ჩინეთის პრეზიდენტი სახელმწიფო ვიზიტით რუსეთში ჩავიდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 05 ივნისი 2019 16:35

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი სახელმწიფო ვიზიტით რუსეთში ჩავიდა.

ჩინეთის პრეზიდენტი რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან  ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს და თანამშრომლობის რამდენიმე ხელშეკრულებას გააფორმებს.

ასევე, სი ძინპინი დაესწრება პეტერბურგის 23-ე საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს, რომელიც 6-8 ივნისს გაიმართება. ჩინეთის პრეზიდენტი ფორუმზე სიტყვითაც გამოვა.

მიმდინარე წელს ჩინეთი და რუსეთი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 70 წლისთავს აღნიშნავენ.

ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის პრეზიდენტი მოსკოვის ზოოპარკში პანდის სახლს გახსნის და დიდ თეატრში საბალეტო წარმოდგენას დაესწრება.

ჩინეთის პრეზიდენტი მოსკოვში ჩადის, რათა, კრემლის ოფიციალური პირის განცხადებით, ამ ვიზიტით აღნიშნოს ახალი ეპოქის დასაწყისი მეგობრობასა და ეკონომიკურ კავშირებში.

სი ძინპინის ვიზიტი ხორციელდება რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირებიდან ხუთი წლის შემდეგ - მოვლენის, რომელმაც მნიშვნელოვნად გააუარესა მოსკოვის ურთიერთობა დასავლეთთან. იუწყებიან, რომ სი ძინპინი მონაწილეობას მიიღებს 6-8 ივნისს სანკტ-პეტერბურგში დანიშნულ ეკონომიკურ ფორუმში, რომელსაც პუტინი უმასპინძლებს.

საგარეო პოლიტიკის საკითხებში კრემლის მრჩეველი, იური უშაკოვი ამბობს, სი ძინპინის ვიზიტი "უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვისო". რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ უშაკოვის სიტყვებს - რომ სი ძინპინი და ვლადიმირ პუტინი გააფორმებენ ახალ დეკლარაციას "გლობალურ პარტნიორობაზე და სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, რომლებიც ახალ ეპოქაში შედის".

 

 

 

მორიგი აფეთქება სანკტ-პეტერბურგში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 06 აპრილი 2017 16:52

მორიგი აფეთქება სანკტ-პეტერბურგში. ერთ-ერთ მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, სახლის ფასადის ნაწილი ჩამონგრეულია.
„სახლიდან ბინადრების ევაკუირება მიმდინარეობს. აფეთქების ხმა გაისმა. სახლის ფასადის ნაწილი ჩამოინგრა“, - განაცხადეს რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში. აფეთქების მიზეზი ჯერ არ არის დაკონკრეტებული. 

სანკტ-პეტერბურგის მეტროში ასაფეთქებელი მოწყობილობას ეძებენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 04 აპრილი 2017 13:10

სანკტ-პეტერბურგში კვლავ დაძაბული მდგომარეობა. ამ დროისთვის პოლიციის თანამშრომლები მეტროსადგურ „სენნაია პლოშჩადზე“ ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შესულ ინფორმაციას ამოწმებენ. 

შეგახსენებთ, 3 აპრილს მეტროსადგურებს - „სენნაია პლოშადსა“ და „ტექნოლოგიური ინსტიტუტი-2“-ს შორის, მატარებლის ვაგონში აფეთქება მოხდა. ტერაქტის შედეგად, 14 ადამიანი გარდაიცვალა.

სანკტ-პეტერბურგში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 04 აპრილი 2017 10:36

სანკტ-პეტერბურგში ორ  მეტრსადგურში  მომხდარი აფეთქების გამო სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

აფეთქება სანკტ-პეტერბურგის მეტროსადგურებს „ტექნოლოგიურ ინსტუტუტსა“ და „სენნაია პლოშადს“ შორის გუშინ, მოსკოვის დროით14:40 საათზე მოხდა.

აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 47 დაშავდა.

"სტარვიზია" სანკტ-პეტერბურგში მოხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 03 აპრილი 2017 16:54

მედიაჯგუფი "სტარვიზია" მწუხარებას გამოთქვამს სანკტ-პეტერბურგში,  ორ მეტროსადგურში მოხდარი აფეთქების გამო. "სტარვიზიის" თითოეული თანამშრომელი თანათგომას უცხადებს აფეთქები შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.

შეგახსენებთ, აფეთქება სანკტ-პეტერბურგში,  ორ მეტროსადგურში მოხდა. 

რუსული მედიის ინფორმაციით, შემთხვევას სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან მცირეწლოვანებიც, დაშავდა 30-მდე ადამიანი.

 წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება შესაძლოა ტერაქტი იყოს.

სანკტ-პეტერბურგის მეტროსადგურებში აფეთქება მოხდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 03 აპრილი 2017 16:46

აფეთქება რუსეთში. აფეთქება სანკტ-პეტერბურგში,  ორ მეტროსადგურში მოხდა. 

რუსული მედიის ინფორმაციით, შემთხვევას სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან მცირეწლოვანებიც, დაშავდა 30-მდე ადამიანი.

 წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება შესაძლოა ტერაქტი იყოს.

 
 

ბიზნეს ნიუსი

PSP-ს პარტნიორი ევროპის ნომერი პირველი კოსმეტიკის ბრენდი Essence გახდა

PSP-ს პარტნიორი ევროპის ნომერი პირველი კოსმეტიკის ბრენდი Essence გახდა

PSP მომხმარებელს ცნობილ გერმანულ დეკორატიული კოსმე...

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური