სასჯელაღსრულების სამინისტრომ სასამართლოს სარჩელით მიმართა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 15 ნოემბერი 2016 17:33

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ პენიტენციური დაწესებულების ორი ყოფილი თანამშრომლის წინააღმდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა. სამინისტრო მსჯავრდებულ თ.რ-ს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი ყოფილი თანამშრომლების მხრიდან, რეგრესის წესით, იმ თანხის ანაზღაურებას მოითხოვს, რომელიც სახელმწიფომ, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, წამების მსხვერპლ თ.რ.-ს კომპენსაციის სახით გადაუხადა.

2012 წლამდე სასჯელაღსრულების სისტემაში დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან ცემა-წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში დაზარალებულად ცნობილი მსჯავრდებულის თ.რ.-ს მიმართ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის გადაწყვეტილებით, სასამართლო პროცესი მორიგებით დასრულდა. მორიგების თანხამ 20 000 ლარი შეადგინა და შესაბამისად, თ.რ-მ კომპენსაციის სახით 20 000 ლარი მიიღო. თ.რ.-ს შემთხვევაში, სასამართლოს განაჩენით და საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ წლების წინ, პენიტენციურ დაწესებულებაში ის არაერთხელ გახდა არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. მითითებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა დაწესებულების ყოფილი თანამშრომლების მიმართ. განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის შედეგად, თ.რ.-ს დაუმძიმდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რის გამოც სასამართლოს მიერ მას სასჯელის მოხდა გადაუვადდა.

რეგრესის წესით, იმ ყოფილ თანამშრომელთა მიმართ სარჩელით თანხის მოთხოვნა, ვის მიერაც მსჯავრდებულის ცემა-წამება განხორციელდა, ერთ-ერთი პირველი პრეცედენტია. 2012 წლის ოქტომბრამდე პენიტენციურ დაწესებულებაში ცემა-წამება-არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შესახებ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმოებაში ამჟამად არაერთი საქმეა. იმ შემთხვევაში, თუ უწყებას კვლავ დაეკისრება კომპენსაციის გადახდა იმ პირების მიმართ, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებში თანამშრომელთა მხრიდან არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარნენ, სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, თანხის რეგრესის წესით ანაზღაურების მოთხოვნის პრაქტიკას მომავალშიც გამოიყენებს.

Deutsche Welle-მ თურქული მხარის ქმედებების გასაპროტესტებლად სასამართლოში სარჩელი შეიტანა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 27 სექტემბერი 2016 15:24

გერმანულმა მედიაორგანიზაციამ Deutsche Welle-მ (DW) თურქული მხარის ქმედებების გასაპროტესტებლად ანკარის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. დოიჩე ველეს სამაუწყებლო საბჭომაც დაწყებულ სამართლებრივ პროცესს მხარი დაუჭირა.

როგორც Deutsche Welle-ში აცხადებენ, 5 სექტემბერს გერმანულმა გამოცემამ Deutsche Welle-მ  Confl’ct Zone-ის ჟურნალისტმა მიშელ ფრიდმანმა თურქეთის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრთან სატელევიზიო ინტერვიუ ჩაწერა, თუმცა მალევე სამინისტროს პრესმდივანმა განაცხადა, რომ გამოცემას ინტერვიუს გამოქვეყნების უფლება არ აქვს.

Deutsche Welle-ს ცნობით, მოხდა ვიდეომასალის ჩამორთმევა, რის შემდეგაც მედიაორგანიზაციამ სარჩელის შეტანა გადაწყვიტა.

Deutsche Welle-ს გენერალურმა დირექტორმა პიტერ ლიმბურგმა თურქულ მხარეს მოუწოდა, გადაღებული ვიდეომასალა ჰოლდინგს დაუყოვნებლივ დაუბრუნოს. მისივე თქმით, ყოველივე ამას კანონის უზენაესობასა და დემოკრატიულ პრინციპებთან არანაირი კავშირი არ აქვს.

აღსანიშნავია, რომ თურქ მინისტრთან ინტერვიუს დროს განხილვის საგანი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, მასობრივი დაკავებები, სიტყვის თავისუფლების კუთხით არსებული ვითარება და თურქულ საზოგადოებაში ქალების მდგომარეობა იყო.

წყარო: http://www.dw.com/tr/dwden-t%C3%BCrkiye-gen%C3%A7lik-ve-spor-bakanl%C4%B1%C4%9F%C4%B1na-dava/a-35887995

საკონსტიტუციო სასამართლოში "რუსთავი 2-ის" ახალი სარჩელების განხილვა დაიწყო

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 17 ივნისი 2016 13:57

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა "რუსთავი 2-ის" და "TV საქართველოს" ახალი სარჩელების განხილვა  დაიწყო. ამ სარჩელებით რუსთავი 2-ს და TV საქართველოს გასაჩივრებული აქვს სამოქალაქო კოდექსის ერთდროულად რამდენიმე მუხლი.

“აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელები გულისხმობენ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების, იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც კეთილსინდისიერ შემძენს ავალდებულებს, დაუბრუნოს ნივთი თავდაპირველ მესაკუთრეს, “ - განაცხადა "რუსთავი 2-ის" ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ბაგა-ბაღების გათავისუფლებული დირექტორები დღეს საქალაქო სასამართლოში სარჩელს შეიტანენ

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 11 აპრილი 2016 10:30

ბაგა-ბაღების გათავისუფლებული დირექტორები დღეს  საქალაქო სასამართლოში სარჩელს შეიტანენ. უკვე ყოფილი დირექტორები  გათავისუფლებას აპროტესტებენ და თანამდებობაზე აღდგენას მოითხოვენ.

თერთმეტივე გათავისუფლებული დირექტორი პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს და გადაწყვეტილებას წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს.

 

 

სასამართლოში სარჩელი ელისო კილაძის წინააღდეგ

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 22 დეკემბერი 2015 11:09

 საქალაქო სასამართლოში დღეს სარჩელი შეაქვს მანანა კობახიძის ადვოკატს ქრონიკა პლიუსისა და მისი რედაქტორის, ელისო კილაძის წინააღმდეგ განცხადების გაკეთებას დღეს მისი ადვოკატი  გეგმავს.თავის მხრივ, საკუთარი სიმართლის დაცვას გეგმავს ელისო კილაძეც. მისი მტკიცებით, უტყუარი ინფორმაცია მას კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა, რომლის დასახელებასაც სასამართლო დარბაზშიც არ აპირებს.„პატივი და ღირსება რომ შეგელახოს, ეს უნდა გქონდეს, მე ვფიქრობ, რომ პარლამენტის ვიცე სპიკერს არ გააჩნია არც პატივი და არც ღირსება. მფარველობდა მძიმე ნარკოდანაშაულში მხილებულ პირებს, ის იყო მათი ლობისტი. მე მაქვს ინფორმაცია და წყაროს არ დავასახელებ სასამართლოზე,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.ჟურნალისტის თქმით, ის ბოლომდე აპირებს სამართლებრივ დავას. 

"რუსთავის წყალმა" სემეკის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 11 დეკემბერი 2015 17:50

კომპანია "რუსთავის წყალმა" დღეს სემეკის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. როგორც "ნიუსდეის" კომპანიაში დაუდასტურეს"რუსთავის წყალი" სემეკ-ის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის თანახმადაც, მარეგულირებელმა კომისიამ კომპანიის აბონენტებისთვის ქალაქ რუსთავში, გარდაბანსა და მარნეულის რაიონში წყალმომარაგების ტარიფი შეამცირა. 
"რუსთავის წყლის" მთავარმა იურისტმა ბესიკ კობერიძემ სარჩელი დღეს, 13:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა და სემეკ-ის 2015 წლის 26 ნოემბრის N31 დადგენილება გაასაჩივრა.
"კომპანია "რუსთავის წყალს" დაუდგინდა ახალი ტარიფები. მიგვაჩნია, რომ სემეკ-მა არასრულფასოვანი მეთოდოლოგიის გამოყენებით, არასწორი ტარიფი დაადგინა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვასაჩივრებთ სემეკ-ის ამ დადგენილებას. ანალოგიური მიზეზის გამო, გავასაჩივრეთ თბილისისა და მცხეთის წყალმომარაგების ტარიფებთან დაკავშირებული დადგენილებებიც", - განმარტავს ბესიკ კობერიძე.
როგორც კომპანიის მენეჯმენტი აცხადებს, "რუსთავის წყლის" ტარიფთან დაკავშირებით, არგუმენტირებული და დოკუმენტურად დასაბუთებული პოზიციის შეჯერება სემეკ-თან ვერ მოხერხდა. შედეგად, ტარიფების 20%-ით შემცირებით, სემეკმა კომპანიის ფინანსური მდგომარეობა გააუარესა. 
"იმის გამო, რომ "რუსთავის წყალი" წამგებიანი ბიზნესი გახდა, კომპანიის მენეჯმენტი იძულებულია მართვის კრიზისულ რეჟიმზე გადავიდეს, ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირება დაიწყოს და უარი თქვას არა მხოლოდ განვითარებაზე, არამედ იმ აუცილებელი პროექტების განხორციელებაზეც კი, რაც მომხმარებელთა სრულფასოვან მომსახურებას უკავშირდება. ამასთან, უახლოეს მომავალში კომპანია აუცილებლად დადგება ლიკვიდურობის პრობლემის წინაშე, რაც კრედიტორებთან დროულ ანგარიშსწორებას მნიშვნელოვნად შეაფერხებს. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, "რუსთავის წყლის" მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ რეგულატორის კონტრარგუმენტები ვალიდურობას მოკლებულია, აქედან გამომდინარე, საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს", - ნათქვამია "რუსთავის წყლის" განცხადებაში. 

საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის ერთი შუამდგომლობა დააკმაყოფილა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 12 ნოემბერი 2015 17:13

ერთსაათიანი შესვენების შემდეგ რუსთავი 2-თან დაკავშირებული პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში განახლდა.

სხდომა ისევ კითხვა-პასუხის რეჟიმში გრძელდება. სასამართლომ დააკმაყოფილა პარლამენტის წარმომადგენლის შუამდგომლობა სპეციალისტის მოწვევის შესახებ. 

საკონსტიტუციო სასამართლოში სამართლის დოქტორს გია ლილუაშვილს ხვალ 12:00 საათზე მოუსმენენ. 

"რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში მეორე სარჩელი შევიდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 06 ნოემბერი 2015 15:12

რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში მეორე სარჩელი შევიდა. ტელეკომპანია საქართველოს წარმომადგენლები საკონსტიტუციო კონტროლის ორგანოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271–ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას და გადაწყვეტილების მიღებამდე, მისი მოქმედების შეჩერებას ითხოვენ.

დამატებითი სარჩელის აღძვრის გადაწყვეტილება იურისტებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც 2 ნოემბერს მიღებული დაუყოვნებლივი აღსრულების შეჩერების გადაწყვეტილების მიუხედავად, კომპანიის მენეჯმენტი გუშინ 5 ოქტომბერს სხვა მუხლის საფუძველზე შეიცვალა.

"რუსთავი 2" საკონსტიტუციო სასამართლოს კიდევ ერთი სარჩელით მიმართავს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 06 ნოემბერი 2015 09:29

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 საკონსტიტუციო სასამართლოს კიდევ ერთი სარჩელით მიმართავს.

გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, იურისტები იმ მუხლის გაუქმებას მოითხოვენ, რომლის მიხედვითაც მოსამართლემ 5 ნოემბრის გადაწყვეტილება მიიღო. 

თამაზ ურთმელიძის განჩინება რუსთავი 2-ის იურისტებს არ ჩაბარებია. მათ განჩინების შესახებ საჯარო რეესტრის ვებგვერდიდან შეიტყვეს.

რუსთავი 2-ის იურისტი თამთა მურადაშვილი ამბობს, რომ განჩინება უკანონოა. ის იმედს გამოთქვას, რომ საკონსტიტუციო სასამართლო საქმის მასშტაბურობას და საზოგადოების მაღალ ინტერესს გაითვალისწინებს და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

რუსთავი 2-ის იურისტი ასევე იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პრეზიდენტი შესაბამის ნაბიჯს გადადგამს.

გიგი უგულავა გათავისუფლდა და მან საპატიმრო დატოვა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 17 სექტემბერი 2015 23:04

საქალაქო სასამართლომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასა და უგულავას ადვოკატების მიერ დაყენებულ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილება გამოიტანა და გიგი უგულავა პატიმრობიდან გაათავისუფლა. შესაბამისად მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა საპატიმროს დაუყოვნებლივ დატოვებს. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ წუთებში მიიღო.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტლება, რომლის მიხედვითაც, გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საუბარია 9-თვიან პატიმრობაზე. კერძოდ, სასამართლომ მიუთითა, რომ საკანონმდებლო ნორმა, რომელსაც გიგი უგულავა ასაჩივრდება, იმაზე მეტი ვადით უშვებს პირის პატიმრობაში ყოფნას, ვიდრე ეს კონსტიტუციით არის ნებადართული. ეს კი ხელყოფს მისი, როგორც ბრალდებულის, კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მეექვსე პუნქტებით დაცულ უფლებას.

გადაწყვეტილებას ხელს პლენუმის წევრები: გიორგი პაპუაშვილი, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, თამაზ ცაბუტაშვილი აწერენ. დოკუმენტს ხელი მხოლოდ მერაბ ტურავამ არ მოაწერა.

ამასთან შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე მიმდინარეობს, რომელიც "ტელეიმედისა" და რიყის ტერიტორიის გასხვისებას ეხება. ამ საქმეზე დღევანდელი პროცესი, ადვოკატების მოთხოვნით, ხვალისთვის გადაიდო. უგულავას სასამართლო პროცესი დღეს თითქმის 5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე 20:00 საათზე 2 საათიანი შესვენება გამოაცხადა. 

რამდენიმე წუთის დაგვიანებით დაწყებულ პროცესზე კი პროკურატურამ სხდომის გადადება მოითხოვა, თუმცა სასამართლომ ის არ დააკმაყოფილა. 

 

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური