ბორჯღალოსნებმა ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება სამხედრო ბაზაზე გაიარეს

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 21 აგვისტო 2019 14:43

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო თასზე გამგზავრებამდე მომზადება სამხედრო ბაზაზე გაიარა. ნაკრების წევრები ერთი დღით  მუხროვანში მდებარე სპეციალური ოპერაციების ბაზას ესტუმრნენ, სადაც სამხედრო მოსამსახურეების დახმარებით და მათ მიერ შედგენილი  პროგრამის შესაბამისად, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება გაიარეს. წვრთნები ძირითადად ისეთ კომპონენტებს შეიცავდა,  რომელიც სპორტსმენების  სისწრაფის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური გამძლეობის უნარ-ჩვევების გამოცდასა  და მათ გაუმჯობესებასთან  არის დაკავშირებული.

სპეციალური ოპერაციების ძალების ხელმძღვანელებისა და სამხედრო მოსამსახურეების თქმით, მათ ეროვნული ნაკრების მორაგბეების მიმართ  მხარდაჭერა ამ ფორმითაც გამოხატეს. ბაზებზე მსგავსი ვიზიტები სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობის გაღრმავებასაც უწყობს ხელს.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები იაპონიაში, მსოფლიო თასზე ასპარეზობისთვის სექტემბერში გაემგზავრება.

თანამედროვე მწერლები მუხროვანის სამხედრო ბაზაზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 25 მარტი 2016 12:49

თანამედროვე ქართველი მწერლები და პოეტები, ამჯერად, მუხროვანის სამხედრო ბაზას ესტუმრნენ. ია სულაბერიძემ, ბაღათერ არაბულმა, ზაზა ბიბილაშვილმა, ეკატერინე ტოგონიძემ, ტორესა მოსიმ, ეკა კვიციანმა, შარლოტა კვანტალიანმა,თეონა დოლენჯაშვილმა და ედუარდ უგულავამ სამხედროებს საკუთარი შემოქმედება პირადად გააცნეს. ასევე, შესთავაზეს ჟურნალ „ცისკრის“ პროექტში ჩართვა და მათ მიერ დაწერილი ლექსების ჟურნალში გამოქვეყნება. სტუმრებმა შეხვედრის დასასრულს სამხედრო ბაზას საჩუქრად წიგნები გადასცეს.

თანამედროვე მწერლები და პოეტები სამხედრო ბაზას პროექტ „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში ეწვივნენ. აღნიშნული პროექტი კულტურისა და თავდაცვის სამინისტროებს შორის 2015 წლის ნოემბერში გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება. თანამედროვე ქართველი მწერლები ჯარისკაცებს, პროექტის ფარგლებში, პირველად გასული წლის 7 ნოემბერს, კოჯრის სერჟანტთა მომზადების ცენტრში შეხვდნენ, მას შემდეგ სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრები რეგულარულად იმართება.

ქართველ ჯარისკაცებზე გაეროს უმაღლესი კომისრის მოხსენებაში დაიწერა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 29 იანვარი 2016 14:14

ქართველი სამხედროების მიერ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულზე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა ანგარიში გამოაქვეყნა.

საუბარია, ევროკავშირის მისიაში მონაწილე რამდენიმე ქართველ სამხედრო მოსამსახურეზე.  ანგარიშში აღნიშნულია, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მისიის შესრულების დროს, სამხედროები სექსუალურ კავშირს ამყარებდნენ. თუმცა ფაქტის მტკიცებულებებზე საუბარი არ არის. 

ამასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა. განმარტებები ჟურნალისტებისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ გამართა. არსებული ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

სამხედრო ბაზაზე საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში გრძელდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 28 იანვარი 2016 12:43

64 საარჩენო უბნიდან ერთი სპეც უბანი, ვაზიანის სამხედრო ბაზაზეა გახსნილი. გადაღების საშუალება დღეს ჟურნალისტებსაც მისცეს.

ამ ეტაპზე სპეც უბანზე საარჩევნო პროცესი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. ამ დროისთვის 700 ამომრჩევლიდან საკუთარი პოზიცია 143-მა სამხედრო მოსამსახურემ დააფიქსირა.

მათ საშუალება აქვთ არჩევანი ორ კანდიდატს შორის გააკეთონ, რომლებიც ნაციონალურმა მოძრაობამ და ქართულმა ოცნებამ წარადგინეს. 

შეგახსენებთ,რომ დღეს გარდაბანში გამგებლის რიგგარეშე არჩევნები იმართება. 

ერაყის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმა მოხდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 04 იანვარი 2016 13:55

ერაყის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე მებრძოლების თავდასხმის შედეგად15 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 22 დაიჭრა  .  სამხედრო ბაზაზე იერიში ხუთმა თვითმკვლელმა ტერორისტმა მიიტანა. 

ორმა მათგანმა მანქანა ჭიშკართან ააფეთქა, დანარჩენმა სამმა კი თავი იმ ადგილზე აიფეთქა, სადაც სამხედროების  მომზადება ხდება. 

მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ტერორისტების განცხადებით, მათი სამიზნე არამეგობარი ქვეყნის არმიის მწვრთნელები არიან.

თავდაცვის მინისტრი ახალ წელს სამხედრო ბაზებზე შეხვდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 01 იანვარი 2016 10:51

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე ახალ წელს სპეციალური ოპერაციების ძალების პირად შემადგენლობასთან ერთად შეხვდნენ. შემდეგ მინისტრი, მისი მოადგილეები და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები IV მექანიზირებულ ბრიგადაში შეიკრიბნენ და ჯარისკაცების მიერ გამართულ სააახალწლო ღონისძიებას დაესწრნენ.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა ქართველ სამხედროებს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებული წელი უსურვეს. ახალი წლის ღამეს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა IV მექანიზირებულ ბრიგადის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ შალვა ჯაბახიძეს პოლკოვნიკის წოდება გადასცა.

მარიამობა ავღანეთში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
შაბათი, 29 აგვისტო 2015 11:45

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ებატალიონის სამხედროებმა მარიამობა აღნიშნეს. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ბატალიონის მოძღვარმა, მამა გაბრიელ ბარბაქაძემ სამხედრო ბაზაზე მოწყობილ სალოცავში აღავლინა.

ღვთისმშობლის მიძინების სადღესასწაულო რიტუალის დასრულების შემდეგ 43-ე ბატალიონის ხელმძღვანელობამ წარჩინებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად და მაღალხარისხიანად შესრულებისთვის მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

43-ე ბატალიონი კოალიციურ ძალებთან ერთად უკვე ხუთი თვეა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაშია ჩართული. ქართული ქვედანაყოფი ფარვანის პროვინციაში მდებარე ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური