მემორანდუმი თავდაცვის სამინისტროსა და სასტუმრო „ჰუალინგს“ შორის

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 31 იანვარი 2019 11:38

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაალ კაპანაძემ და სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა, პეტერ ლილვიკმა მოაწერეს. მემორანდუმი მიზნად ისახავს ისეთი ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას, რომელიც დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების სპორტულ აქტივობებში ჩართულობას ხელს შეუწყობს. სასტუმროს რეკრეაციულ ცენტრში დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს ერთი წლის განმავლობაში უფასო სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილ და დაშავებულ ჯარისკაცებზე ზრუნვა თავდაცვის უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

სასწრაფოდ - ხანძარი სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში'' არიან დაშავებულები

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 12 ივლისი 2017 12:46

სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასის” სარდაფში გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი მუშა დაშავდა. როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ცეცხლი სარდაფში მდებარე თბოიზოლაციის სისტემას გაუჩნდა. ადგილზე მისული იყო 4 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, რომლებმაც სამსახურის ინფორმაციით, დროული რეაგირების შედეგად მოახდინეს ცეცხლის ლიკვიდაცია.

არსებული ინფორმაციით, თბოიზოლაციის სისტემაში გაჩენილმა ცეცხლმა გამოიწვია ძლიერი დაკვამლიანება და სწორედ კვამლის ჩასუნთქვის შედეგად დაშავდა 3 მუშა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. დაშავებულ მუშებს დამწვრობა არ აღენიშნებათ.

“შერატონ-მეტეხი პალასში” სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი 1 კვ მეტრის ტერიტორიას არ გაცდენია.

თბილისში ახალი 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო Apart Hotel MX გაიხსნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 01 ივნისი 2017 12:50

თბილისში ახალი მაღალი სტანდარტის სასტუმრო გაიხსნა. იგი გახსნა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დირექტორმა ბატონმა გიორგი ჩოგოვაძემ. გახსნაზე მოწვეულები იყვნენ ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები.

სასტუმროს სახელწოდებაა Apart Hotel MX. 4-ვარსკლავიან სასტუმროს გააჩნია 10 სასტუმროს ნომერი და 6 ორსაძინებლიანი აპარტამენტი.

სასტუმროში განთავსებულია 50 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი და დიდი კაფე-ტერასა. პროექტი განხორციელდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციით. ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 867’000 დოლარი.

მენეჯმენტ კომპანიისთვის ეს რიგით მეხუთე აშენებული სასტუმროა თბილისში, რომელიც იქნება ყველაზე მაღალი სტანდარტის აქამდე განხორციელებულ პროექტებს შორის. სასტუმროში დასაქმებულია 16 ადამიანი.

რაც შეეხება მომხმარებლებს, როგორც სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა ბატონმა დავით მესხმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, ისინი ელოდებიან ტურისტებს ევროპული და არაბული ქვეყნებიდან. სასტუმრო იდეალურია როგორც ოჯახებისთვის, ასევე საქმიანი ხალხისთვის. სასტუმრო ოთახების ფართი იწყება 25 კვადრატულიდან, ხოლო აპარტამენტების საშუალო ფართია 60 კვმ.

სასტუმრო მდებარეობს აეროპორტიდან 8 წუთის სავალზე, თავისუფლების მოედნიდან 7 წუთის სავალზე და მეტროდან 300 მეტრში - ჯავახეთის 24 ნომერში.

ოჯახის ინფორმაციით, სასტუმრო „არმაზის“ მფლობელმა ზაზა ართმელაძემ თვითმკვლელობამდე წერილი დატოვა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 30 მაისი 2017 13:16

ქობულეთში მდებარე სასტუმრო „არმაზის“ მფლობელების ინფორმაციით, თვითმკვლელობამდე ზაზა ართმელაძემ წერილი დატოვა. ოჯახი წერილს ასაჯაროვებს. 

სამგვერდიან წერილში ზაზა (ჯემალ) ართმელაძე როგორც „არმაზში“ ორი წლის დატრიალებულ ტრაგედიაზე, ისე ოჯახის მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე წერს და აღნიშნავს, რომ მისთვის ძნელია ამ ყველაფრის ატანა.

InterPressNews.Ge„იმ ავბედით დღეს, როდესაც სამი ბავშვი დაიღუპა, სამწუხაროდ, მიშველების საშუალებაც არ მომეცა, რისთვისაც სიცოცხლესაც არ დავიშურებდი, მთელი ჩემი არსებით, მაგრამ, სამწუხაროდ, ძებნა დაიწყო გარეთ ქუჩაში, ბაღში, ზღვის პირას.

ჩემი ოჯახის უფროსი, რა თქმა უნდა, მე ვიყავი და ვასრულებდი პირნათლად იმ ტურისტულ საქმეში, რითაც ოჯახი იყო დაკავებული. რაც ევალება ალბათ, ოჯახში მამას, კაცს. საქმის ვითარება სამწუხაროდ, ისე მიდის, რომ ჩვენ გვადანაშაულებენ ბავშვების დაღუპვაში, თუმცა სასამართლოზე მოწმეთა დაკითხვებიდან ნათლად იკვეთება ყველაფერი. ვინ გაექცევა იმ ცოდვას ღმერთის წინაშე, ვინც ტყუილს იტყვის და ვინმესკენ გადაიხრება, როდესაც სამი პატარა ბავშვია დაღუპული. მჯერა, რომ სიმართლე დადგინდება!

იმ მუხლთან ერთად, რითაც კანონი მედავება, სიტყვიერად სასამართლოზე გულგრილობაში და დაუდევრობაშიც კი მე მდებენ ბრალს. ყოველივე ამასთან ერთად მინდა აღვნიშნო, რომ რვა საათის განმავლობაში ხანძრისგან ოჯახმა დაკარგა ყველაფერი, რაც მრავალი წლის განმავლობაში ჩვენი შრომით ვაშენეთ“ - წერს ზაზა ართმელაძე და ხაზს უსვამს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებით ოჯახს უნდა წაერთვას ისიც, რაც დარჩა.

„ჩემთვის ძალიან ძნელია ამ ყველაფრის ატანა. უფალს ვევედრები შემინდოს, თუკი რამე არასწორად გადავწყვიტე. 

მადლობა ყველას დახმარებისთვის, თანადგომისა და თანაგრძნობისთვის. ილოცეთ ჩემთვის“, - აღნიშნავს ზაზა ართმელაძე.

ზაზა ართმელაძე გარდაცვლილი დამწვარ სასტუმროში გუშინ იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

როგორც ცნობილია, ქობულეთში მდებარე სასტუმრო „არმაზში“ 2 წლის წინ გაჩენილ ხანძარს რუსთავის ერთ-ერთი ცეკვის ანსამბლის სამი წევრი, 10 წლამდე ბავშვები ემსხვერპლა. 

რაჭაში კიდევ ერთი სასტუმრო აშენდება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 10 მარტი 2017 17:58
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ პროექტის ფარგლებში ამბროლაურში, ყოფილი სანატორიუმის შენობა, პირობიან ელექტრონულ აუქციონზე 164 000 ლარად გაყიდა. აუქციონის პირობების მიხედვით, ინვესტორი ყოფილი სანატორიუმის ტერიტორიაზე, რომელიც ბრატისლავა-რაჭის ქუჩაზე მდებარობს, 30 ნომრიან სასტუმრო კომპლექსს ააშენებს. კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, უძრავ ქონებაზე დაახლოებით 338 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება და 10 ადამიანი დასაქმდება. ეს რაჭაში პრივატიზებული რიგით მეორე ქონებაა „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ პროექტის ფარგლებში. პირველი ქონება - 1691 კვ.მ მიწის ნაკვეთი 2016 წელს ელექტრონული აუქციონის ფორმით სოფელ უწერაში გასხვისდა, სადაც 12 ნომრიანი სასტუმროს ასაშენებლად 450 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება. პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო. მის ფარგლებში უკვე გაყიდულ ობიექტებს შორისაა ქ. თბილისში გორგასლის შესახვევში, N5-ში მდებარე ყოფილი სამთავრობო ავტოსადგომის ტერიტორია, სადაც 120 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი განთავსდება; ასევე აღმაშენებლის ქუჩაზე ყოფილი ფოსტის შენობა, რომელიც 10 554 000 ლარად გაიყიდა, სადაც სასტუმროს ასაშენებლად და ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 15 000 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება. პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ინვესტორებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ სასტუმრო კომპლექსი და გზებზე გასაჩერებელი/მოსასვენებელი ინფრასტრუქტურა.

სოფელ უწერაში სასტუმრო მოეწყობა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 05 დეკემბერი 2016 12:50

ონის რაიონში, სოფელ უწერაში მალე 12 ნომრიანი სასტუმრო განთავსდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში აუქციონზე, მაღალი კონკურენციის შედეგად, მორიგი უძრავი ქონება გაყიდა. აუქციონის პირობების მიხედვით, სოფელ უწერაში მდებარე 1691 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მცირე ზომის სასტუმრო აშენდება, რისთვისაც არანაკლებ 450 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

პროექტის ფარგლებში ეს უკვე რიგით მესამე გაყიდული ობიექტია. შეგახსენებთ, რომ 120 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი განთავსდება ქ. თბილისში გორგასლის შესახვევში, N5-ში მდებარე ყოფილი სამთავრობო ავტოსადგომის მაგივრად, ასევე ახალი სასტუმრო მოეწყობა განახლებულ აღმაშენებლის ქუჩაზე, ფოსტის ყოფილი შენობის ადგილზეც. პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ 2016 წლის ოქტომბრიდან მიმდინარეობს. დღეის მდგომარეობით, უკვე 10 390 000 ლარის სახელმწიფო ქონება გაიყიდა, ხოლო სასტუმრო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 15 000 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.

პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ინვესტორებს აძლევს შესაძლებლობას საქართველოს ტერიტორიაზე უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ სასტუმრო კომპლექსი და გზებზე გასაჩერებელი/მოსასვენებელი ინფრასტრუქტურა. საქართველოში ბოლო დროს დაფიქსირებულმა ტურისტული ნაკადების რაოდენობის ზრდამ კიდევ უფრო აქტუალური გახადა ქვეყანაში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება.

აქამდე ჩვენს ქალაქში შვიდვარსკვლავიანი სასტუმრო არ არსებობდა, - დიმიტრი ქუმქსიშვილი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 01 აგვისტო 2016 13:03

საქართველოს პირველი ვიც -პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმირი ქუმსიშვილი რუსთაველის გამზირზე მდებარე შვიდვარსკვლავიანი სასტუმროს,  „ბილტმორ თბილისის“ გახსნის გალა-ღონისძიებას დაესწრო. საზეიმო ცერემონიის მასპინძელი სასტუმროს მფლობელი კომპანია „დაბი ჯგუფი“ იყო.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ქართველ ხალხს მიულოცა ახალი შვიდვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნა და ქვეყნისთვის  ასეთი მაღალი კლასის სასტუმროს არსებობის მნიშვნელობა დადებითად შეაფასა.

,,აქამდე ჩვენს ქალაქში შვიდვარსკვლავიანი სასტუმრო არ არსებობდა. ,,ბილტმორ მილენიუმი“   არის პირველი და რა თქმა უნდა,  ეს არის ნიშანი იმისა, რომ ამიერიდან ჩვენ შევძლებთ ვუმასპინძლოთ ძალიან მაღალი გემოვნების და მაღალი მოთხოვნილების სტუმრებს, რომელთაც აქვთ შვიდვარსკვლავიანი სასტუმროს სერვისის მოთხოვნილება. ამ პროექტში 140 მილიონის ინვესტიცია განხორცილდადა თქვენ ნახავთ, რამდენად მშვენიერია ეს სასტუმრო, როგორ არის მოპირკეთებული და გაკეთებული. მნიშვნელოვანია, რომ სასტუმროში რამდენიმე ასეული ჩვენი თანამოქალაქე იმუშავებსდა ეს არის დამატებითი სამუშაო ადგილები“ - განაცხადა დიმიტრი ქუმქსიშვილმა.

გალა-ღონისძიებაზე სტუმრებს საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და  არაბთა გაერთიანებული საემიროებისკულტურის, ახალგაზრდობისა და სოციალური განვითარების მინისტრი, შეიხი მუბარაკ ალ ნაჰიანი მიესალმნენ.

 შვიდვარსკვლავიან „ბილტმორს თბილისს“ მთლიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი 214 ნომერიაქვს. პროექტის განხორციელბისათვის  140 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. 

თბილისში, უმაღლესი კლასის სასტუმრო „ბილთმორ თბილისი“ გაიხსნა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 01 აგვისტო 2016 10:03

140 მილიონი დოლარის ინვესტიცია და კიდევ ერთი ახალი, უმაღლესი კლასის სასტუმრო თბილისში - „ბილთმორ თბილისის" გახსნის საზეიმო ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, არაბთა გაერთიანებული საემიროების კულტურის, ახალგაზრდობისა და სოციალური განვითარების მინისტრ, შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰიანთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა, შეიხს საქართველოსთან თბილი მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ასეთი დონის სასტუმროს გახსნა, როგორც თბილისისთვის, ისე მთელი საქართველოსთვის, ძალიან მნიშვნელოვანია.

„ყოველი ასეთი პროექტის განხორციელებით ჩვენს ქვეყანაში ჩნდება სულ უფრო მეტი თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, უმაღლესი კლასის სასტუმრო, გამართული ინფრასტრუქტურა, სასიამოვნო გარემო და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, - ახალი სამუშაო ადგილები ჩვენი ხალხისთვის. ყოველი ასეთი პროექტი საქართველოში ტურიზმის განვითარებას და ზოგადად ჩვენი ქვეყნით დაინტერესებას უწყობს ხელს. ეს ,,დაბი ჯგუფის" უმსხვილესი ინვესტიცია, თუმცა არა პირველი საქართველოში, მაგრამ ყველაზე მსხვილი და მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩვენი ქვეყნისთვის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ შევქმენით მაქსიმალურად კომფორტული გარემო ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებისა და ბიზნესის კეთებისთვის. სწორედ ამ პოლიტიკის, ჩვენს მიერ გატარებული რეფორმებისა და თანმიმდევრული ნაბიჯების შედეგია ის, რომ დღეს საქართველო რეგიონში წამყვანი ქვეყანაა, საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობის კუთხით", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს მთავრობას, ბიზნესისთვის შესანიშნავი გარემოს შექმნისთვის მადლობა გადაუხადა არაბთა გაერთიანებული საემიროების შეიხმა ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰიანმა.

„ჩემო ძვირფასო მეგობარო, პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, ჩვენ ვაფასებთ, რომ შესანიშნავი ქვეყანა - საქართველო, თქვენი ბრძნული მმართველობის შედეგად, ვითარდება იმ პრინციპების შესაბამისად, როგორებიცაა, მიზანდასახულობა, ერთგულება და იმედი. მას მართლაც რომ შესანიშნავი მომავალი აქვს. დღევანდელი საღამო იმ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების ინდიკატორია, რომელსაც ამ შესანიშნავმა სახელმწიფომ მიაღწია. ეს საქართველოს შვილების მიერ თავიანთი ქვეყნის განვითარებისთვის გაწეული წარმატებული ძალისხმევის შედეგია. ეს არის შესანიშნავი სიახლე ახალი აბრეშუმის გზით დაინტერესებული პირებისა და მათი ქართველი მასპინძლებისთვის, რადგან თბილისი ახალი აბრეშუმის გზის გულში იმყოფება. რუსთაველის გამზირზე განთავსებულ ულამაზეს „ბილთმორის" სასტუმროში შეაბიჯებენ სტუმრები და მასპინძლები. ეს ადგილი მართლაც ღირსშესანიშნავია - მისი წყალობით საქართველოს უმნიშვნელოვანესი სახელი და ისტორია დაუკავშირდება სიახლესა და ინოვაციას, 21-ე საუკუნის ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებას", - განაცხადა შეიხმა.

მისი შეფასებით, ახალი სასტუმრო ქართველ ხალხისა და „დაბი ჯგუფის", საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების განსაკუთრებული მეგობრობის კიდევ ერთი დასტურია. შეიხმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას ბევრი საერთო ინტერესი და ღირებულება აკავშირებს.
შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰიანის განცხადებით, „ბილთმორის" ქსელის პირველი სასტუმრო ლოს-ანჯელესში, ყველასთვის ნაცნობია, განსაკუთრებით კი კინომოყვარულებისთვის, რადგან ის 100-ზე მეტი ფილმის გადაღების ადგილია. შეიხი დარწმუნებულია, რომ კინოს გადაღების ლოკაციის შერჩევისას, ყველა თანამედროვე პროდიუსერი არჩევანს „ბილთმორ თბილისზე" შეაჩერებს.

„ვის შეუძლია, გაუძლოს საქართველოსა და „ბილთმორის" ცდუნებას. ჩვენც კი, არაბთა გაერთიანებული საემიროების წარმომადგენლებს, არ შეგვიძლია, გავუძლოთ იმ შთამბეჭდავი გარემოს ცდუნებას, რომელიც აქ სუფევს და ამ ქვეყანას ყველა სხვა სახელმწიფოსგან განასხვავებს. ეს გარემო ამ საღამოსაც თვალშისაცემია - საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის შემდეგ, სწორედ ამ განწყობამ აქცია თბილისი ამ შესანიშნავი სასტუმროსთვის იდეალურ ადგილად. საქართველო, ისევე როგორ მისი დედაქალაქი, უსაფრთხო და სტუმართმოყვარე ადგილია - ეს იდეალური ადგილია ბიზნესის წარმოებისა და სამყაროს შესაცნობად", - განაცხადა შეიხმა.
მისი შეფასებით, საქართველომ დაიმსახურა მოგზაურთათვის სასურველი დანიშნულების ადგილის რეპუტაცია, ვინაიდან, ქვეყანაში ყოფნის მანძილზე, სტუმრებს შეუძლიათ, დატკბნენ სტუმართმოყვარეობით.

„ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, თქვენი ბრძნული მმართველობის შედეგად, საქართველო ჩამოყალიბდა, როგორც ტოლერანტული, ღია და სტუმართმოყვარე ქვეყანა, იგი იქცა ქვეყნად, რომელიც მზადაა, თვალი გაუსწოროს რეალობას და მომზადებული შეხვდეს გლობალურ გამოწვევებს. დიდი და სწრაფად განვითარებადი ისტორიის მქონე საქართველო კიდევ უფრო ბევრ სტუმარს გაუწევს მასპინძლობას. ჩვენ, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, მსგავსი ფენომენის მოწმენი გავხდით - ჩვენი პრეზიდენტის, მისი აღმატებულება ხალიფა ბინ ზაიედ ალ ნაჰიანის ბრძნული ხელმძღვანელობის შედეგად, ჩვენს ტრადიციულ არაბულ კულტურას არათუ საფრთხე არ შექმნია, არამედ გაძლიერდა კიდეც სხვადასხვა კულტურებთან ინტერაქციის შედეგად. ჩვენ მოგვეცა საშუალება, ჩვენი კულტურის საუკეთესო მხარე მსოფლიოსთვის გვეჩვენებინა. თანამედროვე მოგზაურობისა და ტურიზმის სფეროში საქართველოს მზარდი როლის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, რომ „ბილთმორ თბილისი" წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის სასტუმროს, სრულად შეესაბამება უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს - მისი სახელი საუკეთესოსთან ასოცირდება. სასტუმრო ათასობით სტუმარს უმასპინძლებს, იქცევა ეროვნული მემკვიდრეობის მიმართ სიამაყით გამსჭვალულ ქართველთა სოციალურ ცენტრად. კულტურათა ამგვარი ერთობა გააძლიერებს ქვეყანას და ხელს შეუწყობს აბრეშუმის ახალი გზის განვითარებას", - განაცხადა შეიხმა.

მან, გახსნის ცერემონიაზე დამსწრეთა სახელით, თანამშრომლობისა და პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის ყველას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს სიამაყის საფუძველს აძლევს.

„განსაკუთრებით მადლიერი ვარ ამ პროექტის მანძილზე გამოჩენილი კოოპერატიული თანამშრომლობისა და მეგობრობისათვის - მეგობრობის მნიშვნელობას პირველად შოთა რუსთაველის მიერ 800 წლის წინ გაესვა ხაზი. დიდ მადლობას გიხდით მეგობრობისთვის - „დაბი ჯგუფი" აფასებს ამ მეგობრობას. პირობას ვაძლევ საქართველოს მთავრობასა და ქართველებს, რომ ეს სასტუმრო იქნება წარმატებული საერთაშორისო ინვესტიციის მაგალითი და საქართველოს ეკონომიკას დიდ სამსახურს გაუწევს", - აღნიშნა შეიხმა.
ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, მთავრობის მეთაურმა და არაბთა გაერთიანებული საემიროების შეიხმა სასტუმრო და შენობაში განთავსებული „ტერაბანკის" ფილიალი დაათვალიერეს, რომელიც ასევე „დაბი ჯგუფის" ინვესტიციაა. უმაღლესი კლასის სასტუმროს გახსნასთან დაკავშირებით, გაიმართა გალა კონცერტი ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით, ასევე სასტუმროს ფასადზე პროექცირებული იყო 3D შოუ. ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
„ბილთმორი" ლუქს-კლასის სასტუმროების ბრენდია, რომელმაც საქართველოში Millennium & Copthorne-ის პირველი წარმომადგენლობა გახსნა. „ბილთმორ თბილისს" 216 მაღალი კლასის ნომერი აქვს.

გაერო-სთან აკრედიტებული მუდმივი წარმომადგენლების ვიზიტი აჭარაში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 31 მარტი 2016 16:34

30-31 მარტს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გაერო-სთან აკრედიტებული მუდმივი წარმომადგენლები სტუმრობენ. დელეგაციის შემადგენლობაში არიან კოსტა რიკის, ფიჯის, გვატემალას, ჰონდურასის, მალავის, პანამის, სიერა ლეონეს, ტანზანიის და ზამბიის მუდმივი წარმომადგენლები გაერო-სთან.
ვიზიტის მიზანია საქართველოში არსებული ვითარების, მთავრობის მიერ გატარებული რეფორმებისა და ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების ადგილზე გაცნობა.
ვიზიტის ფარგლებში, მუდმივმა წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. სასტუმრო „შერატონ ბათუმში“ უცხოელი დიპლომატებისთვის მოეწყო აჭარის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის ამსახველი პრეზენტაცია. სტუმრებმა ბათუმის ღირსშესანიშნავი ადგილები მოინახულეს.

კაცები ძალადობის წინააღმდეგ - ცნობილი ქართველი კაცები საზოგადოებრივ მოძრაობას იწყებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 07 დეკემბერი 2015 11:04

კაცები ძალადობის წინააღმდეგ - ამ იდეის გარშემო ცნობილი ქართველი კაცები საზოგადოებრივ მოძრაობას იწყებენ. მოძრაობას „ჩვენ“ ჰქვია და მისი პრეზენტაცია 7 დეკემბერს სასტუმრო “Rooms თბილისში“ გაიმართება.
ახალი საზოგადოებივი მოძრაობის მიზანია ხელი შეუწყოს ერთი მხრივ ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობასთან და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლას და მეორე მხრივ გენდერული თანასწორობის მიღწევას საქართველოში. მოძრაობა ქართველ სპორტსმენებს, მწერლებს, ხელოვანებს, ბიზნესმენებს და სხვა პროფესიის წარმომადგენელ კაცებს გააერთიანებს.
პრეზენტაციას მოძრაობის წევრები - ქართველი მორაგბეები, წყალბურთელები, ფეხბურთელები,  საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, ბიზნესმენები, სახელმწიფო უწყებებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან. პრეზენტაციაზე ისინი მისიას, ხედვას და იმ გეგმებს წარადგენენ, რომელთა განხორციელებაც მოძრაობის ფარგლებში იგეგმება.  ნაჩვენები იქნება პირველი ვიდეორგოლიც.  სტუმრებს იქვე ექნებათ მოძრაობაში გაწევრიანების შესაძლებლობა.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის დამფუძნებლები ის ადამიანები არიან, რომლებიც 2010 წლიდან გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობენ და აქტიურად არიან ჩართულები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გამართულ სხვადასხვა ღონისძიებაში.   
ღონისძიება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ტარდება.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური