ვულოცავ აზერბაიჯანს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულ ვითარებაში ჩატარებას - რ. ნიკოლაიშვილი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 10 თებერვალი 2020 11:27

ვულოცავ აზერბაიჯანს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულ ვითარებაში ჩატარებას. ამის შესახებ “შავი ზღვის თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა რამაზ ნიკოლაიშვილმა დღეს ბაქოში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
“ჩემთვის მთავარი იყო თითოეული მოქალაქის ქცევა და ხმის მიცემის უფლება. აზერბაიჯანმა ეს გამოცდა ხუთიანზე ჩააბარა“, აღნიშნა მან.
რამაზ ნიკოლაიშვილის თქმით, აზებაიჯანელმა ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთა და ეს არჩევანი მათ დაეხმარება იმაში, რომ მათმა ქვეყანამ წარმატებას მიაღწიოს როგორც პოლიტიკურ არენაზე, ასევე ეკონომიკური წინსვლის თვალსაზრისითაც.
შეგახსენებთ, რომ 9 თებერვალს აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, არჩევნები კანონის სრული დაცვით ჩატარდა.
აზერბაიჯანის პარლამენტი 125 დეპუტატისგან შედგება. მოცემულ პარლამენტში მანდატების უმრავლესობა მმართველ პარტიას აქვს. არჩევნებში სულ 18 პარტია მონაწილეობს. ერთი შეხედვით რაც ჩანს, ოპოზიცია აქ შედარებით სუსტია.
პოლიტიკური სუბიექტების აგიტაციის მთავარი იარაღი სოციალური ქსელები და ამომრჩევლებთან ინდივიდუალური შეხვედრებია.
წინასწარი მონაცემებით, ვინაიდან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის იდეა მმართველ პარტია „ენი აზერბაიჯანს“ („ახალი აზერბაიჯანი“) ეკუთვნის, მოსალოდნელია, რომ დამაჯერებელ გამარჯვებას პრეზიდენტ ილჰამ ალიევის პარტიული მხრდამჭერები და ხელისუფლებასთან დაახლოებული რეგიონალური ლიდერები მიაღწევენ.
აღსანიშნავია, რომ არჩევნები, კონსტიტუციის მიხედვით, მთლიანად მაჟორიტარული წესით ტარდება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, 125 მანდატისათვის 1314 კანდიდატი იბრძვის.

ავთანდილ ოთინაშვილი
ნათია ზუბაშვილი
ბაქოდან

საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 17 ოქტომბერი 2017 00:15

პატიმრების შეწყალების საქმესთან დაკავშირებით, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის სოსო ოხანაშვილის მიერ სასამართლოსზე მიცემულ ჩვენებას ეხმაურება საქართველოს საპატრიარქო და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

როგორც საპარიაქოს ვებგვერდზე გავრცელებულ გაცხადებაშია აღნიშნული, მასმედიით გასული რეპორტაჟი , მათ შორის შორენა თეთრუაშვილის მიერ დოკუმენტაციაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება. საპატრიარქოში განმარტავენ, რომ ხელმოწერის საკითხი პატრიარქთან შეთანხმებით ხდებოდა.

,,რვა თვეზე მეტია საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია „ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით სხვადასხვა ძალების მხრიდან მუდმივ შემოტევებს განიცდის.

ჩვენ მაქსიმალურად ვიკავებთ თავს პასუხის გაცემისაგან, რადგან არ გვინდა პროცესების გამწვავება, მაგრამ „რუსთავი 2“-ის ა.წ. 14 ოქტომბრის გადაცემასთან დაკავშირებით განმარტებას გავაკეთებთ, რადგან ამჟამად უკვე ბრალდების ობიექტი, საპატრიარქოს თანამშრომლებთან ერთად, სახელმწიფო სტრუქტურებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც გახდნენ.

სიუჟეტში ითქვა, თითქოს საპატრიარქოს მხრიდან გარკვეული ანაზღაურების ფასად ხდებოდა ციხიდან პატიმრების გათავისუფლება, ამ ჭორს სხვა სახით ადრეც ავრცელებდნენ, ამჯერად კი კორუფციული გარიგების თანამონაწილეებად დაასახელეს მეუფე თეოდორე, მზექალა ჭინჭარაულ-ქარსელაძე, შორენა თეთრუაშვილი, ასევე ქალბატონები: ეკა ბესელია, ირმა ჭკადუა, ნანა კაკაბაძე.

საპატრიარქოსთან არსებული ,,მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხთა შემსწავლელი კომისია” სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფთა შესახებ მხოლოდ სარეკომენდაციო მასალებს ამზადებს და მას მსჯავრდებულთა შეწყალებასთან შეხება არა აქვს.

იმავე გადაცემაში ამის თაობაზე ისაუბრა შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ, ბატონმა ზვიად ქორიძემ, მაგრამ სიუჟეტის ავტორებმა სიცრუის ტირაჟირება არჩიეს და ტელემაყურებლისთვის დაცვის ყოფილი უფროსის, იოსებ ოხანაშვილის ცილისწამებების და თავისი ინტერპრეტაციების თავსმოხვევა სცადს.

ვფიქრობთ, მიზანმიმართული ქმედებიდან მომდინარეობდა ,,კურიერში” გაჟღერებული მეორე თემაც, – დოკუმენტებზე შორენა თეთრუაშვილის ხელმოწერასთან დაკავშირებული უსაფუძვლო ბრალდება.

დაინტერესებულ პირებს განვუმარტავთ, რომ მდივან-რეფერენტის ხელმოწერა ხდებოდა და ხდება კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დელეგირებული უფლებით.

ბოლოს კი დავძენთ: სასამართლო პროცესებიდან დაუდგენელი პიროვნების მიერ შერჩეული, ამოგლეჯილი მასალების მასმედიაში გასაჯაროება, თანაც მიცემული ჩვენებების ტენდენციური გაშუქება, ვფიქრობთ, უხეშად არღვევს ჟურნალისტურ ეთიკას, რაც ამა თუ იმ არხის არაობიექტურობაზე მეტყველებს და მათ დაინტერესებულ მხარედ წარმოაჩენს.“ - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

მხატვრული ფილმი საპატრიარქოს სკანდალურ ამბებზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 27 თებერვალი 2017 23:27
„ასეთი დრამატურგიით რაც ეხლა საპატრიარქოს გარშემო ტრიალებს, ერთ კარგ ფილმს გააკეთებდა კაცი“ - წერს სოციალურ ქსელში პროდიუსერი თამაზ ორაშვილი, რომლის იდეასაც ამ სფეროში მოღვაწე ბევრი თანამოაზრე გამოუჩნდა. თამაზ ორაშვილი: „დარწმუნებული ვარ ის კომპანია ვინც დააფინანსებდა ამ ფილმს დიდი შემოსავალსაც ნახავდა....ამით კი ქართულ ფილმსაც ვუშველიდით და იმ რეჟისორებსაც რომლებიც ფინანსების გამო ვერ იღებენ კინოს.... სიამოვნებით გავუწევდი პროდიუსირებას... .რამდენ რეჟისორს გავახარებდი შემოსული თანხით პირველს პიპიჩას(გოგა პიპინაშვილი) ფილმს გადავიღებდი, იქ ყველაფერი მზად არის, მარტო გადაღება უნდა.... ამ ფილმითაც დიდ შემოსავალს ვნახავდით და უფრო მეტ რეჟისორს გავაკეთინებდი თავის ფილმს....

"შორენა თეთრუაშვილი მზად არის ნებისმიერ საკითხზე პასუხი გასცეს"

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 24 თებერვალი 2017 11:29

"ქალბატონი შორენა მზად არის ნებისმიერ საკითხზე გასცეს პასუხი, ვინაიდან ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ამ თემაზე გარკვეული მანიპულაციები. ველოდებით პროკურატურიდან შეტყობინებას.  დასამალი არაფერი გვაქვს. ყველა გარემოებაზე, ყველა საკითხზე, რაც საინტერესო იქნება პროკურატურისთვის, მზად ვართ პასუხი გავცეთ”, - აღნიშნული განცხადება,  პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის დაკითხვასთან დაკავშირებით,  საპატრიარქოს იურისტმა,  ედიშერ ქარჩავამ გააკეთა.

საპატრიარქოში სასულიერო პირების შეხვედრა მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 21 თებერვალი 2017 11:50

ამ წუთებში საპატრიარქოში სასულიერო პირების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით მსჯელობენ. საპატრიარქოში საქართველოს სხვადასხვა ეპარქიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ისი აცხადებენ რომ მთავარია სიმართლე სწრაფად გაირკვეს.



შეიძლება ჩაითვალოს საუკუნის ტრაგედიად, - მიტროპოლიტი დიმიტრი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 14 თებერვალი 2017 20:25

”გამოვხატავ ჩემს დიდ გულისტკივილს მომხდარი მოვლენების გამო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საუკუნის ტრაგედიად. ველოდებით გამოძიების დასრულებას, რომელსაც ნდობას ვუცხადებთ. ვიმედოვნებთ, კანონის უმკაცრესი სასჯელით დაისჯება ამ ვერაგული განზრახვის ყველა მონაწილე, განურჩევლად მათი სტატუსისა. თხოვნით მოგმართავთ ყველას, გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავოთ ვარაუდებისაგან”, - ასე გამოეხმაურა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი) დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტს

შემიძლია დავიფიცო, ჩხრეკაზე არავინ მოსულა, - გიორგი მამალაძის დედა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 14 თებერვალი 2017 17:36

"შემიძლია დავიფიცო, ნამდვილად არავინ არ მოსულა ჩხრეკაზე," -  განუცხადა ჟურნალისტებს დაკავებული დეკანოზის, დეკანოზ გიორგი მამალაძის დედამ, ქეთევან მაღლაკელიძემ. 

საპატრიარქოს კუთვნილი სკვერი განახლდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 27 იანვარი 2017 13:47

საქართველოს საპატრიარქოს კუთვნილ სკვერში გაწმენდა-დასუფთავებითი სამუშაოები დაიწყო. სკვერის განახლების სურვილი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა კრწანისის მაჟორიტარ დეპუტატ, ბექა ოდიშარიასთან ერთ-ერთ აუდიენციაზე გამოთქვა.

როგორც შეხვედრისას აღინიშნა, სკვერი წლების წინ მოუვლელობის და ჰიგიენური ნორმების დარღვევის გამო, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით დაიხურა. მაჟორიტარმა დეპუტატმა უწმინდესს ისეთი სივრცის მოწყობა შესთავაზა, სადაც ახალგაზრდა მხატვრები და მუსიკოსები ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებებზე იმუშავებენ და პერფორმანსებს წარმოადგენენ.

აღნიშნულის განსახორციელებლად, ბექა ოდიშარიამ თბილისის მერიას თხოვნით მიმართა, რომელმაც სკვერის კეთილმოსაწყობად დასუფთავების და განათების სამსახურების და ტექნიკური სამუშაოების განხორციელებისთვის შესაბამისი წარმომადგენლები გამოყო.

გაწმენდა-დასუფთავების სამუშაოები დღეიდან დაიწყო და მისი დასრულების შემდეგ, სკვერში ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდება, ასევე დაგეგმილია მცირე ზომის კვების ობიექტების და ჰიგიენური კვანძის გახსნაც. დასასვენებელი სივრცე დაცვის სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ მოექცევა.

„ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით საპატრიარქოს კუთვნილი სკვერის დასუფთავება დავიწყეთ. მისი უწმინდესობის ნება-სურვილია, რომ აქ გაჩნდეს სივრცე, სადაც ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვან ადამიანებს საკუთარი შემოქმედების წარმოჩენის საშუალება მიეცემა. ჩვენი მიზანია, რომ აქ მუდმივად იყოს ასეთი ტიპის პერფორმანსები და ისეთი ახალი დასასვენებელი ადგილი შეიქმნას, რომლითაც იამაყებს არა მხოლოდ ეს უბანი, არამედ მთლიანად ძველი თბილისი. თბილისის მერიის და უშუალოდ ქალაქის მერის, დავით ნარმანიას დახმარებით, რომელსაც მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, დასუფთავების სამუშაოები დაწყებულია და უახლოეს დღეებში მოვახერხებთ ამ სკვერის გახსნას“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

"საპატრიარქოს რუხი კარდინალი"- მეუფე პეტრე შორენა თეთრუაშვილს დაპირისპირების სათავეს უწოდებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 22 დეკემბერი 2016 12:10

დაპირისპირება საპატრიარქოში - მეუფე პეტრე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს შორენა თეთრუაშვილს "რუხ კარდინალს" უწოდებს.

განცხადება მან საპატრიარქოში მიმდინარე სინოდის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

მეუფე პეტრემ პატრიარქის მდივან-რეფერენტი პრობლემების მთავარ სათავედ დაასახელა.

„მთავარი პრობლემა არსებული საპატრიარქოში დღეს არის განუსაზღვრელი ძლაუფლება პატრიარქის მდივან-რეფერენტის ქალბატონის ხელში არსებული, რასაც უკავშირდება არსებული პრობლემების შემქნა, ანუ უწესრიგო მდგომარეობა.

"დანარჩენი ადვილად მოგვარებადია, როდესაც აღდგება სამართლიანობა, ყველა მღვდელმთავარი და წმინდა სინოდი თავის უფლებამოვალეობებს შეასრულებს. აუცილებლად უნდა აღდგეს საეკლესიო სასამართლო და ეს პრობლემები აუცილებლად მოგვარდება.

"მის ხელში არსებული განუსაზღვრელი ძალაუფლება აუცილებლად არის თავი ყველა პრობლემისა. და ე.წ. რუხი კარდინალის მდგომარეობა არის ჩრდილოვანი მმართველობა ეკლესიაში,“-განაცხადა მეუფე პეტრემ.

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა ხმაურიანი განცხადებების ფონზე დაიწყო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 22 დეკემბერი 2016 12:02

სასულიერო პირების ხმაურიანი განცხადებები. საპატრიარქოში წმინდა სინოდის მორიგი სხდომა იწყება. დღის წესრიგით დაგეგმილია პატრიარქის აღსაყდრებისა და დაბადების საიუბილეო დღეების აღსანიშნავ ღონისძიებებზე მსჯელობა, თუმცა სხდომის დაწყებამდე გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე, შესაძლოა, წმინდა სინოდმა სასულიერო პირებს შორის არსებულ დაპირისპირებაზეც იმსჯელოს. 

გვერდი 1/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური