"ძალიან ვწუხვარ, რომ ამ საკითხს პოლიტიკური ელფერი მიეცა"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 13 ოქტომბერი 2015 14:13

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის განცხადებით, ის ზედამხედველობის სააგენტოსთან დაკავშირებით, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება.

"გასაგებია, რომ არსებობდა განსხვავებული მოსაზრებები, რომლის შეჯერებაც საბოლოო ჯამში მოხდა და პარლამენტმა მიიღო ეს კანონი. ძალიან ვწუხვარ, რომ ყოველივე ამის შემდეგ, პოლიტიკური ანგაჟირება მიეცა ამ საკითხს იმიტომ, რომ ვის მიერაც არის ეს საკითხი გაპროტესტებული, მე მგონი ხედავთ, რომ ამას პოლიტიკური ელფერი მიეცა, მაგრამ ჩემთვის სასამართლო მაინც სასამართლოა. ვნახოთ, საბოლოოდ რა გადაწყვეტილება იქნება. საბოლოო ჯამში კი, ყველაფერზე გადაწყვეტილებას საზოგადოება და ხალხი აფიქსირებს, ესაა ყველაზე საინტერესო," - განაცხადა დავით საგანელიძემ. 

საგანელიძის უფლებამოსილებას დღეს შეუწყვეტენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 30 სექტემბერი 2015 14:35

დავით საგანელიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას პარლამენტი კენჭს დღეს უყრის. ამის შესახებ გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე მიიღეს.

დეპუტატთა რიგებიდან უმრავლესობის ლიდერის გარიცხვას მხარი უკვე დაუჭირა საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა. 

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით დავით საგანელიძე საპარტნიორო ფონდს უხელმძღვანელებს. 

დღეს დავით საგანელიძისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ იმსჯელბენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 30 სექტემბერი 2015 09:55

დავით საგანელიძისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ იმსჯელბენ დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტეში.

ამის შემდეგ, საკითხს უკვე პლენარულ სხდომაზე განიხილავენ და ერთი მოსმენით უყრიან კენჭს.

რაც შეეხება უმრავლესობის ლიდერის პოსტზე მის შემცვლელს, ის ერთი თვის ვადაში უნდა აირჩიონ. მისი ვინაობა საბოლოდ პოლიტსაბჭოზე პრემიერის თბილისში დაბრუნების შედეგ გაირკვევა.

საგანელიძის შემცვლელზე მას შემდეგ დაიწყო საუბარი, რაც ის საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელადდასახელდა.

დავით საგანელიძე საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელად დაინიშნა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 24 სექტემბერი 2015 10:23

დავით საგანელიძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აღარ არის. დეპუტატი საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელად დაინიშნა. 

მმართველი გუნდის წევრი ახალ პოსტზე  პირადად პრემიერმინისტრმა წარადგინა. 

გამოსვლის დროს საგანელიძემ ფონდის გეგმებზე ისაუბრა, თანაგუნდელებს კი მადლობა გადაუხადა. 

ფონდში თავმჯდომარის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ირაკლი კოვზანაძე საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს ხელმძღვანელად აირჩიეს. 

ჯერ უცნობია, ვინ შეცვლის საგანელიძეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტზე. გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ უნდა მიიღოს. 

 საგანელიძისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, სავარაუდოდ, მომდევნო სხდომაზე განიხილავენ. 

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელად დავით საგანელიძე დაინიშნა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 23 სექტემბერი 2015 18:10

საპარტნიორო ფონდს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე უხელმძღვანელებს. დავით საგანელიძე მთავრობის კანცელარიაში ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარუდგინა. 

„ბატონი დავითი გარდა იმისა, რომ არის ექიმი, აქვს ეკონომისტის და იურისტის განათლება. ასევე მას აქვს მენეჯმენტის გამოცდილება. იმედია, იგი საკუთარ გამოცდილებას ახალ სამსახურს მოახმარს. მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ირაკლი კოვზანაძეს გაწეული სამუშაოსთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


დავით საგანელიძემ საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კოვზანაძე შეცვალა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ეროვნული ბანკიდან გამოყოფილი საზედამხედველო სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარედ დამტკიცდა. 

გვერდი 2/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური