სასამართლოში ე.წ კაბელების საქმის განხილვა განახლდება

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 15 დეკემბერი 2015 10:05

ბრალდების მხარის მტკიცებულებთა გამოკვლევით განახლდება დღეს ე.წ კაბელების საქმეზე პროცესი საქალაქო სასამართლოში. დაიკითხება რამდენიმე მოწმე.

დაცვის მხარე პროკურატურის მიერ წარმოდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება და მტკიცებულებების არ არსებობაზე საუბრობს.

თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანს 4 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო თანხის გაფლანგვისთვის აქვს ბრალი წარდგენილი.

შოთა ქემოკლიძეს გირაო შეუფარდეს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2015 09:50

ცივი იარაღის ტარებაში ბრალდებულ შოთა ქემოკლიძეს, გირაოს სახით, 4 000 ლარის გადახდა დაეკისრა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებული, თანხის გადახდამდე, პატიმრობაში დარჩება. 

დაცვის მხარის შუამდგომლობის ნაწილობრივი დაკმაყოფილების შემდეგ, ოჯახი გირაოს გადახდის პირობას დებს. 

ამ დროისთვის ბრალდებული ქუთაისის ნომერ მეორე სასჯელაღსრულების დეპარტამენტშია გადაყვანილი. 

შოთა ქემოკლიძე სამართალდამცველებმა გუშინ ცივი იარაღის ტარების გამო დააკავეს. თუმცა, სამხარეო პოლიციაში მიყვანის შემდეგ, დაკავებულმა, პროტესტის ნიშნად, სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა, რის გამოც სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო. 

ექიმების თქმით, ქემოკლიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყფილებელია.

ჟურნალისტ,ეკა კვესიტაძეს ნინო ჯღარკავა სასამართლოში უჩივლებს

გამოქვეყნებულია სამართალი
კვირა, 25 ოქტომბერი 2015 13:22

ჟურნალისტმა ნინო ჯღარკავამ  განაცხადა, რომ იგი აპირებს ჟურნალისტ ეკა კვესიტაძეს სასამართლოში უჩივლოს. საქმე "რუსთავი 2"-ის ეთერში გასულ გადაცემა "განსხვავებულ აქცენტების" ანონსს ეხება, სადაც ნაჩვენებია მისი მიმოწერა ლადო ბედუკაძესთან, რომელიც ე.წ. "ციხის კადრებს" ეხება.ნინო ჯღარკავას განცხადებით, მისი და ბედუკაძის მიმოწერა, რომლის თანახმადაც მან თანხა გადაურიცხა მის მეუღლეს და გარკვეული მოლაპარაკება აწარმოა მასთან. ჯღარკავას განცხადებით, ეს არის ფოტოშოფი და აბსოლუტური სიცრუე. მისი განცხადებით, ეს ფაქტი მასთან იმიტომ დააკავშირეს, რომ იგი მართლაც არის თამაზაშვილებისა და ღარიბაშვილების ოჯახის მეგობარი.

საქალაქო სასამართლოში დღეს ბაჩო ახალაიას პროცესი გაიმართება

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2015 10:48

საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას საქმის განხილვა გაგრძელდება. პროცესზე ე.წ. ჯაშუშების საქმეზე იმსჯელებენ.

დაცვის მხარე საქმეში ახალი ვიდეომასალის დართვას და კიდევ ერთი მოწმის დამატებას ითხოვს.

აღნიშნულ საქმეზე ახალაიას გამოძიება ჯაშუშებად გამოცხადებული პირების წამების ორგანიზებას ედავება. ამავე საქმეშია გაერთიანებული კიდევ ერთი ეპიზოდი, სადაც ექსმინისტრს თანხების მითვისება-გაფლანგვა ედება ბრალად. ამავე ეპიზოდში ბრალი აქვთ წარდგენილი მეგის ქარდავას და ნიკა ძიმცეიშვილს.

ბრალდების მხარის ინფორმაციით, მეგის ქარდავას თანხის მითვისებაში ბაჩო ახალაია და მისი ყოფილი მოადგილე ნიკა ძიმცეიშვილი დაეხმარნენ.

7 ნოემბრის საქმის სასამართლო სხდომაზე მოსამართლეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 06 ოქტომბერი 2015 14:52

ტელეიმედისა და 7 ნოემბრის საქმეზე დაცვის მხარემ მოსამართლის აცილება მოითხოვა. არგუმენტად ადვოკატებმა ლილი მსხილაძის სატელევიზიო და საგაზეთო ინტერვიუები დაასახელეს, სადაც მოსამართლე პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს და "ნაციონალურ მოძრაობას" აკრიტიკებს. ვიდეომასალის ჩვენებაზე მსხილაძემ უარი განაცხადა, თუმცა კოლეგიის წევრმა სხვა მოსამართლემ დაცვის მხარეს უფლება მისცა მასალა დარბაზში ეჩვენებინათ. ამის გამო მოსამართლეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და მოსამართლე ორკოდაშვილმა, რომელმაც ვიდეომასალის ჩვენების უფლება გასცა, საკუთარი თავის აცილების საკითხი დააყენა. დაცვის მხარის მტკიცებით, მსხილაძე მაშინდელი სახალხო დამცველის, სოზარ სუბარის მრჩეველი იყო და პირადად წერდა დასკვნებს 7 ნოემბერსა და იმედში შეჭრაზე. პროცესზე პროკურატურამ შესვენება ითხოვა. სხდომა 15 საათზე განახლდება და გაირკვევა დაკმაყოფილდება თუ არა დაცვის მხარის შუამდგომლობა, მოსამართლის აცილებაზე.

"მოსამართლე ლილი მსხილაძე, საქართველოს სახალხო დამცველის სოზარ სუბარის მრჩევლის პოზიციაზე მუშაობისას ჰქონდა შემხებლობა ბადრი პატარკაციშვილის საქმესთან, კერძოდ ტელეკომპანია იმედისა და შპს ლინქსის საქმეებთან, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას განსახილველ საქმეში. გაზეთ "ალიას" 2009 წლის ნომერ 145-ე გამოცემაში გამოქვეყნებულ სტატიაში, ლილი მსხილაძე ამბობს-მე ვიყავი სოზარ სუბარის მრჩეველი, ვსწავლობდი სისხლის სამართლის საქმეებს და ვაკეთებდი დასკვნებს, რომლებიც შედიოდა სახალხო დამცველის საპარლამენტო მოხსენებაში.... შესაბამისად, როგორც ლილი მსხილაძე გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავს, პატარკაციშვილის საქმის ფარგლებში, ტელეკომპანია იმედისა და შპს ლინქსის საქმეებზე, სახალხო დამცველის აპარატის მიერ მომზადებული დასკვნები ეკუთვნის მას. აღნიშნული გარემოება გამორიცხავს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში მოსამართლე ლილი მსხილაძის მიუკერძოებლობას და ობიექტურობას". განაცხადა ადვოკატმა ოთო კახიძემ სასამართლო პროცესზე.

ტელეიმედისა და 7 ნოემბრის საქმეს მოსამართლეთა კოლეგია განიხილავს, რომელსაც ლილი მსხილაძე ხელმძღვანელობს.

 

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური