სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარეს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 16 იანვარი 2018 14:55

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში ასპინძის, ახალქალაქის და ახალციხის რაიონებში მცხოვრებმა მოქალაქეებმა - 1990 წელს დაბადებულმა რ.ო.-მ, 1967 წელს დაბადებულმა გ.ტ.-მ, 1980 წელს დაბადებულმა ო.კ.-მ და 1977 წელს დაბადებულმა ს.ვ.-მ სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი ნივთიერება, ასაფეთქებელი მოწყობილობები და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით წარმოადგინეს და ჩააბარეს.

აღნიშნული პირები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდებიან.

სულ ჩაბარებულია: „აკმ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 3 გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. „აბრეზი“, 3 პისტოლეტი, სხვადასხვა კალიბრის 427 საბრძოლო ვაზნა, 20 ხელყუმბარა, 4 ყუმბარა, 2 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი, ტროტილის 2 კოჭა და ტყვიის მაგვარი 4 საგანი.

USAID ZRDA ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას სამეგრელოსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 01 მარტი 2017 16:25
დღეს, სასტუმრო Tbilisi Rooms Hotel-ში USAID-ის პროექტ Zrda-ს ინიციატივით გაიმართა საქართველოს ტურ-ოპერატორთა და ტურიზმის სექტორში ჩართულ მხარეთა შეხვედრა, რომლის მიზანი კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობაა. საუბარი იყო ტურიზმის სფეროში არსებული მოთხოვნა-მიწოდების და მასთან დაკავშირებული გამოწვევების და გადაჭრის გზებზე. ტურიზმის განვითარებისაკენ მიმართული ინიციატივებზე და დაგეგმილ პროექტებზე. პროექტის მიზანია ნაკლებად ცნობილი ტურისტული ობიექტების შესახებ ცნობადობის ამაღლების გზით ხელი შეუწყოს ახალი ტურების შექმნა-გაყიდვას, რაც, ერთის მხრივ ქართულ ტურისტულ ბაზარს შემატებს მრავალფეროვნებას და მოიზიდავს დამატებით ვიზიტორს, მეორეს მხრივ კი ხელს შეუწყობს ტურისტულ ინდუსტრიაში ჩართული ადგილობრივი სუბიექტების შემოსავალების ზრდას და განვითარებას. რეგიონებში ტურიზმის განვითარების მხარდასაჭერად, Zrda ხელს შეუწყობს ახალი ტურისტული პროდუქტის შემუშავებას, ახალი ტურისტული ობიექტების და ღირშესანიშნაობების პოპულარიზაციასა და ტურიზმის სექტორში ჩართული მხარეების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის გაუმჯობესებას, კომპლექსური მიდგომის გამოყენებით. პროექტი, აღნიშნული მიმართულებით მუშაობს სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოსა და პანკისის ხეობაში, თუმცა საოჯახო ტიპის სასტუმროების მხარდამჭერ ღონისძიებებს განახორციელებს ყველა სამიზნე რეგიონში. Zrda, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ სააგენტოსთან და რეგიონებში საჯარო და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, შეიმუშავებს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ტურიზმის განვითარების მოდელს. მოდელი ორიენტირებულია აგრო-, ეკო-, სათავგადასავლო და კულტურული ტურიზმის განვითარებაზე და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა შორის კოორდინაციისა და თანამშრომლობის გაუმჯობესებას სამცხე-ჯავახეთის ტურისტული პოტენციალის უკეთ წარმოსაჩენად. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, Zrda დახმარებას გაუწევს დაინტერესებულ მხარეებსა და თემებს, განსაკუთრებით ანაკლიასა და განმუხურში, ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის (GEMFest) გამართვასთან დაკავშირებით არსებული ინვესტიციებისა და შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენებაში.

სამცხე-ჯავახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მოსახლეობასთან შეხვედრას განაგრძობენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 05 სექტემბერი 2016 13:16

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს სამცხე-ჯავახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობენ.

ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გედევან ფოფხაძე ბორჯომში, ახალშენის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. მან ქვეყნისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის განათლების რეფორმაზე.

,,სწორი,გლობალური პოლიტიკა განათლების სფეროში, დიდად განსაზღვრავს, დაიკავებს თუ არა საქართველო თავის ღირსეულ ადგილს მსოფლიო ცივილიზაციაში.ამიტომ ჩვენ, ყველა უნდა ვზრუნავდეთ, რომ, რაც შეიძლება მალე გვქონდეს სათანადო განათლების სისტემა“,-აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ენზელ მკოიანი ამჟერად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებს- ყაურმას, ეშტიას, თორიასა და უჩმანას ესტუმრა. კანდიდატმა სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ თავის შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოიყენებს, რადგან ხალხის მოლოდინი გაამართლოს.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი კოპაძემ ნაქურდევის, ხევაშენის , უნწის , ბენარის , შოლავერის , შოყას , ფხეროს , ზემო ენთელისა და ქვემო ენთელის სოფლების მოსახლეობასთან გამართა შეხვედრა.

კანდიდატმა რაიონში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

„ ჩვენი მთავრობისთვის და ჩემთვის პრიორიტეტი იყო ყოველთვის მოქალაქეებზე ზრუნვა და მათთვის პირობების გაუმჯობესება. მე ვიცი ყველა თქვენი პრობლემა და ისიც, რომ განვითარებული ინფრასტრუქტურა პროგრესის წინაპირობაა. სწორედ ამიტომ, ჩვენი პოლიტიკური ძალა განაგრძობს მუშაობას მოსახლეობის კეთილდღეობისთვის’’, -განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი კოპაძემ.

სამცხე-ჯავახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მოსახლეობას შეხვდნენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 02 სექტემბერი 2016 12:55

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი კოპაძე დაბა აბასთუმნის მოსახლეობას შეხვდა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა ამომრჩეველს სამომავლო გეგმები გააცნო და ყურადღება რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე გაამახვილა.

“აბასთუმნის რეაბილიტაცია საბოლოოდ ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის გაზრდასა და ეკოტურიზმის განვითარებას“,-აღნიშნა გიორგი კოპაძემ.

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ენზელ მკოიანი.

იგი ჯიგრაშენს, მამზარას, დიდ კონდურას, ყულალისს, პატარა კონდურასა და დილიფშს სტუმრობდა.

მოსახლეობასთან შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში გაიმართა.მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივ მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნო.

განათლების მინისტრი სამცხე-ჯავახეთს ეწვია

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 19 აგვისტო 2016 10:24
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი პედაგოგებთან შეხვედრის მიზნით, ამჯერად, სამცხე-ჯავახეთს ეწვია. ალექსანდრე ჯეჯელავამ პირველი შეხვედრა ახალციხეში გამართა და ახალციხის, ბორჯომის, ასპინძისა და ადიგენის სკოლების წარმომადგენლებს შეხვდა. ორსაათიანი შეხვედრის მანძილზე მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ყველა მოსალოდნელ სიახლეზე, სკოლის კიდევ უფრო განავითარების, სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისა თუ, მასწავლებელთა და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით დაგეგმილ პროექტებზე. შეხვედრა ტრადიციულად ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. მასწავლებლებს შეეძლოთ მათთვის საინტერესო ყველა შეკითხვის დასმა.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დოკუმენტის გაყალბების ფაქტზე 7 ადამიანი დააკავეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 12 იანვარი 2016 11:29

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადების ფაქტზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 7 მოქალაქე დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებს ხე-ტყის ტრანსპორტირებისათვის სასაქონლო ზედნადებში, სისტემატურად შეჰყავდათ ყალბი მონაცემები, რის შემდეგაც, ახორციელებდნენ რეალიზაციას.

დანაშაული 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის დანაყოფებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს

გამოქვეყნებულია სამართალი
კვირა, 01 ნოემბერი 2015 11:10

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად სისხლი გაიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები სისტემატურად მონაწილეობენ აქციაში „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ და საქართველოს ყველა რეგიონში, „სისხლის ბანკის“ დახმარებით, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლს რეგულარულად აბარებენ. სამინისტრო აღნიშნულ აქციაში უკვე მესამე წელია მონაწილეობს.

აქციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაწილეობის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება. საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა მომავალშიც გაგრძელდება.

შსს-მ სამცხე-ჯავახეთში უკანონო თევზჭერის ფაქტზე ექვსი პირი ამხილა

გამოქვეყნებულია სამართალი
კვირა, 09 აგვისტო 2015 13:44

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ადიგენის, ასპინძის და ბორჯომის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 6 პირი: 1988 წელს დაბადებული სიმონ ბ,1990 წელს დაბადებული ბექა ფ, 1981 წელს დაბადებული დავით ტ,1991 წელს დაბადებული გიორგი ტ, 1990 წელს დაბადებული კობა კ. და 1971 წელს დაბადებული დავით ფ. უკანონო თევზჭერის ფაქტზე ამხილეს.

სამართალდამცველებმა სიმონ ბ. ადიგენის რაიონის სოფელ უდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ქვაბლიანთან, დავით ტ. ადიგენის რაიონის სოფელ არლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ქვაბლიანთან, გიორგი ტ. და კობა კ. ბორჯომის რაიონში, მდინარე გუჯარულასთან ,ხოლო ბექა ფ. და დავით ფ. დაბა ასპინძის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე მტკვართან, იმ დროს ამხილეს, როდესაც ისინი თევზს აკრძალული საშუალებით იჭერდნენ. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან თევზაობისთვის საჭირო ელექტროაპარატი, ჩოგან-ბადეები და უკანონოდ დაჭერილი 40 კილოგრამი თევზი ნივთმტკიცებად ამოიღო. მხილებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება აკრძალული საშუალებით უკანონო თევზჭერის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 300-ე მუხლის მე-3 ნაწილით).

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« მაისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური