პირდაპირი ავიარეისი თბილისი-ბუქარესტი-თბილისი, ანუ „ფანჯარა ევროპაში“

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
კვირა, 18 თებერვალი 2018 22:28

ბუქარესტი (რუმ. București /bu.ku'reʃtʲ/) - რუმინეთის დედაქალაქი, ქვეყნის ინდუსტრიული და კომერციული ცენტრია. იგი მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე დიმბოვიცის სანაპიროზე. 2011 წლის აღწერის მონაცემებით, ბუქარესტის მოსახლეობა 1,883,425 ადამიანია. ორ მსოფლიო ომს შორის პერიოდში რუმინეთი აღმოსავლეთი ევროპის კულტურული მოვლენების ცენტრი გახდა და ამგვარად მისი ელეგანტური არქიტექტურისა და გემოვნებიანი ელიტის გამო მას აღმოსავლეთის პარიზი, ან მცირე პარიზი შეარქვეს. ლეგენდის მიხედვით, ბუქარესტიც, რომის მსგავსად შვიდ ბორცვზეა გაშენებული.

კარპატების ბაღი - ასე უწოდებენ რუმინელები თავის სამშობლოს და სწორედ მისი დედაქალაქის - ბუქარესტის მიმართულებით შეასრულა თბილისიდან, გასულ კვირას, პირდაპირი და ისტორიული ავიარეისი რუმინულმა ავიაკომპანია „ბლუ ერის“ კომფორტაბელურმა ბოინგმა. რუმინეთის ტურიზმის სამინისტროს და ტურისტული კომპანია ‪‎“ლეველ ტურის“ მიწვევით, ერთი კვირის განმავლობაში, ინფორმაციული ტურის ფარგლებში, რუმინეთში იმყოფებოდნენ ტურისტული კომპანია „ანტალია სერვისის“, „ნოვა ტურის“, „თქვენი ტურის’, „გალერი თრეველ თბილისის“ და სხვა საქართველოს წამყვანი ტურისტული კომპანიებისა, ასევე პრესის ხელმძღვანელები. აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს როგორც რუმინეთის საელჩომ საქართველოში, ისე საქართველოს საელჩომ რუმინეთში.

პრესისა და გაცნობით ტურში საქართველოდან სულ 6 ჟურნალისტი, ბლოგერი და ტურისტული ინდუსტრიის 40 წარმომადგენელი მონაწილეობდა. ინფოტურის ფარგლებში მათ მოინახულეს ბუქარესტი, შავი ზღვის საპორტო ქალაქი კონსტანცა, კურორტები „შავი ზღვის მარგალიტად“ წოდებული მამაია და სინაია, ასევე ისტორიული ღირშესანიშნაობები „დრაკულას სასახლე“ ბრანში, „პელეშის სასახლე“ სინაიაში, ბუქარესტის „მუზეუმი ღია ცისქვეშ, და ანთიმოზ ივერიელის სამონასტრო კომპლექსი. განსაკუთრებით ხაზგასასმელია იმ ოთხვარსკვლავიანი ბრენდირებული სასტუმროების შთამბეჭდავი ნუსხა, სადაც ინფოტურის მონაწილეები ცხოვრობდნენ და შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე სხვა სასტუმროები, რომლებიც ინფოტურის მონაწილეებმა საგანგებოდ დაათვალიერეს.

გარდა ამისა, ბუქარესტში ყოფნისას ორგანიზატორებმა საგანგებო შეხვედრა მოაწყვეს ტურიზმის სამინისტროში, რომელსაც რუმინეთის ტურიზმის მინისტრის მოადგილე კრისტინა იონელა ტარტეაცა და რუმინეთის ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე და დაისახა სამომავლო ერთობლივი თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები.

პარალელურად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საქართველოს რუმინული მედიისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ეწვივნენ. პრეს და გაცნობით ტურში 15 ჟურნალისტი, ბლოგერი და ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

პრესტურის ფარგლებში რუმინელმა ჟურნალისტებმა თბილისი, გორი, უფლისციხე, მცხეთა, ანანური, გუდაური, ყაზბეგი, დარიალის ხეობა,თელავი, სიღნაღი, ალავერდი და წინანდალი მოინახულეს, ხოლო გაცნობითი ტურის მონაწილე ტუროპერატორებმა თბილისი, მცხეთა, ანანური და გუდაური. ტურის მონაწილეებს ძველთბილისში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდა. 

პრესისა და გაცნობითი ტურები საქართველოს მიმართულებით ახალ ავიარეისს დაემთხვა. რუმინულმა ავიაკომპანიამ  ბუქარესტიდან თბილისის მიმართულებით ტურისტების ჩამოსაყვანად ჩარტერული რეისები შეასრულა. რუმინელი ტურისტები განსაკუთრებით ინტერესდებიან საქართველოს სამთო სათხილამურო კურორტებით.

აღსანიშნავია ისიც, რომ 20 მილიონიანი რუმინეთის ისტორია ძალიან ჰგავს საქართველოს წარსულს. ბოლო მონაცემებით, რუმინეთი ევროპაში ეკონომიკური ზრდის ტემპით მოწინავე პოზიციას იკავებს. ერთ-ერთი სფერო კი, რომლის განვითარებაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ, ეკონომიკა და ტურიზმია.

სწორედ ამის გამო წარმოიშვა ორმხრივი ინტერესი საქართველოსა და რუმინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაქტიურებისა და ტურიზმის სფეროს განვითარებისათვის. აქედან გამომდინარე თამამად შეიძლება ითქვას, რომ დასახული ამოცანა შესრულებულია და უახლოესი მომავლიდან საქართველოსა და რუმინეთს შორის პირდაპირი, რეგულარული ავიარეისები დაინიშნება, რაც ქართველ და რუმინელ ბიზნესმენებს საშუალებას მისცემს განახორციელონ ერთობლივი პროექტები, ხოლო ქართველ და რუმინელ ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ მოინახულონ ორი ქვეყნის ისტორიული ადგილები. 

ავთანდილ ოთინაშვილი

თბილისი-ბუქარესტი

გასულ წელს ყველაზე მეტი ტურისტი თოფქაფის სასახლეს ეწვია

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 02 იანვარი 2018 11:42

გასულ წელს სტამბოლში, როგორც ადგილობრივებიდან ასევე უცხოელი ტურისტებიდან უმეტესობამ ისტორიული ძეგლებიდან, თოფქაფის სასახლე მოინახულეს. ამის შესახებ TRT-ქართული იტყობინება.

მათი ინფორმაციით, მთელი წლის განმავლობაში სასახლე დაახლოებით ორ მილიონმა ადამიანმა მოინახულა. ფათიჰ სულთან მეჰმედის მხრიდან 1460-1478 წლებში აშენებული და დაახლოებით 400 წლის განმავლობაში ოსმალეთის იმპერიის სამმართველო, საგანმანათლებლო და კულტურის ცენტრად გამოყენებულ სასახლეს გასულ წელს დაახლოებით ორი მილიონი ტურისტი ეწვია. იგი დღეისათვის მუზეუმად გამოიყენება.  დიდი ხნის განმავლობაში იარაღის საწყობად გამოყენებული მუზეუმი 1869 წლიდან „Müze-i Hümayun“-ად  (საიმპერატორო მუზეუმი) გადაკეთდა.

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური