ევროკავშირი საქართველოს რეგიონებს 186 მილიონი ლარით დააფინანსებს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 08 აპრილი 2021 11:00

ევროკავშირისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები საქართველოს რეგიონებს 220 მილიონი ლარის რეგიონების განვითარების პროგრამის პირველი შედეგების ადგილზე გასაცნობად ეწვივნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების ხელმძღვანელმა სიგრიდ ბრეტელმა იმერეთისა და გურიის ექვსი მუნიციპალიტეტი მოინახულა და ადგილზე გაეცნო 2,5 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას.

აღნიშნული პროექტები, მთავრობის 220 მილიონი ლარის მოცულობის რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საპილოტე პროგრამის ნაწილს წარმოადგენს, საიდანაც 186 მილიონი ლარი ევროკავშირის მიერ ფინანსდება.

ადგილზე მონახულებული 6 პროექტი წარმოადგენს რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საპილოტე პროგრამის პირველი ფაზის ნაწილს, რომელიც 2020 წლის ივნისში დაიწყო. აღნიშნული მოიცავს შემდეგ პროექტებს:

საგზაო და საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიზნესის სტიმულირებისა და ტურიზმის განვითარებისათვის, ლაბაჯურში, ვანის მუნიციპალიტეტი, იმერეთი.

პარკის მშენებლობა საჩხერეში, საჩხერის მუნიციპალიტეტი, იმერეთი.

ტურისტული და ბიზნესის განვითარების მომსახურების ცენტრის შექმნა სოფელ ვარციხეში, ბაღდათის მუნიციპალიტეტი, იმერეთი.

საზოგადოებრივი სკვერის რეაბილიტაცია სამტრედიაში, სამტრედიის მუნიციპალიტეტი, იმერეთი.

სოფელ ბახვში ტურიზმის განვითარების მიზნით 1 კმ-იანი გზის მშენებლობა "ჩაის მარშრუტის" გასწვრივ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, გურია.

2 საგზაო ხიდისა და 100 მ სიგრძის კალაპოტის ჯებირის რეაბილიტაცია, 173 LED განათების მოწყობა რეკრეაციული ზონის განვითარების მიზნით ჩოხატაურში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, გურია.

ევროკავშირის დელეგაციის პრეს-რელიზი

შეხვედრა საავტომობილო და სხვა სამრეწველო ზეთების იმპორტიორებთან

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
შაბათი, 31 ოქტომბერი 2015 17:24

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია საქართველოში საავტომობილო და სხვა სამრეწველო ზეთების იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ ნარჩენების მართვის კოდექსით განსაზღვრული მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება გააცნო.

რეგულაცია პროდუქტის ბაზარზე განმათავსებელს ან/და მწარმოებელს, რომელთა პროდუქტი შემდგომში სპეციფიკური ნარჩენი ხდება, პროდუქტისთვის იმგვარი ფორმის მიცემას ავალდებულებს, რომელიც შეამცირებს ნარჩენებს და შესაბამისად, გარემოზე უარყოფით გავლენას. კომპანიებს ასევე დაეკისრებათ გამოყენებული პროდუქციის (ნარჩენის) შეგროვების, სეპარაციის და დამუშავების პასუხისმგებლობა.

რეგულაცია ძალაში 2019 წლიდან შევა და მისი დანერგვა ეტაპობრივად მოხდება.
ამოქმედების პროცესის გამარტივების მიზნით, სამინისტრო, ზეთების იმპორტიორ კომპანიებთან ერთად იწყებს საპილოტე პროგრამას, ნახმარი ზეთების მართვის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბებისთვის.

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური