„ცენტრ პოინტ აჭარას“ ყოფილი ხელმძღვანელი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 13 დეკემბერი 2016 12:58

მოსამართლის გადაწყვეტილებით, „ცენტრ პოინტ აჭარას“ ყოფილი ხელმძღვანელი 50 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. ირაკლი მინდელმა სასამართლოს მიერ  ყაწენებული  ბრალი აღიარა. 
ირაკლი მინდელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას გურამ და მაია რჩეულიშვილების ადვოკატები და თავად ბრალდებული გურამ რჩეულიშვილიც დაეთანხმა. 

სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 09 დეკემბერი 2016 17:09

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს. 

უწყების ცნობით, სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბექა დემეტრაძე დამნაშავედ სცნო განზრახ მკვლელობაში, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა, ტარებასა და დამზადებაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე  და 236-ე მუხლის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით.   

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 1 ივლისს, დაახლოებით 23:30 საათზე, ბექა დემეტრაძე  ქ. თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე მივიდა და  პირადი უთანხმოების საფუძველზე წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, შურისძიების მოტივით მიხეილ ცხაკაიას საცხოვრებელ სახლთან ჩაუსაფრდა. მას შემდეგ, რაც მიხეილ ცხაკაია სახლთან მივიდა, ბექა დემეტრაძემ მოკვლის განზრახვით, უკანონოდ დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღიდან მიხეილ ცხაკაიას  მიმართულებით ორჯერ გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიხეილ ცხაკაია თავის არეში მიღებული ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა" - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ბექა დემეტრაძე დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და 236-ე მუხლის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით წარედგინა.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი, რომლითაც ბექა დემეტრაძემ დანაშაული ჩაიდინა, ამ უკანასკნელმა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი 12 კალიბრიანი სანადირო თოფის გადაჭრის გზით დაამზადა, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა" - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბექა დემეტრაძე წარდგენილ ბრალდებაში სრულად სცნო დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 22 ნოემბერი 2016 10:53

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ზვიად ბოჭორიშვილი დამნაშავედ სცნო განზრახ მკვლელობის ჩადენაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.
პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ  2016 წლის 24 ივნისს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ზვიად ბოჭორიშვილი ტელეფონით ესაუბრა მის ნაცნობ ნიკა ჭკადუას, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მას შეურაცხყოფა მიაყენა. ზვიად ბოჭორიშვილმა  სიტუაციის გარკვევის მიზნით იმავე დღეს  ნიკა ჭკადუა დაიბარა ქ.თბილისში, წყალსადენის ქუჩაზე განთავსებულ პარკში. შეხვედრისას ზვიად ბოჭორიშვილს და ნიკა ჭკადუას კვლავ მოუხდათ ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ზვიად ბოჭორიშვილმა ნიკა ჭკადუას  დანით გულმკერდის არეში მიაყენა ჭრილობა. ნიკა ჭკადუა მიღებული ჭრილობის შედეგად  საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ზვიად ბოჭორიშვილი იმავე დღეს საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა. 
თბილისის საქალაქო სასამართლომ ზვიად ბოჭორიშვილი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 

არ დავთმობთ "რუსთავი 2-ს"! - ნიკა გვარამია

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 21 ნოემბერი 2016 12:11

დღეს უზენაესი სასამართლო ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის"  საქმის განხილვას იწყებს. ამასთან დაკავშირებით სამაუწყებლო კომპანიაში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა.   არხის გენერალურმა დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, დღეს წყდება თუ როგორ გზას აირჩევს საქართველო:

"შესაძლოა დღეს წყდება, მაგრამ დღეს ნამდვილად იწყება არა მარტო ჩვენი, ჩვენი კომპანიის, ჩვენი გულშემატკივრების ბედი, არამედ ყველა იმ ადამიანის ბედი, ვინც გვიყურებს, ვინც ჩვენს წინააღმდეგაა და მათ შორის იმ ადამიანების ბედი, რომლებიც ამ საქმეს გადაწყვეტს, 3 მოსამართლის კარიერული ბედი, ქალბატონი ეკატერინე გასიტაშვილის, პაატა ქათამაძის და ბესარიონ ალავიძის. დღეს წყდება ამ სამი ადამიანის მიერ თუ როგორ გზას აირჩევს საქართველო. იქნება რუსული მოდელის ოლიგარქია, თუ იქნება სუსტი, მაგრამ დემოკრატია. ექნება არადემოკრატიული აწმყო მაგრამ ექნება დემოკრატიის პერსპექტივა. ამ გადაწყვეტილებას პერსონალურად 3 მოსამართლე იღებს.

ჩვენი მტკიცე და მკაფიო გადაწყვეტილებაა, არ დავთმოთ "რუსთავი 2", ნებისმიერ ვითარებაში
ნებისმიერი გადაწყვეტილების პირობებში დავიცვათ ბოლომდე ჩვენი ტელეკომპანია, გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება, დავიცვათ ჩვენი მაყურებლის ინტერესი,"- განაცხადა ნიკა გვცარამიამ.

უზენაესი სასამართლო "რუსთავი 2-ის" საქმის განხილვას იწყებს

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 21 ნოემბერი 2016 12:02

დღეს უზენაესი სასამართლო  ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" საქმის განხილვას იწყებს. კოლეგია ტელეკომპანიის იურისტების სარჩელს განიხილავს, რომლის მიხედვითაც "რუსთავი 2" მოითხოვს, უზენაესმა სასამართლომ გააუქმოს სააპელაციოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა, ასევე საქმე განსახილველად ქვედა ინსტანციაში დააბრუნოს.

 

ძიძას ახალშობილის ცემისთვის გირაო შეეფარდა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 15 ნოემბერი 2016 17:36
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ძალადობრივი დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდებულ ელენე ს.-ს  აღკვეთის ღონისძიების სახედ შეუფარდა გირაო 1000 ლარის ოდენობით, საპატიმრო უზრუნველყოფით.  გირაოს თანხის სრული მოცულობით გადახდის შემთხვევაში ბრალდებული გათავისუფლდება სასჯელაღსრულებითი დაწესებულებიდან.
 
სასამართლომ შუამდგომლობის განხილვისას დასაბუთებული ვარაუდის შესაბამისად დანაშაულის ძალადობრივი ხასიათის, ბრალდებულის საქმის მიმართ უპასუხისმგებლო და არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების, მისი პიროვნების, ემოციური ხასიათის გათვალისწინებით მიიჩნია, რომ  არსებობს ბრალდებულის მხრიდან არასათანადო ქცევის რისკი.  აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლების გათვალისწინებით, სასამართლომ ბრალდებულის  დანაშაულებრივი საქმიანობის აღკვეთის მიზნით,  სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა.
 
საქმის მასალების თანახმად, 2016 წლის 10 ნოემბერს, თბილისში ძიძამ მცირეწლოვანს თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში განზრახი დაზიანებები მიაყენა, რამაც მცირეწლოვანის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. 
 
საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2016 წლის 21 დეკემბერს 14:00  საათზე  თბილისის საქალაქო სასამართლოში. 

სასჯელაღსრულების სამინისტრომ სასამართლოს სარჩელით მიმართა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 15 ნოემბერი 2016 17:33

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ პენიტენციური დაწესებულების ორი ყოფილი თანამშრომლის წინააღმდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა. სამინისტრო მსჯავრდებულ თ.რ-ს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი ყოფილი თანამშრომლების მხრიდან, რეგრესის წესით, იმ თანხის ანაზღაურებას მოითხოვს, რომელიც სახელმწიფომ, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, წამების მსხვერპლ თ.რ.-ს კომპენსაციის სახით გადაუხადა.

2012 წლამდე სასჯელაღსრულების სისტემაში დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან ცემა-წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში დაზარალებულად ცნობილი მსჯავრდებულის თ.რ.-ს მიმართ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის გადაწყვეტილებით, სასამართლო პროცესი მორიგებით დასრულდა. მორიგების თანხამ 20 000 ლარი შეადგინა და შესაბამისად, თ.რ-მ კომპენსაციის სახით 20 000 ლარი მიიღო. თ.რ.-ს შემთხვევაში, სასამართლოს განაჩენით და საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ წლების წინ, პენიტენციურ დაწესებულებაში ის არაერთხელ გახდა არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. მითითებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა დაწესებულების ყოფილი თანამშრომლების მიმართ. განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის შედეგად, თ.რ.-ს დაუმძიმდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რის გამოც სასამართლოს მიერ მას სასჯელის მოხდა გადაუვადდა.

რეგრესის წესით, იმ ყოფილ თანამშრომელთა მიმართ სარჩელით თანხის მოთხოვნა, ვის მიერაც მსჯავრდებულის ცემა-წამება განხორციელდა, ერთ-ერთი პირველი პრეცედენტია. 2012 წლის ოქტომბრამდე პენიტენციურ დაწესებულებაში ცემა-წამება-არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შესახებ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმოებაში ამჟამად არაერთი საქმეა. იმ შემთხვევაში, თუ უწყებას კვლავ დაეკისრება კომპენსაციის გადახდა იმ პირების მიმართ, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებში თანამშრომელთა მხრიდან არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარნენ, სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, თანხის რეგრესის წესით ანაზღაურების მოთხოვნის პრაქტიკას მომავალშიც გამოიყენებს.

საქალაქო სასამართლოში „ცენტრპოინტის“ საქმის განხილვა არსებით ეტაპზე გადავიდა

გამოქვეყნებულია სამართალი
შაბათი, 05 ნოემბერი 2016 13:30

საქალაქო სასამართლოში „ცენტრპოინტის“ საქმის განხილვა არსებით ეტაპზე გადავიდა, სასამართლო პროცესი 17 ნოემბერს ჩაინიშნა. წინასასამარტლო სხდომაზე მხარეების მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის სამი შუამდგომლობა, მათ შორის აღკვეთის გირაოთი შეცვლის შესახებ.

წინასასამართლო სხდომას არ ესწრებოდა მაია რცეულიშვილი. გუკა რჩეულიშვილმა და ირაკლი მინდელმა კი პროცესზე დარბაზს სიტყვით მიმართეს.

პლენუმის სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიების შემადგენლობა და მდივნი აირჩიეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 02 ნოემბერი 2016 15:06

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომაზე  საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიების დაკომპლექტების, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებისა და სასამართლოს მდივნის არჩევის საკითხები განიხილეს. 
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის თავმჯდომარედ  ლალი ფაფიაშვილი აირჩიეს, მეორე კოლეგიის თავმჯდომარედ თეიმურაზ ტუღუში, ხოლო სასამართლოს მდივნის პოზიციაზე მერაბ ტურავა იმუშავებს.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებს დღეს აირჩევენ

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 02 ნოემბერი 2016 11:11

დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიების დაკომპლექტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებისა და სასამართლოს მდივნის არჩევის საკითხები განიხილება. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომა  12:30 საათზეა ჩანიშნული.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური