საქმეტა მინისტრების შეხვედრა ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს და მომდევნო მინისტერიალი თურქმენეთის გაიმართება.

ფოთის პორტის მაგალითზე, საქართველოს საშიშროება გაუჩნდა, რომ ევრაზიული სატრანსპორტო დერეფნის ფუნქცია დაკარგოს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 10 ნოემბერი 2017 11:52

2008 წელს, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ, ფოთის პორტი გაყიდა და არაბულ კომპანია ,,რაკიას“ მიჰყიდა. იმის გამო, რომ ,,რაკიამ“ ვერ შეასრულა საინვესტიციო ვალდებულებები, ფოთის პორტი გაყიდეს და მიჰყიდეს „APM ტერმინალს“, რომელმაც, აიღო ვალდებულებები, რომ ფოთის პორტს გააფართოვებდა და გადააქცევდა ევროპის ერთ-ერთ წამყვან პორტად.გარიგება, რომელიც მოხდა ფოთის პორტთან დაკავშირებით, იწვევს სერიოზულ ეჭვებს და სააკაშვილისა და მისი გუნდის კორუფციულ გარიგებაზე მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ იგი გაიყიდა 130 მილიონ აშშ დოლარად, მაშინ, როცა, ის შეფასებული იყო მინიმუმ 500 მილიონ აშშ დოლარად.

საინტერესოა, რატომ არ ინტერესდება საქართველოს პროკურატურა ამ  თემით?! რატომ არის შემცირებული პორტის თვითღირებულება 370 მილიონი დოლარით?! ფოთის პორტის გაყიდვას რომ საქართველოსთვის რაიმე სიკეთე მოეტანა, ადამიანები დაიჯერებდნენ, რომ ღირდა ეს ოპერაცია...

აღსანიშნავია ისიც, რომ ტვირთბრუნვა, რომელიც, 6 მილიონი იყო,  3 მილიონზე ჩამოვიდა.

აქვე უნდა ითქვას, რომ, შტორმის დროს, პორტი, ფაქტიურად, გამოუსადეგარი ხდება და არ მუშაობს. ტვირთბრუნვა შემცირებულია 50%-ით საზღვაო ნავსადგურებში და ტერმინალებში ჯამურმა რაოდენობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. თუ 2014 წელს იგი იყო 21,3 მილიონი ტონა, დღეს, ტვირთების რაოდენობა 12,1მილიონია. მისი დახურვის კოეფიციენტი თუ 2012 წელს იყო 14 %, წელს უკვე 38,5 %-ს მიაღწია, რაც ნიშნავს, რომ 40 %-ით ფოთის პორტი დახურულია საერთაშორისო სტანდარტით.

დღეისათვის, ფოთის პორტის სიღრმე 8, 4 მეტრია, მაშინ, როდესაც, ისტორიულად მისი სიღრმე 11 მეტრი იყო. სწორედ „APM ტერმინალის“ ოპერირების პირობებში, ფოთის პორტი მსოფლიოში ათი ყველაზე ძვირი პორტის სიაში შევიდა. მაგალითად, თუ ფოთში 440 აშშ $ ღირს გემიდან-ხმელეთზე კონტეინერის გადმოტანა, ოდესის პორტში, იგივე მომსახურება, ერთ კონტეინერზე  186 აშშ $-ია. პორტი სისტემატიურად კარგავს ტვირთს, მისით უკმაყოფილოები არიან ისეთი გიგანტები, როგორიცაა აზოტის ქარხანა, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, ფეროშენადნობთა ქარხანა და მადნეულის გადამამუშავებელი ქარხანა. მათი ტარიფები 3-ჯერ გაიზარდა, შესაბამისად, საქართველოს გაუჩნდა საშიშროება, რომ ევრაზიული სატრანსპორტო დერეფნის ფუნქცია დაკარგოს.

წლების განმავლობაში არ ხდება ფოთის პორტში ინვესტირება, შესაბამისად, არ არის ის თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელიც, მას გაზრდიდა თანამედროვე ევროპულ პორტად და საქართველოს მიანიჭებდა ევრაზიული სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციას. საკითხავია, ეს ხელოვნურად ხომ არ ხდება ფოთის პორტის ,,APM ტერმინალის“ მხრიდან და და რატომ არის, რომ მუდმივად ამ პრობლემის გამო ზიანდება საქართველოს რკინიგზა?!

საქართველოს მთავრობამ მრავალჯერ მიმართა ,,APM ტერმინალს“, რომ მას შეესრულებინა საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებები, თუმცა, გამომდინარე ამ კაბალური კონტრაქტისა, რომელიც, სააკაშვილმა და მისმა გუნდმა დადო ,,APM ტერმინალთან“, საქართველოს მთავრობას აღნიშნულ ობიექტზე, დღემდე, არანაირი გავლენის ბერკეტი არ გააჩნია.

გიორგი გახარიას ვიზიტი თურქმენეთში

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 31 აგვისტო 2017 11:57

სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების, რეგიონული სატრანსპორტო პროექტებისა და სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს განიხილავენ თურქმენეთში, სადაც საქართველოს პრემიერ მინისტრთან ერთად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი გახარია იმყოფება. მისი განცხადებით, თურქმენულ მხარესთან სამუშაო რეჟიმში განიხილება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების სხვადასხვა პერსპექტიული მიმართულებები.

„ჩვენ კიდევ ერთხელ სამუშაო რეჟიმში განვიხილავთ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობის ისეთ მნიშვნელოვან და პერსპექტიულ საკითხებს, როგორიც არის ვაჭრობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ასევე არის რამდენიმე ძალზედ მნიშვნელოვანი თემა, მათ შორის ქართველი მწარმოებლების შესვლა თურქმენულ ბაზარზე. ამ ვიზიტის ფარგლებში ასევე ხელი მოეწერება მთავრობათაშორის შეთანხმებას სახმელეთო ტრასპორტის მიმართულებით, რადგან ორ ქვეყანას შორის მოთხოვნა სატრანზიტო გადაზიდვებზე იზრდება“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

სატელიტური კომპანია SES-ი მხარს უჭერს ევროპაში 5G-ის განვითარებას

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 23 თებერვალი 2016 16:33

კომპანია SES-მა, მსოფლიო სატელიტურმა ოპერატორმა, GSMA მობილური კავშირის მსოფლიო კონგრესზე განაცხადა, რომ მხარს უჭერს მე-5 თაობის მობილური კავშირის სწრაფ განვითარებას. როგორც 5G-PPP-ის (საზოგადოებრივი და კერძო თანამშრომლობის) კომისიის დამფუძნებელმა კომპანიამ, SES-მა აქტიური მონაწილეობა მიიღო კვლევის მომზადებაში სახელწოდებით “5G დარგობრივი ვერტიკალის განვითარება”. დოკუმენტი 5G ტექნოლოგიას წარადგენს, როგორც მნიშვნელოვან ფაქტორს სხვადასხვა  დარგების განვითარებისათვის, როგორიცაა  საავტომობილო, სატრანსპორტო, ჯანდაცვის, ენერგეტიკის, წარმოების, მედია და გართობის ინდუსტრია.
კომპანია SES-ი აქტიურად აწარმოებს თანამგზავრების მშენებლობას, რითაც ის  სატელიტური ინდუსტრიის განვითარებას უწყობს ხელს, ამასთან ის მუდმივად ცდილობს 5G ტექნოლოგიის განვითარებასა და მხარდაჭერაში შეიტანოს წვლილი. იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს მაღალი დონის მოთხოვნის დაკმაყოფილება, კომპანიამ მიწისზედა და უსადენო თანამგზავრის კომბინირება მოახდინა. თანამგზავს წამყვანი როლი აქვს 5G ტექნოლოგიის უსადენო განვითარებაში – აკავშირებს ზღვას, ჰაერს და ყველაზე მოშორებულ ტერიტორებსაც კი.
“5G ტექნოლოგიის ინტეგრაცია უნდა მოხდეს  სხვადასხვა  ტექნოლოგიებში,” – ამბობს კარიმ მაიკლ საბბეგი, SES-ის გენერალური დირექტორი და პრეზიდენტი.
“ვერც ერთი ტექნოლოგია ვერ გაუმკლავდება იმ პრობლემებს, რომლის წინაშე შესაძლოა არსებული ქსელები დადგეს. თანამგზავრს მნიშვნელოვანი როლი აკისრია ვიდეო მაუწყებლობის, კომუნიკაციისა და მიწისზედა კავშირის უზრუნველყოფაში. GEO და O3b’s MEO თანამგზავრების კომბინაციის შედეგად, რომელიც ფართო დაფარვასა და რისკების დაბალ დონეს უზრუნველყოფს, მაღალი გამტარიანობის მიღწევა იქნება შესაძლებელი, ეს კი 5G-ს მთავარი უპირატესობა იქნება”.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:

Twitter: https://twitter.com/SES_Satellites
Facebook: https://www.facebook.com/SES.YourSatelliteCompany
YouTube: http://www.youtube.com/SESVideoChannel
Blog: http://www.ses.com/blog

SES სურათები ხელმისაწვდომია http://www.ses.com/21472913/Our_Pictures
SES-ის ანგარიშები ხელმისაწვდომია http://www.ses.com/18681915/white-papers

SES-ის შესახებ:
SES („NYSE Euronext Paris” და „Luxembourg Stock Exchange“: „SESG“) არის მსოფლიოში წამყვანი სატელიტური ოპერატორი, რომელსაც გააჩნია 50-ზე მეტი გეო-სტაციონარული თანამგზავრი. კომპანია სატელიტურ საკომუნიკაციო მომსახურებას აწვდის მაუწყებლებს, კონტენტისა და ინტერნეტ მომსახურების პროვაიდერებს, მობილური და ფიქსირებული ქსელის ოპერატორებს და კომერციულ და სამთავრობო ორგანიზაციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
SES წარმოადგენს გრძელვადიან კომერციულ ურთიერთობებს, ხარისხიან მომსახურებასა და საუკეთესო სატელიტურ ინდუსტრიას. SES-ის კულტურულად მრავალფეროვანი რეგიონული გუნდები არიან მთელ მსოფლიოში და მჭიდროდ თანამშრომლობენ მომხმარებელთან რათა დააკმაყოფილონ სატელიტური სიხშირის კონკრეტული დიაპაზონისა და მომსახურების მოთხოვნები.
SES  მონაწილეობს „O3b Networks“-ში, მომავალი თაობის სატელიტურ ქსელში, რომელიც აერთიანებს თანამგზავრის წვდომას და ბოჭკოვანი ქსელის სიჩქარეს.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: www.ses.com

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური