HR ბიზნეს სამიტი HR hub-ის ორგანიზებითა და PSP დაზღვევის მხარდაჭერით წარმატებით ჩატარდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 04 აგვისტო 2020 10:50

HR hub-ის ორგანიზებითა და PSP დაზღვევის მხარდაჭერით 31 ივლისს შატო მუხრანში HR ბიზნეს სამიტი ჩატარდა.PSP დაზღვევა უკვე მეორე წელია სამიტის უცვლელი წარმდგენი და პარტნიორია. წლევანდელი ბიზნეს სამიტის მთავარი თემა იყო ცვლილებები. ღონისძიება გახსნეს HR hub-ის დამფუძნებლებმა ანა გზირიშვილმა და ანა ნავდარაშვილმა. შეკრებილ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და სიახლის შესახებ ესაუბრა PSP დაზღვევის გენერალური დირექტორი სოფიო ლებანიძე. ღონისძიების ტრადიციად ჩამოყალიბდა პირველი ბილეთის შემძენი მონაწილის დასაჩუქრება, განსაკუთრებული აღმოჩნდა ამ მონაწილისთვის PSP დაზღვევის მიერ მომზადებული სიურპრიზი -  ელექტრო სკუტერი.

„პსპ დაზღვევა ყოველთვის ცდილობს იყოს მხარდამჭერი იმ საქმიანობის, რაც HR სპეციალისტებს პროფესიულ განვითარებაში, სწორი კომუნიკაციის ჩამოყალიბებაში დაეხმარება. Covid პანდემიამ დაადასტურა ის, რომ რისკების მართვა არის აუცილებელი და რისკების მართვა არის ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. სწორედ ამიტომ პსპ დაზღვევა ძალიან აქტიურად თანამშრომლობს HR hub-თან, რადგან ვთვლით HR-ები არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ რისკების განსაზღვრა და ამ რისკების მართვა დაზღვევის ინდუსტრიასთან ერთად; შესაბამისად უკვე მეორე წელია, პსპ დაზღვევა წლის მთავარი HR მოვლენის წარმდგენი და გენერალური სპონსორია“ - განაცხადა სიოფიო ლებანიძემ. 

მრავალფეროვანი და ძალიან საინტერესო თემატიკით მსმენელის წინაშე 10 სპიკერი წარსდა; ჩატარდა ვორქშოფები, განსხვავებული ფორმატის პანელ დისკუსია, ნეტვორქინგ აქტივობები, შეხვედრების ოთახი, გატვირთვისა და შემოქმედებითი და საგამოფენო სივრცეები. სტუმრებს შესააძლებლობა ჰქონდათ საკუთარი ინეტერესების მიხედვით გადაეწყვიტათ, რომელ ვორქშოფსა თუ აქტივობაში მიიღებდნენ მონაწილეობას. ქოუჩინგის კუთხეში ინდივიდუალური ქოუჩს სესიები ჩაატარეს ICF-საქართველოს წევრებმა.

ღონისძიების სივრცე მოიცავდა დასავენების, განტვირთის, ფოტოგადაღების, ხატვისად და თიხის მასტერკლასების კუთხეებს. ღონისძიების დასასარულს სტუმრებს საშაულება ჰქონდათ მოეგოთ მრავალფეროვანი პროზები გრანდიოზულ გათამაშებაში. (R)

სი ძინფინგი სახელმწიფო ვიზიტით ესპანეთს, არგენტინას, პანამას და პორტუგალიას ეწვევა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 06 დეკემბერი 2018 10:47

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი 27 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე სახელმწიფო ვიზიტით ესპანეთს, არგენტინას, პანამას და პორტუგალიას ეწვევა. ასევე, 30 ნოემბერს და 1 დეკემბერს ბუენოს-აირესში G20-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას ამის შესახებ, ჩინეთის ოფიციალური პირების განცხადებაზე დაყრდნობით, სააგენტო სინხუა ავრცელებს.

ესპანეთში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში 27-29 ნოემბერს სი ძინფინგი შეხვდება ესპანეთის მეფეს ფილიპე VI-ს, გამართავს მოლაპარაკებას ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან და ერთობლივ შეხვედრას ესპანეთს პარლამენტის სენატის სპიკერთან პიო გარსია ესკუდეროსთან და ესპანეთის პარლამენტის დეპუტატთა კონგრესის სპიკერთან ანა პასტორ ხულიანთან. ჩინეთის ლიდერი პარლამენტის ორივე პალატის წინაშე სიტყვით გამოვა. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვან ჩაომ განაცხადა. ჩინეთი და ესპანეთი გამოაქვეყნებენ ერთობლივ განცხადებას და ხელს მოაწერენ დოკუმენტებს თანამშრომლობის შესახებ ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა მესამე ბაზრები, მომსახურებით ვაჭრობა, გადასახადები, კულტურა, მეცნიერება, ტექნოლოგიები და ფინანსები.

ვან ჩაომ აღნიშნა, რომ 4-5 დეკემბერს სი ძინფინგი სახელმწიფო ვიზიტით პორტუგალიას ეწვევა. ჩინეთის ლიდერი გამართავს მოლაპარაკებას პორტუგალიის პრეზიდენტთან მარსელუ რიბერუ დი სოზასთან და შეხვდება პორტუგალიის პარლამენტის სპიკერს ედუარდუ ფერრუ როდრიგეშს და პორტუგალიის პრემიერ-მინისტრს ანტონიუ კოშტას. მხარეები გამოაქვეყნებენ ერთობლივ განცხადებას და ხელს მოაწერენ დოკუმენტებს თანამშრომლობის შესახებ ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, კულტურა, განათლება, მეცნიერება, ტექნოლოგიები, წყლის რესურსების გამოყენება, ხარისხის კონტროლი, ენერგეტიკა და ფინანსები.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ცინ განმა განაცხადა, რომ სი ძინფინგის ვიზიტები არგენტინაში და პანამაში 2-3 დეკემბერს შედგება.

ცინ განმა განაცხადა, რომ სი ძინფინგი გამართავს მოლაპარაკებას პანამის პრეზიდენტთან ხუან კარლოს ვარენასთან, რათა გაცვალოს აზრები ორივე მხარისთვის საინტერესო საკითხებზე და დასახოს შემდგომი თანამშრომლობის მიმართულებები. მხარეები მოაწერენ ხელს დოკუმენტს თანამშრომლობის შესახებ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტრონული კომერცია, მომსახურებით ვაჭრობა, ინფრასტრუქტურა, სავაჭრო-ეკონომიკური გამოფენები, საზღვაო გადაზიდვები, ფინანსები, ხარისხის კონტროლი, კულტურა და განათლება.

სი ძინფინგის მონაწილეობა G20-ის მეცამეტე სამიტში რიგით მეექვსე იქნება. ეს მოწმობს იმას, რომ G20-ის მექანიზმს ჩინეთი დიდ ყურადღებას უთმობს და აპირებს საკუთარი წვლილის შეტანას გლობალური მართვის განვითარებაში, დასძინა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწემ ჯან ძიუნმა.

სამიტი მოიცავს სამ სესიას და დახურულ შეხვედრას, რომელზეც მოხდება ისეთი თემების განხილვა, როგორიცაა გლობალური ეკონომიკა, ვაჭრობა და ინვესტიციები, ელექტრონული ეკონომიკა, მდგრადი განვითარება, ინფრასტრუქტურა და კლიმატური ცვლილებები, აღნიშნა ჩინოვნიკმა. სი ძინფინგი გააცნობს შეხვედრის მონაწილეებს ჩინეთის პოზიციას აღნიშნულ თემებზე. ის ასევე მონაწილეობას მიიღებს BRICS-ის ლიდერთა არაფორმალურ შეხვედრაში.

G20-ის სამიტის მზადების კომენტირებისას, ჩინეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ძოუ ძიაიმ აღნიშნა, რომ ფინანსების და ეკონომიკის საკითხებზე G20-ის მაღალი თანამდებობის პირებს შორის წელს გამართულმა შეხვედრების სერიამ ხელი შეუწყო კონსენსუსის და სასიკეთო შედეგების მიღწევას. აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში მნიშვნელოვანი ფინანსური და ეკონომიკური საკითხები განიხილებოდა. ჩინეთმა, როგორც G20-ის მნიშვნელოვანმა წევრმა, მხარეებისთვის საინტერესო საკითხებში კონსენსუსის მიღწევაში კონსტრუქციული როლი ითამაშა.

როგორც ჩინეთის სახალხო ბანკის დირექტორის მოადგილემ ჩენ იუილუმ დასძინა, ჩინეთს აქვს იმის მოლოდინი, რომ G20 ხელს შეუწყობს კოორდინაციის განვითარებას მაკროეკონომიკურ პოლიტიკაში, ასევე საერთაშორისო ფინანსების სისტემის და ეკონომიკური ზრდის განვითარებას. როგორც მოსალოდნელია, სამიტზე პრაქტიკული ფინანსურ-ეკონომიკური შედეგები იქნება მიღწეული.

თბილისში ტრანსფორმაციული განათლების სამიტი გაიმართა

გამოქვეყნებულია განათლება
შაბათი, 22 სექტემბერი 2018 03:42

14–16 სექტემბერს თბილისში მსოფლიოში უმსხვილესი ტრანსფორმაციული განათლების ონლაინ–პლატფორმის – Mindvalley–ის თანამეგობრობის სამიტი შედგა. საერთაშირისო ღონისძიებას, სახელწოდებით „იცხოვრე აზრიანად“, 15 ქვეყნის 200 მონაწილე დაესწრო.  „ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ განათლების ახალი მოდელი.  ჩვენ გვჯერა, რომ თითოეული ადამიანის პოტენციალი ეფუძნება ჩვენსავე აზრებს და შეხედულებებს, რაც პერიოდულად ტრანსფორმაციას საჭიროებს. ვცდილობთ, ადამიანებს სტიმული მივცეთ, რომ მათ შეძლონ საკუთარი ცხოვრების თვისობრივად ახალ სიმაღლეზე წარმოჩენა ახალი იდეების და ტრანსფორმაციული სისტემების დახმარებით“, განაცხადა სამიტის მთავარმა ორგანიზატორმა ვიშენ ლაკიანიმ.

„მაინდვოლი“ (Mindvalley) იმ მოაზროვნეების, მეწარმეების, მხატვრების და ნოვატორების გლობალური თანამეგობრობაა, რომლებიც მიზნად ისახავენ განათლების მიღებას ცხოვრების ყველა სფეროში. თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ გამართულ ყოველწლიურ, 3–დღიან ფორუმში მონაწილეობა მიიღეს რუსეთის, უკრაინის, ბალტიისპირეთის ქვეყნების, საქართველოს, ისრაელის, აშშ–ს, გერმანიის, ესპანეთის, ავსტრალიის, თურქეთის, კოსტა–რიკის და სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლებმა. 

„ეს ღონისძიება არის დღესასაწაულისა და შინაგანი ტრანსფორმაციის ატმოსფერო, რომელშიც თანამოაზრეები მონაწილეობენ. ყოველწლიური შეკრების ფარგლებში ჩვენი თანამეგობრობის ყველაზე აქტიური წევრები და „მაინდვოლის“ სპიკერები ვიკრიბებით, რათა ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი ცოდნა, აღვაფრთოვანოთ ერთმანეთი ტრანსფორმაციის გზაზე, შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ და უბრალოდ, კარგად მოვილხინოთ. თბილისი შესანიშნავი ქალაქია, ქართველები უდიდესი კულტურის მატარებელი ერი ხართ და ძალიან გვიხარია, რომ საქართველოს ვესტუმრეთ“, – განაცხადა სპიკერმა ესპანეთიდან, დარია ბიკბაევამ, რომელიც ავტორია წიგნისა „ჩართეთ გული და ტვინი“.         

„ჩვენი ხედვა ემყარება მოსაზრებას, რომ თითოეული ინდივიდი გარკვეული კონკრეტული დანიშნულებით მოევლინა ქვეყნიერებას და ამ დანიშნულების აღმოჩენა გაცილებით მარტივია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. „ცხოვრებისეული ბედნიერება“, „თვითრეალიზაცია“, „როგორ უნდა გახდე სასარგებლო სამყაროსა და სხვა ადამიანებისთვის“, „ტკბობა თითოეული დღით, სანამ ამ პლანეტაზე ვართ“, – ეს ყოველივე არა უბრალოდ სიტყვები და ოცნებებია, არამედ ადვილად რეალიზებადია, რასაც ჩვენ ვასწავლით კიდეც ჩვენს სტუდენტებს Mindvalley-ს აკადემიაში, უკვე 14 წელია, რუსულ, ინგლისურ და იტალიურ ენებზე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით“, – განაცხადა Mindvalley–ს დამფუძნებელმა ვიშენ ლაკიანიმ, რომელიც ავტორია გახმაურებული წიგნისა „ექსტრაორდინალურობის კოდი“. ლაკიანი მიზნად ისახავს, რომ 2049 წლისთვის ქველმოქმედებისთვის 1 მლრდ დოლარი დახარჯოს.

„3 დღის განმავლობაში ჩვენ ვსაუბრობდით ადამიანის როლზე და დანიშნულებაზე ცხოვრებაში, თუ როგორ გვესმის ის ჩვენ და როგორ განსაზღვრავს მას თითოეული ჩვენგანი. სხვა ექსპერტებთან და სპიკერებთან ერთად შევეცადეთ, მეტი იმპულსი მიგვეცა ამა თუ იმ კონკრეტული ადამიანის აზრიანი ცხოვრებისთვის და ერთად ჩვენ ვქმნით ადამიანთა საერთაშორისო თანამეგობრობას, რომელიც არა მხოლოდ ეძებს საკუთარ მისიას ჩვენს პლანეტაზე, არამედ სჯერა, რომ თითოეული ჩვენგანი შემთხვევით ნამდვილად არ მოვლენია სამყაროს“, – აღნიშნა „მაინდვოლის“ თანადამფუძნებელმა ქრისტინა მიანდ–ლაკიანიმ.

სამიტზე ექსკლუზიური სპიკერის როლში წარსდგა საერთაშორისო მასშტაბის ორატორი, სერიული მეწარმე, კანადელი ერიკ ედმიდსი. „იგი თავად მუდმივად სწავლის პროცესშია და საკუთარი მდიდარი გამოცდილებით ცდილობს, სტიმული მისცეს ადამიანებს, იცხოვრონ უფრო აზრიანად, შთამბეჭდავად – საკუთარი შესაძლებლობების და სამყაროში საკუთარი დანიშნულების უკეთ შეცნობის გზით“, – განაცხადა სამიტის ამერიკელმა მონაწილემ მელისე რივეიმ. „მაინდვოლის“ მომდევნო სამიტი 2019 წლის 11–13 ოქტომბერს სტამბოლში ჩატარდება.  

ვასო კაპანაძე

საქართველოს მსოფლიოს პირველი რობოტი მოქალაქე ეწვია, ის „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამიტს დაესწრება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 18 ივლისი 2018 12:12

საქართველოს მსოფლიოს პირველი რობოტი მოქალაქე ეწვია, რომელიც დღეს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამიტს დაესწრება. დაგეგმილია, სამიტზე სოფიას სიტყვით გამოსვლა. რობორმა სოფიამ პირველი განცხადება საქართველოში ვიზიტის შესახებ ცოტა ხნის წინ გააკეთა.

რობოტი სოფიას განცხადებით, საქართველოში ჩამოსვლა მას დიდი ხანია სურდა, მაგრამ წუხს, რომ აქ მხოლოდ ერთი დღით დარჩება. რობოტი „სოფია“ კომპანია ჰანსონ რობოტიქს-მა 2015 წელს შექმნა. 2017 წელს კი რობოტმა საუდის არაბეთის მოქალაქეობა მიიღო.

„გამარჯობა საქართველო. მიხარია, რომ ამ ულამაზეს ქვეყანაში მომიწვიეს. თქვენს კითხვაზე, როგორ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს სარგებლობა მოუტანოს დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში გიპასუხებთ, რომ აუცილებელია ფიქრი ჭკვიან ქალაქებზე მასშტაბით,“- ამბობს რობოტი სოფია.

 

მარგველაშვილმა ჯეიმს აპატურაისთან ნატო-ს მომავალი სამიტისათვის მზადების საკითხი განიხილა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 13 ოქტომბერი 2017 11:07

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მე -11 კონფერენციის ფარგლებში, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის შეხვდა.
შეხვედრისას, რომელსაც საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე ესწრებოდნენ, განიხილეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა, ნატო-ს მომავალი სამიტისათვის მზადების საკითხი და მასში საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ უშიშროების საბჭოს მდივანმა განაცხადა, შეხვედრაზე განიხილებოდა ნატო-ს 2018 წლის სამიტის ის ეტაპები, რომელიც საქართველომ უნდა გაიაროს ამ სამიტის მოსამზადებლად. ასევე, სამიტის ფორმატები და მათში პრეზიდენტის მონაწილეობა.
დავით რაქვიაშვილის განცხადებით, შეხვედრისას ისაუბრეს ასევე რუსეთზე, როგორც ევროპის უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევაზე, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებაზე.
"განვიხილეთ საფრთხე, რომელიც მომდინარეობს რუსეთის მხრიდან, როგორც რეგიონისთვის, ისე საქართველოსა და მთლიანად ევროპისათვის", - აღნიშნა დავით რაქვიაშვილმა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა G20-ის სამიტის შედეგები შეაჯამა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 12 სექტემბერი 2016 22:25

„დიდი ოცეულის“ (G20) სამიტის ლიდერების შეხვედრა წარმატებით დასრულდა და მისმა მონაწილეებმა შეასრულეს ყველა დასახული ამოცანა. ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა განაცხადა.
სააგენტო „სინხუას“ ცნობით, ჩინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამიტის დასაწყისში დასახული იყო ხუთი საკითხის განხილვა. მათ შორის მაკროეკონომიკაში საერთაშორისო კორდინაციის გაძლიერება, განვითარების ახალი წყაროების ძებნა, და ასევე გლობალური ეკონომიკის მართვის ეფექტური მექანიზმის შექმნის თაობაზე მუშაობის დაწყება.
ჩინეთის სახელმწიფოს მეთაურმა სამიტის მონაწილეებს აგრეთვე შესთავაზა გააერთიანონ ძალისხმევა 2030 წლამდე გაერო-ს მდგრადი განვითარების პროგრამის რეალიზაციისთვის.
როგორც სი ძინპინმა განაცხადა, G20-ის სამიტის ლიდერების, მოწვეული სტუმრების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების ერთიანი ძალისხმევით, ყველა სასურველი შედეგი მიღწეული იქნა.
„ორგანიზაცია G20-ი შექმნილია არა მხოლოდ 20 ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენი მიზანია, რომ განვითარება მიმდინარეობდეს თანმიმდევრულად და მონაპოვარიც თანაბრადვე უნდა გადანაწილდეს ყველა ადამიანზე. ამისათვის მსოფლიოს თანამეგობრობა ყველაფერს გააკეთებს“, - დასძინა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ „დიდი ოცეულის“ (G20) ლიდერთა სამიტს, 2016 წლის 4-5 სექტემბერს ჩინეთის ქალაქი ხანჯოუ (პროვინცია ჩჟეცზიანის ადმინისტრაციული ცენტრი, აღმოსავლეთ ჩინეთი) მასპინძლობდა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჟურნალისტებს ხანჯოუს G20-ის სამიტის შედეგები გააცნო

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 08 სექტემბერი 2016 13:30

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ხუა ჩუნინმა ჟურნალისტებს ხანჯოუს G20-ის სამიტის შედეგები გააცნო. ამის შესახებ სააგენტო "სინხუა" იტყობინება.
ხუა ჩუნინის თქმით, ხანჯოუს G20-ის სამიტმა საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მიიპყრო. „ჩინეთის მხარის ძალისხმევით, სამიტის მონაწილეები აქტუალურ საკითხებზე მსჯელობდნენ. მათ განიხილეს გლობალური ეკონომიკის ზრდის საკითხები და ამასთან დაკავშირებით შეთანხმებასაც მიაღწიეს“, - აღნიშნა მან.
როგორც ხუა ჩუნინმა განაცხადა, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ცზინპინმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მსოფლიოს ლიდერებმა შეიმუშავეს მსოფლიო ეკონომიკის განვითარების გეგმა, ასევე განიხილეს მსოფლიო ეკონომიკის უსაფრთხოების საკითხები. გარდა ამისა მათ აღნიშნეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ მთელი მსოფლიო კმაყოფილი დარჩეს G20-ის სამიტის მუშაობის შედეგებით.
ჩინელი დიპლომატის სიტყვით, ხანჯოუს G20-ის სამიტზე მიიღეს მსოფლიოს ლიდერების კომუნიკე, რომელშიც განსაზღვრულია სამიტის წევრების მუშაობის ღონისძიებები, მიზნები და ამოცანები. სამიტის მონაწილეებმა ასევე დასახეს G20-ის განვითარების ინოვაციური გეგმა და სტრატეგია.
„ხანჯოუს G20-ის სამიტის მონაწილეებმა პირველად განიხილეს მდგრადი განვითარების გეგმა 2030 წლამდე პერიოდში, ასევე „პარიზის შეთანხმება“ კლიმატური ცვლილებების თაობაზე. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ „ხანჯოუს G20-ის სამიტი გახდება ახალი ათვლის წერტილი, რომელიც საშუალებას მისცემს მსოფლიო თანამეგობრობას განავითაროს სრულიად ახალი მიმართულებები“, - დასძინა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

ქართული ღვინო ვარშავის 2016 წლის სამიტზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 08 ივლისი 2016 10:54

ნატო-ს 2016 წლის ვარშავის სამიტზე ღონისძიების მონაწილეებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდებიან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ღვინო სპეციალურად ვარშავის სამიტისთვის ჩამოისხა. ასევე ქართული ღვინით გაუმასპინძლდება საკუთარ კოლეგებს პოლონეთის თავდაცვის მინისტრი სამიტის ფარგლებში დაგეგმილ საპატიო ვახშამზე.

ქართული ღვინო საჩუქრად გადაეცემათ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის მონაწილე ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს. ღვინოს ეტიკეტზე სამიტის ლოგო აქვს დართული და ასევე მითითებულია, რომ სასმელი სპეციალურად ვარშავის სამიტისთვის დამზადდა.

შეგახსენებთ, რომ 8-9 ივლისს ვარშავაში ნატო-ს სამიტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვა NATO -ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სახელმწიფო და მთავრობის მეთაურების შეხვედრაზე, რომელიც ავღანეთის თემაზე  - ,,მტკიცე მხარდაჭერის მისია” იმართება.

ვარშავის სამიტში მთელი მსოფლიოდან 50-ზე მეტი დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის აშშ-ის ლიდერი, ბარაკ ობამა.  

მსოფოლი ლიდერების ვიზიტთან დაკავშირებით, პოლონეთის დედაქალაქში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს.

წესრიგს ქუჩებში 6 ათასზე მეტი სამართალდამცველები და სამხედრო იცავს.

ვარშავაში ნატო-ს სამიტი ხვალ გაიხსნება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 07 ივლისი 2016 17:33

ხვალ ვარშავაში ნატო-ს სამიტი გაიხსნება.

ვარშავის სამიტში მთელი მსოფლიოდან 50-ზე მეტი დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის აშშ-ის ლიდერი, ბარაკ ობამა.  

მსოფოლი ლიდერების ვიზიტთან დაკავშირებით, პოლონეთის დედაქალაქში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს.

წესრიგს ქუჩებში 6 ათასზე მეტი სამართალდამცველები და სამხედრო იცავს.

 

თინა ხიდაშელი ნატო-ს სამიტზე დასასწრებად გაემგზავრა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 07 ივლისი 2016 10:46

ხვალ და ზეგ ვარშავაში ნატო-ს სამიტი გაიმართება. სამიტზე დასასწრებად საქართველოს თავდაცვის მინისტრი  გაემგზავრა

თინა ხიდაშელის განცხადებით, საქართველოს მთავარი ამოცანაა, სამიტის საშუალებით კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებს. 

 

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური