საკრებულოს წევრები ადგილობრივი მთავრობების ევროპულ კონგრესზე სიტყვით გამოვიდნენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 05 აპრილი 2016 17:34

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად კრაკოვში მიმდინარე  ადგილობრივი მთავრობების ევროპულ კონგრესში იღებს მონაწილეობას. 

 საკრებულოს წევრები რიმა ბერაძე, დავით უთმელიძე, იოსებ მანჯავიძე და შალვა ოგბაიძე კონგრესის მონაწილეების წინაშე სიტყვით  გამოვიდნენ და  ქალაქებში მდგრადი სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი  ასპექტები წარმოადგინეს.

საკრებულოს წარმომადგენლებმა   ასევე ნარჩენების დამუშავების აპრობირებულ მეთოდებზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობასა და  ბიზნესის მეცნიერების  თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

საკრებულოს თავმჯდომარე  კონგრესზე სიტყვით 6 აპრილს გამოვა და პარტნიორ რეგიონთა თანამშრომლობაზე ისაუბრებს. 

თვითმმართველობების ევროპის კონგრესს, სადაც  ადგილობრივი ხელისუფლების ლიდერები და რეგიონის წამყვანი პირები საჯარო ადმინისტრირების, არასამთავრობო და ბიზნესის განვითარების საკითხებზე საკუთარ  მოსაზრებებს წარმოადგენენ, საკრებულოს დელეგაციიასთან ერთად თბილისის მერიის წარმომადგენლებიც ესწრებიან.ადგილობრივი მთავრობების ევროპული კონგრესი ქალაქ კრაკოვში 5-6 აპრილს გაიმართება.

თამარ ტალიაშვილმა სამების ახალგაზრდულ ცენტრს ფინანსური დახმარება გაუწია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 28 მარტი 2016 17:24

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში ხანძრის შედეგად დამწვარი ახალგაზრდული ცენტრი „დავითიანნი“ მის პრეზიდენტთან კოტე სვანაძესთან ერთად დაათვალიერა.

დეპუტატმა დამწვარი წიგნადი ფონდის აღდგენის მიზნით ახალგაზრდულ ცენტრს საჩუქრად წიგნები გადასცა და ფინანსური დახმარება პირადად გაუწია.

მიმდინარე წლის 20 მარტს სამების საკათედრო ტაძარში ხანძრის შედეგად დაზიანებულ ახალგაზრდულ ცენტრში წიგნის ფონდი დაიწვა, სადაც ამავე ცენტრის პროექტის „მოსიარულე წიგნები“ კუთვნილი ლიტერატურა ინახებოდა. საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში, წიგნები სხვადასხვა მაღალმთიანი სოფლების ბიბლიოთეკებისთვის, სკოლებისთვის, ბავშვთა სახლებისთვის, საზღვარგარეთ არსებული ქართული ბიბლიოთეკებისთვის, ასევე ეთნიკური უმცირესობებისა და სხვადასხვა დაწესებულებებისთვის ნაწილდება.

საკრებულოს დელეგაციამ ევროპის საბჭოს 30-ე პლენარულ სესიაში მიიღო მონაწილეობა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 25 მარტი 2016 15:47

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე, თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მჭედლიშვილი, ფრაქციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’ თავმჯდომარე სევდია უგრეხელიძე და დედაქალაქის მერი დავით ნარმანია სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებებისკონგრესის 30- პლენარული სესია დაესწრნენ.
სესიაზე ერთ-ერთ მთავარ  საკითხად ის დოკუმენტი განიხილეს, რომლის თანახმად,
საქართველო 2017 წელს “ადგილობრივითვითმმართველობების შესახებ ევროპულ ქარტიასუნდა შეუერთდეს.
საქართველოს წარმომადგენლებმა ყურადღება პოსტმონიტორინგის პროცესსა დარეგიონების დეცენტრალიზაციის მნიშვნელობაზე გაამახვილეს.
საუბარი ადგილობრივი თვითმმართველობების რეფორმის შედეგად მიღწეულ პროგრესს, ასევე კონგრესის რეკომენდაციების მნიშვნელობასა და მათ დროულ შესრულებას შეეხო. 
როგორც ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესისპრეზიდენტმა ჟან კლოდ ფრეკონმა განაცხადა,  კონგრესი მუშაობას საქართველოსთან ერთად კვლავაც განაგრძობს და  ქვეყანას არსებული რეკომენდაციების შესრულებაში დაეხმარება.

 

ორგანიზაციამ „თბილისის ტრამვაი“ პრეზენტაცია გამართა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 25 მარტი 2016 15:41

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალექსანდრე ელისაშვილის ინიციატივით, არასამთავრობო ორგანიზაციამ „თბილისის ტრამვაი“ ტრანსპორტის ამ სახეობის განვითარებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართა, რომელსაც საკრებულოსწევრები, ქალაქის განვითარების გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის სპეციალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში გამართული შეხვედრა დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილმა გახსნა, რის შემდეგაც არასამთავრობო ორგანიზაციის „თბილისის ტრამვაი“ წარმომადგენელმა ბექა ნინიკურმა ტრამვაის განვითარებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია წარმოადგინა.

პრეზენტაციის შემდეგ, დისკუსია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საკრებულოს წევრებმა: ალეკო ელისაშვილმა, ლია ჯახველაძემ, შალვა ოგბაიძემ და სპეციალისტებმა. გარდა ამისა, მათ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს დედაქალაქში ტრამვაის განვითარებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები დაუსვეს და კონკრეტული საკითხების ირგვლივ მათი მოსაზრებები მოისმინეს.

შეხვედრის ბოლოს მონაწილეები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

„ტრამვაის ექსპლუატაციის რესურსი უზარმაზარია, ოთხჯერ დიდი ვიდრე ავტობუსის, აღარაფერს ვამბობ მის ეკოლოგიურობაზე. გადაუდებელი აუცილებლობაა თბილისში ტრამვაი იყოს.

მოხარული ვარ, რომ გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფიც თბილისში ამ ტრადიცული, მოსახერხებელი და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის დაბრუნებას უჭერს მხარს“, - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა შეხვედრის დასასრულს.

     

გიორგი ალიბეგაშვილმა ბელგიელ ხალხს მიუსამძიმრა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 25 მარტი 2016 12:00

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  თავმჯდომარემ ბელგიაში მომხდარი ტრაგედიის გამო დღეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
გიორგი ალიბეგაშვილმა უდანაშაულო ადამიანებზე  განხორციელებული ტერორისტული აქტი თანამედროვე ცივილიზაციის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად შეაფასა და   მომხდართან   დაკავშირებით ბელგიელ ხალხს და მთავრობას  სამძიმარი გამოუცხადა.
,,მინდა მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს, ბელგიელ ხალხს და ხელისუფლებას. 
საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად ყოველთვის იბრძოლებს ამ უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ’’,-განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა. 

საკრებულოს წარმომადგენლები ტრენინგს -„მოქალაქეთა მონაწილეობა თვითმმართველობის საქმიანობაში“ დაესწრნენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 11 მარტი 2016 17:04
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები და აპარატის თანამშრომლები ტრენინგს -„მოქალაქეთა მონაწილეობა თვითმმართველობის საქმიანობაში“ დაესწრნენ. 
ტრენინგზე,  რომელიც დისკუსიის ფორმატში წარიმართა,  საკრებულოს წარმომადგენლებმა კანონპროექტის „მოქალაქეთა მონაწილეობის შესახებ“ იმპლიმენტაციის მექანიზმებსა და თბილისის შემთხვევაში მისი გამოყენების ოპტიმალურ გზებზე იმსჯელეს.
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხებიც განიხილეს, როგორიცაა თვითმმართველობა და დეცენტრალიზაცია, მოქალაქეთა მონაწილეობის არსი, მნიშვნელობა,  ასევე სამართლებრივი საფუძვლები და გარანტიები.  
ტრენინგი ორი დღის განმავლობაში  სასტუმროში „ბეტსი“ იმართება, რომელსაც კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საჯარო სამართლის მიმართულების ასოცირებული პროფესორი ვახუშტი მენაბდე და ადგილობრივი თვითმმართველობის სპეციალისტი, „მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი კოკა კიღურაძე უძღვებოდნენ.
ტრენინგი -„მოქალაქეთა მონაწილეობა თვითმმართველობის საქმიანობაში“   არასამთავრობო ორგანიზაციის ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (NDI),  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა  (USAID) და არასამთავრობო ორგანიზაციის სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) ორგანიზებითა და მხარდაჭერით ჩატარდა.

საკრებულოში კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ გამარჯვებულს უმასპინძლეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 04 მარტი 2016 14:51

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-კონსერვატორები“  ინიციატივით, წარმომადგენლობით ორგანოში მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ გამარჯვებული ინოვაციური პროექტების ავტორებს უმასპინძლეს. 

სერვანტესის სახელობის გიმნაზიის „აია-ჯესს“ IX და XI კლასის მოსწავლეებმა გიორგი შელეგიამ, ამირან აფციაურმა, გიორგი ნიორაძემ, ბექა მიქაძემ და ვახტანგ კონტრიძემ კონკურსზე გრანპრი და მესამე ადგილი მოიპოვეს.

ფრაქციის თავმჯდომარის ნინო გოგუაძის განცხადებით, ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების აღმოჩენა და მოტივირება ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს.

„მიმაჩნია, რომ ჩვენი მოვალეობაა მოსწავლეებში სწავლის დონის ამაღლება, ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა, ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა და მათი საქმიანობის ხელშეწყობა. ეს ნიჭიერი ბავშვები ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ და ამიტომაც, მინდა წარმატება და კიდევ ბევრი გამარჯვება ვუსურვო მათ“-განაცხადა დეპუტატმა.  

ახალგაზრდები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ინტელის ფონდის დაფინანსებით მიმდინარე წლის აპრილსა და მაისში ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრებიან. ახალგაზრდები მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში უდიდესი კონკურსის ინტელის საერთაშორისო-საინჟინრო გამოფენაში - Intel ISEF-სა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ინოვაციის კონკურსში, რომელიც აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოში (NASA) გაიმართება.

შეხვედრაზე კონკურსის გამარჯვებულებმა საკრებულოს წარმომადგენლებს საკუთარი პროექტები გააცნეს, რომლებითაც ისინი საქართველოს სახელით საზღვარგარეთ წარსდგებიან.

შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ფრაქციის „ქართული ოცნება-კონსერვატორები“  წევრები, გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ ქარცივაძე, გიმნაზიის დირექტორი რუსუდან ბოლქვაძე და გიმნაზიის აღსაზრდელთა მშობლები ესწრებოდენენ.

შეხვედრის დასასრულს, დეპუტატებმა გიმნაზიის აღსაზრდელებს კომპეტენციის ფარგლებში მხარდაჭერა აღუთქვეს. საკრებულოს წევრებმა სტუმრებს წარმომადგენლობითი ორგანოს შენობა დაათვალიერებინეს, მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და ახალგაზრდებს პროფესიული ცხოვრების ასპარეზზე წინსვლა უსურვეს.

მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსი ქვეყნის მასშტაბით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით 2011 წლიდან იმართება.

გიორგი ალიბეგაშვილი საქართველოში მოლდოვის საკონსულოს გახსნას დაესწრო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 02 მარტი 2016 17:26

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი საქართველოში მოლდოვის რესპუბლიკის საპატიო საკონსულოს ოფისის ოფიციალურად გახსნას დაესწრო.

დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ მოლდოვის საპატიო კონსულს ოფისის გახსნა პირადად მიულოცა და ორ ქვეყანას შორის ერთიერთთანამშრომლობის  გაღრმავების იმედი გამოთქვა. 

საზეიმო ღონისძიება სასტუმრო "თბილისი მარიოტში" მოეწყო და მას საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად საქართველოს მთავრობის წევრები, მინისტრები, პარლამენტარები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სპეციალურად  ღონისძიებისთვის საქართველოში მოლდოვის დელეგაციის წარმომადგენლები, ასევე  მოლდოვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროკავშირთან ინტეგრაციის სამინისტროს გენერალური მდივანი ანატოლ ვანგელი ჩამოვიდნენ.

 

საკრებულოს დეპუტატებმა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ტურნირის გამარჯვებულები დააჯილდოვეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 29 თებერვალი 2016 14:12

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ქეთევან ჯოხაძე და საკრებულოს დეპუტატები ნინო გოგუაძე და ლია ჯახველაძე ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ტურნირს დაესწრნენ. 
ჩემპიონატში 
გლდანის რაიონში მდებარე კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას. 
ქეთევან ჯოხაძესთან ერთად გამარჯვებულებს პრიზები საკრებულოს წევრებმა, 
ჭადრაკშიმსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა და გლდანის რაიონის გამგებელმა ბესარიონ ქარცივაძემ გადასცეს. 
ტურნირის შემდეგ  ჩემპიონის საღამო გაიმართასადაც  ბესიკ ქარცივაძემ ახალგაზრდებს ნონა გაფრინდაშვილის სპორტული ბიოგრაფია გააცნოღონისძიებაზე ასევე მოეწყო ვიდეო ჩვენება, რომელიც ნონა გაფრინდაშვილის სპორტულ ცხოვრებას ასახავდა.
საღამოს თბილისის მუნიციპალიტეტის 
საკრებულოს დეპუტატებისპორტსმენები დაპროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ. 

საკრებულო კომუნალურ ვაუჩერებზე იმსჯელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 26 თებერვალი 2016 10:32

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ,თბილისის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ. ცვლილებები კომუნალურ ვაუჩერებს ეხება და გამოყოფილი 45 მილიონი ლარის 13 მილიონზე მეტით შემცირებას გულისხმობს. გამოთავისუფლებული თანხა კი, უმრავლესობის განმარტებით, ჯანდაცვის პროექტებს მოხმარდება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ დახმარების გარეშე რჩება 290 ათასამდე ოჯახი. ოპოზიცია სხდომაზე საქალაქო სამსახურების გაერთიანებისა და სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის გაუქმების საკითხსაც დააყენებს.

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური