მაია ცქიტიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქ პეკინში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 26 აპრილი 2019 11:42

საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაცია  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქ პეკინში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. 

ვიზიტის ფარგლებში, მაია ცქიტიშვილი მონაწილეობას მიიღებს „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ფორუმში და  სიტყვით გამოვა „ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობის ზონალურ ფორუმზე“. 

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროში მაია ცქიტიშვილი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრი ლი სიაოპენგი ხელს მოაწერენ 2019 წლის 5-6 მარტს მხარეების მიერ პარაფირებულ შეთანხმებას „საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის საერთაშორისო სახმელეთო ტვირთების გადაზიდვისა და მგზავრთა ტრანსპორტირების შესახებ“. 

დაგეგმილია შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამშენებლო კორპორაციის თავმჯდომარესთან. 

ვიზიტისას განხილული იქნება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები. ყურადღება გამახვილდება საქართველოს ეკონომიკურ და სავაჭრო პოტენციალზე და ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიდგომებსა და გეგმებზე. 

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე.

საქართველოსა და გერმანიის სამუშაო ჯგუფები ეკონომიკურ საკითხებს წელიწადში ორჯერ განიხილავენ

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 24 აგვისტო 2018 14:42

„განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საქართველოსა და გერმანიის პირველი პირების მიერ გუშინ მიღწეული შეთანხმება, რომ წელიწადში მინიმუმ ორჯერ მოხდება ერთობლივი სამუშაო ჯგუფების, ან კომისიების შეხვედრა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროებს შორის მუდმივი დიალოგის ჩარჩო-ფორმატის ჩამოყალიბების საშუალებას მოგვცემს, ამასთან, შესაძლებლია მასში სხვა უწყებების და კერძო სექტორის ჩართულობაც,” - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილმა საქართველო-გერმანიის ბიზნესის მონაწილეობით გამართული მრგვალი მაგიდის დასრულების შემდეგ. 

ეკონომიკისა დას მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, მრგვალ მაგიდაში მონაწილეობდნენ მსხვილი გერმანული კომპანიების ხელმძღვანელი პირები, რომლებიც უკვე მოღვაწეობენ საქართველოში, ან გეგმავენ ბიზნესის დაწყებას. „ძალიან საინტერესო დიალოგი შედგა, იყო კონკრეტული კითხვები და მათი მხრიდან გამოხატული კონკრეტული მიზნები. ჩვენ მათ მივაწოდეთ ინფორმაცია საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ძალიან კონკრეტული შედეგი გვექნება და ასევე იმის შესაძლებლობა, რომ უფრო მეტი ინვესტიციები მივიღოთ გერმანული მხრიდან,” - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა. 

მრგვალი მაგიდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოსა და გერმანიის სამთავრობო და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებმა, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

სამუშაო შეხვედრა DIB სკოლაში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 22 თებერვალი 2018 15:13

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში პროექტის „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში: ორგანიზაციული შეფასება“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.

ღონისძიება შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრის, ბრიტანეთის, ესპანეთისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროების ერთობლივი პროექტია, რომელიც ნატოს „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის პროექტის“ დაფინანსდებით ხორციელდება.  ამერიკელი, კანადელი, ავსტრალიელი, შვედი, ირლანდიელი, ბრიტანელი და ესპანელი ექსპერტები საქართველოს თავდაცვის უწყების წარმომადგენლებს ორგანიზაციული კლიმატის კვლევების ჩატარებისთვის საჭირო მოდელებსა და მეთოდოლოგიებს აცნობენ, რაც სამინისტროში ორგანიზაციული კლიმატის კვლევების ჩატარებისთვის ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას ემსახურება.

DIB სკოლაში მიმდინარე სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის, გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტისა და სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენლები იღებენ.

პროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გუშინ ოფიციალურად თავდაცვის სამინისტროში გაიხსნა. მასში მონაწილეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და  ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების ახალი გამოწვევების საკითხებში, დოქტორი ჯეიმი შეა მიესალმნენ. პროექტის შესახებ კი, პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძემ და შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრის წარმომადგენელმა, მეგან ბასტიკმაც ისაუბრეს. 

სამუშაო შეხვედრა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) სამი დღე გაგრძელდება.

​გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით დღეს ვილნიუსს ეწვევა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 15 თებერვალი 2018 18:25

ლიტვის სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით ვილნიუსს ეწვევა და ლიტვის პრეზიდენტის სახელით გამართულ საზეიმო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთის, გერმანიის, ფინეთის, ისლანდიის, უკრაინის პრეზიდენტები, შვედეთის ხელისუფლებისა და ევროპული სტრუქტურების წარმომადგენლები დაესწრებიან.
16 თებერვალს, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან და აღნიშნულ შეხვედრებზე 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის საზეიმო თარიღთან დაკავშირებითაც ისაუბრებს.

საქართველოს ელჩის სამუშაო ვიზიტი სინძიან-უიღურეთის ავტონომიურ რეგიონში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 15 ივლისი 2016 13:42

ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით აფციაურმა ჩინეთის სინძიან-უიღურეთის ავტონომიურ რეგიონში, ქ.ურუმჩიში სამუშაო ვიზიტი გამართა, სადაც რეგიონის ვიცე-გუბერნატორს შ’ ტაკანგს, სინძიანის საგარეო საქმეთა ბიუროს და სინძიანის კომერციის ბიუროს დირექტორებს შეხვდა.
შეხვედრებზე არაერთხელ დაფიქსირდა, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებში საქართველო-სინძიანის ეკონომიკური თანამშრომლობის მკაფიოდ გამოკვეთილი როლი, აბრეშუმის გზის „ერთი გზა, ერთი სარტყელის“ პროქტის ფარგლებში ორივე მხარის მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობა და სინძიანის "ჰუალინგ ჯგუფის", როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინვესტორის წვლილი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. აღნიშნული კომპანიის წარმატებული პროექტები საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობის მაგალითად იქცა სხვა ჩინური კომპანიებისათვის.
რეგიონის ვიცე-გუბერნატორთან შეხვედრაზე გადაწყდა მიმდინარე წელს ქ. ურუმჩიში სინძიანის კომპანიებისათვის მოეწყოს საქართველოს საინვესტიციო კლიმატისა და ბიზნეს შესაძლებლობების პრეზენტაცია.
სინძიანში ვიზიტის დროს, საქართველოს ელჩი შეხვდა ასევე საქმიანი წრეების წარმომადგენლებს, მათ შორის ქ. ურუმჩიში დაათვალიერა სინძიანის ჰუალინგ ჯგუფის პროექტები,ჰუალინგის უძრავი ქონების გაყიდვების ოფისი და ასევე ესტუმრა ჩინეთში ქართული ღვინის კულტურის გამავრცელებელი ქსელის 'ქველის" ერთ-ერთ ახლადგახსნილ მაღაზიას, რომელსაც ს.ს. "თბილინვესტი" შპს." სუოლუნ საქართველოსთან" ერთად ახორციელებს.
ჩინეთის სინძიან-უიღურეთის ავტონომიურ რეგიონის მთავრობა მზადყოფნას გამოთქვამს საქართველოსთან თანამშრომლობის მეტად გაღრმავებისათვის.

სახელმწიფო პროგრამა სამუშაოს მაძიებელთათვის

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 27 მაისი 2016 17:18

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტმა სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამას განიხილა. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, აღნიშნული პროგრამა მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის შემადგენელი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. 
საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავრობის წევრებს პროგრამის შესახებ ინფორმაცია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მიაწოდა.
„პროგრამას ახასიათებს რამდენიმე საკვანძო საკითხი: პირველი, ეს არ არის უბრალო შუამავლობა დამსაქმებელს და სამუშაოს მაძიებელს შორის, არამედ ეს არის კერძო, სახელმწიფო თანამშრომლობაზე, პარტნიორობაზე დაფუძნებული მოდელი, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვან ფაქტორებს. ერთ-ერთი მათგანი არის ის, რომ პოტენციური დამსაქმებელი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს კადრების გადამზადებაში, მათი სასწავლო ცენტრების საშუალებით, რაშიც ასევე ჩართული იქნება სახელმწიფო."ჩვენი შეფასებით, ეს იქნება ძალიან მაღალი წარმატების პროექტი, რომელსაც რეალური შესაძლებლობები ექნება და ეს პროექტი თავის შინაარსით ცალსახა თანხვედრაშია მთავრობის 4 სტრატეგიულ რეფორმასთან“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა კონკურენტუნარიანობის ამაღლება (მოხდება მათი პროფესიული მომზადება-გადამზადება და სამუშაო ადგილებზე შემდგომი სტაჟირება) და ამ გზით სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობა.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური