პირველი ხელფასი ტყვიაველ ბავშვებს - "რეფორმერის" ახალი პროექტი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 31 ოქტომბერი 2019 10:26

ახალგაზრდული  ორგანიზაცია  "რეფორმერი"   საოკუპაციო ხაზთან მდებარე  სოფელ ტყვიავში  ახალგაზრდებისთვის  პროგრამული ენის  შემსწავლელ  უფასო კურსებს   ახორციელებს.  პროექტის ფარგლებში კომპიუტერული  ტექნოლოგიების და  პროგრამების    სასწავლო კურსი  გაიარა  ადგილობრივი თემის  თხუთმეტმა მოზარდმა, რომელთაგან  ხუთი მოზარდი  სამუშაო კონტრაქტით დასაქმდა კერძო კომპანიებში.  

 "რეფორმერმა"  აღნიშნული პროექტი განახორციელა იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერით.  ეს "რეფორმერის" და იუსტიციის სამინისტროს მეორე ერთობლივი პროექტია,  პენიტენციალურ სისტემაში გრძელვადიანი საპატიმრო სასჯელის მქონე პირების  სასოფლო- სამეურნეო  სამუშაოებში  ჩართვის შემდეგ.  როგორც "რეფორმერის" დამფუძნებელი  თორნიკე ჯანაშვილი  აცხადებს, ორგანიზაციის  ეგიდით    სოციალური,  საგანმანათლებლო და კულტურული პროექტები სხვა რეგიონებშიც  განხორციელდება,   რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას და  მათ  მომზადებას შრომითი ბაზრისთვის.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, საოკუპაციო ხაზთან განვითარებული მოვლენების შესახებ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 30 აგვისტო 2019 17:51

საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს შეშფოთებას საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, საოკუპაციო ხაზთან, საოკუპაციო ძალების მიერ სამხედრო ტექნიკისა და პერსონალის მობილიზების გამო.

მსგავსი დესტრუქციული ქმედება, ისევე როგორც საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელობის ყოვლად მიუღებელი განცხადებები,  წარმოადგენს მორიგ პროვოკაციას, რაც კიდევ უფრო ამძიმებს უსაფრთხოების გარემოს და მიზნად ისახავს ვითარების დესტაბილიზაციას.

საქართველო პირნათლად ასრულებს აღებულ ვალდებულებებს, მტკიცედ ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზას და იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა დიპლომატიურ ინსტრუმენტს ვითარების დეესკალაციისა და უკანონო პროცესების შეწყვეტისთვის.

ქართული მხარე განაგრძობს საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებას ადგილზე განვითარებული მოვლენების შესახებ და მჭიდროდ მუშაობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარებთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან.

ამასთანავე,  ქართულმა მხარემ საკითხი დააყენა 29 აგვისტოს ერგნეთში გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრაზე.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს მსგავსი უკანონო ქმედებები, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, სათანადო რეაგირება მოახდინოს საოკუპაციო ხაზზე განვითარებულ უკანონო მოვლენებზე და მიიღოს შესაბამისი ზომები მათ შესაჩერებლად.

http://mfa.gov.ge/News/saqartvelos-sagareo-saqmeta-saministros-ganck-(52).aspx?lang=ka-GE

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური