სასამართლომ ყოფილი მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 19 თებერვალი 2018 16:09
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის მიმართ თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული გ.კ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-115-ე მუხლით.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გ.კ.-მ 2017 წლის 18 თებერვალს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, თავისი ყოფილი მეუღლის ა.ლ.-ს მიმართ განახორციელა სასტიკი მოპყრობა, რა დროსაც თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა. აღნიშნულის შემდგომ ა.ლ.-მ სააბაზანო ოთახში ქამრის მსგავსი საგნის გამოყენებით თავი ჩამოიხრჩო.
სამართალდამცველებმა გ.კ. 2017 წლის 13 მაისს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111-115-ე მუხლით (ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის თვითმკვლელობამდე მიყვანა სასტიკი მოპყრობით) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.კ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და  სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 

სასამართლომ ბრალდებულ ნ.ლ.-ს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 17 იანვარი 2018 11:13

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარებაში, ხულიგნური ქვენაგრძნობით განზრახ მკვლელობასა და განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ასევე ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ნ.ლ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და  19, 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.     
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2017 წლის 5 აგვისტოს, დაახლოებით 23:30 საათზე ნ.ლ.-მ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში,  ხულიგნური ქვენაგრძნობითა და ორი პირის განზრახ მოკვლის მიზნით, ორლულიანი გადაჭრილი თოფიდან, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, ინახავდა და ატარებდა, განახორციელა ორი გასროლა, ჯერ გ.კ.-ს, ხოლო შემდგომ რ.ზ.-ს მიმართულებით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თავდამსხმელისგან გ.კ.-მ გაქცევით შეძლო თავის დაღწევა, ხოლო რ.ზ.-მ მრავლობითი დაზიანებები მიიღო წელის არეში. იგი საავადმყოფოში მიყვანის შემდგომ გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ნ.ლ. 2017 წლის 7 აგვისტოს ქედის მუნიციპალიტეტში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება), 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით), 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით) და 19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.     
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ნ.ლ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.  

ორი მოსწავლის მკვლელობაში ბრალდებულ მოსწავლეებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 04 დეკემბერი 2017 15:28

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ორივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. აღნიშნულით სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც ორივე ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა. 

როგორც ცნობილია, 51-ე სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობაში პირველი ექსპერიმენტული სკოლის ორი მოსწავლეა ბრალდებული, რომლიდანაც ერთი დაკავებულია, მეორე კი მიმალვაში იმყოფება. შესაბამისად, მიმალვაში მყოფ მოსწავლეს წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. 

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს კიდევ 3 პირი დააკავა.

რა ხდებოდა სასამართლოში გოგა ონიანის დაკავების დროს (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ვიდეო
სამშაბათი, 07 ნოემბერი 2017 12:51

ადვოკატი გიორგი ონიანი სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

„ქვეყნაში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო“ - მოსამართლემ „თბილავიამშენის“ ყოფილი აქციონერების სარჩელი არ დააკმაყოფილა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 26 ივლისი 2017 21:47

ყოფილი ხელისუფლების პერიოდში ,,გაჩუქებულ“ 67 მილიონიან ქონებაზე აღძრულ საქმეზე განაჩენი, თბილისის საქალაქო სასამართლომ ეკონომიკის სამინისტროს სასარგებლოდ  მიიღო.

დღეს, დილით, საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ლევან მიქაბერიძემ, დიდ ხნიანი პროცესის საბოლოო დასკვნა გამოაცხადა, რის თანახმადაც, „თბილავიამშენის“ 22 მოსარჩელე ყოფილ აქციონერსგამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. ხოლო, მოპასუხე  მხარე - ეკონომიკის სამინისტრო და „დელტა“ გაამართლდა.

მოსარჩელეები, მათ შორის "თბილავიამშენის" საკონტროლო პაკეტის მფლობელი, - პანტიკო თორდია, ,,ჯორჯიან თაიმსთან" საუბარში,  საქალაქო სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ კოლეგიის თავმჯდომარე 2 კვირით ადრე შეიცვალა, რაც კანონდარღვევაა. ახალმა თავმჯდომარემ კი 10 ტომიან საქმეზე გადაწყვეტილება ზუსტად 2 კვირაში გამოიტანა.

მთელი წლების განმავლობაში დეკლარირებული იყო, რომ სამართლიანობა აღდგებოდა. ახლა, რაღაც მანქანების დაბრუნება და რაღაც წვრილმანი საკითხების დაბრუნება, ფონს არ ქმნის საქართველოშისამართლიანობის აღდგენაზე.

ამ სამ პიროვნებას, ვინც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, ალბათ ღირსება არ  გააჩნიათ. როგორც მოსამართლეებმა და ადამიანებმა, ამით შეურაცხყოფა მიაყენეს თავიანთ ავტორიტეტს, საქართველოსა და საქართველოს სასამართლოს. ეს არის ჩემი დსკვნა.

ჩვენ ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ. ასვევე, უკვე ვმუშაობთ სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრბაზე,“- განაცხადა „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში სააქციო საზოგადოების „თბილავიამშენის“ საკონტროლო პაკეტის მფლობელმა - პანტიკო თორდიამ.

„ეს გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება,“- აღნიშნა ჩვენთან საუბარში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა - მიშა ჯახუამ.

მისი თქმით, ეს არის სრულიად წარმოუდგენელი, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებაა.

შეუძლებალია, რომ გონივრულ, საღ აზრს მოკლებული არ იყოს ეს გადაწყვეტილება, ვინაიდან საქმეში არის მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ ადასტურებს ზეწოლის ფაქტს. ფაქტობრივად,სასამართლომ გვითხრა, რომ  21 ადამიანი გაგიჟდა და ჩუქების სურვილი გაუჩნდა, მაშინ, როდესაც მას ნოტარიუსთან თავზე  ედგა სამხედრო პოლიცია,. უმაღლესი თანამდებობის პირებიც კი ღიად აღიარებენ ქარხნის წართმევას. თუმცა ეს, რატომღაც არ აღმოჩნდა საკმარისი საფუძველი სასამართლოსთვის და მიიღო სრულიად დაუსაბუთებელი, უკანონო გადაწყვეტილება,“ - განაცხადა  ადვოკატმა  მიშა ჯახუამ.

„ველოდით, რომ ამ ხელიფულების დროს  მაინც აღდგებოდა ჩვენი კანონიერი საკუთრება“, - განაცხადა ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში სააქციო საზოგადოების „თბილავიამშენის“  დირექტორის ყოფილმა მოადგილემ კახა ჟღენტმა.

მისივე განმარტებით, დღევანდელი სასამართლო პროცესი უკანონო და დაუსაბუთებელი იყო.

ჩვენ ველოდით ამ გადაწყვეტილებას, გამომდინარე იქიდან, რომ 12 ივლისს, ახალი კოლეგიის თავმჯდომარედ ლევან მიქაბერიძე დაინიშნა. მან ორი კვირის განმავლობაში 5 თუ 6 სხდომის ჩატარებამოასწრო. 10 ტომი შეისწავალა, ვითომდა ამ მოკლე პერიოდში, 14 დღის განმავლობაში.  ეს იყო შეკვეთილი;  წინა თავმჯდომარის - ლია ავალიშვილის საქმიდან ჩამოცილებაც დაგეგმილი იყო.  ისსწორი გზით მიდიოდა, მიუხედავად იმისა, რომ 5 წელი გრძელდებოდა  საქმის განხილვა.

დღევანდელი სასამართლო პროცესი უკანონო და დაუსაბუთებელია.  მათ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგეს უკან და კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ქვეყნაში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო.

ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას როგორც საქართველოში, ასევე ვემზადებით სტრასბურგის ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლოში ამ საქმის გასაჩივრებისათვის.

დღესდღეობით კი ის შედეგი დადგა, რომ ბიზნესი ფაქტობრივად გაჩერდა. ეს იყო დამატებითი შემოსავალი სახელწიფოსათვის, სამუშაო ადგილები და ქვეყნის იმიჯი. სასამართლომ ძალიან ცუდიგადაწყვეტილება მიიღო.

ველოდით, რომ ამ ხელისუფლების დროს  მაინც აღდგებოდა ჩვენი კანონიერი საკუთრება. რადგან 2012 წლიდან მივმართეთ ყველა ინსტანციას, როგორც პროკურატურას, ისე პარლამენტს, სახალხოდამცველს და 2013 წლიდან უკვე-სასამართლოს. ვიყავით დარწმუნებულები, რომ ჩვენი ინტერესები იქნებოდა დაცული და სამართლიანობა აღდგენილი,ვინაიდან მტკიცებულებები  ძალიან მყარიიყო,“- აღნიშნა „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში სააქციო საზოგადოების „თბილავიამშენის“ დირექტორის  ყოფილმა მოადგილემ კახა ჟღენტმა.

პროცესის დასრულების შემდეგ, „ჯორჯიან თაიმსი“ სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაუკავშირდა.

ეს იყო საქმის პირველი ინსტანცია და მოსამართლემ გადაწყვეტილება ჩვენს სასარგებლოდ მიიღო, ამიტომ კომენტარს არ გავაკეთებთ,“-განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისსამინისტროს საზოგადოებასთან ურთოერთობის სამსახურის წარმომადგენელმა.

შეგახსნებთ, რომ „თბილავიამშენის“ 22 აქციონერი  2010 წელს, ეკონომიკის სამინისტროში, ღამის საათებში დაიბარეს და უთხრეს, რომ 67 მილიონიანი ქონება სახელმწიფოსთვის უნდა გადაეცათ.

განხორციელებული ზეწოლისა და დაშინების შედეგად, მესაკუთრეები იძულებულნი გახდნენ, საკუთარი ქონება სახელმწიფოსთვის ეჩუქებინათ.  უკანონოდ მიღებული ქონება დღესაც სახელმწიფოსსაკუთრებაშია და  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზე ირიცხება.

აქციონერთა განმარტებითა და საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით იკვეთებოდა, რომ  სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოთა მხრიდან, მესაკუთრეთა მიმართ მთელი რიგი უკანონო ქმედებებიგანხორციელდა, რომელთა უმეტესობა, აშკარად შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს.

საქმის განხილვა 2013 წლიდან მიმდინარეობდა. დაახლოებით ორი წლის განმავლობაში, მხოლოდ ერთი მოსამზადებელი სხდომა იყო ჩატარებული და არცერთი არსებითი განხილვა არ ყოფილა. მოულოდნელად მოხდა ისე, რომ სრულიად დაუსაბუთებლად, მოსამართლე ლია ავალიშვილი საქმეს ჩამოაშორეს და გადასცეს სრულიად სხვა მოსამართლეს, რომლის ცოლიც „დელტაში“ მუშაობდა. მოსარჩელე მხარემ სასწრაფად მოითხოვა საქმის აცილება. სასამართლო პროცესები, 18 ივლისს, ახალი კოლეგიის თავმჯდომარის -  ლევან მიქაბერიძის მიერ განახლდა, რის შემდეგაც, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, „თბილავიამშენის“ აქციონერების სარჩელი არ დააკმაყოფილა.

„თბილავიამშენის“ საქმის დეტალებს გაეცანით შემდეგ ლინკეზე:

ყოფილი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ,,გაჩუქებული“ 67 მილიონიანი ქონება და ,,საჩუქარი“, რომელზე დავაც დღემდე არ დასრულებულა

ყოფილი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ,,გაჩუქებულ“ 67 მილიონიან ქონებაზე დავა გრძელდება

 

/ ნინო ოთარაშვილი /

სასამართლომ ბიზნესმენ გურამ გოგიჩაიშვილის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 21 ივლისი 2017 12:49

სასამართლომ ბიზნესმენ გურამ გოგიჩაიშვილის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს, რეზო გოგრიჭიანს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. 

“გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისათვის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის, წარსულში ნასამართლევი რ.გ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-მუხლით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.

სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 15 იანვარს, დაახლოებით 12:30 საათზე, ქ. გორში, წარსულში განზრახ დანაშაულებისთვის ნასამართლევმა რ.გ.-მ შურისძიების მიზნით „ნაგანის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა, რამდენჯერმე ესროლა გ.გ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად გ.გ. ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა რ.გ. 2017 წლის 9 ივნისს ქ.ბათუმში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა.

გორის რაიონულმა სასამართლომ რ.გ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

სოსო ოხანაშვილი სასამართლოსთვის ჩვენების მიცემას არ აპირებს - პროკურორი

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 21 ივლისი 2017 12:44

ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა გრძელდება. როგორც სხდომის დაწყებამდე საქმის პროკურორმა აღნიშნა, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე საქართველოს პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის დაკითხვაც იგეგმებოდა, თუმცა ზვიად გუბელაძის თქმით, ოხანაშვილის ოჯახმა განმარტა, რომ ის საქართველოში ჩამოსვლას და სასამართლოსთვის ჩვენების მიცემას არ გეგმავს.

„დაცვის მხარემ განმარტა, რომ ისინი მოახერხებენ სოსო ოხანაშვილის ჩამოყვანას საქართველოში და სასამართლოს წინაშე წარდგენას. ოჯახის წევრებმა განგვიმარტეს, რომ ნამდვილად იმყოფება გერმანიაში, არ აპირებს საქართველოში ჩამოსვლას, მათ შორის სასამართლოსთვის ჩვენების მიცემას,“ - განაცხადა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ.

არსებული ინფორმაციით, ოხანაშვილს დაცვის მხარე მომავალ კვირას, სკაიპის მეშვეობით დაკითხავს.

"სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ნამდვილად არ ველოდი"- დავით ხარშილაძის კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 13 ივლისი 2017 12:48

„ქრონიკა+“-ის მთვარი რედაქტორის შვილ დავით ხარშილაძე , რომელიც ნარკოდანაშაულისთის იყო დაკავებული მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას გადაწყვეტილებით დარბაზიდან 15 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დავიტ ხარშილაძემ კომენტარი ჟურნალისტევთან გააკეთა და განაცხადა, რომ ის უდანაშაულო იყო და მისი დაკავება დედამისის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდებოდა:

„დღევანდელ გადაწყვეტილებას ნამდვილად არ ველოდი, მოსამართლემ საკუთარი ინიციატივით გადასინჯა გადაწყვეტილება და ნამდვილად მოულოდნელი იყო. დანარჩენზე შემდგომ ვისაუბრებ.“- აღნიშნა ხარშილაძემ.

ფარული კადრების მოპოვება-შენახვაში ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო, კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები სხდომათა დარბაზშივე დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 03 ივლისი 2017 12:11

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების მოპოვება-შენახვაში ბრალდებული კუდ-ისა და პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნები სასამართლომ გაამტყუნა. განაჩენი მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 

მოსამართლემ საქმეზე ბრალდებული 6 პირიდან მხოლოდ ერთი გიგლა შიოშვილი გაამართლა. საქმეზე ბრალდებული რევაზ შიუკაშვილი და ირაკლი ყიფშიძე კი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.

კერძოდ, საქმეზე ბრალდებულ კუდ-ის უფროსის ყოფილ მოადგილე ვასილ ლელუაშვილს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, „ამნისტიის კანონით“ კი მას სასჯელის ერთი მეოთხედი შეუმცირდა და საბოლოოდ, 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

რევაზ შიუკაშვილი და ირაკლი ყიფშიძე მოსამართლემ ასევე დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალში და სასჯელის სახით ორივეს 5 წელი და 4 თვე განუსაზღვრა. მათ „ამნისტიის შესახებ“ კანონის თანახმად, სასჯელის ვადა ერთი მეოთხედით შეუმცირდათ და საბოლოოდ, ბრალდებულებს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

რაც შეეხება საქმეზე ბრალდებულ, ძალოვანი უწყების კიდევ ორ ყოფილ თანამშრომელს - გივი კაციტაძესა და დიმიტრი თათრიშვილს, რომლებიც ამჟამად მიმალვაში იმყოფებიან, მოსამართლემ მათ მიმართაც გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და სასჯელის სახით 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. „ამნისტიის შესახებ“ კანონის თანახმად, კაციტაძეს და თათრიშვილს სასჯელის ვადა ერთი მეოთხედით შეუმცირდათ და საბოლოოდ, 5 წლითა და 3 თვით პატიმრობა შეეფარდათ.

მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილის გადაწყვეტილებით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების მოპოვებაში ბრალდებული გიგლა შიოშვილი გამართლდა. 

როგორც მოსამართლემ განმარტა, საქმის განხილვისას მის წინააღმდეგ ვერ შეგროვდა მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც მის მიერ დანაშაულის ჩადენას დაამტკიცებდა.

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეში მსჯავრდებულები - ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე პატიმრობაში დატოვა

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 21 ივნისი 2017 13:00

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეში მსჯავრდებული, კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ირაკლი ფირცხალავა, ასევე ყოფილი პოლიციელი, გიორგი ცააძე სააპელაციო სასამართლომაც გაამტყუნა. 

მოსამართლეთა კოლეგიამ გაითვალისწინა პროკურატურის არგუმენტები და ყოფილი სამართალდამცველები დამნაშავედ სცნო.

განაჩენი სააპელაციო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. ფარცხალაძის და ცააძის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფარცხალაძეს და ცააძეს 12-12 წლიანი პატიმრობა აქვთ შეფარდებული, რაც დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური