რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა დაჯგუფებამ აიღო

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 01 ნოემბერი 2015 11:36

რუსული სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილის ამსახველი ვიდეო–მასალა მთელი დღის განმავლობაში არც ერთ მედია საშუალებას არ გაუვრცელებია, დღის ბოლოს კი ისლამისტურ საიტებზე დაიწერა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. რადიკალ ისლამისტებს არ დაუკონკრეტებიათ, როგორ შეძლეს თვითმფრინავის ჩამოგდება, თუმცა მტკიცებულებად დაბალი ხარისხის რამდენიმე წამიანი ვიდეო გამოაქვეყნეს. ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" წერს.

თვითმფრინავის ჩამოგდების ვერსიას ეგვიპტის ხელისუფლება და სამხედრო ექსპერტები კატეგორიულად გამორიცხავენ. სპეციალისტების განცხადებით, რეგიონში მოქმედი მებრძოლები არ ფლობენ ისეთ სისტემას, რომელსაც სამიზნის განადგურება 4 ათასი მეტრის სიმაღლის ზევით შეუძლია. ლაინერი კი, რადარებიდან გაუჩინარების მომენტში, თითქმის 10 ათასი მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა.

თვითმფრინავმა, რომელიც რეისს შარმ-ელშეიხიდან პეტერბურგის მიმართულებით ასრულებდა, კატასტროფა სინის ნახევარკუნძულზე, ქალაქ ელ არიშის მახლობლად განიცადა. გამოძიების წინასწარი ვერსიით, ლაინერი ტექნიკური გაუმართაობის გამო ჩამოვარდა.

ბორტზე 217 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. მგზავრებს შორის 3 უკრაინის, დანარჩენები კი რუსეთის მოქალაქეები იყვნენ.

ტრაგედიის გამო რუს ხალხს მსოფლიო ლიდერები უსამძიმრებენ, ვლადიმერ პუტინმა კი დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 1 ნოემბერი გლოვის დღედ გამოაცხადა.

ეგვიპტეში რუსული სამგზავრო ავიალაინერი ჩამოვარდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 31 ოქტომბერი 2015 15:10

ეგვიპტის ხელისუფლებამ დაადასტურა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შაბათს რუსული სამგზავრო ავიალაინერი Airbus-321 სინაის ნახევარკუნძულზე ჩამოვარდა. ბორტზე 217-ი მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. მგზავრთა შორის 17 ბავშვია. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა მათგანი რუსეთის მოქალაქეა. წინასწარი მონაცემებით ყველა მათგანი დაღუპულია.
რუსული ავიაკომპანია "კოგალიმავიას" ლაინერი Airbus А-321 შარმ ელ-შეიხიდან სანქტ-პეტერბურგში მიფრინავდა. აფრენიდან 23 წუთში თვითმფრინავი რადარების ეკრანებიდან მოულოდნელად გაქრა.

სამძებრო ოპერაციაში ჩართულმა სამხედრო თვითმფრინავებმა ავიალაინერის ნამსხვრევები აღმოაჩინეს და დაადასტურეს თვითმფრინავის კატასტროფა.

ეგვიპტური მედია წერს, რომ ეგვიპტის პრემიერ-მინისტრმა შარიფ ისმაილმა ავიაკატასტროფის გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანა და დღეს დაგეგმილი ყველა ღონისძიება გააუქმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური