შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში აბრეშუმის გზის მე –15 საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია ჩატარდა

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 13 ოქტომბერი 2020 15:32

მიმდინარე წლის 9–10 ოქტომბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი-ში გაიმართა აბრეშუმის გზის მე –15 საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია. კონფერენციის ფარგლებში თანამედროვე მსოფლიოს მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი იდეები გააზიარეს პოლიტიკის, ჟურნალისტიკის, ეკონომიკის, ისტორიის, ხელოვნების, ლიტერატურის, კულტურის, სახელმწიფო მმართველობის, სამართლის, ბიზნესის და ტექნოლოგიების სფეროების წამყვანმა ექსპერტებმა.
კონფერენციამ მონაწილეებს მისცა გლობალურ და რეგიონალურ მოვლენებზე თუ პრობლემებზე დისკუსიის წარმოების უნიკალური შესაძლებლობა.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 54 საგანმანათლებლო დაწესებულების 143 მკვლევარმა 18 ქვეყნიდან: ავსტრალია, კანადა, ჩინეთი, საქართველო, საბერძნეთი, ჰონგ კონგი, უნგრეთი, ინდოეთი, იტალია, იაპონია, მიანმარი, პოლონეთი, რუმინეთი, რუსეთი, სლოვაკეთი, უკრაინა, არაბთა გაერთიანებული საემიროები და შეერთებული შტატები.
პროფესორმა თომას კრუესმანმა გრაცის უნივერსიტეტიდან წაიკითხა მთავარი მოხსენება თემაზე: „ევროპა-აზიის დაკავშირება სამხრეთ კავკასიაში: სარგებელი თუ თავსატკივარი?“

 https://silkroad.ibsu.edu.ge/

 

წყარო: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 

თბილისმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 18 ოქტომბერი 2019 09:33

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით თბილისში 3–დღიანი საერთაშორისო რეგიონალური კონფერენცია გაიმართა. 30–მდე ქვეყნის 100–ზე მეტმა მონაწილემ ორგანიზაციის წინაშე არსებულ აქტუალურ საკითხებზე იმსჯელა. ფორუმის ფარგლებში საქართველოს წითელი ჯვრის ნაციონალური საზოგადოების საქმიანობის პრეზენტაცია შედგა.

 წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელის, ოლგა ჯუმაევას თქმით, ეს იყო განსაკუთრებული ფორუმი ფანდრაიზინგისა და კომუნიკაციების სფეროში. „ჩვენ ვეხმარებით უამრავ ადამიანს, ვისაც კრიზისი შეეხო. ფორუმის უნიკალურობა იმაში გამოიხატება, რომ ის საზოგადოებაში ფილანტროპიის განვითარებას უწყობს ხელს. ფილანტროპია – ეს ის პროცესია, როცა ადამიანები არ არინ გულგრილნი სხვათა გასაჭირის მიმართ. რაც უფრო განვითარებულია ფილანტროპია საზოგადოებაში, მით უფრო მაღალია სოციალური ცხოვრების, ურთიერთდახმარების, მეგობრობის, ბედნიერების სტანდარტები.

მრავალი წლის განმავლობაში წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ადგილობრივი, ეროვნული ორგანიზაციები საბჭოთა პერიოდში სახელმწიფოსგან მნიშვნელოვან დოტაციებს იღებდნენ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბევრი მათგანი დიდი თანხებით უკვე საერთაშორისო პარტნიორებისგან ფინანსდებოდა. სპიტაკის მიწისძვრის შემდეგ მხოლოდ საერთაშორისო წითელი ჯვრის მიერ 250 მლნ დოლარზე მეტი შეგროვდა ამ სტიქიური უბედურების სალიკვიდაციოდ“, – განაცხადა ჯუმაევამ.

ამჟამად ვითარება თანდათანობით იცვლება. ქვეყნები ვითარდებიან, მათ საკუთარი შესაძლებლობები და ფინანსური სახსრები უჩნდებათ. იცვლება წითელი ჯვრის ნაციონალური ორგანიზაციების პარტნიორთა დონორული პრიორიტეტებიც და შესაბამისად, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების პასუხისმგებლობა სულ უფრო მატულობს რესურსების მოზიდვისა და საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების კუთხით.

„ამ ფონზე აუცილებელია სახსრების მოზიდვა სწორედ კომუნიკაციების გაძლიერების გზით. 3–დღიან ფორუმში 30–მდე ქვეყნის 100–ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. პირველად ანალოგიური ფორუმი 2014 წელს ბუდაპეშტში შედგა, სადაც მაშინ 30 მონაწილე გვყავდა. თბილისის ფორუმი უკვე რიგით მე–6 ღონისძიებაა და ყოველწლიურად იზრდება როგორც მონაწილე ქვეყნების, ისე მათი წარმომადგენლების რაოდენობა.

პირადად მე სამხრეთ კავკასიაში წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელის რანგში მიმდინარე წლის მაისიდან ვმუშაობ. ვსაქმიანობ საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის ადგილობრივ ნაციონალურ ორგანიზაციებთან. ჩემი მიზანია, გაფართოვდეს და კიდევ უფრო დაიხვეწოს ის საქმიანობა, რომელსაც ჩვენ ვეწევით, კერძოდ, მოვიზიდოთ მეტი პარტნიორი და დონორი ორგანიზაციები, ვინც დაინტერესებულია, მხარდაჭერა აღმოუჩინოს მსხვილ ჰუმანიტარულ პროექტებს. ახლახანს ჩვენ შევხვდით ავსტრიის ელჩს საქართველოში, ავსტრიული დელეგაციის მონაწილეობით.

საქართველოს წითელ ჯვარს გააჩნია ხანდაზმული ადამიანების მოვლის სფეროში შესანიშნავი გამოცდილება და შესაბამისი მოდელი, რათა ისინი არ გრძნობდნენ თავს საზოგადოების აქტიური ნაწილისგან მოწყვეტილად. ორგანიზაცია ეხმარება სხვა კატეგორიის ადამიანებსაც. ამ მხრივ იგი აქტიურად მუშაობს 28 ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა მომზადება საგანგებო ვითარებებისთვის და შესაბამისი ოპერატიული რეაგირება ამჟამად ვასრულებთ მუშაობას იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც მაისში, კახეთში, წყალიდოდიბის შედეგად დაზარალდნენ. 5000–ზე მეტმა ადამიანმა მიიღო შესაბამისი დახმარება”, – აღნიშნა ჯუმაევამ.          

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ 2018 წელს 100 წლისთავი აღნიშნა. მისი საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის, თამარ კამკამიძის თქმით,  უკვე საუკუნეზე მეტია, რაც ეროვნული საზოგადოება ზრუნავს და ეხმარება ადამიანებს სოციალურ–ეკონომიკური კრიზისისა და საგანგებო სიტუაციების შედეგების დაძლევაში.

„საქართველოს წითელი ჯვარი ერთადერთი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის ნაწილია და ჰუმანიტარულ სფეროში ხელისუფლების დამხმარე ორგანიზაციაა. უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წელს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციის მმართველი საბჭოს წევრად აირჩიეს. იგი ასევე წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო კონფერენციის თავმჯდომარე იქნება, რომელიც დეკემბერში ჟენევაში გაიმართება.

ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვყნისთვის, რადგანაც 33–ე საერთაშორისო კონფერენციის მთავარი მიზანია შეიარაღებული კონფლიქტების, კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების, მათ შორის კლიმატური ცვლილებების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესება, ასევე იმ არსებული გამოწვევების მიმოხილვა, რასაც ადამიანები ყოველდღიურად აწყდებიან ქალაქში თუ სოფლად. ეს არის ის მთავარი პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მოძრაობა, ჟენევის კონვენციის წევრი ქვეყნები, მათ შორის საქართველოს ხელისუფლება (რომელიც აქტიურად თანამშრომლობს ჩვენს ეროვნულ საზოგადოებასთან) და მთავარი ჰუმანიტარული პარტნიორები იხილავენ მსოფლიოსთვის მნიშვნელოვან საკითხებს და იღებენ ერთობლივ ვალდებულებებს დაზარალებული ადამიანების ცხოვრების გასაუმჯობესებლად“, –აღნიშნა კამკამიძემ.     

ვასო კაპანაძე

თბილისში სტარტი აიღო მედიის თავისუფლების საკითხებში ორგანიზებულმა სამხრეთ კავკასიის მე-13 მედია-კონფერენციამ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 06 ივლისი 2016 17:28

თბილისში დღეს მუშაობა დაიწყო ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მიერ მედიის თავისუფლების საკითხებში ორგანიზებულმა სამხრეთ კავკასიის მე-13 მედია-კონფერენციამ თემაზე: თავისუფალი მედიის გამოწვევების სხვადასხვაობა და გამოხატვის თავისუფლება.
კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს მიესალმა ეუთო-ს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში დუნია მიატოვიჩი და საქართველოს საგარეო სქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.
კონფერენციაში მონაწილეობს აზრბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის 70-ზე მეტი ჟურნალისტი, ოფიციალური პირი, მედია ექსპერტი და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი.
წლების განმავლობაში სამხრეთ კავკასიის მედიაკონფერენცია გადაიქცა უნიკალურ ფორუმად, სადაც შეიძლება მედიასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობა და აზერბაიჯანელ, ქართველ და სომეხ ჟურნალისტებს შორის თანამშრომლობის განხილვა.
კონფერენციის პირველ დღეს მონაწილეებმა გააანალიზეს ინტერნეტ მედიის უსაფრთხოების საკითხები, საინფორმაციო კონტენტების რეგულირების საკითხები კონფლიქტებით დაზარალებულ რეგიონებში, თვითრეგულირებისა და პროპაგანდის მექანიზმები. კონფერენციის მონაწილეებმა ასევე შეაფასეს ის შესაძლებლობები, რასაც თვით-რეგულირების დამოუკიდებელი ორგანოები იძლევა მასმედიის სფეროში პლურალიზმის სტიმულირებისთვის, გაუზიარეს ერთმანეთს გამოცდილება და განიხილეს სამხრეთ კავკასიაში მედიის თავისუფლების სფეროში არსებული ვითარება. 

კონფერენციის დასასრულს მონაწილეები შეიმუშავებენ და მიიღებენ ერთობლივ დეკლარაციას. ეუთოს მიერ ორგანიზებული სამხრეთ კავკასიის მე-13 საერთაშორისო მედია-კონფერენცია თემაზე: თავისუფალი მედიის გამოწვევების სხვადასხვაობა და გამოხატვის თავისუფლება თავის მუშაობას 7 ივლისს დაასრულებს.

ავთანდილ ოთინაშვილი

გიორგი მარგველაშილი სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 23 თებერვალი 2016 13:45

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელს, გიუნტერ ბეხლერს შეხვდა.შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და რეგიონში უსაფრთხოების მიმართულებით შექმნილი მდგომარეობა განიხილეს.
ამის შესახებ "ნიუსდეის"პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს. 
მხარეებმა ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ეუთოს მისია, როგორც მოლაპარაკებების ფორმატში ჩართული მისია, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის და ამ ფორმატში მოლაპარაკებების კონსტრუქციულ რეჟიმში წარმართვის უდიდეს მნიშვნელობას.
ეუთოს მისია შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულებების გამო. შეხვედრას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და პრეზიდენტის მრჩევლები დაესწრნენ.

რეგიონული სემინარი - მდგრადი ქალაქების გამოცდილების გაზიარება სამხრეთ კავკასიასა და შუა აზიაში

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 09 ნოემბერი 2015 19:21

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კატასტროფათა რისკის შემცირების საერთაშორისო სააგენტოს (UNISDR) ორგანიზებით, 11 და 12 ნოემბერს საქართველოსა და სომხეთში ჩატარდება რეგიონული სემინარი, რომლის მიზანია კატასტროფებისადმი მდგრადი ქალაქების პროექტის გამოცდილების გაზიარება სამხრეთ კავკასიასა და შუა აზიაში.

12 ნოემბერს ასევე გაიხსნება მდგრადი ქალაქების რეგიონული საინფორმაციო კამპანია, რომელსაც გაეროს კატასტროფათა რისკის შემცირების საერთაშორისო სააგენტო (UNISDR)  დაიწყებს სტეფანავანში (სომხეთი), როგორც კატასტროფათა რისკის შემცირების საპილოტე ქალაქში.

სემინარი, რომელიც ჩატარდება საქართველოს დედაქალაქში 11 ნოემბერს, შეაჯამებს მდგრადი ქალაქების პროექტის შედეგებს სამხრეთ კავკასიასა და შუა აზიაში. პროექტი ხორციელდება ჰიოგოს 2010-2015 წლების ჩარჩო გეგმის ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს გლობალურ შეთანხმებას კატასტროფათა რისკის შემცირების შესახებ.

მდგრადი ქალაქების პროექტი დაიწყო 2014 წელს და დასრულდება 2015 წლის ბოლოს. პროექტი ხორციელდება ევროპული კომისიის ჰუმანიტარული დახმარებისა და სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტის (ECHO) ფინანსური ხელშეწყობით.

"დოიჩე ველე აკადემია" სამხრეთ კავკასიის სამეცნიერო კონფერენციას მართავს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი 2015 17:18

27 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და დოიჩე ველე აკადემიის ერთობლივი სამხრეთ კავკასიის სამეცნიერო კონფერენცია "მედიასამართალი და ეთიკარეგიონალური პერსპექტივები("Media, Law and Ethics – the Regional Perspectives"გაიმართება. 

ინტერდისციპლინური კონფერენცია მოიცავს შემდეგ სამუშაო პანელებს:ინფორმაციის თავისუფლება; მედია და ადამიანის უფლებები; სასამართლო და მედია; მედია და ეთიკა.

კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ჟურნალისტიკის დეპარტამენტების და იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები.  წარმოდგენილი იქნება 11 მოხსენება.

კონფერენციის ორგანიზატორია საერთაშორისო მედია განვითარების ორგანიზაცია „დოიჩე ველე აკადემია“. ღონისძიების მხარდამჭერია თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი და ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის დეპარტამენტი.

ადგილი:  თბილისი, თსუ, პირველი კორპუსი, 115-ე მელიქიშვილის დარბაზი. 

დრო: 27 ოქტომბერი (9:15 საათზე გახსნა).

დასწრება თავისუფალია.

ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება სეპარატისტულ რეგიონში - აფხაზეთში ელჩის დასახელებასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 23 სექტემბერი 2015 16:04

საქართველოში ევროკავშირის სახელმწიფოთა წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით ევროკავშირის წარმომადგენლობა
საქართველოში აკეთებს შემდეგ განცხადებას:
"ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, აღიარებულს საერთაშორისო სამართლითა და უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციებით, გაეროს წესდებისა და ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ჰელსინკის კონფერენციის დასკვნითი აქტის შესაბამისად.
ჩვენი აზრით, სეპარატისტული რეგიონების ნებისმიერი აღიარება საზიანოა სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის და არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, მათ შორის 2008 წლის გაეროს უშიშროების საბჭოს 1808-ე რეზოლუციას.
აღიარება ასევე საფრთხეს უქმნის კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით მიმდინარე საერთაშორისო ძალისხმევებს, კერძოდ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, რომლებშიც ევროკავშირი წამყვან როლს ასრულებს, როგორც მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე გაეროსა და "ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან" ერთად.
აქედან გამომდინარე, ჩვენ გვინდა გამოვხატოთ ძლიერი სინანული ვენესუელას მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონში - აფხაზეთშიელჩის დასახელებასა და ვენესუელასა და ხსენებულ რეგიონს შორის უვიზო რეჟიმის შემოღების განხილვასთან დაკავშირებით.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური