კათოლიკოს-პატრიარქმა ცნობილ საოპერო ვარსკვლავებს უმასპინძლა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ფონდ "ნატვრის ხის" დამფუძნებელ ნინო სურგულაძესა და ცნობილ საოპერო ვარსკვლავებს საპატრიარქოში უმასპინძლა.
ილია მეორემ სტუმრები დალოცა და საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
9 იანვარს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ფონდი "ნატვრის ხე" კიდევ ერთ მასშტაბურ საქველმოქმედო კონცერტს გამართავს, შემოსული თანხა მძიმე დიაგნოზის მქონე 4 ბავშვის მკურნალობას მოხმარდება.
თბილისს საოპერო ვარსკვლავები ეწვივნენ
დღეს თბილისს საოპერო ვარსკვლავები ეწვივნენ. ტენორი - ფაბიო არმილიატო, მსოფლიო დივა დანიელა დესი და მის თაობაში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ბარიტონად აღიარებული ალბერტო გაძძალე 13 სექტემბერს დიდ მარათონში ჩაერთვებიან.საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობისთვის მალე თბილისს დანიელე რუსტიონი ესტუმრება, მაესტრო ოპერის სიმფონიურ ორკესტრს უდირიჟორებს.ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონი „ნატვრის ხე“ კონცერტს 13 სექტემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართავს.