ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა სამთო მომზადების კურსი გაიარეს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 18 ივნისი 2019 11:20

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ამერიკელმა  საზღვაო ქვეითებმა  სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო  კურსი გაიარეს.  სწავლება თავდაცვის სფეროში საქართველოსა და აშშ-ის შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა  და ამერიკელებთან ერთად მასში ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურეც მონაწილეობდა.

კურსის მონაწილეები სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორების დახმარებით სამი კვირის განმავლობაში  კლდეზე ცოცვის ტექნიკას,  სამთო აღჭურვილობის მოხმარების წესებსა და ტექნიკურ მონაცემებს,  ფიქსირებულ თოკზე ასვლისა და დაშვების წესებს, დაბრკოლებათა ზოლის გადალახვისა და მაღალმთიან რეგიონში გადაადგილების ხერხებს, ასევე, დაშავებულისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენის ტექნიკას ეუფლებოდნენ.

კურსი საჩხერესა და ჭიათურაში სხვადასხვა სასწავლო უბანზე მიმდინარეობდა.

საჩხერის სამთო მომზადების სკოლა  ნატოს  „პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის“ (PFP) ფარგლებში   ნატოს წევრი  და პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობით, ზაფხულისა და ზამთრის სამთო მომზადების  კურსებს  რეგულარულად მასპინძლობს, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა,  როდესაც  ათმა ამერიკელმა  საზღვაო ქვეითმა  კურსი  აღნიშნულ სკოლაში გაიარა.

ზამთრის სამთო შუალედური კურსი გუდაურში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 04 თებერვალი 2019 11:10

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში „ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში (PFP) შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი მიმდინარეობს. სამთო კურსის მეორე ეტაპზე საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები გუდაურში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედროებს სამთო უნარ-ჩვევების დახვეწაში ეხმარებიან, რომელიც მათ საბაზისო სამთო კურსის ფარგლებში შეასწავლეს. კურსში 14 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, მათ შორის 3 ქართველი, 2 ლატვიელი, 1 ბელარუსი, 1 აზერბაიჯანელი და 7 უკრაინელი. 

ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან მოვლენილი სამხედროები თოვლიან რელიეფზე დაბრკოლებათა ზოლის გადალახვას გადიან. კურსის ფარგლებში მათ უწევთ გაუკვალავ თოვლში სრიალი, თოკში ჩაბმული სრიალი, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნა, გადარჩენა და ევაკუცია, ასევე უახლოეს სამედიცინო პუნქტამდე მიყვანა, თოვლში თავშესაფრის მოწყობა და ღამის გათენება, ზვავსაშიშ ადგილებში თოვლის საფარის შემოწმება და ზვავის რისკების დადგენა. მსმენელებს საძებნი ხელსაწყოს A8 გამოყენებით ზვავში მოყოლილი ადამიანის აღმოჩენაც უხდებათ. 

შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსის პირველი ეტაპი სამხედროებმა აბულის მთაზე გაიარეს. 

შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი 8 თებერვალს დასრულდება. კურსის დასრულების შემდეგ სამხედროები სერტიფიკატებსა და სამკერდე ნიშნებს მიიღებენ. წარჩინებულ მსმენელებს ჯგუფის უფროსის კურსზე დასწრების რეკომენდაცია გაეწევათ.

სამთო მომზადების საბაზისო ზამთრის კურსი დაიწყო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 15 იანვარი 2018 14:02
პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სამთო მომზადების საბაზისო კურსს მასპინძლობს. ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის (PFP) ფარგლებში სამთო მომზადება დღეს გუდაურში დაიწყო და მასში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 12 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.
ქართველ სამხედროებთან ერთად ლატვიიდან, პოლონეთიდან და სომხეთიდან მოვლენილი სამხედროები თხილამურებზე დგომის წესებსა და თოვლიან რელიეფზე დაბრკოლების გადალახვის ხერხებს დაეუფლებიან. სამთო მომზადების ფარგლებში სამხედროებს ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნა და გადარჩენა, საკაცის გამოყენებით დაზარალებულის ევაკუაცია, თოვლიან რელიეფზე თავშესაფრის მოწყობა და თოვლის სახლში ,,იგლუ“ ღამის გათენება მოუწევთ.
კურსი პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორების მიერ ტარდება. სამთო მომზადების ბოლოს სამხედროებს ტესტირებები სხვადასხვა სახეობაში ჩაუტარდებათ, რომლის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში მათ მიეცემათ სერტიფიკატები, სამკერდე ნიშნები და რეკომენდაცია, მონაწილეობა მიიღონ სამთო მომზადების ზამთრის შუალედურ კურსზე.
საბაზისო სამთო კურსი 2 თებერვალს დასრულდება.
 

ზაფხულის საბაზისო კურსი საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 04 ივლისი 2017 09:10

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი მიმდინარეობს. ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის“ (PFP) ფარგლებში მიმდინარე  კურსში ნატოს წევრი და პარტნიორი 7 ქვეყნის 25 სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. 

აშშ-ის, ლატვიის, პოლონეთის, სომხეთის, უკრაინის, ბელორუსიისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები სამი კვირის განმავლობაში სხვადასხვა სახის სამთო უნარ-ჩვევებს ეუფლებიან. დღეს, კურსში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხში კლდეზე ცოცვის, კლდიდან დაშვებისა და  დაბრკოლებათა ზოლის გადალახვის საჭირო  ტექნიკას  გაეცნენ.

სამხედრო მოსამსახურეები სამთო აღჭურვილობის მოხმარების წესებსა და ტექნიკურ მონაცემებს, ადგილმდებარეობაზე ორიენტირებას, რუკაზე მარშრუტების დაგეგმვას,  კომპასისა და რუკის მეშვეობით მთიან რელიეფზე გადაადგილებას, დაშავებულის პირველადი დახმარების აღმოჩენას, გადარჩენასა და ევაკუაციის ორგანიზებას  სწავლობენ. ზაფხულის საბაზისო კურსი 2 400 მეტრის სიმაღლეზე მარშგადაადგილებასა და კარვებში ღამის გათენებასაც  გულისხმობს.

კურსის დასასრულს მონაწილეებს კომპლექსური და ფიზიკური ტესტები ჩაუტარდებათ. საბაზისო  სწავლების წარმატებით გავლის შემთხვევაში, მათ მომავალ წელს შუალედური კურსის გავლის შესაძლებლობა ექნებათ. სამთო მომზადების საბაზისო კურსი 7 ივლისს დასრულდება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური