ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთში გაემგზავრნენ

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 08 ივლისი 2020 16:19

საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად გაემგზავრა. ამის   შესახებ "ნიუსდეი საქართველოს" თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურში განუცხადეს.

ნაკრები ასეული მონაწილეობას ნატო-ს ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო მისიაში (RSM) მიიღებს. ქართველი სამხედროები, მაიორ ანტონ ქუთათელაძის მეთაურობით, ქალაქ ქაბულში ბაზის უსაფრთხოებისა და ძალთა დაცვის ამოცანებს შეასრულებენ. I ქვეითი ბრიგადის ქვედანაყოფი II ქვეითი ბრიგადის ნაკრებ ასეულს ჩაანაცვლებს.

მისიაში გამგზავრებამდე ნაკრები ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა მათზე დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად გადასროლისწინა მომზადება საქართველოში გაიარეს.

შესაძლოა, სამშვიდობო მისიების მუშაობაში ცვლილებები ამოქმედდეს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 29 იანვარი 2016 12:50

დღეს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. მას პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრება. სხდომაზე მიწვეულია საბჭოს ყველა წევრი. მთავარი განსახილველი საკითხი ნატოს ვარშავის სამიტია, იმსჯელებენ საერთაშორისო მისიებთან დაკავშირებულ თემებზეც.

ამ საკითხზე მომხსენებელი თავდაცვის მინისტრი იქნება. თინა ხიდაშელი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ავღანეთიდან. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ სამშვიდობო მისიების მუშაობაში გარკვეული კორექტივები შევიდეს.

„ნატოს წევრ ქვეყნებში ახლა მიმდინარეობს მანდატების გადახედვა. ჩვენ გაცხადებული გვაქვს, უკვე მრავალი წელია, რომ ავღანეთში ვრჩებით ჩვენ პარტნიორებთან ერთად, მისიის დამთავრებამდე. ეს რას ნიშნავს, სწორედ ამის შესახებ არის დღეს ნატოში დისკუსია და ამის თაობაზე იქნება ჩემი მოხსენება უშიშროების საბჭოზე,“ - განმარტა თინა ხიდაშელმა.  

თავდაცვის მინისტრმა ვარშავის სამიტზეც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ მთავარი ამოცანაა, შესაძლებობის ფარგლებში, ქმედებების აბსოლუტური სინქრონიზაცია მოხდეს. 

 

31-ე ბატალიონის ნაკრები ასეული ავღანეთიდან სამშობლოში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
შაბათი, 24 ოქტომბერი 2015 13:46

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ნაკრები ასეული ავღანეთიდან საქართველოში სრული შემადგენლობით უდანაკარგოდ დაბრუნდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე ჯარისკაცებს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების მაღალი რანგის წარმომადგენლები დახვდნენ.
გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულების დროს ასეულმა მაღალი საბრძოლო მომზადების დონე გამოავლინა და მათი გამოცდილების თითოეული წამი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად იქნება გამოყენებული.
„სასიხარულოა, რომ ეს უკვე როტაციის ბოლო კომპონენტია და ეს ის ასეულია, რომელმაც ამოცანის შესრულების დროს კარგად წარმოაჩინა თავი. აღსანიშნავია ასევე, რომ მეთაური აფხაზეთიდანაა, გალიდან და შეიარაღებულ ძალებში მთელი გულით მსახურობს. ასეულმა მაღალი საბრძოლო მომზადების დონე და მოტივაცია გამოავლინა. მათი გამოცდილების თითოეული წამი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად იქნება გამოყენებული“, – განაცხადა გენერალ-მაიორმა კაპანაძემ.
უწყების ცნობით, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში 31-ე ბატალიონის ნაკრებმა ასეულმა მასზე დაკისრებული მოვალეობას, აშშ-ს სარდლობის ხელმძღვანელობით, ქაბულის სამხედრო ბაზაზე შეასრულა. მისიის ფარგლებში, ქართველი ჯარისკაცები, ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად სრული სპექტრის სამხედრო ოპერაციებს განახორციელეს. ასეულის მთავარი ამოცანა ქაბულში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბისა და ბაზის შიდა პერიმეტრის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. შეგახსენებთ, რომ ქართველი სამხედროები ავღანეთში მისიის შესასრულებლად, როტაციის წესით, მიმდინარე წლის მარტში გაემგზავრნენ. ქაბულში III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ნაკრები ასეული II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრებმა ასეულმა ჩაანაცვლა.

ავღანეთში დაღუპულ ვასილ ყულჯანიშვილს სამხედრო წესით დღეს დაკრძალავენ

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 29 სექტემბერი 2015 10:20

ავღანეთში დაღუპული ვასილ ყულჯანიშვილს რუსთავის სასაფლაოზე დღეს, 14:00 საათზე, სამხედრო წესის მიხედვით დაკრძალავენ.

21 წლის რუსთაველი სამხედრო მოსამსახურე, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი ავღანეთში, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შესრულების დროს, სამოქმედო არეალში პატრულირებისას, მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 22 სექტემბერს დაიღუპა.

 

დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები „ყაზბეგის მარათონზე“

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
კვირა, 06 სექტემბერი 2015 13:46

დაბა სტეფანწმინდაში ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა მხარდასაჭერად „ყაზბეგის სათავგადასავლო მარათონი“ გაიმართა. გარბენში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა სამხედრო მოქმედებებსა თუ სამშვიდობო მისიებში დაშავებული 6 ჯარისკაცი მონაწილეობდა. 42-კილომეტრიან ესტაფეტაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის და გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის  გუნდებიც იყვნენ ჩართულნი.

დაშავებულმა ჯარისკაცებმა გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად პირველი სამი საპრიზო ადგილი გაინაწილეს.

 „ყაზბეგის მარათონი“ წელს მეექვსედ გაიმართა. საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებაში, რომელიც ზღვის დონიდან 1700-2200 მეტრზე მიმდინარეობდა, ქართველების გარდა უცხოელებიც მონაწილეობდნენ. სპორტული შეჯიბრი ტურისტული სააგენტო „ვიზიტ ჯორჯიას“ ორგანიზებით ჩატარდა.

მარიამობა ავღანეთში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
შაბათი, 29 აგვისტო 2015 11:45

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ებატალიონის სამხედროებმა მარიამობა აღნიშნეს. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ბატალიონის მოძღვარმა, მამა გაბრიელ ბარბაქაძემ სამხედრო ბაზაზე მოწყობილ სალოცავში აღავლინა.

ღვთისმშობლის მიძინების სადღესასწაულო რიტუალის დასრულების შემდეგ 43-ე ბატალიონის ხელმძღვანელობამ წარჩინებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად და მაღალხარისხიანად შესრულებისთვის მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

43-ე ბატალიონი კოალიციურ ძალებთან ერთად უკვე ხუთი თვეა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაშია ჩართული. ქართული ქვედანაყოფი ფარვანის პროვინციაში მდებარე ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური