ჩეხეთის რესპუბლიკა მზადაა დაეხმაროს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ხორცშესხმაში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 06 აგვისტო 2018 16:49

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით ფიციალური  განცხადება გამოაქვეყნა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს 2008 წელს რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებას, რამაც საფრთხე შეუქმნა რეგიონულ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. ჩეხეთის საგარეო უწყება მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას „როგორც კონფლიქტის ხანგრძლივი და სამართლიანი მოგვარების ერთადერთ გზას, საერთაშორისო სამართლით განსაზღვრული დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვით“.

„ჩვენ პატივს მივაგებთ ყველა დაღუპულის, განსაკუთრებით, სამოქალაქო პირების ხსოვნას. ასევე ვიხსენებთ ყველა დევნილსა და იძულებით გადაადგილებულ პირს. ამასთან, გვსურს დავადასტუროთ, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა მზადაა დაეხმაროს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ხორცშესხმაში“ - ნათქვამია ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წლიური კონფერენცია-გამოფენა

გამოქვეყნებულია განათლება
კვირა, 10 ივნისი 2018 11:55

2018 წლის 9 ივნისს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წლიური კონფერენცია-გამოფენა გაიმართა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქ-ნი ლია გიგაური, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  წარმომადგენელი ქ-ნი ნინო ბუაჩიძე და სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა" დირექტორი ქ-ნი მარინა უშვერიძე.

კონფერენციის სტუმრებმა დაათვალიერეს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ხელშეწყობით განხორციელებული პროექტების ამსახველი ფოტოგამოფენა. ფორუმის მონაწილე, საქართველოს ყველა რეგიონის 250 პედაგოგი, სამოქალაქო განათლების სფეროს სიახლეებსა და ინოვაციებს გაეცნო. მათ ასევე, მიიღეს ინფორმაცია მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის და მათთვის საინტერესო სხვა რესურსების შესახებ. კონფერენციის მსვლელობისას, სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ცერემონიალის დროს სამოქალაქო განათლების პედაგოგებს გადაეცათ ფორუმის მიერ დაწესებული საპატიო ჯილდო - მადლობის სიგელი და „სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგის” პრიზი.

კონფერენცია-გამოფენა ორგანიზებულია სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში. პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან და რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორობით. პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).

ლიბერთი ბანკის 2017 წ. სამოქალაქო პასუხისმგებლობის ანგარიში

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 03 იანვარი 2018 12:46

ვამაყობთ რომ 2017 წელს ლიბერთი ბანკის დახმარებით:

ü  50-ზე მეტ მიუსაფარ ბავშვთა სახლს ჰქონდა უწყვეტი ელექტროენერგი და ბუნებრივი აირირომლის საფასურის სრული ანაზღაურება ბანკმაუზრუნველყო მთელი წლის განმავლობაში

ü  ლიბერთი ბანკის სათაო ოფისში ხელი მოეწერა მემორანდუმს Educare Georgia-სთან და Khan Academy- ფარგლებში ჩვენ ონლაინ განათლებისხელშეწყობის პროგრამაში ჩავერთეთ

ü  ჩვენ შევძელით 700-ზე მეტი დაუცველი ოჯახის, სტუდენტებისა და ახალგაზრდა სპორტსმენების  ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერა

ü  2014 წლიდან დღემდე მოქმედებს ‘სოლიდარობის ფონდის’ მხარდაჭერის პროგრამა. პროგრამის ფარგლებში ბანკმა ფონდის ანგარიშზე ჯამში600 000 ლარზე მეტი გადარიცხარითაც ჩვენ დავეხმარეთ 22 წლამდე ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებსა და მოზარდებს

 

2017 წლის სამოქალაქო პასუხისმგებლობის (CSR) ანგარიში -  https://libertybank.ge/ge/CSR2017 :

 

 

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში TWINNING-ის პროექტი დასრულდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 14 სექტემბერი 2017 15:32

დღეს სასტუმრო "თბილისი მარიოტში“ "TWINNING" პროექტის - "საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. პროექტის დახურვას  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების, საავიაციო ინდუსტრიისა და სხვა პარტნიორი უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ. 

ღონისძიებაზე მხარეებმა პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა შეაჯამეს და ევროკავშირის სტანდარტებთან საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოების კუთხით მიღწეული შედეგების შესახებ პრეზენტაცია გამართეს. როგორც აღინიშნა, ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტი - "საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან" მიზნად ისახავდა ქვეყანაში მოქმედი საავიაციო კანონმდებლობის სრულყოფასა და მისი ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას, ასევე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ხელისუფლების სტრუქტურულ და ინსტიტუციონალურ გაძლიერებას. პროექტი 2015 წლის ივნისში დაიწყო და მისი ბიუჯეტი 1,23 მილიონ ევროს შეადგენდა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, ეს არის მნიშნელოვანი პროექტი, რადგან ის უზრუნველყოფს უსაფრთხოებასა და რეგულაციების ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების პროცესს. 

"ეს არის თანამშრომლობის მეორე პროექტი, რომელიც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან განახორციელეს იმის ფონზე, რომ ავიაკომპანიების ძალიან მზარდი ნაკადი   გვაქვს.  მოგეხსენებათ, რომ 2017 წლის პირველ 7 თვეში 48%-იანი ზრდა გვაქვს. ეს მნიშვნელოვანია, რადგანაც აღნიშნული სტანდარტები უზრუნველყოფენ უსაფრთხოების, ახალი ავიაკომპანიების შემოსვლის დროს მათი რეგულაციების და ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების პრინციპებს.  ჩვენ ვხდებით ერთიანი ევროპული საჰაერო სივრცის წევრები და ამისთვის ეს  აუცილებელი წინაპირობაა“ - აღნიშნა გიორგი ჩერქეზიშვილმა. 

"პროექტი 27 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ხორვატიელ და გერმანელ კოლეგებთან ერთად მასში ჩართულნი იყვნენ ავსტრიელი კოლეგები. პროექტი ეხებოდა ევროკავშირის საავიაციო მოთხოვნებთან ჩვენი მოთხოვნების დაახლოებას, ეროვნული ნორმატიული აქტების  მომზადებას. ძალიან ნაყოფიერი შრომის შედეგად გადმოტანილი იყო  რეგულაცია ჩვენს სამართლებრივ სივრცეში. რაც მთავარია, გაანალიზდა ის მოთხოვნები, რაც ევროკავშირთან მიმართებაში გვაქვს, გაიწერა სამოქმედო გეგმა, ასევე გაანალიზდა პროცესები და დაიგეგმა შემდგომი საქმიანობისთვის  აუცილებელი ნაბიჯები“ - განაცხადა ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენელმა ლევან კარანაძემ.

ავსტროკონტროლის პროექტის ლიდერის, ვილჰელმ იაგრიჩის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის  ეს ძალიან დიდი გადადგმული ნაბიჯია.  

"ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენთვის. საქართველომ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა ავიაციის, ევროპული სტანდარტების დანერგვისა და მათი უსაფრთხოების კუთხით.  ეს ძალიან მნიშვნელოვანია არამარტო ავიაციის სექტორისთვის, არამედ განვითარების ზრდის კუთხით. ეს შედის როგორც სახელმწიფოს, ასევე საზოგადოების ინტერესებში“ - განაცხადა ვილჰელმ იაგრიჩმა.

„მომავლის თაობა“ - სამოქალაქო განათლების წარმატებული პროგრამა

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 04 ივლისი 2017 09:26

სამოქალაქო განათლების  პროგრამის „მომავლის თაობა“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც პროგრამის „მომავლის თაობა“ დირექტორმა მარინა უშვერიძემ საქართველოს 480 სკოლაში პროგრამის სამწლიანი მუშაობა შეაჯამა.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს  სკოლისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ მათ მიერ განხორციელებული პროექტების პრეზენტაციები, ნაჩვენები იყო პედაგოგ ია კიწმარიშვილის ბლოგი და მოსწავლეთა ვიდეოები ჯანსაღ კვებასა და საგზაო უსაფრთხოებაზე.

შეხვედრაზე პროგრამის მხარდამჭერებსა და პარტნიორებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის სერტიფიკატები გადაეცათ. 

შეხვედრის დასასრულს თბილისის სკოლების მოსწავლეებმა წარმოადგინეს პანტომიმა სამოქალაქო განათლების თემაზე.

სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ორგანიზაცია PH International - საქართველოს მიერ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 02 თებერვალი 2016 17:02

პარლამენტის წევრი იოსებ ჯაჭვლიანი რელიგიური გრძნობების, არსებული რელიგიების და სასულიერო პირების შეურაცხყოფისთვის, ასევე რელიგიური შენობების და სიწმინდეების წაბილწვისთვის ადმინისტრაციული სასჯელის შემოღების ინიციატივით გამოდის. აღნიშნულთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრმა საკანონმდებლო ინიციატივის წესით ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ" კანონპროექტი მოამზადა, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.

მომხსენებლის ინფორმაციით, სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას მოქალაქეთა რელიგიური გრძნობები, რათა თავიდან იქნეს აცილებული რელიგიურ ნიადაგზე წარმოშობილი დაპირისპირებები. მისივე განცხადებით, მსგავსი სახის დანაშაულები ევროპის წამყვან ქვეყნებში მკაცრად ისჯება და აღნიშნულ ქმედებებს სისხლის სამართლის კოდექსი არეგულირებს. იოსებ ჯაჭვლიანმა კომიტეტის წევრებს ევროპული ქვეყნების გამოცდილებაც გააცნო და იქ არსებული კანონმდებლობის მაგალითები წარუდგინა.

პარლამენტის წევრის მიერ მომზადებული პროექტით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს 166 პრიმა მუხლი ემატება, რომლის მიხედვითაც: 

  • რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან/და ისეთი მასალის გამოყენება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას - გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. განმეორებითი ქმედება კი 600 ლარით დასჯას ითვალისწინებს.
  • რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება - გამოიწვევს 500 ლარის ოდენობით დაჯარიმება, განმეორებითი ქმედება კი 1000 ლარიანი ჯარიმით დაისჯება.

საკითხთან დაკავშირებით კომიტეტის სხდომაზე ღია დისკუსია წარიმართა. კომიტეტის წევრთა გარკვეული ნაწილი ჯარიმების გაზრდის ინიციატივითაც გამოვიდა, თუმცა პროექტის ავტორმა მათი მოსაზრებები არ გაიზიარა.

კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას შეფასებით, საკითხი მეტად მნიშვნელოვანი, ფაქიზი და საყურადღებოა, შესაბამისად აუცილებელია დაცული იქნეს ბალანსი გამოხატვის თავისუფლებასა და რელიგიურ გრძნობებს შორის, აქვე ასევე გასათვალისწინებელია ევროპული სასამართლოების პრაქტიკა და გამოტანილი გადაწყვეტილებები. თემის ირგვლივ გახსნილი დისკუსია კომიტეტის თავმჯდომარემ შეაჯამა და საკითხის ინიციატორს შემდეგი ფორმულირება შესთავაზა: 

  • პირის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა;
  • რელიგიური სიწმინდეების და საკულტო ნაგებობების წაბილწვა;

რაც შეეხება ადმინისტრაციული დაჯარიმების ოდენობებს, კომიტეტის გადაწყვეტილებით სანქციები უცვლელად დარჩა. აღნიშნულ ფორმულირებას დაეთანხმა და სრულად გაიზიარა საკითხის ინიციატორმა.

კომიტეტის წევრები „საქართველოს პროფესორ ფსიქოლოგთა ასოციაციის“ საკანონმდებლო წინადადებასაც გაეცნენ, რომელიც „სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის მომზადებას შეეხებოდა. საკანონმდებლო წინადადება არასაპატიმრო სასჯელზე - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა - დაწესებული შეზღუდვების მოხსნასა და მისი ხელმისაწვდომობის გაზრდას ითვალისწინებს პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებისთვის, ორსული ქალის და შვიდ წლამდე შვილის მყოფ ქალისთვის, ასევე შეზღუდვის მოხსნა საპენსიო ასაკის პირებზე გავრცელდება. კომიტეტმა მოიწონა წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება და დადებითი დასკვნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაუგზავნა. სხდომის დასასრულს კომიტეტმა სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზეც იმსჯელა და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღო.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური