Samsung Galaxy S8 და S8+ სმარტფონების განვითარების მწვერვალია!

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 13 აპრილი 2017 22:15

Samsung-მა ახალი, ინოვაციური სმარტფონები Galaxy S8 და S8+ წარმოადგინა. უსაზღვრო ეკრანი, უსაფრთხოების ინოვაციური მექანიზმი, დახვეწილი კამერა და საუკეთესო მახასიათებლები - ეს ახალი სმარტფონების უპირატესობებია.
სმარტფონის ეკრანს ფაქტიურად არ აქვს ჩარჩოები და დღეს არსებულ სმარტფონებს შორის Galaxy S8 | S8+ აქვს ეკრანის ყველაზე მაღალი თანაფარდობა კორპუსთან (84%) . მას თამამად შეიძლება ვუწოდოთ ”სმარტფონი უსაზღვრო ეკრანით”, რაც ძალიან ეფექტურია და არსებული სმარტფონებისგან რადიკალურად განსხვავდება. მისი დიზაინი იმდენად შთამბეჭდავია, რომ ნებისმიერი სმარტფონი მის გვერდით გამოიყურება არასრულყოფილად, ძველმოდურად და მოსაწყენად. Samsung-შიაცხადებენ, რომ Galaxy S8 | S8+ არის სმარტფონების განვითარების მწვერვალი და სამყაროს შეცნობის ახალი გზა!
Galaxy S8 | S8+ აქვს უსაზღვრო ეკრანი, რომელზეც რამდენიმე აპლიკაციის ერთროულად გამოტანაა შესაძლებელი. მაგალითად, თუ თქვენ უყურებთ რაიმე სახალისო ან თქვენთვის საინტერესო ვიდეოს, პარალელურად შეგიძლიათ გააგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინება ან შეასრულოთ თქვენთვის სასურველი ფუნქცია ისე, რომ ვიდეოს ყურება არ შეწყვიტოთ. 
შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ დღეს Galaxy S8 | S8+ ყველაზე დაცული სმარტფონია. მასში გამოყენებულია პირადი ინფორმაციის დაცვისა და უსაფრთხოების ინოვაციური და ყველაზე საიმედო მექანიზმები. გარდა სტანდარტული თითის ანაბეჭდის სკანერის, კოდური სიტყვის, ნახატისა და პინკოდისა, Galaxy S8 | S8+ ში ინფორმაციის დაცვა შესაძლებელია თვალის ფერადი გარსის სკანერით - ყველაზე საიმედო ბიოლოგიური ავტორიზაციის მეთოდით. ის, რაც ადრე მხოლოდ ჰოლივუდურ ფილმებში გვინახავს, დღეს ყველასთვის ხელმისაწვდომია. თვალის ფერადი გარსის სკანერით სმარტფონის განბლოკვის გარდა, შესაძლებელია ნებისმიერი ფაილისა და აპლიკაცაიის დაცვა. 
Samsung-ის ახალი სმარტფონები მიგნებაა ფოტომოყვარულთათვისაც. ორმაგი პიქსელების ტექნოლოგიით აღჭურვილიკამერა უზრუნველყოფს ვიდეოსა და სურათის გადაღებისას ფოკუსირების საოცარ სიჩქარეს და, შესაბამისად, მკვეთრ გამოსახულებას არასაკმარისი განათების პრიობებშიც კი.
სიახლეს არ წარმოადგენს, რომ Samsung ხშირად აოცებს მომხმარებელს. გამონაკლისი არც ამ შემთხვევაშია. Galaxy S8 | S8+ აღჭურვილია უახლესი ოპერაციული (Android 7.0 Nougat) სისტემით და აქვს საოცრად მარტივი და მოქნილი ინტერფეისი, რომელიც მომხამრებელს ანიჭებს სრულ თავისუფლებას.
Galaxy S8 |S8+ ში გამოიყენება Samsung - ის წარმოების უძლიერესი Exynos 8895 პროცესორი, რომელიც გამოირჩევა საოცარი წარმადობით და ენერგოეფექტურობით; ხოლო, 10 ნანო მეტრიანი ტექნოლოგიის ხარჯზე მისი გადახურება ფაქტობრივად შეუძლებელია. 
Galaxy S8 | S8+ წინასწარი შეკვეთა სამსუნგის ოფიციალური პარტნიორების მაღაზიათა ქსელებში 18 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლითაა შესაძლებელი, ხოლო ოფიციალური გაყიდვები 8 მაისიდან დაიწყება. წინასწარი შეკვეთის შემთხვევაში - მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს Samsung-ის 2017 წლის 360-იან ფორმატის კამერას (Gear 360) და 32 გბ-იან უმაღლესი კლასის მეხსიერების ბარათს UHD ვიდეოების ჩასაწერად.


 


5-დან 9 ნოემბრის ჩათვლით თბილისში საერთაშორისო მოდის კვირეული Mercedes‐Benz Fashion week Tbilisi 2015 ჩატარდება

გამოქვეყნებულია თბილისი Fashion week
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2015 15:00

"მიმდინარე წელს ჩვენ უკვე მეორედ ვატარებთ საერთაშორისო მოდის კვირეულს Mercedes‐Benz Fashion week Tbilisi 2015-ს და ვცდილობთ, რომ ამ პროექტის ხარისხი მაქსიმალურად მაღალ დონეზე ავწიოთ", ამის შესახებ დღეს სასტუმრო Courtyard Marriot -ში, გამართულ პრეს-კონფერენციაზე კვირეულის ხელმძღვანელმა სოფო ჭყონიამ განაცხადა.

პრეს-კონფერენცია მიეძღვნა 5-დან 9 ნოემბრის ჩათვლით თბილისში საერთაშორისო მოდის კვირეულის Mercedes‐Benz Fashion week Tbilisi 2015-ის ჩატარების საკითხებს.

როგორც ჭყონიამ აღნიშნა, დიზაინერები ყოველთვის ცდილობენ ისეთი აქტუალური და თანამედროვე კოლექციების შექმნას, რომელიც საინტერესო იქნება მსოფლიოსთვის. „აქედან გამომდინარე კვირეულზე  ყოველთვის ვეპატიჟებით ისეთ სტუმრებს, რომლებიც შეძლებენ პოპულარიზაცია გაუწიონ პერსპექტიულ ქართველ დიზაინერებს საქართველოს ფარგლებს გარეთ. ამჟამად ჩვენი კვირეული ტარდება ძალაინ საინტერესო ლოკაციაზე. ეს არის ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, სადაც უჩვეულო გარემოა შექმნილი, თუმცა  უნდა ავღნიშნო, რომ დიზაინერების კოლექციებიც სრულად შეესაბამება ამ გარემოს“, - დასძინა კვირეულის ხელმძღვანელმა სოფო ჭყონიამ.

შეგახსენებთ, რომ  5-დან 9 ნოემბრის ჩათვლით თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი საერთაშორისო მოდის კვირეულს MercedesBenz Fashion week Tbilisi 2015-ს პირველად უმასპინძლებს. მოდის კვირეულის დევიზია ”ვაქციოთ ქართული მოდის ინდუსტრია მომგებიან ბიზნესად”. ქართული მოდის მსოფლიო ასპარეზზე გატანის მიზნით, შემოდგომის ყველაზე მოდურ სანახაობაზე დიზაინერები, მოდელები, ბაიერები, ჟურნალისტები და უბრალოდ მაღალი მოდის თაყვანისმცემლები მთელი მსოფლიოდან სწორედ თბილისში მოიყრიან თავს. Mercedes‐Benz Fashion Week – ეს მოდისა და ძვირფასი ავტომობილების სამყაროს გაერთიანებაა. რა გვეუბნება ადამიანზე უფრო მეტს, ვიდრე თავად შეუძლია მოყვეს? მხოლოდ ორი რამ - მისი სამოსი და ავტომობილი. სწორედ ამიტომ თვლიან კვირეულის ორგანიზატორები, რომ ეს კავშირი თვალსაჩინოა. აქ გამართული საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები ხელს უწყობს დიზაინერების წარმოჩენას და მომავალში მათი წარმატების გარანტი ხდება. Mercedes‐Benz Fashion Week-ის ფარგლებში გაიმართება ცნობილი ქართველი და უცხოელი დიზაინერების ჩვენება და წარმოდგენილი იქნება Mercedes‐Benz-ის ახალი მოდელები. ამ აქციის მთავარი იდეაც ხომ სხვადასხვა ქვეყნის კულტურული ტრადიციების, მოდური ტენდენციებისა და აღქმის ჩვენებაა. ღონისძიებაზე სპეციალურად ჩამოდიან მოდის კრიტიკოსები და წამყვანი ჟურნალისტები, რომლებიც დეტალურად გააშუქებენ თბილისში გამართულ ჩვენებებს. „მომა“ ასევე 5 დიზაინერის მუდმივმოქმედ ექსპოზიციას უმასპინძლებს, მოეწყობა შოუ-რუმებიც. ”MercedesBenz Fashion week Tbilisi 2015 სხვა მხრივაც გამორჩეული იქნება. ჩვენ ამ კვირეულის განმავლობაში ახალი სტანდარტების დანერგვას ვცდილობთ: ნაჩვენები იქნება სპეციალურად ამ კვირეულისთვის შექმნილი კოლექციები, აქცენტი შოუს ნაცვლად თავად მოდაზე, სტილსა და დიზაინერებზე გაკეთდება. გვეყოლება ძალიან საინტერესო სტუმრები, რომელთა ვინაობასაც ჯერჯერობით საიდუმლოდ დავტოვებ, მაგრამ ეს ზუსტად ის ხალხია, ვინც ქართული მოდა მსოფლიოს უნდა გააცნოს და მათი კოლექციების რეალიზება მაღალი მოდის საერთაშორისო პლატფორმაზე მოახდინოს,” - ამბობს კვირეულის ხელმძღვანელი სოფო ჭყონია.

20 წელია რაც Mercedes‐Benz მოდის ყველაზე პრესტიჟული ღონისძიებების ჩვენებების პარტნიორად იქცა. ბერლინი, მოსკოვი, სტამბული, მილანი, ლონდონი, ნიუ-იორკი და კიდევ სხვა მრავალ ქალაქში ტარდება ანალოგიური მოდის კვირეულები. მსოფლიოს 50 ქვეყანაში ის ხელს უწყობს დიზაინერების აღმოჩენას და აცნობს მათ მსოფლიოს. მოდის კვირეულის მიზანია, დამყარდეს კავშირები დიზაინერებსა და მოდის სამყაროში ცნობილ და გავლენიან ფიგურებს შორის.

მოდის კვირეულის მთავარი პარტნიორია „Mersedes-Benz“. კვირეულის პარტნიორები არიან „კოკა-კოლა“, “ფერერო როშე”, „სამსუნგი“ და “თბილისი მოლი“. ”თბილისი მოლში” წლის ბოლომდე წარმოდგენილი იქნება ქართველი დიზაინერების Showroom.

ჟურნალისტებს გთხოვთ, აკრედიტაცია გაიაროთ მითითებულ ვებ-გვერდზე:

http://sofiatchkonia.com/

 

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური