Moody’s-მა ლიბერთი ბანკის რეიტინგი გაზარდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 02 ივლისი 2019 11:10
2019 წლის 20 ივნისს, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა ლიბერთი ბანკის რეიტინგი B1-დან Ba3-მდე გაზარდა. რეიტინგის გაზრდა განპირობებულია ბანკში გატარებული რეფორმებით. გაუმჯობესებულია ფინანსური მაჩვენებლები და კაპიტალზე წვდომა. რეიტინგის პოზიტიურ ცვლილებაზე ასევე დადებითად იმოქმედა სასესხო პორტფელის დივერსიფიცირების აქტიურმა პროცესმა.
Moody’s-ის მოლოდინით, ლიბერთი ბანკი გააგრძელებს საკრედიტო პორტფელის დივერსიფიცირებას, რაც შესაბამისობაშია ბანკის მიერ გაცხადებულ სტრატეგიასთან - ჩამოყალიბდეს მომხმარებელზე ორიენტირებულ, უნივერსალური ტიპის ბანკად.  კაპიტალის ბაზრებზე გამარტივებული წვდომა მიმზიდველ ფასში ფინანსური რესურსების მოზიდვის შესაძლებლობას იძლევა, რაც შესაბამისად, ბანკის მომხმარებლებზეც დადებითად აისახება.
„მოხარულები ვართ რომ, ახალი მენეჯმენტის მიერ გადადგმულმა პირველმა ნაბიჯებმა Moody’s-ის ნდობა დაიმსახურა. ახალი საბანკო რეგულაციებით განპირობებული ნეგატიური ეფექტებისა და ჩვენს მიერ სოციალურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების მკვეთრი შემცირების მიუხედავად, ჩვენმა გუნდმა, უმოკლეს პერიოდში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მაღალტექნოლოგიური და უნივერსალური ტიპის ბანკად ჩამოყალიბების მიმართულებით.“- განაცხადა ბანკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან ლეკიშვილმა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი Australian Open-ის მესამე წრეში გავიდა

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 17 იანვარი 2018 16:39

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (61-ე ადგილი ATP-ს რეიტინგში) „დიდი სლემის" — Australian Open სერიიდან საჩოგბურთო ტურნირის მეორე რაუნდში ბელგიელ რუბენ ბენელმანს (117-ე) სამ სეტში მოუგო 7:5, 6:1, 6:3 და ტურნირის მესამე წრეში გავიდა. ტურნირი მელბურნში მიმდინარეობს.

გამარჯვებისთვის ქართველ ჩოგბურთელს სულ 1 საათი და 41 წუთი დასჭირდა.

მთელი მატჩის განმავლობაში ბასილაშვილს მეტოქეზე აშკარა უპირატესობა ჰქონდა. ბენელმანს მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ მისი გამოყენება ვერ შეძლო.

Australian Open-ის მესამე რაუნდში ბასილაშვილი პირველად გავიდა. ამით მან გამოიმუშავა 90 სარეიტინგო ქულა და საპრიზო 142 ათასი აშშ დოლარი.

1/8 ფინალში გასასვლელად ბასილაშვილი 23 წლის ბრიტანელს, კაილ ედმუნდს (49) შეხვდება.




ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური