წინა წელთან შედარებით საქართველოს საზღვარზე ვიზიტორთა რაოდენობა 20,9 %-ით გაზრდილია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 03 ოქტომბერი 2017 12:40

შინაგან საქმეთა სამინისტრო ,საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემებს აქვეყნებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი წარმოგიდგენთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ:

2017 წლის სექტემბრის თვე 763 729 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 20,9 %-ით მეტია.

რაც შეეხება იანვარ-სექტემბრის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 5 822 835 ვიზიტი განხორციელდა, რაც 19,2%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო ტურისტული ვიზიტი 2 783 594-ით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 28,8%- ით მეტია.

ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, 2017 წლის სექტემბრის თვეში ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:

ა) ტურისტი - 380 895 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 49,9%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 24,8%);

ბ) ტრანზიტი - 182 356 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 23,9%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 22,6%);

გ) სხვა - 200 478 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 26,2%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 12,7%).

2017 წლის სექტემბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ რუსეთიდან (+32%), აზერბაიჯანიდან (+15,6%), სომხეთიდან (+11,8%), თურქეთიდან (+10,5%), უკრაინიდან (+0,2%) და ირანიდან (+80%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-სექტემბერშიც გამოირჩნენ დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, ლიტვა და იტალია (შესაბამისად 33%, 32%, 29%, 21%, 18%, და 16%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (35%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (17%), უზბეკეთი (93%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსია (30%). აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 26%-იანი ზრდა"- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

482,3 კარატიანი ზურმუხტის საზღვარზე უკანონოდ გადმოტანის ფაქტი

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 28 აპრილი 2017 10:44

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. 

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საბაჟო - გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ გადმოიტანა დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ქვა - 482,3 კარატის ზურმუხტი. საგამოძიებო სამსახურის მიერ საზღვარზე მალულად გადმოტანილი ძვირფასი ქვა ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. 

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 - ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

1500 კილოგრამი ყავის მარცვალი პირს ზედნადების გარეშე გადაჰქონდა

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 20 თებერვალი 2017 11:44

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს აღმოსავლეთის განყოფილების ოფიცრების მიერ, 1500 კგ. მოხალული ყავის მარცვლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების  ფაქტი გამოვლინდა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების დასკვნის მიხედვით, საქონლის საბაზრო ღირებულებამ 15450 ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271–ე მუხლის მე–7 ნაწილის გათვალისწინებით, საქმის მასალები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ცეცხლსასროლი, სანადირო და პნევმატური იარაღის საზღვარზე უკანონოდ გადმოტანის ფაქტი

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 10 თებერვალი 2017 11:58

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი,  სანადირო და პნევმატური იარაღის უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე, ერთი მოქალაქე დააკავა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, 2017 წლის 09 თებერვალს, საბაჟო - გამშვები პუნქტი, ,,სარფის“ გავლით, გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, მისი მართვის ქვეშ მყოფ ,,IVECO’’ - ს მარკის ავტომობილით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოში გადმოიტანა დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით  ცეცხლსასროლი იარაღები. საგამოძიებო სამსახურის მიერ, საქართველოში კონტრაბანდული გზით, უკანონოდ შემოტანილი ცეცხლსასროლი,  სანადირო და პნევმატური იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. 

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილით,  რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

„როგორც კი თურქეთის შიგნით ჩვენი მოქალაქეების გადაადგილება იქნება უსაფრთხო, საზღვარს გავხსნით“

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 16 ივლისი 2016 13:47

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საზღვრის გახსნა დამოკიდებულია ოპერატიულ მუშაობაზე და იმ მონაცემებზე, რასაც თურქეთიდან მივიღებთ. „როგორც კი საბოლოოდ მოხდება დადასტურება, რომ თურქეთის შიგნით გადაადგილება იქნება აბსოლუტურად დაზღვეული ჩვენი მოქალაქეებისთვის და მათ არ შეექმნებათ საფრთხე, რა თქმა უნდა, გავხსნით საზღვარს. მე მინდა ვთხოვო ჩვენს მოქალაქეებს, რომ გაგებით მოეკიდონ ყველაფერს. ეს არის პირველ რიგში, ზრუნვა მათთვის, მათი უსაფრთხოებისთვის და ამიტომ არის მიღებული ეს ზომები“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა

საზღვარზე დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების უკანონო შემოტანის ფაქტი

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 01 ივლისი 2016 15:23

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობის გადმოტანის ფაქტი გამოავლინეს. 

გამოძიების მიერ დადგინდა, რომ ბრალდებულებს, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს არსენ მარგარიანს და სერბუჰ პეტროსიანს, საბაჟო გამშვები პუნქტის,  ,,სადახლო-საავტომობილოს’’ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოჰქონდათ დიდი ოდენობით უმაღლესი სინჯის ოქროს და ბრილიანტის საიუველირო ნაკეთობები. აღნიშნული კანონდარღვევისათვის არსენ მარგარიანი და სერბუჰ პეტროსიანი საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. 

დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8 დან 11  წლამდე ვადით. 

ცესკო-ში მაჟორიტარული ოლქების საზღვრების დადგენაზე იმსჯელეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 24 მარტი 2016 17:30

 საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული ოლქების საზღვრების დადგენაზე ცენტრალური საარჩევნო კომისია მუშაობს. 

ცესკო-ში დღეს პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის შენიშვნები მოისმინეს. 

ოპოზიციას პრეტენზიები, ძირითადად, თბილისის საზღვრებთან დაკავშირებით აქვთ. მათ გააპროტესტეს, მაგალითად, ზაჰესის დიდუბის ოლქთან მიერთება. ასევე, ოპოზიციონერები ამბობენ, რომ საზღვრების გადანაწილება წინა არჩევნებზე „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შედეგების მიხედვით მოხდა. 

ამ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს თავად საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. თამარ ჟვანიამ ასევე განაცხადა, რომ მომავალ არჩევნებზე მაჟორიტარებს რაიონების, მაგალითად, დიდუბის ან საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი აღარ ერქმევათ. ოლქების დადგენილ საზღვრებს 1-ელ აპრილამდე საკუთარი ნუმერაცია მიენიჭება და მაჟორიტარიც იმ კონკრეტული ნომრის ოლქის წარმომადგენელი იქნება პარლამენტში.

საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები

გამოქვეყნებულია სამართალი
კვირა, 03 იანვარი 2016 10:43

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი წარმოგიდგენთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ:
2015 წლის დეკემბრის თვე 465 962 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2014 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 7 %-ით მეტია. ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:
ა) ტურისტი - 155 048 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 33,3%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 6,2%);
ბ) ტრანზიტი - 89 141 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 19,1%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 2,2%);
გ) სხვა - 221 773 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 47,6%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 9,6%).
რაც შეეხება იანვარ-დეკემბრის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 5 897 685 ვიზიტი განხორციელდა, რაც 7%-ით მეტია 2014 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.
2015 წლის დეკემბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან (+3,8%), თურქეთიდან (+1,8%), აზერბაიჯანიდან (+4,6%), რუსეთიდან (+13,3%) და უკრაინიდან (+10,3%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-დეკემბერშიც გამოირჩნენ იტალია, ლიტვა, ლატვია და გერმანია (შესაბამისად 15%, 13%, 13%, და 10%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (29%), აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსია (51%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (40%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან - არაბათა გაერთიანებული საემიროები - 675% და საუდის არაბეთი - 80%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 10%-იანი ზრდა.

ბაზალეთიდან ყაზბეგამდე გზაზე 1000-ზე მეტი სატვირთოა გაჩერებული

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 06 დეკემბერი 2015 22:31

ბაზალეთის გადასახვევიდან ყაზბეგამდე ტრეილერები გაჩერებულია. ამის შესახებ "ნიუსდეის" საცობში მდგომი სატვირთო ავტომობილების მძღოლებმა აცნობეს. მათი გადმოცემით, ამ ტერიტორიაზე 1000-ზე მეტი მანქანაა გაჩერებული, რომელთა დიდი ნაწილი მალფუჭებადი პროდუქტებითაა დატვირთული. მძღოლებს გაჩერების მიზეზი არ აცნობეს და მათ არც ის იციან თუ როდის გაატარებენ საზღვრის მიმართულებით. 

"არავინ არაფერს გვეუბნება, მანქანაში კი უკვე მანდარინი მიფუჭდება, ბევრს უკვე საწვავი და საჭმელიც ელევა, აღარ ვიცით რა გავაკეთოთ," - განაცხადა "ნიუსდეისთან" თემურ ფირაშვილმა.

როგორც ცნობილია, სატვირთო ავტომობილებს გადაადგილების უფლებას უკვე 4 დღეა არ აძლევენ.

სოფელ კოშკადან გატაცებული 44 წლის დავით კუდუხაშვილი თავისუფალია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 05 დეკემბერი 2015 13:08

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკადან გატაცებული 44 წლის დავით კუდუხაშვილი ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით გაასამართლეს და ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ წუხელ გვიან ღამით გაათავისუფლეს. არსებული ინფორმაციით რუსმა ოკუპანტებმა კუდუხაშვილი 2 დღის წინ საკუთარი ბაღიდან გაიტაცეს, ოჯახის წევრების განცხადებით მას ე.წ საზღვარი არ გადაუკვეთა

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური