სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 15 მარტი 2017 11:22
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებული არმენ მარკარიანი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2016 წლის 6 ივლისს, დაახლოებით 02:30 საათზე ქ. ნინოწმინდაში არმენ მარკარიანს ურთიერთშელაპარაკება მოუხდა არშალუის სანოსიანთან, რა დროსაც არმენ მარკარიანმა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით არშალუის სანოსიანს დანით გულმკერდის არეში მიაყენა ჭრილობა. მიღებული დაზიანების შედეგად არშალუის სანოსიანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა“, - აცხადებენ პროკურატურაში. სამართალდამცველებმა არმენ მარკარიანი 2016 წლის 6 ივლისს ახალქალაქში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ–ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ არმენ მარკარიანი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ჯიმი ვარდანიძის საქმის განხილვა გაგრძელდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 15 მარტი 2017 09:55
ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჯიმი ვარდანიძის საქმის განხილვა ერთ კვირაში გაგრძელდება. ბათუმში არეულობა სწორედ 11 მარტს საპატრულო პოლიციის მიერ ვარდანიძის დაჯარიმებას და დაკავებას მოჰყვა, რაც თავად დაკავებულის მტკიცებით უკანონოდ მოხდა.ადვოკატის განცხადებით, სასამართლოს წვრილმანი ხულიგნობის სხვა მუხლით შეცვლის მოთხოვნით მიმართეს. მან ასევე აღნიშნა, რომ სასამართლომ მტკიცებულებების წარსადგენად გონივრული ვადა მისცა. ვარდანიძესთან ერთად სასამართლო ხიმშიაშვილის საქმესაც განიხილავს, რომელიც მასთან ერთად დააკავეს და ბრალს ისიც უსაფუძვლოდ მიიჩნევს. პარალელურად სასამართლომ დღეს საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებსაც მოუსმინა, თუმცა პოლიციამ პროცესზე ვერ შეძლო ვარდანიძეს ბრალეულობის დამდასტურებელი ვიდეომტკიცებულებების წარმოდგენა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულს სასჯელი დაუმძიმა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 10 მარტი 2017 13:55
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი და გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებაში მსჯავრდებულს, მიმალვაში მყოფ რაშიდ კანჯი-ოღლის დაუმძიმა სასჯელი და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2016 წლის 26 დეკემბერს, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით დაუსწრებლად დამნაშავედ სცნო რაშიდ კანჯი ოღლი, რომელსაც 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბრალდების მხარე არ დაეთანხმა სასამართლოს მიერ დანიშნულ სასჯელის ზომას და უფრო მძიმე სასჯელის დანიშვნის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს მიმართა. სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 19 მაისს, დაახლოებით 14:15 საათზე, გიგა ოთხოზორიამ მისი მართვის ქვეშ მყოფი "ოპელ-ასტრას" მოდელის ავტომანქანით ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მდებარე სამეგრელო-ზემო სვანეთისა და ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ საზღვართან ნაცნობები ლ.ა. და რ.ქ. მიიყვანა, რომლებსაც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის ტერიტორიაზე სურდათ ახლობლის დაკრძალვისთვის შეძენილი პროდუქტის გადატანა. მათი დახმარების მიზნით გიგა ოთხოზორია მდინარე ხაიაზე არსებული ხიდით ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით გაემართა, სადაც სურდა მოლაპარაკებოდა იქ მყოფ პირებს, რათა მის ნაცნობებს პროდუქტის გადატანაში დახმარებოდნენ. საუბარში ადმინისტრაციულ საზღვართან მყოფი აფხაზეთის არაკანონიერი ხელისუფლების შეიარაღებული ფორმირების წარმომადგენლებიც ჩაერთვნენ, მათ შორის ე.წ. „მესაზღვრე“ რაშიდ კანჯი-ოღლი. საუბარი შელაპარაკებაში გადაიზარდა, რა დროსაც კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, გიგა ოთხოზორია საქართველოს კონტროლირებად, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩას ტერიტორიისკენ გაემართა. მას მუქარით, უკან დაედევნენ აფხაზეთის არაკანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული რაშიდ კანჯი-ოღლი. რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ, უკვე ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩას ტერიტორიაზე რაშიდ კანჯი-ოღლი დაეწია გიგა ოთხოზორიას და განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ქვედა კიდურებისა და მუცლის არეში ესროლა. მიღებული დაზიანებების შედეგად გიგა ოთხოზორია ძირს დაეცა, ხოლო კანჯი-ოღლიმ წაქცეულ გიგა ოთხოზორიას თავის არეში საკონტროლო გასროლით მიაყენა დაზიანება, შემდეგ კი თანმხლებ პირებთან ერთად დატოვა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად გიგა ოთხოზორია საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე გამოძიება იმავე დღეს დაიწყო. საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შემთხვევის ადგილიდან მოხდა ნივთიერი მტკიცებულებების ამოღება, დაიკითხა 36 მოწმე, დაინიშნა სხვადასხვა სახის ექსპერტიზები, მათ შორის კომპლექსური-ტრასოლოგიური, ბიოლოგიური, ქიმიური ექსპერტიზა, კომპლექსური-ბალისტიკური, ბიოლოგიური ექსპერტიზა და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. ასევე გამოძიების ფარგლებში ამოღებული და გაშიფრული იქნა ვიდეოფირები, რომელზეც ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა ჩატარდა. პროკურატურამ რაშიდ კანჯი-ოღლის ბრალდება 21 მაისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) დაუსწრებლად წარუდგინა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე რაშიდ კანჯი-ოღლის აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და გამოტანილი იქნა დადგენილება ძებნის თაობაზე. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ რაშიდ კანჯი-ოღლი დაუსწრებლად, სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სტრასბურგის სასამართლოს დაგაწყვეტილება "რუსთავი 2-ის" საქმეზე შესაძლოა დღეს გახდეს ცნობილი

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 07 მარტი 2017 12:56
ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება "რუსთავი 2-ის" საქმესთან დაკავშირებით, შესაძლოა დღეს გახდეს ცნობილი. გაახანგრძლივებს თუ არა შეჩერების მექანიზმს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, - ამის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

"რუსთავი 2-ის" ადვოკატები სტრასბურგში დამატებით დოკუმენტაციას გადაგზავნიან

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 06 მარტი 2017 11:17
დღეს "რუსთავი 2-ის" ადვოკატები სტრასბურგი სასამართლოში აღსრულების შეჩერების მექანიზმის გასახანგრძლივებლად საჭირო დამატებით დოკუმენტაციას გადაგზავნიან. დოკუმენტაციას შორის არის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის, საქართველოს პრეზიდენტის, არასამთავრობო სექტორის, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის განცხადებები. სტრასბურგის სასამართლოს მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებულ დროებით შეჩერებით მექანიზმს ვადა 8 მარტს ეწურება.

ხაზს ვუსვამთ განსხვავებულ შეხედულებებზე წვდომის აუცილებლობას, - ევროკავშირის წარმომადგენლობა "რუსთავი 2-ის" საქმეზე

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 03 მარტი 2017 12:18
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა უზენაესი სასამართლოს მიერ "რუსთავი 2-ის" საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა: "ევროკავშირის წარმომადგენლობა პირველი დღეებიდანვე აკვირდება რუსთავი 2–ის სასამართლო პროცესს. ჩვენ ყურადღებით შევისწავლით უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ისევე, როგორც მის შედეგებს. ამავდროულად, ვიცავთ დიდი ხნის წინ დამკვიდრებულ პრაქტიკას, რომლის თანახმადაც სასამართლოს ცალკეულ გადაწყვეტილებებზე კომენტარს არ ვაკეთებთ. უკვე წლებია, რაც ევროკავშირი მუშაობს საქართველოს ხელისუფლებასთან სასამართლო სისტემის რეფორმაზე, რომლის განხორციელებისას ძირითადი ყურადღება ეთმობა სასამართლო პროცედურების დამოუკიდებლობას, გამჭვირვალობასა და ხარისხს, რაც კანონის უზენაესობის დაცვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს პოლიტიკური პლურალიზმის, მედიის თავისუფლებისა და განსხვავებულ შეხედულებებზე წვდომის აუცილებლობას. დღევანდელ ეტაპზე ამ პრინციპების შენარჩუნებას ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება დემოკრატიის დაცვისა და განმტიცების საქმეში, რაც შეესაბამება ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებულ ასოცირების შეთანხმებაში მოცემულ უმთავრესი ვალდებულებებს", - ნათქვამია ვროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.

"რუსთავი 2" მიეკუთვნა ქიბარ ხალვაშს 100 %-ით, - დიმიტრი საძაგლიშვილი

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 02 მარტი 2017 20:49
“ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ რეალურად "რუსთავი 2" მიეკუთვნა ქიბარ ხალვაშს 100 %-ით, თუმცა ამ გადაწყვეტილებას არანაირი კავშირი არ აქვს სამართალთან. დღეს უზენაესმა სასამართლომ საბოლოოდ შეირცხვინა თავი. ეს გადაწყვეტილება არ არის მათი დაწერილი, უბრალოდ მათი პირით მოხდა ამ გადაწყვეტილების გახმოვანება,“ - განაცხადა "რუსთავი 2-ის" ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა აღნიშნული ტელევიზიის ეთერში. შეგახსენებთ, 12 საათიანი მსჯელობის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა სასმართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. ქიბარ ხალვაშისა და შპს პანორამა-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა: - ლევან ყარამანაშვილის, გიორგი ყარამანაშვილის, შპს ტელეკომპანია საქართველოს, ნინო ნიჟარაძის, შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. - გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეტა პალატის 2016 წლის 10 ივნისის განჩინება და მირებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება - - ქიბარ ხალვაშისა და შპს პანორამა-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. - გაუქმდეს შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის პარტნიორების: ლევან ყარამანიშვილის 22%-ის, გიორგი ყარამანიშვილის 18%-ის, შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ 51%-ის და ნინო ნიჟარაძის 9%-ის წილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის 60% წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნებ ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნეს შპს „პანორამა“. - უცვლელად დარჩეს წინამდებარე გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში მითითებული სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების წინმსწრები განჩინებები; მოპასუხეებს შპს ტელეკომპანია საქართველოს, გიორგი ყარამანიშვილს, ლევან ყარამანიშვილს და ნინო ნიჟარაძეს, ქიბარ ხალვაშსა და შპს პანორამას სასარგებლოდ, სოლიდარულად, დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის სახით 5000 ლარის ანაზღაურება; - საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწუვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

საბოლოო გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის საქმეზე

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 02 მარტი 2017 20:20
12 საათიანი მსჯელობის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა სასმართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. ქიბარ ხალვაშისა და შპს პანორამა-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა: - ლევან ყარამანაშვილის, გიორგი ყარამანაშვილის, შპს ტელეკომპანია საქართველოს, ნინო ნიჟარაძის, შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. - გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეტა პალატის 2016 წლის 10 ივნისის განჩინება და მირებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება - - ქიბარ ხალვაშისა და შპს პანორამა-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. - გაუქმდეს შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის პარტნიორების: ლევან ყარამანიშვილის 22%-ის, გიორგი ყარამანიშვილის 18%-ის, შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ 51%-ის და ნინო ნიჟარაძის 9%-ის წილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის 60% წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნებ ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნეს შპს „პანორამა“. - უცვლელად დარჩეს წინამდებარე გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში მითითებული სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების წინმსწრები განჩინებები; მოპასუხეებს შპს ტელეკომპანია საქართველოს, გიორგი ყარამანიშვილს, ლევან ყარამანიშვილს და ნინო ნიჟარაძეს, ქიბარ ხალვაშსა და შპს პანორამას სასარგებლოდ, სოლიდარულად, დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის სახით 5000 ლარის ანაზღაურება; - საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწუვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

ეს მხოლოდ რუსთავი "2-თვის" ბრძოლა არ არსი, - გია ბარამიძე

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 02 მარტი 2017 14:17
"ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს მხოლოდ რუსთავი "2-თვის" ბრძოლა არ არსი, ეს არ არის მხოლოდ ერთ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნებისათვის ბრძოლა, ეს არის თითოეული მედიასაშუალების, თითოეული ჟურნალისტის, რომელსაც აქვს გამბედაობა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რომ გადასცეს ნებისმიერი მართალი ინფორმაცია, მათ შორის ის ინფორმაცია, რომელიც არ აწყობს ხელისუფლებას, რომელსაც აქვს ის უნარი, რომ თქვას ის ის სიმართლე, რაც უხერხულია ხელისუფლებსითვის. ამიტომ დღეს არის ბრძოლა "რუსთავი 2-თვის", მაგრამ არის ბრძოლა საქართველოში მედია თავისუფლებისთვის,“- ასე მიმართა უზენაეს სასამართლოსთან შეკრებილ საზოგადოებას "ნაციონალური მოძრაობის" ერთ ერთმა ლიდერმა, გია ბარამიძემ. შეგახსენებთ, ამ წუთებში, საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციაზე "რუსთავი 2-ის" თანამშრომლები, მაყურებლები და ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები იმყოფებიან.

”რუსთავი 2”-ის მხარდამჭერი აქცია უზენაეს სასამართლოსთან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 02 მარტი 2017 14:14
ამ წუთებში, საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციაზე "რუსთავი 2-ის" თანამშრომლები, მაყურებლები და ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები იმყოფებიან.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა...

პოპულარული

« აპრილი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური