ცხოვრება უშგულში - ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებულ სოფელში

გამოქვეყნებულია ინტერვიუ
ოთხშაბათი, 02 აგვისტო 2017 17:52

უშგული ზღვის დონიდან  2200 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს  და ევროპაში ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტია. ის განლაგებულია მწვერვალ შხარას ძირას, რომელიც კავკასიონის მთაგრეხილის ყველაზე მაღალი მწვერვალია. სხვა მაღალმთიანი რეგიონების სოფლებისგან განსხვავებით, უშგული საკმაოდ დასახლებული და განვითარებულია. სოფელში დაახლოებით 70-მდე ოჯახი  ცხოვრობს და მათ მოქმედი სკოლა და ამბულატორიაც აქვთ. უშგულის მდებარეობა და უნიკალური ცხოვრების სტილი ამ ადგილს ტურისტებისთვის საინტერესოს ხდის.

უშგული ადგილობრივი თუ ცენტრალური მთავრობის, ასევე კერძო სექტორის განსაკუთრებულ ყურადღებას ღირსეულად იმსახურებს. მესტიიდან უშგულამდე გზის რეაბილიტაცია უკვე დაწყებულია, რაც ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების დიდ ნაწილს მოაგვარებს. სოფელში განხორციელებულ პროექტებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მობილური სატელეკომუნიკაციო კომპანიის „მაგთიკომის“ ციფრულ პროექტს „მაგთისატის ციფრული მაუწყებლობა უშგულის ყველა ოჯახს“. ”მაგთისატმა” ციფრული თანამგზავრული სატელევიზიო სიგნალი სოფელ უშგულის ყველა ოჯახს SES-ის თანამგზავრის მეშვეობით მიაწოდა. პროექტი საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის დროს, 2015 წელს განხორციელდა. მისი ინიციატორი იყო მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სატელიტური ოპერატორი SES, რომელიც სატელიტური კავშირგაბმულობის მომსახურებას აწვდის სატელევიზიო მაუწყებლებს, ინტერნეტპროვაიდერებს, მობილური და ფიქსირებული სატელეფონო ქსელის ოპერატორებს და სხვადასხვა სამთავრობო და ბიზნეს დაწესებულებებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სატელევიზიო მაუწყებლობის გაციფრულება საქართველოში, განსაკუთრებით, მთიან რეგიონებში მარტივი პროცესი არ ყოფილა. SES-ის ერთჯერადი პროექტის ფარგლებში მთიანი სოფლის უშგულის გაციფრულება კი რამდენიმე დღეში მოხდა.

სატელევიზიო მაუწყებლობის გაციფრულება საქართველოს ვალდებულება იყო. საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანებისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებით, პროცესი 2015 წელს უნდა დასრულებულიყო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ ევროპაში. მანამდე 2012 წლის დასაწყისში გაციფრულებისკენ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ეს იყო საქართველოში პირველი ციფრული სატელიტური სატელევიზიო მაუწყებლობის ”მაგთისატის” გაშვება. სიახლე ქართულ სატელიტურ კომპანია ”მაგთიკომსა” და სატელიტურ ოპერატორ SES-ს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად დაინერგა. უშგულის გაციფრულება კი სწორედ ამ კომპანიის პროექტი იყო. ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარე სოფლის ყველა ოჯახს საჩუქრად გადაეცა ”მაგთისატის” აპარატურა. მოსახლეობა ასი პროცენტით სარგებლობს ციფრული ფორმატით და თითოეულ ოჯახს საშუალება აქვს სრულად ისიამოვნოს თანამგზავრული სიგნალის უპირატესობებით. სოფლის მოსახლეობას განუსაზღვრელი დროის განმავლობაში უფასოდ მიეწოდება 25 ქართული თუ უცხოური არხი.

”უშგული ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად ვითარდება. ფასდაუდებელია გზის რეაბილიტაციის პროექტი. მესტიიდან უშგულამდე მხოლოდ და მხოლოდ 45 კილომეტრია. თუმცა ამ მანძილის დაფარვას 2 საათზე მეტი სჭირდება. ეს ჩვენთვის საკმაოდ დიდი პრობლემაა. გზის რეაბილიტაცია უკვე დაწყებულია და იმედია, მალე დასრულდება. კარგი გზა ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვნად დაეხმარება, გამარტივდება კომუნიკაცია და უშგულსა და დანარჩენ სამყაროს შორის. ასევე, ხელს შეუწყობს სამედიცინო სერვისის გაუმჯობესებას,” - განმარტავს უშგულში გამგებლის წარმომადგენელი ბესო ჩარქსელიანი.

”ვითარდება საგანმანათლებლო და სამედიცინო მიმართულებებიც. სოფელში მოქმედი სკოლა გვაქვს. თუმცა არ გვყავს მათემატიკის, ფიზიკის და სპორტის პედაგოგები. ცოტა ხნის წინ გაიხსნა ამბულატორია, მაგრამ სამედიცინო სერვისის გაუმჯობესების კუთხითაც ძალიან ბევრია გასაკეთებელი. ადგილობრივად სრულყოფილი პირველადი დახმარების მიღება შეუძლებელია. უშგულის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიების შემოსვლაც. სოფლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ”მაგთიკომის” და კომპანია SES -ის ერთობლივი პროექტი, რომელის ფარგლებშიც 2 წლის წინ სოფელში მცხოვრებ ყველა ოჯახს საჩუქრად გადაეცა სატელიტური თეფშები. მოსახლეობა უფასოდ სარგებლობს ციფრული ტელევიზიით და თანამგზავრული სიგნალის უპირატესობებით,” - დაამატა ჩარქსელიანმა.

სოფელში სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების უკეთესად დანერგვა-განვითარების საჭიროებას ახალგაზრდა თაობა უკეთესად აცნობიერებს. 28 წლის ბაქარ ნიჟარაძე ოჯახთან ერთად სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქმიანობს. მათთვის, სოფლის მეურნეობა ტურიზმთან ერთად ფინანური შემოსავლის წყაროა.

”ახლა ზაფხულია. სოფელში ხალხმრავლობა, ჟრიამული და მხიარულებაა. ზამთარი ოდნავ განსხვავებულია. ბევრი ხალხი არაა, ძირითადად ოჯახებში ვართ, დღის განმავლობაში უმეტესად ტელევიზრს ვუყურებთ და ველოდებით გაზაფხულს. უფასო ტეელვიზია სოფლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ტელევიზიისა და ინტერნეტის საშუალებით გარესამყაროსთან ყოველდღიურ კავშირს არ დავკარგავთ,” - ამბობს ბაქარ ნიჟარაძე.

ტელევიზორით მიღებული ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობა ბევრს სწავლობს. უკეთესად ითვისებენ სტუმარმასპინძლობის სტანდარტებს, უყურებენ თუ როგორ მასპინძლობენ ტურისტებს განვითარებული კურორტები, ასევე იღებენ ინფორმაციას უცხოელი მოგზაურების საჭიროებებისა და მოთხოვნების შესახებ. შედეგად კი, უშგულის ახალგაზრდები მეტად და მეტად ინტერესდებიან ტურიზმით. ისინი აქტიურად არიან ჩართული მიმდინარე პროცესებში, ზრუნავენ რომ უკეთესი საოჯახო სასტუმროები შექმნან და დახვეწილი მომსახურება შესთავაზონ ტურისტებს. უშგულის ტურისტული პოტენციალის გაცნობიერებისა და არსებული შესაძლებლობების გაანალიზების შემდეგ რუსუდან რატიანმა ტურიზმის პროფესიონალურ დონეზე შესწავლა გადაწყვიტა. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ტურიზმისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ კი კვლავ მშობლიურ სოფელ უშგულში დაბრუნდა და ახლა 5 დასთან, 2 ძმასთან და მშობლებთან ერთად საოჯახო სასტუმროს განვითარებაზე ზრუნავს.

”სვანეთში ტურიზმი ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე ამ მიმართულებით განათლების მიღება. ტურისტებს განსაკუთრებით მოსწონთ ადრეული შუა საუკუნეების ძეგლები - კოშკები, ადგილობრივი სამზარეულო, რეწვის ნიმუშები. მატულობს ტურისტების დაინტერესება და რაოდენობა.  ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყაროც სწორედ ესაა. უშგულში სხვა საქმის ნახვა ძალიან ძნელია. ადგილობრივებისთვის გასართობიც ბევრი არაფერია. თავისუფალ დროს ძირითადად ტელევიზოტს ვუყურებთ. ჩვენთვის ინფორმაციის მიღების მთავარი წყარო სწორედ ესაა. მე პირადად ძალიან მიყვარს სიმღერა და უმეტესად მუსიკალურ გადაცემებს ვუყურებ ხოლმე. ჩემს და-ძმასთან ერთად თავადაც ხშირად ვმღერი,” - ამბობს 22 წლის რუსუდან რატიანი.

40 წლის ლაერტი ჩარქსელიანი მეუღლესთან და 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად უშგულში ცხოვრობს. მათი საოჯახო კაფე უშგულში ერთ-ერთი საუკეთესოა და ტურისტების სიმრავლითაც გამოირჩევა. ლაერტის თქმით, ტურისტების რაოდენობის მატება გზის რეაბილიტაციითა და სატელეკომუნიკაციო სფეროს განვითარებით არის გამოწვეული.

”უშგული ნამდვილად არაა ხელწამოსაკრავი კურორტი. ის იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია. სოფლის განვითარების ტენდენცია ცალსახააა. თუმცა კიდევ მეტია საჭირო. აქ ხშირად მოისმენთ ფრაზას -ზაფხული კარგია და ზამთარში რა ვქნათო. ზამთარში მოსახლეობა ძირითადად ოჯახებშია ჩაკეტილი და ტელევიზორის ყურებით ირთობს თავს. მიხარია, რომ  ტელევიზია გვაქვს. ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენზე ამ კუთხითაც ზრუნავენ და ტელევიზია ყველა ოჯახს აქვს. სატელეკომუნიკაციო მიმართულება ნამდვილად ვითარდება. ეს კი ჩვენი ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანია,” - აღნიშნავს ლაერტი ჩარქსელიანი.

ასეთია ცხოვრება უშგულში. ზაფხულში ტურისტებს მასპინძლობენ, ზამთარში ტელევიზორს უყურებენ და რაც მთავარია, არ კარგავენ იმედს.. იმედს, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება, რომ ყველა დაწყებული პროექტი წარმატებით დასრულდება და ევროპის უმაღლესი დასახლებული სოფელი მალე საჭირო დონეზე განვითარდება.

ქართულმა მობილურმა სატელეკომუნიკაციო კომპანია „მაგთიკომმა“ გლობალური სატელიტური ოპერატორი SES-ისდახმარებით 2015 წელს ციფრული პროექტის „მაგთისატის ციფრული მაუწყებლობა უშგულის ყველა ოჯახი“ განახორციელა. პროექტის ფარგლებში ”მაგთისატმა” ციფრული თანამგზავრული სატელევიზიო სიგნალი  უშგულის ყველა ოჯახს SES ASTRA 5B თანამგზავრისმეშვეობით მიაწოდა. მოსახლეობა ასი პროცენტით სარგებლობს ციფრული ფორმატით და თითოეულ ოჯახს საშუალება აქვს სრულად ისიამოვნოს თანამგზავრული სიგნალის უპირატესობებით. 

სატელიტური ოპერატორი SES-ი ჰაიტის ქარიშხლის შედეგად დაზიანებული საკომუნიკაციო ქსელების აღდგენაში დაეხმარება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 26 ოქტომბერი 2016 18:32

ლუქსემბურგი, 26 ოქტომბერი, 2016 წ. -- სატელიტურმა ოპერატორმა SES S.A.-მა, როგორც emergency.lu-ს ერთ-ერთმა პარტნიორმა კომპანიამ, გადაწყვიტა ჰაიტის მაცხოვრებლებისათვის დამანგრეველი ქარიშხალი „მეთიუ“-ს შედეგად დაზიანებული სასიცოცხლო მნიშვნელობის კავშირგაბმულობის სერვისების შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველყოფა.

მეოთხე კატეგორიის ქარიშხალი ჰაიტის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს 4 ოქტომბერს დაატყდა თავს. 1964 წლის შემდეგ ეს იყო ყველაზე ძლიერი ქარიშხალი ჰაიტიზე, რომლის ქარის სიჩქარე 235 კმ/სთ.-ზე მეტი იყო. ქარიშხალმა ათასობით სახლები გაანადგურა და ასობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

emergency.lu-ს მიერ შემოთავაზებული საკომუნიკაციო სერვისები უზრუნველყოფს ჰაიტიში პირველადი დახმარების ჯგუფებთან მუდმივ კავშირსა და მჭიდრო თანამშრომლობას მსოფლიო სასურსათო პროგრამასთან (WFP), როგორც გლობალური გადაუდებელი ტელესაკომუნიკაციო ჯგუფის (Emergency Telecommunications Cluster) წამყვან უწყებასთან.

emergency.lu-ს ტერმინალები იყენებენ SES-ის სპეციალურ თანამგზავრულ სიმძლავრეს სასიცოცლო მნიშვნელობის მატარებელი საკომუნიკაციო არხების აღსადგენად, იმისათვის რომ კიდევ უფრო ეფექტურად განხორციელდეს სწრაფი რეაგირება და პირველადი დახმარების აღმოჩენა. კავშირი უზრუნველყოფილია გასაბერი ანტენისა და ტერმინალის მეშვეობით, ხოლო კავშირის უწყვეტობისათვის გამოიყენება SES-6 თანამგზავრის სიმძლავრე.

"როდესაც ჰაიტის ქარიშხლის მსგავი სტიქიური უბედურებები თავს ატყდება ამა თუ იმ დასახლებულ პუნქტს, ის იწვევს ინფრასტრუქტურის სერიოზულ დაზიანებას ან მის სრულ განადგურებას. ამ დროს საკომუნიკაციო ქსელები გადატვირთულია, რადგან ადამიანები, ვისაც სჭირდება დახმარება ან ინფორმაციის მიღება ნათესავების ან ახლობლების შესახებ იყენებენ სხვადასხვა კავშირგაბმულობის საშუალებებს", აცხადებს გერჰარდ ბეტსაიდერი, “SES Techcom Services”-ის გენერალური დირექტორი. "თანამგზავრი არის ერთადერთი ინფრასტრუქტურა, რომელიც საკომუნიკაციო ქსელების სწრაფად აღდგენის და კოორდინირებული ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საშუალებას იძლევა“.

Emergency.lu არის პლატფორმა, რომელიც წარმოადგენს პარტნიორობას ლუქსემბურგის მთავრობასა და ლუქსემბურგში დაფუძნებულ სამ კერძო კომპანიას შორის. ეს კომპანიებია: „SES Techcom Services“, „HITEC Luxembourg“ და ლუქსემბურგის საჰაერო სამაშველო სამსახური. Emergency.lu იყენებს კომპანია SES-ის თანამზავრულ სიმძლავრეს და მიწისზედა ინფრასტრუქტურას ჰუმანიტარული ოპერაციების მხარდასაჭერად საჭირო დაზიანებული საკომუნიკაციო ქსელების აღდგენისათვის.

SES და ფრაუნჰოფერის ჰაინრიხ-ჰერტცის სახელობის ინსტიტუტი (FRAUNHOFER HHI) ვირტუალური რეალობის დემონსტრირებას თანამგზავრის მეშვეობით მოახდენენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 05 სექტემბერი 2016 19:36

IBC - სამეცნიერო-კვლევით მიღწევების გამოფენაზე ვიზიტორები ვირტუალური რეალობას შეგრძნებას სრულიად განსხვავებულად შეძლებენ

ლუქსემბურგი, 2016 წლის 05 სექტემბერი - SES S.A. („ევრონექსტ“ პარიზისა და ლუქსემბურგის საფონდო ბირჟა: SESG) ბერლინის ფრაუნჰოფერის ჰაინრიხ-ჰერტცის სახელობის ინსტიტუტთან ერთად წელს IBC-ის კონფერენციაზე ინოვაციური სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დემონსტრირება - თანამგზავრის მეშვეობით 10 000 x 2000 პანორამული ვიდეო სიგნალის ტრანსლაცია რამდენიმე მოწყობილობის მეშვეობით მოხდება.
პანორამული სიგნალი მიღებულ იქნება SES-ის სტენდზე და გადაეცემა როგორც ულტრა მაღალი გარჩევადობის დისპლეის, ასევე ვირტუალური რეალობის (VR) აღსაქმელ მოწყობილობების კომპლექტს. მაყურებელს შესაძლებლობა ექნება აირჩიოს ხედვის კუთხე, ობიექტივის ფოკუსი და მანძილი, მართოს გამოსახულება ტელევიზორის ეკრანზე მარტივი დისტანციური მართვის პულტის გამოყენებით ან მოირგოს ვირტუალური რეალობის აღსაქმელი მოწყობილობა.
ეს სადემონსტრაციო მასალა, გადაღებულია ფრაუნჰოფერის ჰაინრიხ-ჰერტცის სახელობის ინსტიტუტის გამორჩეული „OmniCam-360“ კამერით და გადაიცემა SES ASTRA -ს 19.2 გრადუსზე განლაგებული აღმოსავლეთ ორბიტალური პოზიციიდან. ეს იქნება დემონსტრაცია იმისა, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს მომავალი ვიდეო ვირტუალური რეალობა 360° - ზე. იგი მაყურებელს მისცემს საშუალებას, განიცადოს ვირტუალურ რეალობაში მონაწილეობის შეგრძნება - სპორტულ, საკონცერტო თუ სხვა ღონისძიებაში, რომელსაც ის პირდაპირ ეთერში ადევნებს თვალს.
„ჩვენ ტექნოლოგიების კომბინაციას ვიყენებთ, რათა ზუსტად ვაჩვენოთ, თუ რა არის შესაძლებელი ჰიბრიდული მიდგომების გამოყენებისას“,- ამბობს დოქტორი რალფ შეფერი, ფრაუნჰოფერის ჰაინრიხ-ჰერტცის სახელობის ინსტიტუტის ვიდეო დეპარტამენტის უფროსი. „არ არსებობს სტადიონი მსოფლიოში, რომელიც საკმარისი რაოდენობით დასაჯდომ ადგილს შესთავაზებს თაყვანისმცემლებს. ახლა წარმოიდგინეთ მსოფლიოს რომელიმე ნაწილში რეალურ დროში მიმდინარე რაიმე მოვლენა - გადაღებული პროფესიული კამერებით, როგორიცაა „OmniCam-360“ და შემდეგ თანამგზავრის მეშვეობით უზარმაზარი გლობალური აუდიტორიისათვის მიწოდებული. ამ დროს თითოეულ მაყურებელს სახლიდან გაუსვლელად უკავია საუკეთესო ადგილი ღონისძიებაზე.“
თომას ვრედემ, SES-ის სისტემების დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტმა დასძინა, რომ „თანამგზავრები ვიდეო გამოცდილების ახალი სახეობების განაწილების იდეალურ გზას წარმოადგენს, რადგან მათ შეუძლიათ სახმელეთო ქსელებიდან გამოთავისუფლებულ მონაცემთა დიდი მოცულობების მართვა. გარდა ამისა, ტექნოლოგიის სტანდარტები, როგორიცაა SAT>IP, არა მხოლოდ იმის საშუალებას აძლევს მაყურებელს, სახლში აირჩიოს მოწყობილობა - ტელევიზორის ეკრანი, ტაბლეტი ან ვირტუალური რეალობის ტექნიკა - არამედ მათ ასევე შეუძლიათ აირჩიონ მათთვის სასურველი პოზიცია“

იხილეთ:
Twitter: https://twitter.com/SES_Satellites
Facebook: https://www.facebook.com/SES.YourSatelliteCompany
YouTube: http://www.youtube.com/SESVideoChannel
Blog: http://www.ses.com/blog
SES-ისსურათები იხილეთ http://www.ses.com/21472913/Our_Pictures
SES-ის დოკუმენტები იხილეთ http://www.ses.com/18681915/white-papers

„SES“-ის შესახებ
SES („Euronext Paris” და „Luxembourg Stock Exchange“: „SESG“) არის მსოფლიოში წამყვანი სატელიტური ოპერატორი, რომელსაც გააჩნია 50-ზე მეტი გეო-სტაციონარული თანამგზავრი. კომპანია ყურადღებას ამახვილებს გაფართოებული ფუნქციების უწყვეტ მომსახურებაზე და ახორციელებს სატელიტური საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას მაუწყებლების, კონტენტისა და ინტერნეტ მომსახურების პროვაიდერების, მობილური და ფიქსირებული ქსელების ოპერატორების და კომერციული და სამთავრობო ორგანიზაციებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. SES წარმოადგენს გრძელვადიან კომერციულ ურთიერთობებს, ხარისხიან მომსახურებას და საუკეთესო სატელიტურ ინდუსტრიას. SES-ის კულტურულად მრავალფეროვანი რეგიონული გუნდები არიან მთელ მსოფლიოში და მჭიდროდ თანამშრომლობენ მომხმარებელთან, რათა დააკმაყოფილონ სატელიტური სიხშირის, კონკრეტული დიაპაზონისა და მომსახურების მოთხოვნები.
SES-ის შვილობილი კომპანია - MX1 არის მედია სერვისების პროვაიდერი ერთ-ერთი წამყვანი კომპანია, რომელიც გთავაზობთ ინოვაციური ციფრული ვიდეო და მედია სერვისების სრულ პაკეტს. მის საკუთრებაშია „O3b Networks“, რომელიც წარმოადგენს შემდგომი თაობის სატელიტურ ქსელს და აერთიანებს თანამგზავრის წვდომას და ბოჭკოვანი ქსელის სიჩქარეს. „O3b Networks“-ის მეშვეობით “SES”-მა მნიშვნელოვნად გაზარდა არსებული ვიდეო და მონაცემთა გამტარუნარიანობა. SES არის მსოფლიოში პირველი სატელიტური პროვაიდერი, რომელიც ახორციელებს დიფერენცირებული და სრულად მასშტაბირებადი GEO-MEO-ის მიწოდებას ძლიერი ტექნიკური სიმძლავრეების მეშვეობით რიგ საბაზრო სეგმენტებსა და ადგილებში.
“SES”-ში ჩვენ ვახდენთ ახალი ეკოსისტემების ფორმირებას და საფუძველს ვუყრით ახალ პრინციპებს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: www.ses.com.

ფრაუნჰოფერის ჰაინრიხ-ჰერტცის სახელობის ინსტიტუტის შესახებ:
ფრაუნჰოფერის ჰაინრიხ-ჰერტცის სახელობის ინსტიტუტი მსოფლიო ლიდერია მობილური და ფიქსირებული ფართოზოლოვანი საკომუნიკაციო ქსელებისა და მულტიმედიური სისტემების შემუშავებაში. ფოტონური კომპონენტებისა და სისტემებით დაწყებული, ბოჭკოვანი ოპტიკური სენსორული სისტემებითა და ვიდეო-კოდირებითა დამთავრებული, ფრაუნჰოფერის ჰაინრიხ-ჰერტცის სახელობის ინსტიტუტი კვლევისა და ინდუსტრიის სფეროში საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობს. www.hhi.fraunhofer.de

სატელიტურ ოპერატორ SES-ს რუსეთისა და დსთ-ს რეგიონისათვის ახალი გაყიდვების უფროსი მენეჯერი ეყოლება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 27 ივლისი 2016 13:02

 SES S.A.-მა (Euronext Paris და ლუქსემბურგის საფონდო ბირჟა: SESG) განაცხადა, რომ დღეს ტიმურ სარსენოვი შეუერთდა წამყვანი გლობალური სატელიტური ოპერატორის, European Data Sales-ის გუნდს,რომელიც რუსეთისა და   CIS-ის რეგიონში გაყიდვების უფროსი მენეჯერის პოზიციას დაიკავებს.სარსენოვს გააჩნია სატელიტურ ინდუსტრიაში მოღვაწეობის თითქმის 20 წლიანი გამოცდილება. SES-თან თანამშრომლობის დაწყებამდე, იგი მუშაობდა სხვადასხვა კომპანიებში სტრატეგიული დაგეგმვის, გაყიდვების, ბიუჯეტირებისა და ბიზნესის კუთხით. VT iDirect-ში სარსენოვი პასუხისმგებელი იყო რუსეთსა და CIS-ის რეგიონში გაყიდვების სტიმულირებასა და ბიზნეს კავშირების დამყარებაზე. მანამდე, ის გახლდათ Gilat Satellite Networks-ის გენერალური მენეჯერი რუსეთის ფედერაციის რეგიონში და უძღვებოდა კომერციული და ბიზნეს საქმიანობის განვითარებას სხვადასხვა ქვეყნებში.გაყიდვების უფროსი მენეჯერის რანგში, სარსენოვი წარუძღვება SES-ის კომერციულ საქმიანობას რეგიონში, სადაც ის განახორციელებს კომპანიის გაყიდვების რეგიონულ სტრატეგიას, რათა ხელი შეუწყოს მის ზრდას და ასევე ბაზარზე დაამყაროს მტკიცე კავშირები კლიენტებთან.SES-ის Sales Europe Data-ს ვიცე პრეზიდენტი - სიმონ გატი სანტი აღნიშნავს:  „ჩვენ მოხარულები ვართ, მივიღოთ ტიმურ სარსენოვი SES-ის გუნდში. რუსეთსა და CIS-ის რეგიონს გააჩნია ტელეკომუნიკაციისა და საწარმოო ბაზრის  განვითარების ძლიერი პოტენციალი, დარწმუნებული ვარ, რომ  სარსენოვის ცოდნა და გამოცდილება აღნიშნულ რეგიონთან და მის ინდუსტრიასთან დაკავშირებით  დიდი შენაძენი იქნება როგორც Europe Data Sales-ის გუნდისათვის, ისე SES-თვის.  მჯერა, რომ სარსენოვი გააძლიერებს ჩვენს ძალისხმევას ბაზარზე და ჩვენს კლიენტებთან მჭიდრო თანამშრომლობით მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სატელიტური ბიზნესის ზრდაში.“

  SES (Euronext Paris და ლუქსემბურგის საფონდო ბირჟა:SESG) არის მსოფლიოში წამყვანი სატელიტური ოპერატორი, რომელსაც გააჩნია 50-ზე მეტი გეო-სტაციონარული თანამგზავრი. კომპანია სატელიტურ საკომუნიკაციო მომსახურებას აწვდის მაუწყებლებს, კონტენტისა და ინტერნეტ მომსახურების პროვაიდერებს, მობილური და ფიქსირებული ქსელის ოპერატორებს და კომერციულ და სამთავრობო ორგანიზაციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. SES ემსახურება გრძელვადიან კომერციულ ურთიერთობებს, ხარისხიან მომსახურებასა და საუკეთესო სატელიტურ ინდუსტრიას. SES -ის კულტურულად მრავალფეროვანი რეგიონული გუნდები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მჭიდროდ თანამშრომლობენ მომხმარებელთან რათა დააკმაყოფილონ სატელიტური სიხშირის კონკრეტული დიაპაზონისა და მომსახურების მოთხოვნები.

MX1 - SES-ის შვილობილი კომპანია, წარმოადგენს მედია სერვისების ერთ-ერთ წამყვან პროვაიდერს და გთავაზობთ ინოვაციურ ციფრულ ვიდეო და მედია სერვისებს.  SES-ის O3b Networks-თან ერთად - მომავალი თაობის სატელიტური კავშირი, რომელშიც კომბინირებულია სატელიტური წვდომა და ბოჭკოვანი ქსელის სისწრაფე, SES მნიშვნელოვნად გააძლიერებს და გაზრდის ვიდეო და მონაცემთა ბაზის არსებულ შესაძლებლობებს.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.ses.com

სატელიტური ოპერატორი SES-ი სკანდინავიის ქვეყნებში ულტრა მაღალი გარჩევადობის არხის ტრანსლირებას იწყებს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 16 მაისი 2016 17:40

სატელიტური ოპერატორი SES-ი  კიდევ ერთ არხს ამატებს თავის Ultra HD line-up-ს, MTG-ის ფასიან ტელე-ოპერატორს Viasat-ს, რომელიც სატელიტის მეშვეობით დაიწყებს მსოფლიოში პირველი  ულტრა მაღალი გარჩევადობის სპორტული არხის მაუწყებლობას.  
კომპანიის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, Viasat-ი გამოიყენებს SES-ის შესაძლებლობებს, რათა მოახდინოს თავისი პირველი ულტრა მაღალი გარჩევადობის არხის ტრანსლირება.
ზაფხულის შემდეგ არხის, Viasat Ultra HD მაუწყებლობა დაიწყება შვედეთში, ნორვეგიაში, დანიაში და ფინეთში SES-5-ი თანამგზავრის მეშვეობით, რომელიც მდებარეობს ორბიტალური პოზიციით 5 გრადუსზე აღმოსავლეთით.
Viasat-ის მომხმარებელს, Viasat-ის ახალი, ულტრა მაღალი გარჩევადობის ციფრული მაუწყებლობის რესივერისა (set top box) (რომელიც ამოქმედდება ზაფხულიდან) და ულტრა მაღალი გარჩევადობის, დეტალური და ბუნებრივი გამოსახულების მქონე ეკრანის მეშვეობით საშუალება ექნება დატკბეს სხვადასხვა სპორტული აქტივობებით. მსოფლიოში პირველი, ულტრა მაღალი გარჩევადობის სპორტული ტელეარხი სატელიტის საშუალებით მოახდენს სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის ლაივ მატჩებისა და MTG-ის პორტფოლიოთი გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების ტრანსლირებას.   
Viasat Ultra HD-ის გარდა, კომპანია SES-ი ახდენს 24 ულტრა მაღალი გარჩევადობის არხის (მათ შორის სატესტო და რეგიონალური არხები) მაუწყებლობას, რაც წარმოადგენს აღნიშნულ ფორმატში, მსოფლიოს მასშტაბით სატელიტით ტრანსლირებული არხების 46%-ს.   SES-ი, 2300 მაღალი გარჩევადობის არხით ახორციელებს მსოფლიოში ყველაზე ფართო          HD line-up-ს, და ახდენს ულტრა მაღალი გარჩევადობის/მაღალი გარჩევადობის სატელიტური არხების 27%-ის ტრანსლირებას მსოფლიოს მასშტაბით - რაც სხვა სატელიტურ ოპერატორებთან შედარებით, ჯერ-ჯერობით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.    
„უკვე 20 წელზე მეტია Viasat-ი SES-ის სერვისებზე დაყრდნობით ახორციელებს დაახლოებით 230 არხის მაუწყებლობას’’ - აცხადებს ფერდინანდ კაიზერი, SES-ის უფროსი კომერციული ოფიცერი. „რადგანაც სპორტი წარმოადგენს Ultra HD-ის ერთ-ერთ წამყვან ელემენტს, ჩვენ მოხარულები ვართ  Viasat-თან ერთად ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგათ მომავლისაკენ. მომავალში იგეგმება უფრო მეტი ულტრა მაღალი გარჩევადობის არხების ჩაშვება, სატელიტი მომავალშიც დარჩება ოპტიმალურ ინფრასტრუქტურად ასეთი სახის ახალი და მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული გამოსახულების მქონე არხების ტრანსლირებისათვის’’.

„SES“-ის შესახებ
„SES“ („NYSE Euronext Paris” და „Luxembourg Stock Exchange“: „SESG“) არის მსოფლიოში წამყვანი სატელიტური ოპერატორი, რომელსაც გააჩნია 50-ზე მეტი გეო-სტაციონარული თანამგზავრი. კომპანია სატელიტურ საკომუნიკაციო მომსახურებას აწვდის მაუწყებლებს, კონტენტისა და ინტერნეტ მომსახურების პროვაიდერებს, მობილური და ფიქსირებული ქსელის ოპერატორებს და კომერციულ და სამთავრობო ორგანიზაციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
SES-ს გააჩნია გრძელვადიანი ბიზნეს ურთიერთობები, ხარისხიანი მომსახურება და წარმოადგენს საუკეთესო სატელიტურ ინდუსტრიას. SES-ის კულტურულად მრავალფეროვანი რეგიონული გუნდები არიან მთელ მსოფლიოში და მჭიდროდ თანამშრომლობენ მომხმარებელთან რათა დააკმაყოფილონ სატელიტური სიხშირის კონკრეტული დიაპაზონისა და მომსახურების მოთხოვნები.
SES  მონაწილეობს O3b Networks-ში, მომავალი თაობის სატელიტურ ქსელში, რომელიც აერთიანებს თანამგზავრის წვდომას და ბოჭკოვანი ქსელის სიჩქარეს.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: www.ses.com

 

სატელიტური ოპერატორი SES-ის მომხმარებელთა რაოდენობა მსოფლიო მასშტაბით 317 მილიონ ოჯახამდე გაიზარდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 27 აპრილი 2016 15:38

სატელიტი სატელევიზიო სიგნალის მიღების მთავარ საშუალებად რჩება საქართველოში და მაღალი გარჩევადობის (HD) ტელევიზორების მფლობელთა 47%-ს უწევს მომსახურებას

თბილისი/საქართველო - 2016 წლის 27 აპრილს კომპანია SES-ის (რეგისტრირებულია NYSE Euronext პარიზისა და ლუქსემბურგის საფონდო ბირჟებზე: SESG) მიერ გაკეთებული განცხადების შესაბამისად, ტექნიკური თვალსაზრისით კომპანიის მოცვა მსოფლიო მასშტაბით 317 მილიონ ოჯახამდე გაიზარდა. ეს რიცხვი ხუთი მილიონით აჭარბებს 2014 წლის მონაცემს, ხოლო 2011 წლიდან მოყოლებული 23%-იან საერთო ზრდაზე მიუთითებს.

SES-ის ყოველწლიური ბაზრის კვლევა, რომელიც ევროპაში Satellite Monitor-ის დეტალური კვლევის შედეგებსაც მოიცავს, ცხადყოფს, რომ ზრდა ფიქსირდება ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და აფრიკაში, სადაც SES-ს ამჟამად შესაბამისად 156, 25 და რვა მილიონი მომხმარებელი ჰყავს.
SES-ის მომხმარებელთა რაოდენობა - 84 მილიონი ოჯახი - უცვლელი რჩება ჩრდილოეთ ამერიკაში, ხოლო აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნებში - 44 მილიონი. ეს ციფრები გულისხმობს პირდაპირ თანამგზავრულ მაუწყებლობას (direct-to-home, DTH) და ასევე საკაბელო და ინტერნეტ (IP) ტელევიზიებს, რომელთა კვების წყაროს თანამგზავრი წარმოადგენს.

ევროპა და საქართველო: სატელიტი სატელევიზიო სიგნალის მიღების უმთავრეს საშუალებად რჩება

SES-ის Satellite Monitor-ის კვლევის შედეგების მიხედვით თანამგზავრული მაუწყებლობა სატელევიზიო სიგნალის მიღების წამყვან საშუალებად რჩება და ტელევიზიის მომხმარებელთა 35%-ს პირდაპირი გზით მიეწოდება. შედეგები ასევე ხაზს უსვამს SES-ის მნიშვნელოვან როლს ევროპაში, რაც გულისხმობს SES-ის თანამგზავრებით ევროპის მასშტაბით სატელიტით მოსარგებლე ოჯახების 71%-თვის მომსახურების გაწევას. ამას გარდა, SES-ი, არაპირდაპირი წვდომის წყალობით, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს რეგიონში საკაბელო ტელევიზიების მფლობელთა 94%-ის და IP ტელევიზიის მფლობელთა 91%-ის სიგნალით უზრუნველყოფის საქმეში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოშიც სატელიტი სატელევიზიო სიგნალის მიღების წამყვან საშუალებას წარმოადგენს ტელევიზიის მქონე ოჯახზე 50%-იანი პირდაპირი წვდომით ან 620,000 DTH (პირდაპირი თანამგზავრული მაუწყებლობა) მომხმარებლით. SES-ი ბაზარზე უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს, ვინაიდან მას 440, 000 ტელევიზორზე აქვს წვდომა, რაც მოიცავს როგორც საკაბელო, ასევე IP ტელევიზიას. SES-ის DTH მაუწყებლობა სატელიტური ტექნოლოგიით აღჭურვილ 120, 000 ოჯახს მიეწოდება.
მაღალი გარჩევადობის ტელევიზია: სატელიტი ევროპაში წამყვან HD ინფრასტრუქტურას წარმოადგენს
შედეგები ცხადყოფს, რომ იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებიც მაღალი გარჩევადობის კონტენტით სარგებლობენ, ბოლო ხუთი წლის მანძილზე გასამმაგდა. ამჟამად SES-ი HD ტელევიზიით აღჭურვილი ოჯახების 78%-ს ემსახურება (127 მილიონი). სატელიტი ევროპაში HD ტელევიზიით აღჭურვილი ოჯახების უდიდესი ნაწილისთვის სატელევიზიო სიგნალის მიღების ძირითადი საშუალებაა და უზრუნველყოფს მათი ჯამური რაოდენობის თითქმის 40%-სთვის მომსახურების გაწევას.
HD-ის პოპულარობის ტენდენცია შესამჩნევია არა მხოლოდ ევროპის განვითარებულ რეგიონებში, არამედ იმ ბაზრებზეც, რომლებიც სულ ახლახან გადავიდნენ ციფრულ მაუწყებლობაზე. საქართველოში, თანამგზავრის წყალობით, ტელევიზიის მომხმარებელთა 47%-ს HD სერვისით სარგებლობის საშუალება აქვთ.
DTH მაუწყებლობა: ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და აფრიკაში შეინიშნება მნიშვნელოვანი ზრდა
SES-ის სატელიტებით პირდაპირი წვდომა 125 მილიონი ოჯახიდან 127 მილიონ ოჯახამდე გაიზარდა მსოფლიო მასშტაბით, რაც ცხადყოფს სამაუწყებლო ინდუსტრიაში SES-ის მზარდ ტენდენციას. ზრდა განვითარებადი ბაზრებით იყო გამოწვეული, ვინაიდან ამჟამად SES-ს პირდაპირი წვდომა აქვს სატელიტით აღჭურვილ 1,2 მილიონ ოჯახამდე ლათინურ ამერიკაში (+1 მილიონი), 38 მილიონამდე აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნებში (+1 მილიონი), და რვა მილიონამდე აფრიკაში (+1 მილიონი). DTH სერვისის მოხმარების მხრივ, ევროპა კვლავ რჩება SES-ის წამყვან რეგიონად სატელიტით აღჭურვილი 64 მილიონი ოჯახით, მაშინ როდესაც აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნები მეორე მნიშვნელოვან პოზიციას იკავებენ. ჩრდილოეთ ამერიკაში SES-ის DTH წვდომის სერვისი მუდმივ დონეს ინარჩუნებს სატელიტით აღჭურვილი 17 მილიონი ოჯახით.
„თანამგზავრული მაუწყებლობა ფართოვდება და ცხადყოფს, რომ იგი ციფრული სამაუწყებლო ინფრასტრუქტურის საყრდენს წარმოადგენს,“ განაცხადა SES-ის გაყიდვების მენეჯერმა ჩრდილოეთის, ბალტიისპირეთის და აღმ. ევროპის ქვეყნებში ნილს-ფილიპ აბრაჰამსონმა. SES-ისთვის საქართველო განსაკუთრებით საინტერესო ქვეყანაა, რადგან იგი სულ ცოტა ხნის წინ წარმატებით გადავიდა ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე. უფრო მეტიც, საქართველო გამოირჩევა ტელევიზიებით აღჭურვილი ოჯახების მაღალი პროცენტით (ოჯახების მთლიანი ჯამის 96%), რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში თითქმის ყველა ოჯახი უყურებს ტელევიზორს, მიუხედავად არა ერთი გეოგრაფიულად მიუდგომელი და შორეული ტერიტორიისა. ამ ბაზრის ზრდის დიდი პოტენციალიდან გამომდინარე, მზად ვართ მაღალი ხარისხის გამოსახულების მქონე კონტენტი შევთავაზოთ ქვეყანაში მცხოვრებ ყველა ოჯახს და გავაგრძელოთ ჩვენი სატელიტების საშუალებით მაუწყებლობის HD ფორმატის შეთავაზება.“

„RR Media“ და „SES Platform Services“ ერთიანდებიან გლობალური მედია გადაწყვეტილებების მსოფლიოში წამყვანი პროვაიდერის შექმნის მიზნით

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 01 მარტი 2016 16:05

„SES Platform Services GmbH“ (SES PS), სატელიტური ოპერატორი “SES”-ის სრულ საკუთრებაში მყოფი შვილობილი კომპანია, აცხადებს ახალი შეთანხმების თაობაზე, რომლის თანახმად „RR Media“ (NASDAQ: RRM), სამაუწყებლო და მედია ინდუსტრიებისთვის გლობალური ციფრული მედია სერვისების წამყვანი პროვაიდერი აერთიანებს ოპერაციებს „SES PS“-თან, გლობალური მედია გადაწყვეტილებების მსოფლიოში წამყვანი პროვაიდერის შექმნის მიზნით.
„RR Media“ მსოფლიოს 1,000-ზე მეტ მედია კომპანიას აწვდის მასშტაბურ, გაერთიანებულ ციფრულ მედია მომსახურებას. ყოველდღიურად კომპანია მართავს და გადასცემს სამაუწყებლო კონტენტის 24,000 სთ.-ს, ონლაინ ვიდეო და VoD კონტენტის 4,000 საათზე მეტს და პრემიუმ სპორტისა და პირდაპირი ეთერის, მათ შორის ძირითადი მსოფლიო მასშტაბის სპორტული მოვლენების, როგორიცაა „Super Bowl“ და ფიფას მსოფლიო თასი, 350 სთ-ზე მეტს. „RR Media“ ემსახურება მსოფლიოს მოსახლეობის 95%-ზე მეტს, უკავშირდება მრავალპლატფორმიანი სატელევიზიო ოპერატორების მაყურებლებს და ავსებს 100-ზე მეტი VoD-ის პლატფორმის კონტენტს, ასევე უზრუნველყოფს ონლაინ ვიდეო და DTH მომსახურებებს.
ციფრული მედია მომსახურებების სრული სპექტრის მიწოდებით, „RR Media“ მომხმარებელს საუკეთესო შესაძლო მომსახურებას სთავაზობს, აფართოებს აუდიტორიის წვდომას და ზრდის საკუთარი მომხმარებლის მონეტიზაციის შესაძლებლობებს. კომპანიის მომსახურებები მოიცავს ოთხ ძირითად სფეროს: გლობალური კონტენტის გავრცელების ქსელი თანამგზავრის, ბოჭკოვანი ქსელისა და ინტერნეტის ოპტიმალური კომბინაციით; კონტენტის მართვისა და  play-out  მომსახურებები; პრემიუმ სპორტის, ახალი ამბებისა და პირდაპირი ეთერის მართვა და მიწოდება მსოფლიოს მასშტაბით; და სხვა მოწინავე ონლაინ მომსახურებები. ეს ულტრათანამედროვე შემოთავაზება აკმაყოფილებს მსოფლიოს ზოგიერთი წამყვანი მედიაკომპანიის, მაუწყებლისა და კონტენტის უფლების მფლობელის, მათ შორის BBC, Disney, Fox, IMG, ITV, MP Silva, NFL, და Viacom-ის მომსახურების მოთხოვნებს. „RR Media“ მუშაობს ოთხ ძირითად მედიაცენტრში (ბუქარესტში, ლონდონში, პენსილვანიასა და თელავივში).
გარიგების დასრულების შემდეგ „RR Media“ და „SES PS“ გაერთიანდებიან, რათა შექმნან ახალი, დამოუკიდებელი, მსოფლიოში წამყვანი მედიამომსახურებების პროვაიდერი, რომელიც არსებულ მომხმარებელს მიაწოდებს უწყვეტ და გაუმჯობესებულ მომსახურებას. ინოვაციური ვიდეო და მედია გადაწყვეტილებების სრული სპექტრით მსოფლიოს მასშტაბის ახალი ორგანიზაცია ეცდება „RR Media“-ის და „SES PS“-ის გაერთიანებული ქსელის, ასევე „RR Media“-ის მიერ რიგი სატელიტური პოზიციების, მსხვილი ბოჭკოვანი ქსელისა და ინტერნეტის ბერკეტების გამოყენებით საკუთარ მომხმარებელს შესთავაზოს კონტენტის მართვისა და გავრცელების ოპტიმალური გადაწყვეტილებები აუდიტორიის წვდომის მაქსიმალურად ზრდისა და დამატებითი მონეტიზაციის შესაძლებლობებისთვის.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური