მაშველი ძაღლები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბაზიდან ოფიციალურად გააცილეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 27 ივნისი 2020 15:16

ფანი, ჯესი, ბელა, სალი, ბინგო და რეი დღეიდან სამსახურეობრივ მოვალეობას აღარ შეასრულებენ. ამის შესახებ "ნიუსდეი საქართველოს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრეს-სამსახურში განუცხადეს.

მაშველმა ძაღლებმა 12 წელი გაატარეს სამსახურში და ამ ხნის განმავლობაში არაერთ სამაშველო ოპერაციაში აქვთ მონაწილეობა მიღებული. დღეიდან ისინი სახანძრო-სამაშველო ძალების განყოფილებებში გადაინაცვლებენ და მათზე ზრუნვას მეხანძრე-მაშველები გააგრძელებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგიურ დანაყოფს კი უკვე შეუერთდა მომავალი თაობის მაშველი ძაღლი ბელგიური მალინუა - ტინტო. სამსახურს ახალი ძაღლების მიღება და გაწვრთნა აქვს დაგეგმილი.

მაშველ ძაღლებს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე, ლევან ღირსიაშვილი, მეხანძრე-მაშველები და კინოლოგები განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ბაზაზე გამოემშვიდობნენ.

შსს-ს მაშველებმა მლეთაში 20-მდე მოქალაქეს დახმარება გაუწიეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 08 ივნისი 2017 10:15

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, სამაშველო ოპერაციების შედეგად, დუშეთის რაიონის სოფელ მლეთაში, 20-მდე მოქალაქეს დახმარება დროულად აღმოუჩინეს.

ლომისობის დღესასწაულის აღსანიშნავად საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული მომლოცველები, უამინდობისა და რთული რელიეფის გამო, სიმაღლიდან ჩამოსვლისას დაშავდნენ.

შსს-ს მაშველებმა მთიდან ჩამოიყვანეს დაზარალებულები, რომელთაც სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდათ. დაშავებულებს მაშველებმა პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს და საჭიროებიდან გამომდინარე, ზოგიერთი მათგანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანებამდე მიიყვანეს. დაზარალებულების მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრევენციის მიზნით, სოფელ მლეთაში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 65 მაშველია მობილიზებული. ისინი ადგილზე გვიან ღამემდე დარჩებიან და საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს დახმარებას აღმოუჩენენ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური