სატელიტური ოპერატორი SES-ი ჰაიტის ქარიშხლის შედეგად დაზიანებული საკომუნიკაციო ქსელების აღდგენაში დაეხმარება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 26 ოქტომბერი 2016 18:32

ლუქსემბურგი, 26 ოქტომბერი, 2016 წ. -- სატელიტურმა ოპერატორმა SES S.A.-მა, როგორც emergency.lu-ს ერთ-ერთმა პარტნიორმა კომპანიამ, გადაწყვიტა ჰაიტის მაცხოვრებლებისათვის დამანგრეველი ქარიშხალი „მეთიუ“-ს შედეგად დაზიანებული სასიცოცხლო მნიშვნელობის კავშირგაბმულობის სერვისების შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველყოფა.

მეოთხე კატეგორიის ქარიშხალი ჰაიტის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს 4 ოქტომბერს დაატყდა თავს. 1964 წლის შემდეგ ეს იყო ყველაზე ძლიერი ქარიშხალი ჰაიტიზე, რომლის ქარის სიჩქარე 235 კმ/სთ.-ზე მეტი იყო. ქარიშხალმა ათასობით სახლები გაანადგურა და ასობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

emergency.lu-ს მიერ შემოთავაზებული საკომუნიკაციო სერვისები უზრუნველყოფს ჰაიტიში პირველადი დახმარების ჯგუფებთან მუდმივ კავშირსა და მჭიდრო თანამშრომლობას მსოფლიო სასურსათო პროგრამასთან (WFP), როგორც გლობალური გადაუდებელი ტელესაკომუნიკაციო ჯგუფის (Emergency Telecommunications Cluster) წამყვან უწყებასთან.

emergency.lu-ს ტერმინალები იყენებენ SES-ის სპეციალურ თანამგზავრულ სიმძლავრეს სასიცოცლო მნიშვნელობის მატარებელი საკომუნიკაციო არხების აღსადგენად, იმისათვის რომ კიდევ უფრო ეფექტურად განხორციელდეს სწრაფი რეაგირება და პირველადი დახმარების აღმოჩენა. კავშირი უზრუნველყოფილია გასაბერი ანტენისა და ტერმინალის მეშვეობით, ხოლო კავშირის უწყვეტობისათვის გამოიყენება SES-6 თანამგზავრის სიმძლავრე.

"როდესაც ჰაიტის ქარიშხლის მსგავი სტიქიური უბედურებები თავს ატყდება ამა თუ იმ დასახლებულ პუნქტს, ის იწვევს ინფრასტრუქტურის სერიოზულ დაზიანებას ან მის სრულ განადგურებას. ამ დროს საკომუნიკაციო ქსელები გადატვირთულია, რადგან ადამიანები, ვისაც სჭირდება დახმარება ან ინფორმაციის მიღება ნათესავების ან ახლობლების შესახებ იყენებენ სხვადასხვა კავშირგაბმულობის საშუალებებს", აცხადებს გერჰარდ ბეტსაიდერი, “SES Techcom Services”-ის გენერალური დირექტორი. "თანამგზავრი არის ერთადერთი ინფრასტრუქტურა, რომელიც საკომუნიკაციო ქსელების სწრაფად აღდგენის და კოორდინირებული ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საშუალებას იძლევა“.

Emergency.lu არის პლატფორმა, რომელიც წარმოადგენს პარტნიორობას ლუქსემბურგის მთავრობასა და ლუქსემბურგში დაფუძნებულ სამ კერძო კომპანიას შორის. ეს კომპანიებია: „SES Techcom Services“, „HITEC Luxembourg“ და ლუქსემბურგის საჰაერო სამაშველო სამსახური. Emergency.lu იყენებს კომპანია SES-ის თანამზავრულ სიმძლავრეს და მიწისზედა ინფრასტრუქტურას ჰუმანიტარული ოპერაციების მხარდასაჭერად საჭირო დაზიანებული საკომუნიკაციო ქსელების აღდგენისათვის.

SAT>IP ტექნოლოგიის და ციფრული მედიის კომბინაცია ახალი სატელევიზიო გამოცდილების მიღების საშუალებას იძლევა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 27 მაისი 2016 14:00

სატელიტური კომპანია SES-ი მეცხრე ყოველწლიური ინდუსტრიული დღეების ფარგლებში,  რომელიც წელს მეცხრედ იმართება ლუქსემბურგში (26-27 მაისი), მოახდენს პირდაპირი მაუწყებლობის ტრანსლაციის დემონსტრირებას უახლესი თაობის მედია პლეერების  პლატფორმების გამოყენებით.
ღონისძიებაზე SES-ის ინდუსტრიის პარტიორები დამსწრე საზოგადოებას უჩვენებენ, თუ როგორ ხდება SAT>IP ტექნოლოგიის მეშვეობით სატელიტური სატელევიზიო მაუწყებლობის გადმოცემა უახლესი მეოთხე თაობის  Apple TV-ის, Amazon FireTV 4K-ის და Google Android TV ოპერაციული სისტემის მქონე სხვადასხვა მოწყობილობებზე. SAT>IP წარმოადგენს მთავარ ინსტრუმენტს IP-ის მეშვეობით სატელიტური სიგნალის მიღებისა და გავრცელებისათვის.
დღემდე,  მედია პლეერების უმრავლესობა ვერ სთავაზობს მომხმარებელს პირდაპირი სატელევიზიო მაუწყებლობის ისეთ ფართო არჩევანს, როგორსაც სატელიტი უზრუნველყოფს.  SAT> IP-ს   ციფრული მედია ფლეერებთან გაერთიანებით, ამ მოწყობილობებს წვდომა ახლა უკვე მაღალი ხარისხის პირდაპირ სატელევიზიო მაუწყებლობასთან ექნებათ. გარდა ამისა, სატელიტურ ტელევიზიას აქვს ბევრი უპირატესობა, როგორიცაა მიმზიდველი ინტერფეისი და მაყურებლისთვის საინტერესო გამოცდილება, რომელიც მიიღწევა  მძლავრი პროგრამული პლატფორმების გამოყენებით.
საერთო ჯამში, ამ ორი ტექნოლოგიის კომბინაცია განსაზღვრავს, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ჰიბრიდული მომსახურების მიწოდებას იმისათვის, რომ საბოლოოდ ახალი, ტექნოლოგიურად მძლავრი  ინოვაციური პროდუქტი მივიღოთ. ასევე, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ძლიერი პროგრამული გარემოს მნიშვნელობას და იმ ფაქტს, რომ მომავალში სწორედ ასეთ პროგრამებს ექნებათ წამყვანი ადგილი სატელევიზიო გამოცდილების კუთხით.
SES-ის ინდუსტრიული დღეები  გახდა მნიშვნელოვანი შეხვედრის ადგილი სამაუწყებლო ინდუსტრიის წარმომადგენლებისათვის და ის აერთიანებს ვიდეო ეკოსისტემის  დაინტერესებულ ყველა მხარეს - მაუწყებლებს, ტელევიზორების, დეკოდერების, ტექნიკის მწარმოებლებსა და პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერებს. ზემოხსენებული ღონისძიება იძლევა რა ინოვაციური ტექნოლოგიების განხილვისა და დემოსტრირების საშუალებას, ამავდროულად ხაზს უსვამს SES-ის ერთგულებას მომავლის მაუწყებლობის და მომავალი თაობის ვიდეო შესაძლებლობების განვითარების  და ვიდეო მაუწყებლობის მაღალ დონეზე აყვანის მიმართულებით.
თომას ვრედე, SES-ის ვიცე პრეზიდენტი მიმღები სისტემების მიმართულებით (Receiving Systems), აღნიშნავს:  “SAT>IP იმთავითვე მოიაზრებოდა, როგორც დამხმარე ტექნოლოგია მომავალი თაობის სატელიტური სატელევიზიო გამოცდილების მისაღებად. ამ საცდელი პროგრამებით, ჩვენ კონკრეტულად განახებთ, თუ როგორ შეუძლია ამ ხედვას შეცვალოს სატელიტური სატელევიზიო გამოცდილება  კიდევ ერთხელ. "

SES-ის შესახებ
SES („Euronext Paris” და „Luxembourg Stock Exchange“: „SESG“) არის მსოფლიოში წამყვანი სატელიტური ოპერატორი, რომელსაც გააჩნია 50-ზე მეტი გეო-სტაციონარული თანამგზავრი. კომპანია სატელიტურ საკომუნიკაციო მომსახურებას აწვდის მაუწყებლებს, კონტენტისა და ინტერნეტ მომსახურების პროვაიდერებს, მობილური და ფიქსირებული ქსელის ოპერატორებს და კომერციულ და სამთავრობო ორგანიზაციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
SES წარმოადგენს გრძელვადიან კომერციულ ურთიერთობებს, ხარისხიან მომსახურებასა და საუკეთესო სატელიტურ ინდუსტრიას. SES-ის კულტურულად მრავალფეროვანი რეგიონული გუნდები არიან მთელ მსოფლიოში და მჭიდროდ თანამშრომლობენ მომხმარებელთან რათა დააკმაყოფილონ სატელიტური სიხშირის კონკრეტული დიაპაზონისა და მომსახურების მოთხოვნები.
SES  მონაწილეობს „O3b Networks“-ში, მომავალი თაობის სატელიტურ ქსელში, რომელიც აერთიანებს თანამგზავრის წვდომას და ბოჭკოვანი ქსელის სიჩქარეს.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: www.ses.com

სატელიტური კომპანია SES-ი და IN DEMAND-ი თანამშრომლობას აგრძელებენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 25 მაისი 2016 23:14

მსოფლიო სატელეკომუნიკაციო ლიდერი SES-ი და IN DEMAND-ი, რომელიც წარმოადგენს მსოფლიო ლიდერს ოპერაციული გასართობი კონტენტის მიწოდების მიმართულებით, შეთანხმებას ანახლებენ. შეთანხმების მიხედვით, კვლავაც გაგრძელდება სპორტული გადაცემების და ასევე Pay-Per-View (PPV) ღონისძიებების HD ხარისხით მიწოდება  ამერიკის კონტინენტის საკაბელო მაუწყებლებისათვის.
IN DEMAND-ი მაყურებლებს გასართობ პროგრამებს PPV, Video On Demand (ვიდეო მოთხოვნით) და ციფრული პლატფორმების მეშვეობით აწვდის.  კომპანია ფლობს SES-3 თანამგზავრის ორ C-band ტრანსპონდერს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს IN DEMAND  PPV ბიზნესის მხარდაჭერაში და სხვადასხვა პროფესიონალური პაკეტების მიწოდებაში. საუბარია ისეთი სპორტული პაკეტების მიწოდებაზე, როგორიცაა: Major League Baseball (MLB), NBA, NHL (National Hockey League), MMA (Mixed Martial Arts), ფეხბურთი და სხვა გასართობი ღონისძიებები, რომელიც მიეწოდება 60 მილიონ ოჯახს, რომელსაც აქვს ციფრული საკაბელო მაუწყებლობა.
IN DEMAND-ი ენდობა SES-ის შესაძლებლობებსა და გამოცდილებას, რომელიც მის მოთხოვნებს უზრუნველყოფს სპორტისა და გასართობი პროგრამების მაუწყებლობაში. განახლებული შეთანხმება, მხარეების შეფასებით, კიდევ ერთი მიღწევაა არსებული 30 წლიანი თანამშრომლობის მანძილზე.

 

სატელიტური კომპანია SES-ი მხარს უჭერს ევროპაში 5G-ის განვითარებას

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 23 თებერვალი 2016 16:33

კომპანია SES-მა, მსოფლიო სატელიტურმა ოპერატორმა, GSMA მობილური კავშირის მსოფლიო კონგრესზე განაცხადა, რომ მხარს უჭერს მე-5 თაობის მობილური კავშირის სწრაფ განვითარებას. როგორც 5G-PPP-ის (საზოგადოებრივი და კერძო თანამშრომლობის) კომისიის დამფუძნებელმა კომპანიამ, SES-მა აქტიური მონაწილეობა მიიღო კვლევის მომზადებაში სახელწოდებით “5G დარგობრივი ვერტიკალის განვითარება”. დოკუმენტი 5G ტექნოლოგიას წარადგენს, როგორც მნიშვნელოვან ფაქტორს სხვადასხვა  დარგების განვითარებისათვის, როგორიცაა  საავტომობილო, სატრანსპორტო, ჯანდაცვის, ენერგეტიკის, წარმოების, მედია და გართობის ინდუსტრია.
კომპანია SES-ი აქტიურად აწარმოებს თანამგზავრების მშენებლობას, რითაც ის  სატელიტური ინდუსტრიის განვითარებას უწყობს ხელს, ამასთან ის მუდმივად ცდილობს 5G ტექნოლოგიის განვითარებასა და მხარდაჭერაში შეიტანოს წვლილი. იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს მაღალი დონის მოთხოვნის დაკმაყოფილება, კომპანიამ მიწისზედა და უსადენო თანამგზავრის კომბინირება მოახდინა. თანამგზავს წამყვანი როლი აქვს 5G ტექნოლოგიის უსადენო განვითარებაში – აკავშირებს ზღვას, ჰაერს და ყველაზე მოშორებულ ტერიტორებსაც კი.
“5G ტექნოლოგიის ინტეგრაცია უნდა მოხდეს  სხვადასხვა  ტექნოლოგიებში,” – ამბობს კარიმ მაიკლ საბბეგი, SES-ის გენერალური დირექტორი და პრეზიდენტი.
“ვერც ერთი ტექნოლოგია ვერ გაუმკლავდება იმ პრობლემებს, რომლის წინაშე შესაძლოა არსებული ქსელები დადგეს. თანამგზავრს მნიშვნელოვანი როლი აკისრია ვიდეო მაუწყებლობის, კომუნიკაციისა და მიწისზედა კავშირის უზრუნველყოფაში. GEO და O3b’s MEO თანამგზავრების კომბინაციის შედეგად, რომელიც ფართო დაფარვასა და რისკების დაბალ დონეს უზრუნველყოფს, მაღალი გამტარიანობის მიღწევა იქნება შესაძლებელი, ეს კი 5G-ს მთავარი უპირატესობა იქნება”.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:

Twitter: https://twitter.com/SES_Satellites
Facebook: https://www.facebook.com/SES.YourSatelliteCompany
YouTube: http://www.youtube.com/SESVideoChannel
Blog: http://www.ses.com/blog

SES სურათები ხელმისაწვდომია http://www.ses.com/21472913/Our_Pictures
SES-ის ანგარიშები ხელმისაწვდომია http://www.ses.com/18681915/white-papers

SES-ის შესახებ:
SES („NYSE Euronext Paris” და „Luxembourg Stock Exchange“: „SESG“) არის მსოფლიოში წამყვანი სატელიტური ოპერატორი, რომელსაც გააჩნია 50-ზე მეტი გეო-სტაციონარული თანამგზავრი. კომპანია სატელიტურ საკომუნიკაციო მომსახურებას აწვდის მაუწყებლებს, კონტენტისა და ინტერნეტ მომსახურების პროვაიდერებს, მობილური და ფიქსირებული ქსელის ოპერატორებს და კომერციულ და სამთავრობო ორგანიზაციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
SES წარმოადგენს გრძელვადიან კომერციულ ურთიერთობებს, ხარისხიან მომსახურებასა და საუკეთესო სატელიტურ ინდუსტრიას. SES-ის კულტურულად მრავალფეროვანი რეგიონული გუნდები არიან მთელ მსოფლიოში და მჭიდროდ თანამშრომლობენ მომხმარებელთან რათა დააკმაყოფილონ სატელიტური სიხშირის კონკრეტული დიაპაზონისა და მომსახურების მოთხოვნები.
SES  მონაწილეობს „O3b Networks“-ში, მომავალი თაობის სატელიტურ ქსელში, რომელიც აერთიანებს თანამგზავრის წვდომას და ბოჭკოვანი ქსელის სიჩქარეს.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: www.ses.com

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური