დახურული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში არამწეველი და თამბაქოს მომხმარებლები ცალ-ცალკე საკნებში განთავსდებიან

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 02 ივნისი 2017 13:00

დახურული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში არამწეველი და თამბაქოს მომხმარებელი ბრალდებულები/მსჯავრდებულები ცალ-ცალკე საკნებში განთავსდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ავრცელებს.
აღნიშნულ საკითხს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით, პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში განხორციელებული ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც უკვე ძალაშია. 
განხორციელებული ცვლილებების მიზანი თამბაქოს მავნე ზემოქმედებისგან თავის არიდებაა.

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შესაძლოა სასჯელაღსრულების სამინისტრო გაუქმდეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 17 თებერვალი 2016 14:23

კახი კახიშვილი სასჯელაღსრულების სამინისტროს გაუქმებას არ გამორიცხავს. როგორც მინისტრმა აღნიშნა სტრუქტურული ცვლილება შესაძლოა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განხორციელდეს.

კახიშვილის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა დღის წესრიგში სხვა უწყებების გაუქმებაც დადგეს.

"მეც იმ აზრზე ვიყავი, რომ თავიდანვე უნდა გაუქმებულიყო იმისთვის, რომ ამ დარგს მისცემოდა მყარი განვითარების საშუალება. დღეს მიმაჩნია, რომ ვართ იმ დონეზე, როდესაც შესაძლებელია, მომავალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვიფიქროთ სხვადასხვა სტრუქტურულ ცვლილებებზე საქართველოს მთავრობაში," - აღნიშნა კახა კახიშვილმა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ სამინისტროების გაუქმების ინიციატივა გუშინ  გააჟღერა.

სასჯელაღსრულების სამინისტრო აუდიტის სამსახურის დასკვნას ეხმაურება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 06 ოქტომბერი 2015 17:17

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კვებითი მომსახურების შესყიდვის მიზნით 2013-2014 წლებში ჩატარებულ ტენდერებში მონაწილეობა ნებისმიერ კომპანიას შეეძლო და ამ კუთხით რაიმე სახის შეზღუდვა არ ყოფილა. 
"სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით, რომელიც 2013-2014 წლებში კვებითი მომსახურების შესყიდვის მიზნით ჩატარებულ ტენდერებს და ამავე წლებში გაცემულ პრემიების საკითხს ეხება, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აცხადებს, რომ როგორც იმდროინდელი დოკუმენტაციით ირკვევა, კვებითი მომსახურების შესყიდვის მიზნით 2013-2014 წლებში ჩატარებულ ტენდერებში მონაწილეობა ნებისმიერ კომპანიას შეეძლო და ამ კუთხით რაიმე სახის შეზღუდვა არ ყოფილა. 
ამავე დოკუმენტების თანახმად, დროის უქონლობის გამო შეიქმნა ექსტრემალური ვითარება და სატენდერო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც თავიდან აიცილა მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა კვების ორგანიზების ჩაშლა", - აღნიშნულია განცხადებაში. 
რაც შეეხება 2013-2014 წელს გაცემული პრემიების საკითხს, რაზეც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში ასევეა საუბარი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განმარტებით, "თუ სახელმწიფო აუდიტის სამსახური თვლის, რომ როგორც კვების ტენდერების, ისე პრემიების გაცემის საკითხში შეინიშნება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, მიმართოს მთავარ პროკურატურას კანონით დადგენილი წესით გამოძიების დაწყების მიზნით". 
"სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მიესალმება, ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში, ობიექტური გამოძიების მხრიდან ჭეშმარიტების დადგენას და მომავალშიც მზადყოფნას გამოთქვამს იყოს ღია და გამჭვირვალე საზოგადოების წინაშე", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, სასჯელაღსრულების სამინისტროში 2013-2014 წლებში თანამშრობლებზე გაცემული პრემიების გადაწყვეტილება ხშირად დაუსაბუთებელია. ასევე მათივე განმარტებით, აღნიშნულ პერიოდში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კვებითი მომსახურების შესყიდვის მიზნით 14 ტენდერი ჩატარდა და ყველა ტენდერში გამარჯვებულად შპს "G.M.M." გამოვლინდა.

გია მეფარიშვილი: „სასჯელაღსრულების დეპარტამენტი კანონის ფარგლებში მოქმედებდა“

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 18 სექტემბერი 2015 18:14

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, სამართლის დოქტორი , პროფესორი გია მეფარიშვილი, კანონიერს უწოდებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის განცხადებას იმის შესახებ, რომ პატიმრობაში მყოფი, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ვერ გათავისუფლდებოდა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

„გადაწყვეტილება უნდა მიეღო სასამართლოს და არავითარ შემთხვევაში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტს. ამიტომ კანონიერი იყო ის, რომ სასამართლო დაელოდა ოფიციალურ ტექსტს. შემდეგ, დაეყრდნო რა,  საკონსტიტუციო გადაწყვეტილებას, რომელიც რევიზიას არ ექვემდებარება, და სასამართლო სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება და განჩინებით ეს აღკვეთის ღონისძიება შეიცვალა“,- განაცხადა „სპუტნიკ-ჯორჯიასთან“ ინტერვიუში გია მეფარიშვილმა.

პროცესზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ ჩატარდა, დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. სასამართლომ იხელმძღვანელა საკონსტიტუციო სასამართლოს 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქმეზე „გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ''. ოთხშაბათს, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნა და დაადგინა, რომ წინასწარი პატიმრობის ვადა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს, – გიგი უგულავა კი წინასწარ პატიმრობაში უკვე 14 თვეზე მეტ ხანს იმყოფებოდა. იმ წუთიდან, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება გაახმაურა, ყოფილი მერის ადვოკატები და მხარდამჭერები, გიგი უგულავას უკანონო პატიმრად მოიხსენიებდნენ და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვდნენ.17 სექტემბერს, დღის პირველ ნახევარში სასჯელაღსრულების სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ბრალდებული ვერ გათავისუფლდებოდა, მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე და რომ აუცილებელია, საერთო სასამართლოების გადაწყვეტილება – აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან ან გაუქმებასთან დაკავშირებით.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური