სამოა 19:19 საქართველო

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 13 ივნისი 2016 14:26

ფრედ დასრულდა ივნისის ტესტების პირველი მატჩი, რომელშიც მანუ სამოამ (გულადი სამოა) ბორჯღალოსნებს შინ აპიაში უმასპინძლა.

ანგარიში მატჩის დებიუტიდან მალევე ჯარიმით მერაბ კვირიკაშვილმა გახსნა 3:0

რამდენიმე ხანში მეკომ ანგარიში კვლავ კარში დარტყმით გაზარდა 6:0 და ტაიმის ბოლომდე მონაგარს კიდევ სამი ქულა მოუტანა, მაგრამ მანამდე სამოელთა დამრტყმელმა, მგეზავნა ფააპალემ ორჯერ იმარჯვა. ტაიმი ანგარიშით 9:6 დასრულდა.

მეორე ნახევარში მასპინძლებმა გაათანაბრეს 9:9, ხოლო შემდეგ სამოელთა კაპიტანმა დევიდ ლემიმ დაგვალელოვა, ფააპალემ კი ზუსტად გარდასახა 9:16

პასუხად გვარიანი ქართული მოლი ავაგორეთ, რომელსაც მასპინძლეთა ლელოში ტრავმა მოშუშებული კოკი თხილაიშვილი მოწყდა და დაამიწა. კვირიკაშვილმა გარდასახა და 16:16.

მალევე ფააპალეს ისევ მიეცა ჯარიმის დარტყმის შესაძლებლობა, რითაც გუნდი წინ გაიყვანა 16:19. მას მეკომ ასევე ზუსტი დარტყმით უპასუხა 19:19

მატჩის დასრულებამდე მოგებასთან ძალიან ახლოს ვიყავით, როდესაც რამდენიმე ფაზის შემდეგ ლაშა ხმალაძემ არეკნით სცადა ბორჯღალოსანთა დაწინაურება, მაგრამ სამწუხაროდ ოვალი მიზანს ასცდა და მატჩი ფრედ დასრულდა.

ამრიგად ივნისის პირველი ტესტი დასრულდა. ოკეანეთის ტურნე კი გრძელდება. ბორჯღალოსნები ახლა ფიჯიზე, სუვაში გადაინაცვლებენ, სადაც 18 ივნის ტონგას ერკინებიან, ხოლო ტურნეს ბოლო მატჩში, კი 24 ივნისს მასპინძელ ფიჯის ებურთავებიან.

საქართველო 19:19 სამოა

საქართველო

15 მერაბ კვირიკაშვილი  (22 ლაშა მალაღურაძე 72)

14 გიორგი ფრუიძე  (23 თამაზ მჭედლიძე 72)

13 დავით კაჭარავა

12 მერაბ შარიქაძე

11 სანდრო თოდუა

10 ლაშა ხმალაძე

გიორგი ბეგაძე  (21 ვაჟა ხუციშვილი 59)

კახა ასიეშვილი  (17 ზურაბ ჟვანია 51)

ჯაბა ბრეგვაძე  (16 შალვა მამუკაშვილი 51)

ირაკლი მირცხულავა  (18 ანტონ ფეიქრიშვილი 51)

გიორგი ჩხაიძე  (19 ნოდარ ჭეიშვილი 71)

გიორგი ნემსაძე

შალვა სუთიაშვილი^კაპ  (20 საბა შუბითიძე 71)

გიორგი თხილაიშვილი

ლაშა ლომიძე -

ლ: თხილაიშვილი;  გ 4ჯ: კვირიკაშვილი

სამოა

15 ალბერთ ნიკორო

14 ფაჰა'ტოინა აუ'ტანგა'ვაია  (23 მალუ ფალანიკო 76)

13 რეი ლი'ლო

12 ფაია'ლანგა აფა'მასანგა

11 დევიდ ლემი^კაპ

10 პათრიქ ფაჰა'პალე  (22 დანჯელო ლეუ'ილა 80)

დვეინ პოლა'ტაივაო  (21 დენი ტუსი'ტალა 80+3)

სემ აიონო  (17 ნუჰული ლენე 76)

მოტუ მატუჰუ  (16 სეილალა ლემ 57)

ჯეიმზ ჯონსთონ  (18 ჯეიქ გრეი 59-70)

ფაჰა'ტინგა ლემალუ

ფილო პაულო  (19 ტალანგა ალო'ფიპო 71)

ალა'ფოტი ფაჰო'სილივა

თი'ჯეი იოანე  (20 ვან'ვან ფაჰა'ფოუ 66)

ჯეფ ლეპა -

ლ: ლემი;  გ 4ჯ: ფაჰა'პალე

მსაჯები

რეფერი  ბენ ო'ქიფ (ზელანდია)
კიდეებზე:  ენდრიუ ლის / ჯეიმზ ლექი (ავსტრალია)

შაბ 11/06  2016 * აპია, პარქ  @  06.00 საქ (15.00 სამ)

3:0(3) 6:0(8) 6:3(32) 9:3(40+2) 9:6(40+4) /
9:9(41) 9:16(44) 16:16(50) 16:19(54) 19:19(62) ბოლო(80+10)

www.rugby.ge

ბორჯღალოსნები VS სამოას

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 10 ივნისი 2016 17:06

საქართველოს პირველ ისტორიულ ტესტმადე სამოას მიწაზე რამდენიმე საათი რჩება - 11 ივნისს, საქართველოს დროით დილის 6 საათზე, ბორჯღალოსნები აპიას პარკ სთედიუმზე მანუ სამოას (გულადი სამოა) ერკინებიან.

საქართველოს ნაკრები პირველად თავის ისტორიაში ოფიციალურად ჩაება საფხულის ტესტ სერიაში და ტურნეზე ოკეანეთში გამგზავრა, სადაც პირველი ტესტი, როგორც ზემოთ ვაღნიშნეთ სამოასთან გვაქვს.

შემდეგ ბორჯღალოსნები ფიჯიზე გაემგზავრებიან, სადაც სუვაში 18 ივნისს, 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ტონგას ვეთამაშებით. ტურნეს დამაგვირგვინებელ რკენაში კი, 24 ივნისს მასპინძელ მფრინავ ფინეჯელბს ვებურთავებით.

ჩვენი ნაკრები სამოაში 4 ივნისიდან ემზადება ტესტებისთვის. პირველი რამდენიმე დღე გუნდმა გრძელი და დამქაცველი მგზავრობის შემდეგ აღდგენას დაუთმო, ხოლო შემდეგ აქტიურ ვარჯიშზე გადავიდა. გუნდს საფრაგეთიდან უკვე შეუერთდნენ მერაბ შარიქაძე, თამაზ მჭედლიძე, ანტონ ფეიქრიშვილი, ნიკოლოზ ხატიაშვილი და ზურაბ ჟვანია.

„გამოწვევა მიღებულია და მოუთბენლად ველით შაბათს სამოას წინააღმდეგ თამაშს. ბოლო სამი დღის განმავლობაში შეძლებისდაგვარად ძლიერად ვივარჯიშეთ. სამოა ძალიან ღონიერი, ფიზიკური და თავდაჯერებული იქნება და იმისათვის რომ მოგების შანსი შევინარჩუნოთ, ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ ღონეს - ღონე და მონდომებას - მონდომება და თავდაჯერებულობა" განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური