თურქეთში პრესის თავისუფლების შავი წელი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 28 დეკემბერი 2016 18:45

საერთაშორისო მედია ორგანიზაციების თქმით, მსოფლიოს მასშტაბით ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი ჟურნალისტია დაპატიმრებული 2 წლის შემდეგ კვლავ თურქეთია. თურქეთში 148 ჟურნალისტი პატიმრობაშია, 170-მდე მედია საშუალება დაიხურა, ათასობით მედიის მუშაკი და ჟურნალისტი უმუშევარია.
″თურქეთში ადრე ჟურნალისტებს კლავდნენ. ეს ხელისუფლება კი საერთოდ ჟურნალისტიკას კლავს.″ ეს სიტყვები, თურქეთის პრესის თავისუფლების შესახებ Human Rights Watch-ის (HRW) მიერ რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ასახული.
საერთაშორისო ორგანიზაციების ″რეპორტიორები საზღვრებს გარეშე″-ს (RSF) და ″ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი″-ს (CPJ) ინფორმაციით, 2016 წელს მსოფლიოს ქვეყნებს შორის პრესაზე ყველაზე მეტი ზეწოლა თურქეთში ხდებოდა. თურქეთში RSF-ს წარმომადგენლის ეროლ ონდეროღლუს თქმით, ″თურქეთი ორი წლის შემდეგ კიდევ ერთხელ მსოფლიოში ყველაზე დიდი ციხეა ჟურნალისტებისათვის.″
საერთაშორისო ორგანიზაცია ″რეპორტიორები საზღვრებს გარეშე″-ს 2016 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების შესახებ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, თურქეთი ორი საფეხურით ჩამოქვეითდა და 180 ქვეყანას შორის 151 ადგილზეა. მის წინ ტაჯიკეთი, უკან კი დემოკრატიული კონგოს რესპუბლიკაა.
15 ივლისის სისხლიანი გადატრიალების მცდელობის შემდეგ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში გამოცემული განკარგულებებით, სხვადასხვა სახეობის 170-მდე მედიასაშუალება გაზეთი, ტელევიზია, რადიო, საინფორმაციო სააგენტო, ჟუნალი და გამომცემლობა დაიხურა. დახურვის მიზეზი, გადატრიალების მცდელობაში სავარაუდოდ ბრალდებულ გიულენის მოძრაობასთან სავარაუდო კავშირია. თუმცა, დახურულ მედიასაშუალებებს შორის ქურთების, ალავიტების და ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერი ძალიან ბევრი მედიასაშუალებაა.
ამ პერიოდში დაახლოებით 2 ათას 500-მდე მედიის მუშაკი და ჟურნალისტი უმუშევარი დარჩა, ასობით ჟურნალისტს პრესის ბარათები გაუუქმდა, გაურკვეველი რაოდენობით ჟურნალისტს პასპორტი გაუუქმდა და პრაქტიკულად საზღვარგარეთ მოგზაურობა აეკრძალათ, ათობით ჟურნალისტს ქონება ჩამოართვეს. ″თურქეთის ჟურნალისტთა კავშირის″ (TGC) მონაცემების მიხედვით, 2016 წლის პირველ 5 თვეში, ანუ 15 ივლისის გადატრიალების მცდელობამდე, ხელისუფლების ზეწოლის შედეგად 900-მდე ჟურნალისტი სამსახურიდან დაითხოვეს.
წყარო: http://www.dw.com/tr/t%C3%BCrkiyede-bas%C4%B1n-%C3%B6zg%C3%BCrl%C3%BC%C4%9F%C3%BCn%C3%BCn-kara-y%C4%B1l%C4%B1/a-36913987

"როიტერსი" 2 000-მდე თანამშრომელს გაათავისუფლებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 02 ნოემბერი 2016 11:40

ფინანსური ხარჯების შემცირების მიზნით, საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო "როიტერსი" მსოფლიო მასშტაბით 2 000-მდე თანამშრომელს გაათავისუფლებს, რაც კორპორაციაში დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 4%-ს შეადგენს, - აღნიშნულის  შესახებ ინფორმაცია „როიტერსის" ვებ-გვერდზე გავრცელდა.

 

"სტარვიზია" - გვიყურე, გვისმინე, წაიკითხე!

გამოქვეყნებულია ვიდეო
ორშაბათი, 13 ივლისი 2015 23:25

მედიაჰოლდინგი "სტარვიზია" - გვიყურე, გვისმინე, წაიკითხე!

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური