სასამართლოს პლენუმის შეხვედრა შედგა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 04 აგვისტო 2016 16:46

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის შეხვედრა შედგა, თუმცა საბოლოოდ დასრულებული არ არის, ის დღეს კიდევ გაგრძელდება. ამ დროისთვის სასამართლოს შენობა ერთ-ერთმა მოსამართლემ დატოვა. მერაბ ტურავამ შეხვედრის თაობაზე შეფასება არ გააკეთა. მოსამართლეებს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებების შესახებ უნდა ემსჯელათ.

საკონსტიტუციო სასამართლოში არსებულ ვითარებაზე პლენუმი იმსჯელებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 04 აგვისტო 2016 12:14

საკონსტიტუციო სასამართლოში არსებულ ვითარებაზე დღეს სასამართლოს 9-კაციანი პლენუმი დახურულ შეხვედრაზე იმსჯელებს. მოსამართლეთა ნაწილი, ასევე, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით,  არასამთავრობო   ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება. კონკრეტულად რაზე ისაუბრებენ შეხვედრებზე და რა განცხადებები გააკეთეს მოსართლეებმა - მერაბ წულუკიძე ბათუმიდან.   

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მუშაობის გაგრძელებისკენ მოუწოდებს არასამთავრობო სექტორი

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 03 აგვისტო 2016 10:47

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მუშაობის გაგრძელებისკენ მოუწოდებს არასამთავრობო სექტორი. მათი თქმით, მიმდინარე გამოძიებამ სასამართლოს ფუნქციონირებას ხელი არ უნდა შეუშალოს. მესამე სექტორში მიიჩნევენ, რომ მოსამართლეებმა შიდა პროცედურული საკითხები დროულად უნდა მოაგვარონ და სასამართლო პროცესები უნდა განაახლონ.  

ყოფილი ქმრის მკვლეობისთვის ქალბატონს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 02 აგვისტო 2016 17:20

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული მარინა დუდაევა დამნაშავედ სცნო  საქართველოს სსკ–ის 111, 108-ე მუხლით. 
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2007 წლიდან - 2010 წლამდე პერიოდში მარინა დუდაევა არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა არჩილ ბოღოლაშვილთან. მიმდინარე წლის 7 იანვარს, მარინა დუდაევა და არჩილ ბოღოლაშვილი ერთმანეთს ქ.თბილისში, ქინძმარაულის ქუჩის მიმდებარედ არსებულ ამ უკანასკნელის საცხოვრებელ სახლში შეხვდნენ, სადაც მიიღეს ალკოჰოლური სასმელი, რის  შემდეგაც დაახლოებით 21:00 საათზე სტუმრად მათ ახლობელს ზურაბ ხ-ს ეწვივნენ. სტუმრად ყოფნისას არჩილ ბოღოლაშვილი მარინა დუდაევას მობილურ ტელეფონში არსებულ ინფორმაციას ათვალიერებდა, რამაც ამ უკანასკნელის განაწყენება გამოიწვია. აღნიშნული მიზეზით წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, მარინა დუდაევამ ყოფილ მეუღლეს, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, გულმკერდის არეში დანით ორჯერ მიაყენა ჭრილობა. არჩილ ბოღოლაშვილი მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.  
სამართალდამცველებმა მარინა დუდაევა  2016 წლის 8 იანვარს, მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე საათში დააკავეს. 
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ მარინა დუდაევა დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 10  წლით თავისუფლების აღკვეთა.

საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლე გამოკითხულია

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 01 აგვისტო 2016 13:45

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა მიზანშეწონილად მიიჩნევს საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის საჯარო განცხადებების საფუძველზე დაწყებული გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ, რასაც მომავალში საქმეზე მიმდინარე გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით გააგრძელებს.
პროკურატურის ინფორმაციით,  გამოკითხულია საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლე თავმჯდომარის გარდა. გამოკითხულთაგან ყველა უარყოფს მათ მიმართ ვინმეს მხრიდან რაიმე სახის ზეწოლის ან სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით ჩარევას.
მთავარ პროკურორსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შორის აღნიშნულ საქმეზე თანამშრომლობის შეთანხმების თანახმად, ამ კვირაში გიორგი პაპუაშვილთან კოორდინაციით მოხდება მისი გამოკითხვა ზეწოლის ფაქტებთან მის ხელთ არსებული ინფორმაციის ირგვლივ.
სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება მოსამართლეების მიერ ჩვენებებში დაფიქსირებულ გამოძიებისთვის საინტერესო გარემოებების გადამოწმების მიზნით, რომლებზეც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა როგორც აღინიშნა, გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაცია პერიოდულად ეცნობება საზოგადოებას.

დაპირისპირება თბილისის საქალაქო სასამართლოში

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 29 ივლისი 2016 13:53

დაპირისპირება  თბილისის საქალაქო სასამართლოში, რუსუდან კერვალიშვილსა და ცენტრ-პოინტის მშენებლობით დაზარალებულებს შორის  მოხდა.

დაზარალებულების აღსფოთება  კერვალიშვილის განცხადებამ გამოიწვია,  მისი თქმით, მაია რჩეულიშვილი წინასწარ პატიმრობაში ევროსაბჭოს სტანდარტების დარღვევით იმყოფება.

 

თურქეთში დაკავებულები სასამართლოში უნდა გადაიყვანონ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 18 ივლისი 2016 10:45

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით დაკავებულები სასამართლოში უნდა გადაიყვანონ. ბოლო მონაცემებით, აღნიშნული ბრალდებით,  პოლიციამ 2700-მე მეტი ადამიანი დააკავა.

დაკავებულებს შორის სამხედროები და 400-ზე მეტი მოსამართლეა. 

 

სასამართლომ ბრალდებულ ხ. ბუწაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 08 ივლისი 2016 17:34

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობასა და ცრუ დასმენის ჩადენაში ბრალდებული ხათუნა ბუწაშვილი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და 373-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამის შესახებ პროკურატურის პრეს-სამსახური იტყობინება.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2015 წლის 15 დეკემბერს, დაახლოებით 15:30 საათზე, ქ.თბილისში,ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მე–2 კვარტალში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ხათუნა ბუწაშვილმა მოკვლის განზრახვით პაატა ხუხუას დანით მუცლის არეში მიაყენა ჭრილობა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი ადგილზე გარდაიცვალა.
აღსანიშნავია, რომ ხათუნა ბუწაშვილის მიმართ გამოძიება მიმდინარეობდა ცრუ დასმენის ფაქტზეც. 2015 წლის 13 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვის ფაქტზე ბრალდებულ მერაბ კ-ს ბრალდების საქმის განხილვისას, მოწმის სახით დაკითხულმა ხათუნა ბუწაშვილმა ჩაიდინა დანაშაულის შესახებ ცრუ დასმენა. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე გაუერთიანდა ხათუნა ბუწაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდების საქმეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ხათუნა ბუწაშვილი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ხათუნა ბუწაშვილს საბოლოოდ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

მესის სასამართლომ 21 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 06 ივლისი 2016 15:18

ცნობილი გახდა ბარსელონის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო მაქინაციების განხორციელებისთვის  ლეონელ მესის 21-თვიანი პატიმრობა მიესაჯა. 

ბარსელონას სასამართლომ ანალოგიური ბრალდებით დამნაშავედ ცნო ფეხბურთელის მამა ხორხე მესი.

უცხოური მედიის ცნობით, მესის ჯარიმის სახით,   1.700 000 ევროს გადახდა მოუწევს. არგენტინელი ფეხბურთელის მამა კი 1.270 000 ევროთი დაჯარიმდა.   

მესის ბარსელონის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება უზენაეს სასამართლოში შეუძლია.

ანა დოლიძე - სასამართლო ხელისუფლებას სჭირდება მყისიერი, ძირეული, ფართომასშტაბიანი რეფორმა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 06 ივლისი 2016 15:04

ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ სასამართლო ხელისუფლებას ტრანსფორმაცია სჭირდება, სჭირდება მყისიერი, ძირეული, ფართომასშტაბიანი რეფორმა, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს არასამთავრობო სექტორთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. 

როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, დღეს ტრანსფორმაცია არ ხდება და ძალიან სამწუხაროა, რომ რეფორმების მესამე ტალღის განხორციელება-მიღება პარლამენტის მიერ შეჩერდა. 

„პრობლემა იმაშია, რომ სასამართლოში შესაძლებელია დაინიშნონ ოდიოზური ფიგურები. დაინიშნონ არასწორად, არამართებულად და ეს, ბუნებრივია, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს სასამართლო ხელისუფლების მიმართ საზოგადოების ნდობას. ფაქტია, იუსტიციის საბჭოს საკუთარ საქმიანობაში აქვს უამრავი ხარვეზი, დაწყებული ტექნიკურიდან, დამთავრებული არასწორი მართვით, დახურული და გაუმჭვირვალე პროცესებით, განსაკუთრებით მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით. რაც მთავარია, არ ხდება სისტემის ისე გაჯანსაღება, რომელსაც თავიდან მოითხოვდა საქართველოს პრეზიდენტი. ამას მიხედვა სჭირდებოდა გუშინ, შესაბამისად, ახლაც სჭირდება მყისიერად და ძირეულად მიხედვა“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური