იბსუ-ში სამაგისტრო და სადოქტორო სწავლების ინსტიტუტი 2005 წლიდან ფუნქციონირებს

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 05 მარტი 2019 10:15

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (იბსუ) სამაგისტრო და სადოქტორო სწავლების ინსტიტუტი 2005 წლიდან ფუნქციონირებს. 
დღეისთვის, ინსტიტუტში 200-მდე მაგისტრანტი და 100-მდე დოქტორანტი სწავლობს. ამჟამად, 12 სამაგისტრო და 4 სადოქტორო პროგრამა მოქმედებს.

სწავლების ენებია ქართული და ინგლისური. სამაგისტრო პროგრამებზე სწავლა შეუძლია ბაკალავრის ხარისიხის მფლობელ ნებისმიერ მსურველს, რომელიც წარმატებით გაივლის საერთო სამაგისტრო გამოცდებს, შემდგომ კი უნივერსიტეტის შიდა გამოცდებს ჩააბარებს
ინგლისურ ენასა და სპეციალობაში. სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გაგრძელება შესაძლებელია უნივერსიტეტის მიერ დადგენილი სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვის წესის საფუძველზე.

სამაგისტრო და სადოქტორო სწავლების ინსტიტუტში პროფესორებს სხვადასხვა ქვეყნიდან (ამერიკა, ჰოლანდია, ინგლისი, პოლონეთი)
იწვევენ. სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამები დაახლოებით 20 უცხოურ პარტნიორ უნივერსიტეტთან მოქმედებს. ასეთ პროგრამებში
მონაწილეობა ცოდნის გაღრმავებისა და საერთაშორისო გამოცდილების მიღების გარდა საქართველოს ფარგლებს გარეთ კვლევებში ჩართვის შესაძლებლობასაც იძლევა.

ვრცლად: https://goo.gl/kP6Gk5

ოცამდე ქართველი სტუდენტის საფრანგეთში სამაგისტრო პროგრამებზე სწავლას ორი ქვეყნის მთავრობები დააფინანსებენ

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 01 დეკემბერი 2015 14:27

ოცამდე ქართველი სტუდენტის საფრანგეთში სამაგისტრო პროგრამებზე სწავლას საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობები ერთობლივად დააფინანსებენ.

განათლების საერთაშორისო ცენტრს, უმაღლესი განათლებისა და საერთაშორისო მობილობის ფრანგულ სააგენტო "კამპუს ფრანსსა" და საფრანგეთის საელჩოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. 

სამაგისტროს გრანტის შედეგები ცნობილია

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 16 ნოემბერი 2015 16:25

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იმ სტუდენტთა სიას აქვეყნებს, რომლებმაც 2015 წლის სამაგისტრო გამოცდებზე გრანტი მოიპოვეს. მაგისტრატურაზე მხოლოდ 10%-იანი გრანტია, იხილეთ გრანტირებულ მაგისტრანტთა სია.

ახალგაზრდები, რომელთაც სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში გაიარეს, საჯარო უწყებებში დასაქმდებიან

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 12 ოქტომბერი 2015 14:13

განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებული ახალგაზრდები, რომელთაც სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში გაიარეს, საჯარო უწყებებში დასაქმდებიან, - დასაქმების პროგრამის შესახებ ინფორმაცია კურსდამთავრებულებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიაწოდა. 
ირაკლი ღარიბაშვილმა ახალგაზრდებს მიღწეული წარმატება მიულოცა და განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ სტუდენტთა დაფინანსების პროგრამას ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი უწოდა.

"მოახმარე შენი ცოდნა სამშობლოს!"- სწორედ ამ იდეაზე დავაფუძნეთ განათლების პროექტი. აღნიშნული პროგრამა არის ყველაზე წარმატებული, რაც მე ძალიან მახარებს. მჯერა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ახალგაზრდების განათლებაში ჩადებული თითოეული ინვესტიცია არის ყველაზე გონივრული ინვესტიცია და ქვეყანას ასმაგად დაუბრუნდება,"- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა კურსდამთავრებულებს სამშობლოში დაბრუნებისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, წლების განმავლობაში ხდებოდა ახალგაზრდების გადინება ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რომლებიც უცხოეთში სწავლის შემდეგ უკან აღარ ბრუნდებოდნენ.

"ჩვენში არის სერიოზული გონებრივი კაპიტალი, რასაც სათანადოდ ვერ ვიყენებთ და არ ხდება ჩვენი სამშობლოსთვის ამ კაპიტალის გამოყენება. მთავარი მიზანი ამ პროექტის იყო ის, რომ სწორი გზა მიგვეცა ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის. ორი წლის განმავლობაში ჩვენ 200-მდე სტუდენტის სწავლა დავაფინანსეთ და ვიკისრეთ ვალდებულება, რომ დაბრუნებისთანავე უზრუნველვყოფთ თქვენს დასაქმებას სახელმწიფო სტრუქტურებში. დღეს სწორედ ამ მიზნით შევიკრიბეთ, რომ უკვე გადავწყვიტოთ და თქვენი ცოდნისა და პროფესიის შესაბამისი სამსახურები შემოგთავაზოთ,"- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეხვედრაზე, რომელიც დაგეგმილზე მეტხანს გაგრძელდა, პრემიერ-მინისტრმა კურსდამთავრებულთა შეკითხვებს უპასუხა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა გააგრძელებს ნიჭიერი ახალგაზრდების სწავლის დაფინანსებას, რომელთა ნაკადი სამომავლოდ გაორმაგდება.

შეხვედრის დასასრულს მთავრობის მეთაურმა 14 ახალგაზრდას კურსდამთავრებულთა სერტიფიკატი გადასცა.
სამშობლოში დაბრუნებულ 2015 წლის კურსდამთავრებულებს განათლების საერთაშორისო ცენტრი, საჯარო სამსახურის ბიურო და შესაბამისი სახელმწიფო უწყებები ხელშეკრულებით დასაქმებას შესაბამისი აკადემიური ხარისხის, სპეციალობისა და პროფილის გათვალისწინებით შესთავაზებენ.

განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2014-15 სასწავლო წელს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მსურველი 77 წარმატებული ახალგაზრდა დააფინანსა, 2015-16 სასწავლო წლისთვის კი 115 ახალგაზრდაზე გასცა გრანტი. სულ მალე მათი ნაწილი საქართველოში შესაბამის სფეროში მოღვაწეობას გააგრძელებენ. განათლების საერთაშორისო ცენტრი კურსდამათავრებულებს სოციალური, აკადემიური და პროფესიონალური ქსელის შექმნაშიც დაეხმარება, რაც ერთი მხრივ მათი ინდივიდუალური პროფესიონალური კონტაქტების გაფართოებას მოემსახურება, მეორე მხრივ კი ურთიერთთანამშრომლობასა და ერთობლივ პროექტებში მუშაობას შეუწყობს ხელს.

პრემიერ-მ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური