„ეს კითხვები არ არის ლეგიტიმური“ - გიორგი ალიბეგაშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 21 მაისი 2016 11:05

„ბატონი მერი საკრებულოს სხდომაზე წარდგა ძალიან საინტერესოდ, მთელი დიაგრამებით და სურათებით, სადაც ნაჩვენები იყო, რომელი კონტურის ცვლილება სად მოხდა, როგორი კორექტირება განხორციელდა იმ ე.წ. 4 ჰექტარში, რა გაიცვალა, რა ხრიოკი ფერდობი იყო და ა.შ. მთავარი არის ის, რომ გზა, რომელიც შუაში კვეთდა ამ 29 ჰექტარს, უკვე აღარ კვეთს, ის მიდის სადღაც ფერდობის ნაპირას და ზუსტად ისე უნდა გაკეთებულიყო, როგორც ახლაა კორექტირებული... ჩვენ არ უნდა ვიყოთ უმადურები. პირიქით, მადლიერები უნდა ვიყოთ, რადგან ამ პროექტის განხორციელება სჭირდება ჩვენს დედაქალაქს.“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა, „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო „star fm”-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს გიორგი ალიბეგაშვილი პასუხობს.

სამგორის რაიონის გამგებლად გიორგი ბაგრატიონის დანიშვნას საკრებულოში მხარი დაუჭირეს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 20 მაისი 2016 16:33

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. 
კომისიის წევრებმა სამგორის რაიონის გამგებლად გიორგი ბაგრატიონის დანიშვნის თაობაზე იმსჯელეს და წარმოდგენილ კანდიდატს მხარი დაუჭირეს. 
სხდომაზე ასევე ფრაქცია „რესპუბლიკელების“ წევრის დავით ზურაბიშვილის ინიციატივა განიხილეს, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანას გულისხმობდა.
წარმოდგენილ ცვლილებას, რომლის თანახმად, საკრებულოში ინიცირებული პროექტების განხილვა კონკრეტულ ვადებში უნდა მოხდეს, იურიდიულმა კომისიამ დადებითი რეკომენდაცია მისცა.
კომისიის წევრებმა თანხმობა მისცეს საკითხს „ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“, რომელიც თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა დიმიტრი მოსულიშვილმა წარმოადგინა.
იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ თევდორე კობახიძემ საკრებულოს დეპუტატებს ,,ვარდების მოედნისთვის’’ ძველი სახელწოდების-,,რესპუბლიკის მოედნის’’ დაბრუნების ინიციატივით მიმართა და განაცხადა, რომ აღნიშნული ინიციატივა მან სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას უკვე წარუდგინა. 
იურიდიული კომისიის წევრებს საკრებულოს  სამგორის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა ლორთქიფანიძის ქუჩის (ყოფილი კაიროს ქუჩა) მცხოვრებლების განცხადება გააცნო, რომელშიც მოსახლეობა აღნიშნულ ქუჩაზე წყალკანალიზაციის სისტემის გაყვანას ითხოვდა.
ლია ჯახველაძის განმარტებით, პრობლემის მოგვარება ვერ ხერხდება, რადგან თბილისში წყალკანალიზაციის სისტემა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 
(GWP) რეგულირების სფეროა. 
კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე თევდორე კობახიძის ინიციატივას დაუჭირეს მხარი. 
პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, ჯგუფმა, რომელიც 
GWP-ს, ასევე  თბილისის მერიის და სამგორის რაიონის გამგეობის წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული და რომლის მუშაობაში ლია ჯახველაძეც იქნება ჩართული, კონკრეტული წინადადებები ორი კვირის მანძილზე უნდა შეიმუშაოს, რის შემდეგაც საკითხს კომისიის წევრები იურიდიულ საკითხთა კომისიის მორიგ სხდომაზე განიხილავენ.
სხდომას კომისიის წევრებთან ერთად თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ვარდების მოედნს“ შესასძლოა სახელი შეუცვალონ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 20 მაისი 2016 16:14

დღეს  საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე  იურიდიული კომისიის თავმჯდომარის, თედო კობახიძის ინიციატივაზე იმსჯელეს, რომელიც  „ვარდების მოედნისთვის“ ძველი სახელის -„რესპუბლიკის მოედის“ დაბრუნებას ითვალისწინებს.

 

სამგორის რაიონის გამგებლად გიორგი ბაგრატიონი წარადგინეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 20 მაისი 2016 11:47

თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის სხდომაზე სამგორის რაიონის გამგებლად გიორგი ბაგრატიონი წარადგინეს.  გიორგი ბაგრატიონის კანდიდატურა დეპუტატებს კომისიის თავმჯდომარემ, თედო კობახიძემ წარუდგინა.

საკრებულო სამგორის გამგებლის თანამდებობაზე ბაგრატიონის კანდიდატურას კენჭს 24 მაისს უყრის.

გიორგი ბაგრატიონი თბილისის მერიის ზედამხვედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი იყო. 

მოვედი, რომ დავასრულო ის შოუ, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ დგამს, - დავით ნარმანია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 17 მაისი 2016 16:16

მოვედი, რათა წერტილი დავუსვა თბილისის მერიის მიმართ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ხელოვნურად შექმნილ აჟიოტაჟს, სიცრუეს და დავასრულო ის შოუ, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ დგამს - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს საკრებულოს სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერმა საკრებულოს დეპუტატებსა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ მზად არის საზოგადოებისთვის აქტუალურ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი კიდევ ერთხელ გასცეს.

„მოვედი, რომ დავასრულო სიცრუის პროპაგანდა და ტირაჟირება, რომლითაც ოპონენტები საზოგადოების, ჩვენი თანამოქალაქეების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. კიდევ ერთხელ პასუხი გავცე ყველა შეკითხვას და იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული პირები დღესაც შეეცდებიან სპექტაკლის დადგმას, ეს იქნება მათი მხრიდან კიდევ ერთი მცდელობა იმისა, რომ საზოგადოებამ არ მიიღოს ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია, შესაბამისად, ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა თბილისელების წინაშე. მანამ, სანამ კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადავიდოდეთ, მე მინდა, მივმართო თბილისელებს - გასაკვირი არ არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის ცდილობს, ჩვენს წარმატებულ საქმიანობას დაუპირისპიროს სიცრუე და ხელოვნური აჟიოტაჟი - ეს მათი სტილია. თუმცა, ჩვენ გვაქვს ფაქტები და შეგვიძლია შევადაროთ, თუ რა კეთდებოდა ქალაქში მათი მმართველობის პერიოდში და რა კეთდება ახლა“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერმა სიტყვით გამოსვლისას საბავშვო ბაღების საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა აღნიშნული თემით მანიპულირებას ცდილობს,  რეალურად კი ახალი ხელისუფლების პირობებში საბავშვო ბაღების რაოდენობა იზრდება და ინერგება მაღალი სტანდარტები.

„გასულ  წლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ თბილისში სხვადასხვა მიზეზით 50-მდე  საბავშვო ბაღი დაიხურა. ჩვენ ამის საპირისპიროდ დავიწყეთ 7 ახალი ბაღის მშენებლობა, აღვადგინეთ დახურული საბავშვო ბაღების ნაწილი და ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს, მოქმედ ბაღებში აუთვისებელი ფართების გარემონტების შედეგად შევძელით დამატებითი ჯგუფების გახსნა, რაც დაახლოებით 10 საბავშვო ბაღის ტოლფასია. დავასაქმეთ 800-მდე ადამიანი, ბაღის თანამშრომელთა ხელფასები 5%-დან 20%-მდე გავზარდეთ; მათთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურება გახდა უფასო. ჩვენი ხელისუფლების პირობებში საბავშო ბაღები გახდა უფასო. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მიმდინარე წელს კიდევ 10 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობას ვიწყებთ“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

ფიზიკური დაპირისპირება დაცვის თანამშრომლებსა და არასამთავრებო სექტორის წარმომადგენელბს შორის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 17 მაისი 2016 15:09

ფიზიკური დაპირისპირება  საკრებულოს დაცვის თანამშრომლებსა და არასამთავრებო სექტორის წარმომადგენელბ შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც  არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს საკრებულოს დაცვის თანამშრომლებმა სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს. 
ამ დროისთვის დაპირისპირება სხდომათა დარბაზის გარეთ, დერეფანში გრძელდება.
ამ წუთებში საკრებულოს  სხდომაზე  თბილისის მერს დავით ნარმანიას უსმენენ.

საპროტესტო აქცია საკრებულოსთან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 17 მაისი 2016 14:38

დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა დავით ნარმანის სიტყვით გამოსვლა და შეწყვეტილია სხდომა, პარალელურად კი საკრებულოს შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები არიან პარტიზანი მებაღეები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები. ისინი დავით ნარმანიას საკრებულოს სხდომაზე შესვლისას ხმაურით და შეძახილებით შეხვდნენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. 

დავით ნარმანია საკრებულოში მივიდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 17 მაისი 2016 13:52

 საკრებულოში ხმაურის და დაპირისპირების ფონზე, დროებით შეწყვეტილია სხდომა.

ნარმანია სიტყვით გამოსვლისას საბავშვო ბაღების საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” აღნიშნული თემით მანიპულირებას ცდილობს, რეალურად კი ახალი ხელისუფლების პირობებში საბავშვო ბაღების რაოდენობა იზრდება და ინერგება მაღალი სტანდარტები.

თბილისის მერი  საკრებულოს წევრებსა და საზოგადოებას კრწანისი- შინდისის გზის მშენებლობასა და ბოტანიკური ბაღის საზღვრების ცვლილებაზე ინფორმაციას მიაწვდის. ნარმანიას სიტყვით გამოსვლის შემდეგ დებატებია მოსალოდნელი. პარალელურად საკრებულოს შენობასთან აქციას მართავენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

ხვალ ძალიან საინტერესო მოხსენება იქნება საკრებულოში, - დავით ნარმანია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 16 მაისი 2016 12:03

„გპირდებით,   რომ  ხვალ ძალიან საინტერესო მოხსენება იქნება საკრებულოში, სადაც ვისაუბრებთ ყველა საკითხზე, რაზეც ბოლო პერიოდში იყო საუბარი“, - ამის სესახებ ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა,  დავით ნარმანიამ განუცხადა. 
საკრებულოს უმრავლესობის მოთხოვნით თბილისის საკრებულოში დავით ნარმანია  მოხსენებით ხვალ, 17 მაისს წარდგება. 
საკრებულოს უმცირესობის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თბილისის მერისგან  ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ადგილმონაცვლეობის, ასევე 29 ჰექტარი ტერიტორიის აუქციონის წესით გაყიდვის და სხვა საკითხების შესახებ განმარტებას ითხოვენ.

საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 13 მაისი 2016 16:10

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცეს და კომისიების სხდომებზე შეთანხმებული სხვადასხვა საკითხი განიხილეს.

აღნიშნული საკითხების განხილვა ბიუროს სხდომამდე, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, განათლებისა და კულტურის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, ასევე ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიებზე განხორციელდა.

ბიზნეს ნიუსი

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

2020 წლის ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებული რებრე...

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

18 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს საქართველოში პირ...

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

4 სექტემბერს, სასტუმრო „ჰოთელს პრეფერენს ჰუალინგ...

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური