აზერბაიჯანის საელჩოს მხარდაჭერით საკვები პროდუქტები კიდევ 400-მდე ოჯახს გადაეცათ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 15 აპრილი 2020 11:26

დღეს, თბილისის საკრებულოს დახმარების კამპანიის ფარგლებში, მორიგი აქცია გაიმართა. თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან (ოთხი და მეტი შვილი) ოჯახებს საკვებ პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების ნივთებს გადასცემენ.

საკრებულოს უმრავლესობის წევრები აზერბაიჯანის საელჩოს მხარდაჭერითა და საქართველოში აზერბაიჯანელ ბიზნესმენთა ასოციაციის, ასევე ქართული კომპანიების შპს „ფეიდალ ჯორჯიას“ და ამხანაგობა „32ა“-ს დახმარებით, საკვებ პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების ნივთებს კიდევ 400-მდე ოჯახს გადასცემენ.

საკრებულოს მიერ გავრცლებული ინფორმაციის თანახმად, ღონისძიებას საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი დურსუნ ჰასანოვი ესწრებოდა.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს, საქართველოში მოქმედ აზერბაიჯანელ ბიზნესმენთა ასოციაციასა და ქართულ კომპანიებს დახმარებისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ კამპანიის ფარგლებში, უკვე ასეულობით ოჯახის დახმარება მოხერხდა. გიორგი ტყემალაძემ იმედი გამოთქვა, რომ კერძო სექტორი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობას.

„თბილისის საკრებულო აგრძელებს სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას. დღეს, აზერბაიჯანის მთავრობის, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოსა და საქართველოში აზერბაიჯანელ ბიზნესმენთა ასოციაციის დახმარებით, ჩვენ გვაქვს საშუალება დამატებით დაახლოებით 400 ოჯახს დავურიგოთ პროდუქტები. მე მინდა, თითოეულ კომპანიას, რომელიც ამ პროცესში ჩართულია, მადლობა გადავუხადო და ყველას მოვუწოდებ, აღნიშნულ აქციაში ჩაერთონ. ეს კამპანია მომავალშიც გაგრძელდება,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბექა დავითულიანის განცხადებით, ახალი კორონავირუსით გამოწვეული მდგომარეობის პირობებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა მხარდაჭერა და გვერდში დგომა იგრძნონ. მან კერძო სექტორს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„საკრებულოს კამპანიის ფარგლებში, დღეს აზერბაიჯანის საელჩომ, კომპანიებმა „ფეიდალ ჯორჯიამ“ და „32ა-მ“ შემოგვწირეს 400-მდე, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახისთვის განკუთვნილი პროდუქცია. ეს ნობათი მაჟორიტარი დეპუტატების დახმარებით, თბილისის ყველა რაიონში განაწილდება და ამით მცირედით მაინც შევეწევით შეჭირვებულ ოჯახებს“ -განაცხადა ბექა დავითულიანმა.

საკრებულოს უმრავლესობის წევრები თბილისის სხვადასხვა რაიონებში დახმარებას სპეციალურად გადამზადებული მოხალისეების დახმარებით დაარიგებენ. როგორც საკრებულოში აცხადებენ, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების კამპანია 29 მარტს დაიწყო და მომავალშიც გაგრძელდება.

„ეს კითხვები არ არის ლეგიტიმური“ - გიორგი ალიბეგაშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 21 მაისი 2016 11:05

„ბატონი მერი საკრებულოს სხდომაზე წარდგა ძალიან საინტერესოდ, მთელი დიაგრამებით და სურათებით, სადაც ნაჩვენები იყო, რომელი კონტურის ცვლილება სად მოხდა, როგორი კორექტირება განხორციელდა იმ ე.წ. 4 ჰექტარში, რა გაიცვალა, რა ხრიოკი ფერდობი იყო და ა.შ. მთავარი არის ის, რომ გზა, რომელიც შუაში კვეთდა ამ 29 ჰექტარს, უკვე აღარ კვეთს, ის მიდის სადღაც ფერდობის ნაპირას და ზუსტად ისე უნდა გაკეთებულიყო, როგორც ახლაა კორექტირებული... ჩვენ არ უნდა ვიყოთ უმადურები. პირიქით, მადლიერები უნდა ვიყოთ, რადგან ამ პროექტის განხორციელება სჭირდება ჩვენს დედაქალაქს.“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა, „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო „star fm”-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს გიორგი ალიბეგაშვილი პასუხობს.

საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 20 ნოემბერი 2015 17:01

ხმაურია საკრებულოს სხდომაზე, სადაც საკრებულოს დეპუტატები 2016 წლის თბილისის ბიუჯეტის შესახებ მსჯელობენ. სხდომაზე ერთმანეთს უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.

ქართული ოცნების ერთერთი ლიდერის დეპუტატ ია მაკასარაშვილის თქმით, ნაციონალურიო მოძროაბის წევრებს არ აქვთ უფლება შენიშვნა მისცენ ვინმეს და უარყოფით კონტექსტში მოიხსენიონ ბიძინა ივანიშვილი, რადგან ისინი ივანიშვილს სიცოცხლეს უნდა უმადლოდნენ. მაკასარაშვილის თქმით, ლინჩის წესით გასამართლებას ნაციონალური მოძრაობის წევრები ბიძინა ივანიშვილმა გადაარჩინა, რადგან ხალხი მათ ამ განაჩენს გამოუტანდა.

შელაპარაკება მხოდა სხდომაზე ასევე ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ ირაკლი აბესაძესა დაქართული ოცნების წარმომადგენელ ნუგზარ მალაღურიძეს შორის. მალაღურიძემ განაცხადა, რომ იმპიჩმენტის პროცედურები დავით ნარმანიას წინააღმდეგ არ იგეგმება.

„კიტრივით რომ მოგაქვს თავი და თავი იურისტი რომ გგონია, კანონი წაიკითხე“, - ასე მიმართა მალაღუყრიძემ ირაკლი აბესაძეს, რომელმაც სხდომაზე მმართველ გუნდს მერის გადაყენებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ დავით ნარმანია დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებს.

სხდომის დაწყებამდე განცხადება გააკეთა ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ რიმა ბერიძემ, რომელმაც მმართველი გუნდის სახელით თქვა, რომ ნარმანიას გადაყენების პროცედურის დაყენება არ იგეგმება და საკრებულო დარწმუნებულია, რომ 2015 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით ნარმანია დეპუტატების შენიშვნებს გაითვალისწინებს.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, მერიიდან საკრებულოში გადაგზავნილი ბიუჯეტი დავით ნარმანიას უწყებას უკან შენიშვნებით დაუბრუნდება და ბიუჯეტის კორექტირება მოხდება. 

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ უფლებამოსილება დროებით შეიჩერა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 05 ოქტომბერი 2015 11:35

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა უფლებამოსილება დროებით შეიჩერა. მის მოვალეობას ამ დროის განმავლობაში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ლატარია შეასრულებს.

განცხადება აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ დავით დვალმა დღეს დილით საგანეგებო ბრიფინგზე თავად გააკეთა. მისი განცხადებით, უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე შეჩერებული ექნება.

შეგახსენებთ, რომ დავით დვალს ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორაგანიზაციის წევრი ცემასა და სიტყვიერ შეურაცხოფაში ადანაშაულებს, რის საფუძველზეც გამოძიება მიმდინარეობს.

საკრებულოს დეპუტატები ბრისტოლში ვიზიტის ფარგლებში ქალაქის მერს შეხვდნენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 29 სექტემბერი 2015 11:25

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები-საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მჭედლიშვილი, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მალაღურაძე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ქეთევან ჯოხაძე  და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი კობა კობალაძე ბრისტოლ - თბილისის ასოციაციისა და მისი პრეზიდენტის დერეკ პიკაპის მიწვევით ქალაქ ბრისტოლში იმყოფებიდნენ.

დელეგაციას მასპინძლობას ასევე ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი სტეფან ტომასი და მისი წევრები ესტლერ ქელერი და ალექს ჰიუჯისი უწევდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები  ქალაქის მერთან ჯორგ ფერგუსონთან, ასევე დესტინეიშენ ბრისტოლის დირექტორ ჯონ ჰირტისთან, ახალგარზდული ცენტრის დირექტორ სენდი ჰორ რუტვენთან, მერიის საცობების მართვის, სატრანსპორტო, საფინანსო და სხვა სამსახურების წარმომადგენლებთან გაიმართა.

ჯორგ ფერგუსონმა თბილისის საკრებულოს წევრებს ადგილობრივი მერიის მუშაობის სპეციფიკა და პრიორიტეტები დეტალურად გააცნო. მან დაწვრილებით ისაუბრა განხორციელებულ პროექტებზე ,მუნიციპალური სერვისების,  გარემოს დაცვის, ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს მიმართულებებით.

ბრისტოლელმა მასპინძლებმა ქართველ სტუმრებს, ქალაქში სატრანსპორტო კვანძების მოწესრიგებისა და საცობებისგან განტვირთვის კუთხით არსებული გამოცდილება გაუზიარეს.

ასევე გააცნეს ეფექტიანი სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის კუთხით მუნიციპალიტეტის მიერ გატარებული ღონისძიებები და ყურადღება ქალაქის საკუთრებაში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების გზებზე გაამახვილეს.

საკრებულოს დეპუტატების ბრისტოლის მერიის საფინანსო სამსახურთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი მუნიციპალური  გრანტების მოპოვება-მიღებაზე და ამ საკითხთან დაკავშირებულ თემებს შეეხო.

თბილისის საკრებულოს დელეგაციის ვიზიტის დროს გამართულ შეხვედრაზე, ბრისტოლის კოლეჯების გაერთიანების ხელმძღვანელმა ალისტიარ ბეიკერმა  ქართველი და ბრისტოლელი ახალგაზრდობის გაცვლითი პროგრამების განხორციელების პერსპექტივებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა , რომ თანამშრომლობის შედეგად ახალგაზრდების გაცვლითი პროგრამების ამოქმედება მოხდება.

ქართველი დეპუტატების ვიზიტი ქალაქ ბრისტოლში 24 სექტემბერს დასრულდა.

 

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური